ევროპა შეიძლება ბირთვული იარაღით შეიარაღდეს. ამ ეტაპზე ბირთვული იარაღი მცირე რაოდენობით მხოლოდ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს გააჩნია, მაგრამ რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო საფრთხის გათვალისწინებით, ევროპაში უკვე ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რუსეთის ბირთვულ აგრესიას საპასუხო ქმედებით უნდა უპასუხონ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას აეკრძალა ბირთვული შეიარაღება, მაგრამ დღეს უკვე სწორედ გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი მოითხოვს, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ გერმანიამ კი არ უნდა გაიჩინოს, არამედ ბირთვული პოტენციალი მთლიანად ევროპამ უნდა გაზარდოს. ეს ის იოშკა ფიშერია, რომელიც ჯერ კიდევ 80-იან წლებში ბირთვულ განიარაღებას ემხრობოდა, რადგან პარტია „მწვანეების“ წევრი იყო. დღეს ის დაჟინებით იმეორებს, რომ ევროპას ბირთვული იარაღი ესაჭიროება, სანამ მეზობლად ჰყავს რუსეთი.
პარალელურად, „ეკონომისტი“ მძიმე ინფორმაციას ავრცელებს, რომ, როგორც ჩანს, პუტინი იმარჯვებს უკრაინასთან ომში. ანალიტიკურ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ დასავლეთს მეტის გაკეთება შეეძლო პუტინის გაწბილებისთვის, ამ დროს კი დასავლეთი უკრაინისთვის გასაცემ დახმარებას ამცირებს, ამიტომ დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა დააღწიოს თავი ლეთარგიას. გამოცემის თანახმად, პუტინი იმარჯვებს იმის გამოც, რომ მან გაიძლიერა პოზიციები რუსეთის შიგნით.
ესაჭიროება თუ არა ევროპას ბირთვული იარაღი რუსეთის შესაკავებლად?
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ იოშკა ფიშერის განცხადება ნიშნავს იმას, რომ გერმანიას მიეცეს ბირთვული ქვეყნის სტატუსი, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონსტიტუციურად გერმანიას აკრძალული აქვს ბირთვული იარაღის ქონა. კახა გოგოლაშვილის აზრით, შესაძლოა, უკვე ხდება გერმანიის, როგორც მილიტარული სახელმწიფოს, მსოფლიო მასშტაბის სრულფასოვანი სამხედრო სახელმწიფოს აღდგენა.
„ის ფაქტი, რომ გერმანელებს ბირთვული სახელმწიფოს შექმნა სურთ, გერმანელების ბრალი ნამდვილად არ არის, რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა მოახდინა ასეთი იდეების პროვოცირება. ზოგადად, ევროპას აქვს თავისი ბირთვული იარაღი, საფრანგეთსაც აქვს და დიდ ბრიტანეთსაც. თუმცა, მათი ქობინების რაოდენობა არ არის ისეთი, როგორც ამერიკის და რუსეთის, დაახლოებით 200-დან 300 ქობინამდეა, მაშინ, როცა რუსეთს 7000-მდე ბირთვული ქობინა აქვს. მიუხედავად ამისა, ევროპას სერიოზული ბირთვული პასუხის გაცემა შეუძლია რუსეთისთვის. გერმანიას კი შეუძლია, თავისი უსაფრთხოების გარანტიები თვითონვე შეიქმნას ბირთვული შეიარაღების გაჩენით“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ის ფაქტი, რომ ევროპაში ბირთვულ შეიარაღებაზე ალაპარაკდნენ, სულაც არ ნიშნავს, რომ უკრაინა მარცხდება ამ ომში, რადგან არსად რუსეთის წინსვლა არ შეინიშნება. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რაც ზელენსკიმ თავადვე აღიარა, რომ უკრაინის კონტრშეტევა არ იყო ისეთი წარმატებული. ეს გასაკვირი არცაა, რადგან 400 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეა კონცენტრირებული ოკუპირებულ რეგიონებში. თავიდან, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დაახლოებით 200 ათას ადამიანს მოუყარა თავი პუტინმა, მაგრამ იმის შემდეგ 400 ათას ადამიანამდეა კონცენტრირებული. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, იოლი არ არის კონტრშეტევის განხორციელება. ფაქტია ისიც, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ წინ წაწევა არ მომხდარა.
რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ნიკა ჩიტაძის განმარტებით, ევროპაში დღეს საფრანგეთსა და ბრიტანეთს აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან რუსეთსა და აშშ-ზე მოდის მსოფლიოში არსებული ბირთვული რესურსების 90%-ზე მეტი. მაგალითად, თუ რუსეთი ფლობს დაახლოებით 6 ათას ბირთვულ მუხტს, მათ შორის, 1500-მდე ერთეულ ბირთვულ ქობინს, საფრანგეთი ფლობს დაახლოებით 200 ბირთვულ მუხტს, ანუ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს რუსეთს საფრანგეთსა და ბრიტანეთთან შედარებით.
„ამიტომ შესაძლებელია, ევროპის ბირთვული პოტენციალი კიდევ უფრო გაძლიერდეს, რათა რუსეთი დაბალანსდეს. მით უმეტეს, დიდი განსხვავებაა, რომელი ქვეყანა ქმნის ბირთვულ იარაღს, ეს დემოკრატიული ქვეყანაა, თუ არადემოკრატიული. რა თქმა უნდა, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის. ევროპა თუ იმუშავებს ახალ ბირთვულ პროგრამაზე, პირიქით, ევროპა დემოკრატიულია და ბირთვულ იარაღს ევროპა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენებს. ამდენად, მართებულია ფიშერის მოსაზრება, რომ ევროპას ბირთვული იარაღი უნდა ჰქონდეს, უბრალოდ, გააჩნია, რა ფინანსებთან იქნება ეს დაკავშირებული. ფაქტია, ჯერჯერობით, სანამ რუსეთი აგრესიულ ქმედებას ახორციელებს, მისი დაბალანსება ყველა გზით საჭიროა. მართალია, ამოქმედდა ეკონომიკური სანქციების 12 პაკეტი, მაგრამ ამ ეკონომიკურ სანქციებს თავისი სამხედრო კომპონენტიც უნდა მოჰყვეს. ჯერჯერობით, სანამ საერთაშორისო მშვიდობა არ დამყარებულა, ასეთი დიდი გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბარში.
პუტინს მთელი რუსეთის ვანიები ცალ ფეხზე კიდია....ეგ მთელ ფულს და ძალას ბომბების კეთებაზეა ხარჯავს..ფეხზე არა კიდიააა მაგას ურალს იქით ვანიებიიი??
დგაას და ბომბებს აკეთებს......
თვითონ ამერიკელები ამბობენ--------- დღევანდელ დღეს რუსეთის ჯარი მსოფლიოში პირველიაო
ჰოოდა ეჭიდაონ რუსეთს--- ვინ ვის ჩახდის გამოჩნდება
ისე მე ორივეს ჩესნად ვბალეშიკობ---ბოლოს კი დავიძახებ ვინც მოვიდა გაუმარჯოს--მეთქი
მოკლედ მოსტყვნიათ ორივეს პატრონი...თან რაც მალე უფრო უკეთესი ...