ჩაანაცვლებს თუ არა ლევან ხაბეიშვილს ნიკა გვარამია, ეს, ალბათ, კვიპროსული ვოიაჟის შემდეგ გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ხაბეიშვილი ნიკა მელიას ბედს გაიზიარებს. ახლა ენმ-ში ელიან დავით კეზერაშვილი ხაბეიშვილთან საქმეების გარჩევის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
თავად „მთავარი არხის“ დამფუძნებელი სტრასბურგიდან აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობაში“ თანამდებობის დაკავებით დაინტერესებული არ არის, თუმცა შეკითხვას, სურთ თუ არა პარტიის დამფინანსებლებს მისი ხილვა ხაბეიშვილის ნაცვლად - ღიად ტოვებს.
ლარნაკაში, დავით კეზერაშვილთან შესახვედრად, გიორგი ვაშაძეც გაემგზავრა. მისი თანაგუნდელები კი აცხადებენ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი საფრანგეთშია, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
ნიკა მელიას ფლანგი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თვის წინ არჩეულ ლევან ხაბეიშვილს მალე შეცვლიან. „ნაცმოძრაობის“ წევრები ფიქრობენ, რომ კვიპროსში დავით კეზერაშვილთან პარტიის ლიდერების გამოძახება სწორედ ამ თემას უკავშირდება. მელია და მისი თანამოაზრეები ხაბეიშვილს ამჯერად სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ კეზერაშვილი ამ შემთხვევაშიც ჩრდილოვანი მართვის მეთოდს იყენებს, რაც მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მეორედ გაყოფის პროცესს დააჩქარებს.
რა მიზნით დაიბარა „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტი მთავარმა დამფინანსებელმა - ამ კითხვას კონკრეტულ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ სცემენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მიზეზად, მისი სასწავლებლად წასვლის სურვილი დასახელდება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ კრიზისზე აკეთებენ აქცენტს მმართველი გუნდის წევრები. „ქართულ ოცნებაში“ ხაბეიშვილის კვიპროსულ აუდიენციას არაფორმალური მმართველობის მორიგ ლუსტრაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ხაბეიშვილის გვარამიათი ჩანაცვლება უშედეგო იქნება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ენმ-ს მოქმედი მენეჯმენტის ვიზიტი კეზერაშვილთან გასაკვირი ამბავი არ არის.
„რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, სიმართლე გითხრათ, არ მგონია რომ რამე გასაკვირი ამბავია ეს. იმდენად გაშიფრულია კეზერაშვილის მონაწილეობა პოლიტიკაში ამ გზით და ამ დაჯგუფებებთან მონაწილეობა, მე ვფიქრობ, არავისთვის სიახლე არ არის, რომ ეს კომუნიკაცია არსებობს. ეს კომუნიკაცია ტელეფონით ხორციელდება თუ უშუალო ვიზიტებით, ამაში არაფერი უცნაური და ახალი არ არის.
რაც შეეხება საკითხს, შეიძლება თუ არა შეიცვალოს თავმჯდომარე, მე მგონია, რომ მაგალითად, ვაშაძის შეყვანა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და რაღაცა ფორმით აფილირება მასთან, იყო მცდელობა, რომ ის ნაკლოვანებები, რომელიც დამახასიათებელი იყო ხაბეიშვილისთვის, როგორც ლიდერისთვის, რომელიც ვერ შედგა, შევსებულიყო. როგორც ჩანს, ამ ვერსიამაც არ გაამართლა“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამია მართლაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს, თუმცა ის ვერ ხედავს იმის ალბათობას, რომ ამის შემდეგ პარტიაში და მის ირგვლივ რადიკალური ცვლილებები მოხდეს. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, დავით კეზერაშვილი ამით შეეცდება, რომ წინასაარჩევნოდ პარტია არ გაიყოს და ნიკა მელიას შეჩერება შეძლონ. თუმცა გამოუვათ თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
„გასაგებია, რომ პარტიაში რაღაცა უნდა შეცვალონ, მაგრამ რა აზრი აქვს, თუკი პარტიის სადავები ხელში ისევ დავით კეზერაშვილს და ვანო მერაბიშვილს ექნებათ. კი ბატონო, დანიშნონ ნიკა გვარამია, მაგრამ ამით რა? ახალი ელექტორატის მიმხრობას ისინი ვერ შეძლებენ. გვარამია ისევ იმ 9-წლიან სისხლიან რეჟიმთან ასოცირდება. მასზეც არის იმ დანაშაულებრივი რეჟიმის მმართველობის პაუსიხმგებლობა. ის მაშინ მაღალ თანმდებობებზე იყო. ამიტომ პარტიის მიმართ დამოკიდებულება დიდად არ შეიცვლება.
