„რუსეთი ახლა ისრაელში დაწყებული კონფლიქტით ყველაზე მეტად ხეირობს - მოხდება დასავლეთის ყურადღების, ფინანსების, პოლიტიკის ახლო აღმოსავლთეზე გადატანა“

„რუსეთი ახლა ისრაელში დაწყებული კონფლიქტით ყველაზე მეტად ხეირობს - მოხდება დასავლეთის ყურადღების, ფინანსების, პოლიტიკის ახლო აღმოსავლთეზე გადატანა“

ვითარება ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად იძაბება, რა მოხდება მას შემდეგ, რაც ღაზას სექტორს ისრაელი დაიკავებს? როგორც უკვე ცნობილია, ისრაელი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ეს ნებისმიერ დროს დაიწყოს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ოპერაციაში 360 ათასი ახალწვეული მიიღებს მონაწილეობას. ისრაელში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული და ხალხი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადის. ამის პარალელურად „ჰამასი“ იმუქრება და ამბობს, რომ ისრაელი თუკი ღაზას სექტორში შეიჭრება, ისინი ტყვეებს დახოცავენ. ისრაელი კი მანამდე არ აპირებს გაჩერებას, ვიდრე ღაზას სექტორს ბოლომდე არ გაწმენდს ტერორისტებისგან.

პარალელურად, ყველაზე ცხელი წერტილი ლიბანის საზღვართან არის, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მისამართით გასროლილ იქნა 14 საჰაერო რაკეტა, მათგან 4-ის გაუვნებელყოფა თავდაცვითი უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს. ცოტა ხნის წინ კი, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანა იწყებს სამხედრო სპეცოპერაციას ლიბანში ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ჩახერგილია ღაზის სექტორიდან გასაქცევი ერთადერთი მიმართულება. თელ-ავივი აცხადებს, რომ ეგვიპტის საზღვარზე იარაღის კონტრაბანდისთვის გათხრილი გვირაბი დაბომბა, შესაბამისად, პალესტინელები ვეღარ გარბიან.

„ჰამასი“ კი არაბებს და მთელ მუსლიმანურ სამყაროს საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ბოლო 24 საათში ისრაელმა ღაზაში 200 სამიზნე გაანადგურა. შედეგად ყოველ წუთს იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. პალესტინა აცხადებს, რომ 800 ადამიანია მკვდარი, მათგან 100 ბავშვი. ისრაელის მხარეს კი, მსხვერპლის რაოდენობა უკვე ათასს გადასცდა.

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელზე სამხედრო დივერსიული შეტევა განახორციელა, ისრაელს არ აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ შევიდეს ღაზაში და სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. ალადაშვილი აცხადებს, რომ ღაზის დაბომბვა სწორედ ამ სპეცოპერაციის წინა მოსამზადებელი პერიოდია, რათა სამხედროებს ტერიტორია გაუსუფთავონ.

„ის, რაც მოხდა 7 ოქტომრბის თავდასხმის შემდეგ, ისრაელს აძლევს უფლებას, მან სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, რათა „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება მოხდეს. მხოლოდ ჰაერიდან, თუნდაც წერტილოვანი დარტყმები, მართვადი რაკეტების გამოყენებით შეუძლებელია. ბევრი ეს ობიექტი მიწის ქვეშ, ბუნკერშია განთავსებული და საჰაერო გზით მათი განადგურება არ ხდება. ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში გარდაუვალია.

ისრაელმა შესაძლოა ეს შეტევა უახლოეს საათებში და დღეებში დაიწყოს. თუმცა ისრაელისთვის ეს იქნება ძალინ მძიმე ბრძოლა. ჩვენ ვიცით, რომ ქალაქის ბრძოლები ურთულესია და მით უმეტეს, ასეთი მჭიდრო დასახლების, სადაც მიწის ქვეშ გვირაბები არსებობს და ვინ საიდან ამოვა, უცბად, არავინ იცის. ისრაელს აქვს გამოცდილება, როცა 2008 წლის 27 დეკემბერს, ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია „ჩამოსხმული ტყვია“ დაიწყო. 1900-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს მაშინ ღაზას სექტორიდან, ამიტომ ისრაელმა ეს ოპერაცია უკვე 3 იანვარს დაიწყო. 4 ბრიგადით შეუტია, ღაზის სექტორი შუაზე გაჭრა და დიდი ბულდოზერებით იქ არსებული ინფრასტრუქტურის დაშლა დაიწყო. მაშინ გაეროს ასაბლეაში გამოიტანეს სპეციალური დადგენილება, რომ ცეცხლი სასწრაფოდ შეეწყვიტათ. ისრაელი მაშინ დათანმხდა და ეს ცეცხლი შეწყდა. თუმცა ახლა რაც მოხდა, ისრაელს გაერო კი არა, უცხოპლანეტელებმა რომ მოსთხოვონ, ისრაელი უკან არ დაიხევს“, - ამბობს ალადაშვილი.

თუკი ისრაელი ღაზას სექტორს დაიკავებს, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში და არსებობს თუ არა რისკი, რომ ეს ომი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, ალადაშვილი ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ამის რისკები არსებობს. მისი თქმით, გამომდინარე მისი სამეზობლოს და ისტორიული მტრებისა, ისრაელისთვის მეორე და მესამე ფრონტების გახსნის საფრთხეც კი არსებობს.

