„დეოლოგარქიზაცია შემოგდებული იყო ხაფანგად, მაგრამ შემდგომ ხაფანგის დამგები მიხვდა, რომ მასში გაებმეოდა არა ივანიშვილი, არამედ კეზერაშვილი და ხაზარაძე“

„დეოლოგარქიზაცია შემოგდებული იყო ხაფანგად, მაგრამ შემდგომ ხაფანგის დამგები მიხვდა, რომ მასში გაებმეოდა არა ივანიშვილი, არამედ კეზერაშვილი და ხაზარაძე“

არანაირი დეოლიგარქიზაცია „ქართული ოცნების“ პირობებში არ იქნება, სანამ ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარს არ იტყვიან - ასეთია ქართული რადიკალური ოპოზიციის შეფასება, რომელთა განცხადებით ხელისუფლების ინტერესებში არ შედის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიმღება, რადგან „ამ ქვეყნის მთავარი ოლიგარქი არის „ქართული ოცნების“ არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი“.

ეს მაშინ, როდესაც ოლიგარქი, ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილის შემდეგ, რომელმაც დაადასტურა, რომ აფინანსებს ტელევიზიებს, ანალოგიური განცხადება გააკეთა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომლის განცხადებით, ორ ტელევიზიას - „არტარეასა“ და „ტვ პირველის“ აფინანსებს. თუმცა, მისი მტკიცებით, ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა. აშკარაა, რომ ხაზარაძის ეს განცხადება ადასტურებს, რატომ არის ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონის ასეთი კატეგორიული მოწინააღმდეგე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კეზერაშვილის შემდეგ გამოჩნდა მეორე თვითაღიარებული ოლიგარქი. მას, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაზე აქვს პირდაპირი გავლენა - საკუთარი პარტია აქვს შექმნილი და პირდაპირი გავლენები აქვს ტელევიზიებზე. როგორც კობახიძე აცხადებს, მამუკა ხაზარაძე უხდის თვეში 200 ათას ლარს ტელეკომპანია „ტვ პირველს“ და 240 ათას ლარს - ტელეკომპანია „მთავარს“, რის ხარჯზეც აქვს უზრუნველყოფილი გარკვეული დაფარვა ამ ტელეკომპანიებში, რაც ეს შეთანხმებული აქვს კეზერაშვილთან, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან. მისი თქმით, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სქემა.

„ხაზარაძემ საკუთარი ოლიგარქობა თავად აღიარა. ის ახორციელებს შესაბამისი ტელევიზიების დაფინანსებას, რათა მიიღოს შესაბამისი სატელევიზიო დაფარვა. რა თქმა უნდა, ხაზარაძე არის ჩვეულებრივი კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც კორუფციით აქვს ნაშოვნი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ფული, შემდეგ სააკაშვილის რეჟიმთან ერთად შოულობდა ფულს - ბიზნესის რეკეტის სქემაში იყო პირდაპირ ჩართული.

ის ვერ გაუტოლდებოდა სააკაშვილს, ადეიშვილსა და კეზერაშვილს ამ ამბავში, მაგრამ იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იმ სქემისა, რომელიც დაკავშირებული იყო ბიზნესის რეკეტთან. კონკრეტული დამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს, არაერთი საქმე, სადაც ფიგურირებს ხაზარაძე, როგორც რეკეტიორი. ის არის ოლიგარქი და ეს არის მისი თვითაღიარება. ისედაც ყველამ ვიცოდით, მაგრამ თავად აღიარა საკუთარი ოლიგარქობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხაზარაძის ოლიგარქობაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, გარდა ამ ოლიგარქიისა, „ლელოს“ სხვა პრობლემებიც აქვს. კერძოდ, ის, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არ უყურებს ეროვნულ ინტერესებს.