გვარამია არის ფიგურა, რომელიც არ სარგებლობს საზოგადოებაში რაიმე დიდი მხარდაჭერით. უბრალოდ, ლევან ხაბეიშვილის ფონზე, რა თქმა უნდა, ბევრად კარგი კანდიდატურაა. თუნდაც დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. ალბათ, გათვლა იმაზეც ექნებათ, რომ ნიკა მელიამ პარტია არ დატოვოს და ენმ-ის ორად გაყოფა დროებით მაინც შეაჩერონ. სხვაგვარად მელია იქნება თუ ხაბეიშვილი თავმჯდომარე, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პარტია ახალ მხარდამჭერებს ვეღარ მოიზიდავს. ენმ-ის რებრენდიგს მელია ცდილობდა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს ბოლომდე. ახლა კი ბრძოლაში ისევ ღიად მიხეილ სააკაშვილი ჩაერთვება და ეს ყველაზე მეტად ხელს ხელისუფლებას აძლევს“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება მელიას და მის პარტიიდან წასვლას, ძაბირაძე ამბობს, რომ სჯობს მან თავის თანაგუნდელებთან ერთად პარტია დროზე დატოვოს, რადგან მის ენმ-ში ყოფნას აზრი აღარ აქვს და უკან თავმჯდომარედ არავინ აღარ დააბრუნებს. ამიტომ უნდა გარისკოს და ენმ-ს გამოეყოს. ძაბირაძის აზრით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას მელია ნებისმიერ დროს შეძლებს, ამიტომ რაც უფრო დროში გააჭიანურებს, მისი შანსები მით უფრო დაიკლებს.
ანალიტიკოსი გია აბაიშიძე კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელსიუფლებაში არჩევნების მეშვეობით ვერ ბრუნდება, ამიტომ პარტია უფრო რადიკალური ქმედებებისთვის ემზადება. აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ დავით კეზერაშვილი და მისი ამფსონები, პარტიის გადახალისებას შეეცდებიან, თუმცა აქედანაც არაფერი გამოუვათ.
„ახლა ენმ-ში ისეთი სიტუაციაა, ყველა ლიდერობისთვის და პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვის. ასევე, ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ დაბრუნდებიან და ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ რადიკალური ქმედებებისთვის. ამისთვის კი ცდილობენ ისეთი ლიდერი შეარჩიონ, ვინც ამ ყველაფერს წარუძღვება. ხაბეიშვილი რას წარუძღვება და როგორ, უკვე ვნახეთ. ამიტომ, ახლა არჩევანს გვარამიაზე აკეთებენ, ის მაინც ყოფილი მაღალჩინოსანია, ინტელექტით ხაბეიშვილზე მეტია და პლუს, პარტიაშიც მეტ-ნაკლებად, ყველასთვის მისაღები ფიგურა იქნება.
თუმცა ამით მაინც ვერაფერს შეცვლიან. ხომ ვხედავთ რა დღეში არიან, სოფო ჯაფარიძემ რაც გააკეთა, სააკაშვილს კაბინეტის მოწყობით, მათსავე ამომრჩეველში გახდა ქილიკის საგანი. ეს ბელადომანიობა ვერ დაასრულეს. ამიტომ სააკაშვილი, როგორც ჩანს, ცალკე ლიდერობას შეეცდება და აი, ამ დაპირისპირების ფონზე ეცდებიან ქვეყანაში პროცესები დაძაბონ, რაც არ გამოუვათ. ახლა ლევან ხაბეიშვილი უკვე იმდენად კომიკური ფიგურა გახდა, რომ იძულებულები არიან თამაშიდან გაიყვანონ. ვფიქრობ, საინტერესო პროცესები გველის და ვნახოთ, წინ ბევრი სიახლე იქნება“, - ამბობს აბაშიძე.
გვარამია ინტელექტუალია იმიტომ, რომ ,,რა, სად, როდის" მონაწილეობდა?
რაც მაგას სისულელეები და უკანონობა აქვს ნაკეთები და ნალაპარაკები, ინტელექტუალი რანაირად გამოდის? რადგან, ვთქვათ, შექპირს ინგლისურ ტექტში გაიაზრებს?
ეს არის კლანი მოძალადეების, ახურებული დედაკაცების, პედოფილების და არშემდგარი ჰომეოპათების, რომელთაც ყველა და ყველაფერი ძულთ!
ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ პოლიტიკაში წარმატებულ ტივტივს, ეს მოტივტივეები როგორ ახერხებენ ასეთ "წარმატებულ" ტივტივს?!
ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩემი "გონივრული ეჭვით, შეხედულებით" (რაც ნაცბოზბანდამ დაგვიკანონა, რასაც დაჯის მეთოდად იყენებდა) მე დარწმუნებული ვარ ამ ტივტივში არჩევნების შედეგების გაყალბებაში დასავლეთის ნება და ქოცების მირ მუდმივ დაჩმორების და ბრალდებების საუკეთეს ოპონენტებისთვის %-ბის მიმატებით არის გაკეთებული!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!