„ისრაელის სპეცსამსახურების მოქმედებაც სერიოზულ ეჭვებს მიჩენს, როგორ შეიძლება ამ ხნის განმავლობაში, ამხელა მომზადება მიდიოდეს და დაზვერვამ ვერ გაიგოს“

„ისრაელის სპეცსამსახურების მოქმედებაც სერიოზულ ეჭვებს მიჩენს, როგორ შეიძლება ამ ხნის განმავლობაში, ამხელა მომზადება მიდიოდეს და დაზვერვამ ვერ გაიგოს“

ისრაელი გაჩერებას არ აპირებს და, დიდი ალბათობით, სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში გარდაუვალია. მიზანი კი ტერორისტული ორგანიზაციის სრული განადგურებაა. თუმცა, ეს ოპერაცია ისრაელისთვის მარტივი რომ არ იქნება, ამაზე ყველა სპეციალისტი თანხმდება. „ჰამასის“ შეტევის ტემპმა იკლო, თუმცა ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ჩრდილოეთს რაკეტებს მაინც ესვრის. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ქალაქ აშკელონს და აშდოდს. დაზიანებულია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო. დაიბომბა თელ-ავივი. მოსახლეობის ნაწილი, თავს მიწისქვეშა ბუნკერებს აფარებს.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ღაზას სექტორში სახემელეთო ოპერაცია დიდი მსხვერპლთან და სისხლისღვრასთან იქნება დაკავშირებული. არეშიძის აზრით, ახლა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტი რუსეთს ძალიან აწყობს და, დიდი ალბათობით, რუსეთის სპეცსამსახურები „ჰამასის“ თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობას იღებდნენ.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ყოველდღიურად მწვავდება და სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა, ალბათ, ბევრი კითხვ არსებობს იმასთან დაკავშირებით, ვინ ეხარებოდა ტერორისტებს, რომლებიც ასე კარგად შეინიღბნენ, მოატყუეს მოსადი და ვერც ერთმა სხვა ქვეყნის დაზვერვამ მათი მოქმედება ვერ გაშიფრა. ფიქრობთ თუ არა, რომ ამ თავდასხმაში შესაძლორუსეთის ხელი ერიოს?

- რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, რადგან რუსეთს ახლა საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს. რუსეთი ამ ომს არც აგებს და არც იგებს. ამ კონფლიქტში ჩაეფლო, ეს კი მისთვის კონტრპროდუქტიულია და ის სანქციები, რომელიც მის წინააღმდეგ არის დაწესებული, მუშაობს. რუბლის მდგომარეობა მძიმეა და გარდა ამისა, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ვერ მუშაობს. ამის გამო, რუსეთი ცდილობს, ყურადღება სხვაგან გადაიტანოს. დარმწუნებული ვარ, ისრაელში რაც მოხდა, რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე არ მოხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ოპერაციის პირველი ფაზა მაინც. მე ისრაელის სპეცსამსახურების მოქმედებაც ძალიან სერიოზლ ეჭვებს მიჩენს. როგორ შეიძლება ამხელა მომზადება ამ ხნის განმავლობაში მიდიოდეს და დაზვერვამ ვერაფერი ვერ გაიგოს. შეტევის პირველ ფაზაში მძიმე ტექნიკის გარეშე, პალესტინელებმა მოახერხეს და სამხედრო ბაზას დაეპატრონენ. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. მე მგონია, რომ დაუთმეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, რუსეთის და „ჰამასის“ სპეცოპერაცია, შესრულდა ისე, როგორც ეს რუსეთს უნდოდა და მეორე ფაზა - როგორც ეს ისრაელს სურდა. ისრაელში კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა, მაგრამ მისცემს ამის საშუალება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

ანუ, შესაძლოა, ისარელმა საკუთარი ხალხი გაწირა და ამხელა სისხლისღვრა დაუშვა, მაგრამ რისთვის? რად უღირდა ეს ყველაფერი?

- კი ბატონო, მსგავსი არერთ ქვეყანას გაუკეთებია, საკუთარი მიზნებისთვის. მაგალითად, ჩერჩილმა როგორც გააკეთა, როცა იცოდა, რომ ქალაქი კოვენდრისტა დაიბომბებოდა გერმანელების მხრიდან, არ გაამხილა, რადგან თავის წყაროს გაამხელდა ამით. მაშინ გერმანიამ ეს ქალაქი მიწასთან გაასწორა. ასეთი რამე მსოფლიო პოლიტიკაში ხდება ხოლმე. მსოფლიო წესრიგის ჩამოშლის პირობებში ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ მომავალი მსოფლიო წესრიგისთვის უკეთესად მოემზადოს. ასე რომ, რუსეთის კვალი ჩანს და არც ის გამიკვირდება, თუკი „ვაგნერის“ კვალიც იქნება ნაპოვნი. ბევრი საეჭვო და საინტერესო ეპიზოდი განვითარდა ამ პერიოდში.

