„ალიევი როცა ანაკლიის მიმართ საკუთარ ინტერესზე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ გველაპარაკება ერდოღანი“

„ალიევი როცა ანაკლიის მიმართ საკუთარ ინტერესზე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ გველაპარაკება ერდოღანი“

ანაკლიასთან მიმართებით კონკურენცია იზრდება. ამ ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ არა მარტო ჩინური და შვეიცარიული, არამედ აზერბაიჯანული ინტერესიცაა. თუმცა აზერბაიჯანული აქ ხმამაღალი ნათქვამია, რადგან აზერბაიჯანის ხსენება აპრიორი ნიშნავს თურქულ ინტერესს.

საქართველოში ახლახანს ჩამოსულმა ილხამ ალიევმა ანაკლიის მიმართ დაინტერესება არ დამალა და განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პორტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება.

ამასობაში კი ანაკლიის ნავსადგურის პროექტი კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც ორი კომპანია ლიდერობს: შვეიცარია-ლუქსემბურგის და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი. ორივე მათგანი მსოფლიოში აღიარებულია. თანაც, ჩინეთსა და ევროპას შორის „შუა დერეფნის“ გააქტიურების გათვალისწინებით, საქართველოსთვის, ალბათ, უფრო მომგებიანია ჩინურ და შვეიცარიულ კომპანიებზე არჩევანის გაკეთება.

ანაკლიის მიმართ ინტერესი ჰქონდა, ასევე, ისრაელს და მეორე ჩინურ ჯგუფს, მაგრამ ისინი მეორე ეტაპზე ვერ გადავიდნენ. რაც შეეხება ამერიკულ კომპანიებს, მათ ანაკლიის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავთ.

ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეს „მთელი ამ ტენდერობანის“ ფონზე შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ანაკლიის პროექტი ჩინურმა კომპანიამ ჩაიგდოს ხელში.

რამდენად გამართლებულია აზერბაიჯანის შემოყვანა ანაკლიის საერთაშორისო პროექტში, მით უმეტეს მაშინ, როცა ტენდერი უკვე დასრულების სტადიაშია და საეჭვოა, ახალი პრეტენდენტები დაემატოს?

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აზერბაიჯანი დიდი ხანია დაინტერესებულია ფოთის პორტით, ყულევის ტერმინალით.

„არ ვიცი, რამდენად დიდი ინტერესი უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანს სატრანსპორტო გადაზიდვების კონტექსტში ანაკლიასთან მიმართებით, რადგან ერთი გზა, რომელიც ააშენა, წესიერად არ მუშაობს. გაუგებარია, რად უნდა კიდევ სატრანსპორტო პორტის კონტროლი, მაგრამ ეს ამბიციები აზერბაიჯანს გააჩნია. ვფიქრობ, ანაკლიასთან მიმართებით არც ჩინელები გვაწყობს, არც აზერბაიჯანელები. ჯერ ერთი, მეზობელს არ შეიძლება ჩააბარო შენი სტრატეგიული ობიექტები, მეორე, ჩინეთის შემოყვანაც ანაკლიაში სახიფათოა, გამოდის, რომ ჩინეთს უშვებ საქართველოში, ანუ ამხელა აქტორს, რომელიც არ არის დემოკრატიული, შემჩნეულია კორუფციაში, მოსყიდვაში, გავლენებში“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

მისივე აზრით, საბოლოო ჯამში, არც აზერბაიჯანს არ უნდა მივცეთ მთლიანად ანაკლიაში იმხელა წილი. აზერბაიჯანს შეუძლია ინვესტიცია ჩადოს ანაკლიაში, მაგრამ საკონტროლო პაკეტის მიცემა აზერბაიჯანისთვის არ შეიძლება.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, ალიევი როცა ლაპარაკობს, ეს ნიშნავს, რომ გველაპარაკება ერდოღანი, ვამბობთ ალიევს, ვგულისხმობთ ერდოღანს. რასაკვირველია, ერდოღანს აწყობს ანაკლიის პორტი, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესია ამ საქმეში სტაბილური ქვეყანა ჩავრთოთ, როგორიც შვეიცარიაა.

სოსო ცინცაძის განმარტებით, ნავთობის გამო ალიევს ჯერჯერობით იტანს ცივილიზებული მსოფლიო, მაგრამ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებები, დემოკრატია, თანამდებობის გადაცემის მემკვიდრეობითობა დასავლეთისთვის მიუღებელია. ჯერ თვითონ ილხამ ალიევი ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე გამოაცხადა მემკვიდრედ თავისი შვილი, რასაც, რასაკვირველია, დასავლეთი არ მოიწონებს.