„ვნახეთ, მათ ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თავს იწონებდნენ, რომ იქ აბეზღებდნენ ქართველებს, რომ სანქციები დაეწესებინათ ქართველებისთვის და სხვა ქვეყნის ხელით მოეცილებინათ კონკურენტები სახელისუფლებო ბერკეტების მისაღებად. ეს არის სუფთა კომუნისტური, საბჭოთა აზროვნება, რომელიც მათი წარსულიდან გამოდინარე, ალბათ, საბჭოთა ნომენკლატურაში ყოფნიდან აქვთ მათ.

ცენტრში რომ ჩადიოდნენ ადრე, ზოგიერთი ქართველი აბეზღებდა ქართველებს, რომ მოეცილებინათ პარტიული თუ სხვა კონკურენტი და თვითონ გაეკეთებინათ კარიერა. მათთვის მოსკოვი დღეს შეიცვალა სხვა დედაქალაქებით, მიდგომა აქვთ ერთი და იგივე.

ვიცით, რომ კეზერაშვილს აქვს ფული, აღიარა და ვიცით, რომ აქვს მედია და ვიცით, რომ აქვს პარტია. ზუსტად იგივე გააკეთა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი და სრულად აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს. კერძოდ, აქვს ფული, აქვს პარტია, აქვს მედია. ეს არის, რისი ლუსტრაციაც მოხდა. როდესაც ოლიგარქიაზე საუბრობენ თავად ოლიგარქები, ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამარცხვინო ქმედება“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

კეზერაშვილის მსგავსად, ხაზარაძეც ამტკიცებს, რომ არ ერევა სარედაქციო პოლიტიკაში, მაგრამ „ლელოს“ მოჭარბებული გავლენა აშკარაა. ის, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნდება და მმართველ გუნდთან ერთად დაიწყებს დეოლიგარქიზაციის შესახებ მუშაობს, ამის ნაკლებად სჯერათ ანალიტიკოსებს, რომელთა შეფასებით, დღეს ოპოზიციის პოლიტიკურ ინტერესში არ შედის კანონპროექტის მიღება.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ დეოლოგარქიზაციის თემა შემოგდებული იყო ერთ-ერთ ხაფანგად, რომელშიც შემომგდების ლოგიკით უნდა გახვეულიყო საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, მაგრამ, როდესაც ვენეციის კომისიას გადაეგზავნა კანონპროექტი, ხოლო შემდგომ სამოქმედო გეგმა, ამ ხაფანგის დამგები მიხვდა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც საქართველოს პარლამენტმა განიხილა უკრაინაში 2019 წელს მიღებული ანალოგიური კანონი, პირველ რიგში, გაებმეოდა არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ კეზერაშვილი და ხაზარაძე.

„ევროპულმა სტრუქტურებმა აღარ გვირჩიეს ამ კანონის მიღება და ევროკომისიამ, ფაქტობრივად, იმ 12 დათქმის ნუსხიდან ამოიღო კიდეც ეს საკითხი, რომელიც აშკარად პერსონიფიცირებულად გამოიყურებოდა და რაღაცა ზოგადი ფორმულირება დაგვიტოვეს. ხელისუფლება მოიქცა ძალიან ბრძნულად, მან უარი არ უთხრა იმას, რაც თავიდანვე გამოიყურებოდა ძალიან არადემოკრატიულად, მიკერძოებულად და ერთ პიროვნებაზე მორგების სურვილით.

გაყვა ამ თამაშის წესებს ბოლომდე, ხაფანგში ფეხი არ ჩაყო და აქეთ დააყენა ამ ხაფანგში მოხვედრის საშიშროების წინაშე ის ძალები, რომლებსაც სულ საპირისპირო ამოცანები ამოძრავებდათ. ამიტომ, დავანებოთ თავი ამ ოლიგარქების საკითხს. თუმცა, ვაღიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ იქნება მიღებული და, დიდი ალბათობით, ვერც მივიღებთ, საქართველოში კლასიკურ ოლიგარქებს წარმოადგენენ კეზერაშვილი, როგორც მინიმუმ, და ხაზარაძე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კეზერაშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ ხაზარაძე არის მე-5 კოლონის ერთ-ერთი მეთაურთაგანი საქართველოში, რომელმაც აშშ-სგან მოითხოვა ქვეყნის დასანქცირება.