ვხედვთ, რომ ღაზას სექტორის პარალელურად ისრაელს საფრთხე „ჰეზბოლას“ მხრიდანაც ემუქრება და სირიიდანაც. ასევე საფრთხეა იროდანიიდანაც. ამასთანავე კი ყევლაზე დიდი პრობლემა ირანიდან შესაძლოა შეექმნას. როგორ წარმოგიდგენიათ ამ კონფლიქტის განვითარება, მიიღებს თუ არა ეს ფართომასშტაბიანი ომის სახეს და გადავა თუ არა უკრაინის ომიდან ყურადღება?

- რა თქა უნდა, ასე იქნება. როგორც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ დასავლეთი ამ კონფლიქტში უკრაინას ისევ იმ დოზით მიაქცევს ყურადღებას როგორც აქამდე, მცდარია. რუსეთსაც სწორედ ეს უნდა და მისი მიზანი ამას ემსახურება. გარკვეული ლოგიკა ამაში არის, რადგან ვიდრე ეს კონფლიქტი დაიწყებოდა, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, ბრიტანეთმა და სლოვაკეთმა, თქვეს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროგრამას გადავხედავთო. ზოგიერთმა საერთდ უარი თქვა დახმარებაზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ რაღაცას ელოდებოდნენ და ეს იარაღი ამისთვის სჭირდებოდათ. ეს ომი მასშტაბურ სახეს მიიღებს თუ არა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

ეს იქნება დროში გაწელილი ოპერაცია. „ჰეზბოლა“ ან ჩაერევა ან არა. პირველ დღეს ვნახეთ, რომ „ჰამასს“ არ დაეხმარა. ისინი მაინც ელიან, დაიწყებს თუ არა ისრაელი სახმელეთო ოპერაციას. როგორც ჩანს, ისინი ირანიდან სიგნალს უცდიან. „ჰეზბოლა“ არის თეირანის ნების შემსრულებელი ორგანიზაცია. ის ბევრად შეიარაღებული და გაწვრთნილია, ვიდრე „ჰამასი“. თუ ეს მასშტაბური ოპერაცია გახდა, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი მეორე პლანზე გადავა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთელი საერთაშორისო ყურადღება ისრაელის კონფლიქტზე გადაინაცვლებს.

ისრაელმა გამოაცხადა, რომ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს და ამისთვის 360 ათასი რეზერვისტის მობილიზება მოხდა. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის ძალიან სარისკო ოპერაცია, რომელიც დიდ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული. ღაზაში მიწისქვეშა გვირაბები და ქსელები არსებოს, სადაც ტერორისტები იმალებიან. როგორ წარმოგიდგენიათ, სახმელეთო ოპერაცია და მისი შედეგები რა იქნება?

- სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში ისრაელის ჯარს ძალიან მძიმე და სისხლისმღვრელი ოპერაცია ელის. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, სადაც გასაქცევი ადგილობრივებს არც აქვთ. ეგვიპტეს საზღვარი ჩაკეტილი აქვს და ხალხი ვერსად გადის. „ჰამასის“ მხრიდან ამაზეც არის გათვლა, რომ მერე საერთაშორისო ისტერიკა ატეხონ, ხალხს ხოცავენო. „ჰუმანრაით ვოჩი“ უკვე გამოხტა და დაიწყო ისრაელი არაჰუმანურად იქცევა, როცა ხალხს დენი და წყალი გაუთიშესო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია რუსეთის როტაციაზეა. ჯერ უკრაინელებზე გამოაცხადა, რომ არიქა, უკრაინელები ბელგოროდის მოსახლეობას კასეტურ ბომბებს უშენენო, თითქოს რუსები არ უშენდნენ. ახლა, უცბად, ისრაელზე დაიწყეს. ისეთი ქაოტური მდგომარეობაა მსოფლიოში უკვე, რომ ვინ რას გეგმავს და რას აკეთებს, ვერავინ ვეღარ იგებს.

 

Gami ისრაელის მართველი და პოლიტიკური კლასი ძალიან გაერთო პოლიტიკანობით და დაივიწყეს მთავარი - ისრაელის ბედი და მომავალი. რაც შეეხება ფსევდო ექსპერტის პირველ პასუხს, სრული სისულელეა: " პირველი და მეორე ფაზა" --- ეს იგი ისრაელი რუსეთთან იყო შეკრული, რომელიც თავის მხრივ, " ჰამაზთან იყო შეკრული! მდაა, " ექსპერტი" და მისი ჯანი...
1 წლის უკან