აშშ-ის კონგრესი, სავარაუდოდ, მომავალ წლამდე გადადებს უკრაინის დახმარებისა და აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვას. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
"რესპუბლიკელმა" სენატორმა, ჯონ კორნინმა, სენატის "რესპუბლიკელების" ლიდერის, მიტჩ მაკკონელის გუნდის წევრმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების განხილვა, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გადაიდო.
მისი თქმით, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებაზე შეთანხმების მიღწევა 25 დეკემბრამდე შეუძლებელი იქნება.
ამავე დროს, სენატის "რესპუბლიკელების" ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ საზღვრის შესახებ კანონპროექტის მიღება თითქმის შეუძლებელი იქნება. მან ასევე მოუწოდა პრეზიდენტ ბაიდენს, უფრო მეტად ჩაერთოს ჩიხში შესულ მოლაპარაკებებში.