„ჩავიდა ოკეანის გაღმა თავის პატრონებთან, რომელთა გარეშე ის „ბლატაობს“ ქართვულ პოლიტიკაში, ამ დროს მისი რეიტინგი არის ძალიან მიზერული და გააკეთა ის განცხადება, რაც ვნახეთ და ამით მან დაადასტურა, რომ ის არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც პოლიტიკაში შემოსული არის საკუთარი ფულების დასაცავად. მეტიც, ხაზარაძეს აბსოლუტურად არაფერი არ აინტერესებს, მან მოითხოვა ქვეყნის დასანქცირება და ეს გააკეთა ირიბი ფორმით. ამდენს ხვდება ხაზარაძე, რომ შეფუთულიყო. ხაზარაძე არის შეფუთული მე-5 კოლონის ერთ-ერთი მეთაურთაგანი საქართველოში, რომელიც ფულისათვის ყველას და ყველაფრის გამყიდველია. არ დაერიდება არაფერს, ოღონდაც კი ფული მოიპოვოს და სხვადასხვა ხერხებით მოპოვებული ფული პოლიტიკურად ჰქონდეს დაცული. აი, ეს არის ჩემი აზრი ხაზარაძის მიმართ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, როცა ოლიგარქიაზე არის ლაპარაკი, შემოღებული უნდა იქნას ზოგადი კრიტერიუმები ცალკე როგორც კეზერაშვილზე, ასევე ხაზარაძეზე და ივანიშვილზე. მისი თქმით, როცა იქნება ჩამოყალიბებული კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებში ვინც ჩაჯდება, შემდეგ იმაზე უნდა ამოქმედდეს კანონი.

„ხვალ რომ გამოჩნდეს პიროვნება, რომელიც დააფინანსებს ტელევიზიას, ის ოლიგარქი იქნება თუ არა - ზოგად პრინციპებზე არის ლაპარაკი. ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტვ. „პირველს“ აფინანსებს, კეზერაშვილი „ფორმულას“. ასე რომ ვიმსჯელოთ, ივანიშვილი ყველაფერს აფინანსებს. რა მნიშვნელობა აქვს ფულს პირდაპირ რიცხავ, თუ გავლენა გაქვს ტელევიზიაზე. ამიტომ, არ ვთვლი, რომ ასე კონკრეტულ პიროვნებებზე უნდა დაიწყოს კანონის მორგება. ვთვლი, რომ ზოგადად უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, ვინც შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად. ხვალ რომ ხაზარაძემ და კეზერაშვილმა დაანებონ თავი პოლიტიკას და ვიღაც სხვა გამოჩნდეს, იმას რა მოვუძებნოთ მერე?

ამიტომ, ჯერჯერობით დეოლიგარქიზაციის საკითხს ორივე მხარე იყენებს მხოლოდ პოლიტიკური პიარის თვალსაზრისით. რეალურად, არც ერთს არ უნდა ნაბიჯის გადადგმა. თუ ვინმეს უნდა სერიოზულად იმუშაოს დეოლიგარქიზაციაზე, მარტო ტელევიზია არაა საკმარისი, თუმცა ერთ-ერთი კომპონენტია, ისევე როგორც პოლიტიკა. აუცილებელია კრიტერიუმების შემუშავება, რაც არც ხელიუსფლებას უნდა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ოპოზიციას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

 

Gami ძაბირაძე მაინც სხვა დონეა, რა!
11 თვის უკან
ლევკოთეა ძაბირაძე თანდათან ნამდვილ პოლიტიკოსს ემსგავსება. ლაპარაკობს ბევრს და ისეთებს, თავს და ბოლოს რომ ვერ გაუგებ.
11 თვის უკან
Maverick ლევკოთეა, უკაცრავად. ემგავსება პოლიუტრიკოსს!
11 თვის უკან