„ცხადია, გაცილებით უკეთესია ჩინური ინვესტიცია ანაკლიასთან მიმართებით. ანაკლიაზე თვალი უჭირავს დასავლეთსაც, თურქეთსაც, ჩინეთსაც. რუსეთს საერთოდ არაფრის აშენება არ უნდა ანაკლიის ტერიტორიაზე, თუკი რუსული არ იქნება, მაგრამ რუსული ანაკლია ვერასოდეს ვერ გახდება. დიახ, ოჩამჩირე არის რუსული, მაგრამ ოჩამჩირე სულ სხვაა, ოჩამჩირეში საბჭოთა კავშირის დროს ძალზე ძლიერი წყალქვეშა ფლოტის ბაზა იყო, მაშინდელი ინფრასტრუქტურა ოჩამჩირეში შემონახულია, რუსეთი ახლა ამის რეაბილიტაციას აპირებს და სამომავლოდ სევასტოპოლის დუბლი იქნება ოჩამჩირე. ანაკლია სულ სხვა არის, პირველ რიგში, ანაკლია უდიდესი ეკონომიკური დატვირთვისაა. თუნდაც იმავე რუსულ ბაზებს ოჩამჩირეში ფული მიაქვთ, მათი შენახვა ფული ჯდება, ანაკლიამ კი ფული უნდა შემოიტანოს, ოჩამჩირეს ფული მიაქვს, ანაკლიას ფული შემოაქვს. ასე რომ, აზერბაიჯანი თურქეთის პოზიციას ახმოვანებს ანაკლიასთან მიმართებით და დღეს ამის გამო დელიკატურ მდგომარეობაშია ჩვენი მთავრობა. თუ ალიევს უნდა, ფეხი ჩადგას ანაკლიაში, ჩვენც უნდა შევევაჭროთ და, როგორც მინიმუმ, სადაო ტერიტორიების, დავით გარეჯის და სხვა ადგილების საკითხი გადავწყვიტოთ ალიევთან. დიპლომატია რა არის? თეთრი ხელთათმანებით, ირმის ტყავისგან შეკერილი ხელთათმანებით ვაჭრობა, ის კი არა, ბაზრობაზე დაუბანელი ხელებით რომ ვაჭრობენ. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს საქართველოს ახლანდელი მთავრობა ამ შესაძლებლობას“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.

 

Maverick "...ჩინეთის შემოყვანაც ანაკლიაში სახიფათოა, გამოდის, რომ ჩინეთს უშვებ საქართველოში, ანუ ამხელა აქტორს, რომელიც არ არის დემოკრატიული, შემჩნეულია კორუფციაში, მოსყიდვაში, გავლენებში“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს:

ე.ი. არცერთი არ ვარგა, დარჩა შვეიცარია, ხომ?!

კი, მაგრამ, ევროპის ყულაბა, შვეიცარია არაკორუფციული, დემოკრატიული, მოუსყიდველი და გავლენებში შეუმჩნეველია?! თუ პირიქითაა?!

თუ არ იცი მაგალითს მოგიყვან! და თუ იცი ვირეშმაკობას თავი დაანებე, ბოლოს და ბოლოს გაბედე და თქვი სიმართლე!
1 წლის უკან
რომანი რამდენად ჩაუხედავია გოგოლაშვილი ამ საქმეში, მისთვის ჩვეული ტენდენციურობაც რომ დავივიწყოთ, იქიდან ჩანს, რომ ასეთ უაზრო ფრაზას წარმოთქვამს: "... მაგრამ საკონტროლო პაკეტის მიცემა აზერბაიჯანისთვის არ შეიძლება."
1 წლის უკან
რომანი ადრეც აჭვნიშნე, გავიმეორებ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე - პორტი აშენდება, უდავოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა. ამისთვის საჭიროა ნება და სათანადო სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის შერჩევა. საქართველოს მოქალაქე უნდა გახდეს აქციონერი რადგან ეს სტატუსი არ შემოიფარგლება მხოლოდ მესაკუთრის უფლებებით - იგი მრავალწახნაგოვანია და დიდწილად განაპირობებს ქვეყნის მდგრად განვითარებას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. იმედია, სახელმწიფოს მესვეურნი გაითვალისწინებენ ჩემს და ჩემი თანამოაზრეების მიდგომას ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ.
1 წლის უკან
რომანი შესწორებული:ადრეც აღვნიშნე, გავიმეორებ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე - პორტი აშენდება, უდავოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა. ამისთვის საჭიროა ნება და სათანადო სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის შერჩევა. საქართველოს მოქალაქე უნდა გახდეს აქციონერი რადგან ეს სტატუსი არ შემოიფარგლება მხოლოდ მესაკუთრის უფლებებით - იგი მრავალწახნაგოვანია და დიდწილად განაპირობებს ქვეყნის მდგრად განვითარებას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. იმედია, სახელმწიფოს მესვეურნი გაითვალისწინებენ ჩემს და ჩემი თანამოაზრეების მიდგომას ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ.
1 წლის უკან
Gami რა სტრატეგიული ხედვის ბიზნესმენები: " ჩაშკა-ლოშკა" ხაზარაძე-ჯაფარიძე გააგდეს! /// ვეთანხმები ზემოთ მოყვანილ ყველა კომენტარს.
1 წლის უკან
trampi ძმა და მეგობარი???????
თუ ძმა და მეგობარია დააბრუნოს გარეჯი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ხომ იცის რომ გარეჯი საქართველოოა დააბრუნოს!!!---- არც ეგენი არიან კაი სულების....
მე კიდე ის მიკვირს -----------როგორაა რო საქართველო ყველას ძმააა და მეგობარი და ჩვენი ძმა კიდევ არავინ??
ეს სადაური წესიააა??

ძმა და მეგობარი კი არაა........ შიხტა--კიკოლა ....
მაგისთანა ძმააა თურქიც, რუსიც , სომეხიც----ყველამ აგვახია ჩვენი მიწაწყალი
გაზს და ბენზინს გვაძლევს.......სამაგიეროდ დედას გვიტირობს -----
- არ მინდა მაგათი არაფერი და დაბრუნოს გარეჯიც და საინგილოც
1 წლის უკან