„დიდი შანსია, რომ თუკი ისრაელმა ღაზას სექტორი დაიკავა და სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ჩრდილოეთიდან „ჰესბოლა“ ამოქმედდეს. „ჰეზბოლა“ კიდევ „ჰამასზე“ ბევრად ძლიერია. ასევე არსებობს საშიშროება იორდანიიდანაც მოხდეს დარტყმა, სირიის საზღვარიც, რა თქმა უნდა, საფრთხის მატარებელია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სირიაში ირანის შეირაღებულმა დაჯგუფებებმა ფეხი მოიკიდეს. ეს ყველაფერი არ არის გამორიცხული, რომ ეს ისრაელ-არაბეთის ომში გადაიზარდოს. ან უფრო რთულ სიტუაციაში. ამიტომ მოვლენების განვითარების ბევრი სცენარი არსებობს, რისთვისაც თავად ისრაელიც, ფაქტია, ემზადება“, - ამბობს ალადაშვილი.

რუსეთის ინტერესი და კვალი კონფლიქტში

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ინტერესი ამ კონფლიქტში ცალსახაა და თუ ვინმემ ახლა ამ საშინელებით მოიგო, ნომერ პირველი რუსეთია და შემდეგ ირანი. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ რუსეთს ახლა უნდა უკრაინის ომიდან ყურადღება გადავიდეს და ეს უკვე ისრაელის ამ სასტიკი თავდასხმის შემდეგ მოახერხა.

„რუსეთი ახლა ისრაელში დაწყებული კონფლიქტით ყველაზე მეტად ხეირობს. კრემლისთვის ეს იქნება გარკვეული ამოსუნთქვის მშვენიერი საშუალება. მოხდება დასავლეთის ყურადღების, ფინანსების, პოლიტიკის ახლო აღმოსავლთეზე გადატანა. განსაკუთრებით კი ამერიკის ყურადღებას მოაშორებს უკრაინას, რადგან მისთვის ახლო აღმოსავლეთი უფრო მნიშვნელოვანია. ამერიკას ახლა იარაღის და ფინანსების გადანაწილება მოუწევს. ამერიკას დიპლომატიურ ურთიერთობებში არაბულ სამყაროსთან ჩართვა მოუწევს.

ბევრი საკითხების გამო, ახლა ამერიკას უწევს მთელი ყურადღება ისრაელის კონფლიქტისკენ გადმოიტანოს. რუსეთს ეს ცალსახად აწყობს. დონეცკის მიმართულებით გუშინ უკვე მასირებული შეტევა დაიწყო. რუსეთმა იხელთა და უკრაინაზე კონტრშეტევას ცდილობს. თითქმის არ ჩანს ირანის კვალი, მაგრამ არავინ დაიჯერებს ამას. ცოტა ადამიანი იყო ამ სპეცოპერაციაში ჩართული. შესაძლოა, რუსეთმა იცოდა ირანისგან და ყველა გატრუნული იყო. რაც შეეხება იარაღს, რომელიც, დიდი ალბათობით, უკრაინის ომიდან აქვს რუსეთს წამოღებული, მისი შემოწმება სერიის ნომრით შესაძლებელია. სერიოზული გამოძიების შემთხვევაში დადგინდება, როგორ მოხვდა ტერორისტების ხელში ეს იარაღი“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, თუ ირანი ომში არ ჩაერთვება, მაშინ ამ კონფლიქტის გრძელვადიან და ფართომასშტაბიან ომში გადაყვანა ვერ მოხდება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ისრაელს ლიბანის მოგერიება არ გაუჭირდება, თუმცა ირანის ჩართვის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი ომი გარდაუვალი იქნება.

„მოლოდინია, ასევე, იმის, რომ დაპირისპირება სირიაშიც გადავა. იქ ირანის ძალიან სერიოზული შენაერთებია განლაგებული. სირია საერთოდ ბზიკების საშინელი ბუდეა. შესაძლოა სიტუაცია იქაც აფეთქდეს. არ მგონია ირანი აქამდე წავიდეს. ახლა მისთვის ესეც გამარჯვებაა, რადგან ებრაელების საშინელი ხოცვა მოაწყო. ირანს, წესით, ამ ვითარების გაგრძელება არ უნდა აწყობდეს. თუმცა, უკრაინა ამის გამო დასავლეთმა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან იძულებით დასვას მეეჭვება. ნუ, დასავლეთში არის გარკევული პოლიტიკური ჯგუფები, რომელბსაც ეს სურთ. ამიტომ, თუ დასავლეთიდან ამაზე გაჟღერება მოხდება, ეს მთლად ისრაელის ომის გამო არ იქნება“,-ამბობს ზაქარეიშვილი.

Maverick დრო იხელთა პოლიტროლოგმა ზაქარამ, სააკაშვილის "ფანდისებრ" რუსეთს აუწყა, გამოგააშკარავე, მაგარი შაითან ხიხო ხარ და "რაც შეეხება იარაღს, რომელიც, დიდი ალბათობით, უკრაინის ომიდან აქვს რუსეთს წამოღებული, მისი შემოწმება სერიის ნომრით შესაძლებელია. სერიოზული გამოძიების შემთხვევაში დადგინდება, როგორ მოხვდა ტერორისტების ხელში ეს იარაღი“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

P.S. მე ვერ შევასრულებ რუსეთის დამცველის როლს, "დერჟი მორდა" რუსეთი რასაც წარმოადგენს ვიცი, მაგრამ ამ ექს(პრჭჭ)პერტების მიკვირს, ყველაფერს რუსეთს რომ უკავშირებენ! ხან იმას ამტკიცებთ შეიარაღება არ აქვსო, მოძველებული ტექნიკა ყავსო, ტაივანს, ირანს, ჩინეთს და ა.შ. ეხვეწება შეიარაღებასო,

იმას რა ეშველება ზელენსკის გარემოცვა დასავლეთიდან გამოყოფილი იარაღით რომ ვაჭრობს, ჰააააა?!
1 წლის უკან