„თუ ევროკავშირმა საქართველოს უარი მეორეჯერაც უთხრა, აქ მართლაც შესაძლოა მძიმე პროცესები განვითარდეს“

„თუ ევროკავშირმა საქართველოს უარი მეორეჯერაც უთხრა, აქ მართლაც შესაძლოა მძიმე პროცესები განვითარდეს“

როდის გადაწყვეტს საქართველოს ბედს ევროკავშირი? - ცნობილი ხდება, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება ოქტომბრის ნაცვლად ნოემბერში მოხდება. როგორც ჩანს, ამის შესახებ ინფორმირებული საქართველოს ხელისუფლებაც არის, რადგან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველო რეკომენდაციას ნოემბრის დასაწყისში უნდა ელოდოს.

ამ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელ ირიკარდ იოზვიაკიც ადასტურებს, რომელიც საანდო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს შესახებ ევროკომისია ანგარიშს 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს. ასევე ეს თარიღი დროში ემთხვევა სამიტს, რომელიც ვაშინგტონში იხსნება. ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა კონსულტაციები ჯერ ამერიკელ და ევროპელ ლიდერებს შორის მოხდეს, შემდეგ კი შედეგი გახდეს ცნობილი. ასევე სამიტის გამო რიცხვმა კიდევ გადაიწიოს. არადა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ქართულ მედიასთან საუბრისას ჯერ კიდევ სექტემბერში აღნიშნავდა, რომ  იმ დროს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების ცნობილი თარიღი იყო 31 ოქტომბერი. ამასთან, იოზვიაკი არ გამორიცხავდა, რომ თარიღი გადმოეწიათ და ანგარიში ოქტომბრის პირველ ორ კვირაში წარმოედგინათ. მას ჰქონდა მოლოდინი, რომ კონკრეტული დათქმებით საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.

თუმცა იგივე თარიღი საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ოქტომბერს დაასახელა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიმდინარეობს ბოლო დაზუსტებები, ხოლო ევროკომისიის რეკომენდაცია 8 ნოემბერს გამოქვეყნდება.

„მე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კომისიასთან, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ შესაბამის სტრუქტურებთან, ბოლო დაზუსტებები მიმდინარეობს ახლა და 8 ნოემბერს, ნოემბრის დასაწყისში, ასე მინდა ვთქვა, იქნება კომისიის რეკომენდაცია და ვფიქრობ, რომ საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, ჩვენმა ხელისუფლებამ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სიტუაცია დინამიურია და ამიტომ არ არის გამორიცხული ევროკავშირშიც სიტუაცია იცვლებოდეს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, რთულია კონკრეტულად იმაზე საუბარი, ევროკავშირის შიგნით, რეალურად, საქართველოსთან დაკავშირებით, რა სახის განწყობები არსებობს.

„თავად იოზვიაკი ამბობდა, რომ შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სატატუსი რაღაცა დათქმებით მისცენო. ახლა კი კარდინალურად არაფერია შეცვლილი. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოსგან ელოდებოდნენ უფრო მეტ და გამბედავ ნაბიჯებს, თუნდაც იგივე სანქციებთან მიერთებაზე, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, სასამართლოსთან მიმათულებით. ხოლო, როცა ეს ვერ დაინახეს, რაღაცნაირად აზრი შეიცვალეს. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებია. აქ მთავარი ორი რამ არის, პირველი, ევროკავშირისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, რეკომენდაციების შესრულება ზედმიწევნით თუ გეოპოლიტიკური საკითხი.

გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომიდნარე, სტატუსს მოგვცემენ რაღაცა დათქმებით, რომ მერე ეს ყველაფერი შესრულდეს. ეს არის მთავარი და ამიტომ ჭიდილი ამ ორ მოსაზრებას შორის მიდის. იოზვიაკი და სხვები ასეთ პესიმისტურ განცხადებებს რაზე დაყრდნობით აკეთებენ, ნამდვილად არ ვიცი. მესმის არის საქართველოში ჯგუფები, რომლებმაც ადრეც წერილებით გააშანშალეს, რომ საქართველოს ევროკავშირის სტატუსი არ უნდა მიენიჭოს, ვიდრე „ოცნება“ ხელისუფლებაშია და ა.შ. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირში ნეგატიური განწყობები შექმნან. მე მაინც მგონია, რომ თუ საღმა გონებამ გადაწონა, საქართველოს სტატუსი, თუნდაც გარკვეული დათქმებით, უნდა მისცენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

აქვს თუ არა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს გავლენა და რამდენად შესაძლოა ეს გადავადება დროში, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული იყოს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ფაქტია ზეგავლენას ახდენს.

„რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკური ფაქტორიც ბევრ რამეზე გავლენას ახდენს. პირადპირ ღია ტექსტით გვითხრეს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი გავლენას მოახდენდა. ევროპაში გადაწყვეტილების მექანიზმი, რამდენადაც ეფუძნება ფაქტებს, იმდენად აღქმებს ეფუძნება. მათთვის პროევროპელად მიჩნეული პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის მოწყობა ცუდი სიგნალი იქნებოდა. თავის ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არაფრით დაუშვებენ, ქვეყნის მეთაურის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ცოტა სხვა დამოკიდებულება აქვთ. მათთვის საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა, ამიტომ სხვა სტანდარტები მოქმედებს. მე მაინც მგონია, რომ ეს ნეგატიური პროცესიც მოცემულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას ვერ გადაწონის. თუ ევროკავშირმა საქართველოს უარი მეორეჯერაც უთხრა, აქ მართლაც, შესაძლოა, მძიმე პროცესები განვითარდეს, რამაც პირდაპირ წყალი რუსეთის წისქვილზე დაასხას“,- ამბობს ანჯაფარიძე.

კახა გოგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ თარიღის გადატანა შესაძლოა ბევრ სხვადასხვა მიზეზებთან იყოს დაკავშირებული და ეს საქართველოს სულაც არ ეხებოდეს. გოგოლაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თუ არ იქნება 8 ნოემბერს, მაშინ სხვა რიცხვებში იქნება და ამაში გასაკვირი არაფერია. მისი თქმით, სწორედ 8 რიცხვში იმართება ვაშინგტონში სამიტი, ამიტომც არ არის გამორიცხული მას ევროკომისრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრონ და მათ გარეშე პროცესი ვერ ჩაივლის.

„თუ ევროკომისიიდან არ იყო მკაფიო დასკვნა, ეკუთვნის თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ წევრი ქვეყნები პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებენ. თუმცა, კანონმდებლობა არ უშლით, მაგრამ ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ამიტომ არ ველი, რომ რეკომენდაცია ან არ იქნება ან ბუნდოვანი იქნება. შესაძლოა, დროში გადადება იმით არის განპირობებული, რომ რეალურად სხვა რაღაცებით არიან დაკავებულები, მათ შორის, ამერიკაში სამიტით. კიდევ არ დაგვავიწყდეს, რომ ისრაელის ამბები როგორ განვითარდება არავინ არ იცის.

არ არის გამორიცხული, რომ უბრალოდ არ ეცალოთ. აქ მხოლოდ საქართველოზე საუბარი არ არის, აქ ანგარიში კეთდება ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით. 8 ნოემბერს მოლდოვის და უკრაინის საკითხიც უნდა განიხილონ. გადაწყვიტონ მოლაპარაკებებს იწყებენ ამ ქვეყნებთან თუ არა. იქაც ევროკომისიამ ღიად უნდა თქვას, აძლევს რეკომენდაციას მოლაპარაკებების გახსნას თუ არა. ამიტომ აქ მარტო საქართველო არაფერ შუაშია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალი მითითებები მივიღოთ და შესაძლოა 3 თვით კიდევ გადაიდოს სტატუსის მინიჭება. აქ ვადები არ არის დადგენილი. თუკი ჩვენ ამ ხარვეზებს ამ ხნის განმავლობაში აღმოვფხვრით, შესაძლოა, 3 თვეში მოგვცენ“,-ამბობს გოგოლაშვილი.

 

Aburjga Tasmanieli ამ ამბავთან რა მოსატანია მარა გაუგებდით იტალიის პრემიერი ძუნკალი ქალი ჯორჯია მელონი თავის პარტნიორს (ქმარს არა, პარტნიორს) დაშორებოია თურმე, "სექსისტური გამონათქვამების" გამო!!! არარა და ის კაცი თურმე ამ ძუნკალის შვილის მამაც ყოფილა! არ გაინტერესებთ რა თქავა იმ კაცმა? - გოგონები ნუ დათვრებიან და მაშინ ვერც გააუპატიურებენო!
1 წლის უკან