ანექსიის ახალი ფორმა - რუსეთი აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივ ბაზას ხსნის

ანექსიის ახალი ფორმა - რუსეთი აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივ ბაზას ხსნის

აფხაზეთში, ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ამასთან, ასლან ბჟანია ყურადღებას ამახვილებს თბილისთან ურთიერთობაზე და ამბობს, რომ თანამშრომლობა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში არსებობს.

„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ასეთი დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ, ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ამ საკითხს ვაფიქსირებთ, მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ბჯანიას პროვოკაციულ განცხადებას შეფასება მოჰყვა თბილისში. ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, არანაირი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს, ეს არის გარკვეული ფორმალობა, ხანდახან საშუალებას მისცემენ ხოლმე ბჟანიას, რომ დაელაპარაკოს ვინმეს მაღალ დონეზე, მათ შორის პრეზიდენტს.

„რუსეთის ინტერესია, ძალები მოიკრიბოს, რათა კავკასიის რეგიონი არ დათმოს, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 20 პროცენტის ოდენობით - დათმობას არ დაუშვებს, ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი პატარა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე. რუსეთი აგრესორი და საოკუპაციო ძალაა, მსოფლიო დაპირისპირების ერთ-ერთი მხარეა, აქედან გამომდინარე, იმსჯელეთ და შეაფასეთ, ვინ დაგვაწია თავზე ეს უბედურება. ჩვენ საფრთხის შემცველ სიტუაციაში, მათ შორის, რუსეთიდან მომავალი საფრთხის წინ მყოფნი, ვალდებულები ვართ ჩვენი პატარა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოჩამჩირეში მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზა დიდ რისკებს შეუქმნის როგორც ანაკლიის პროექტს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას და შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია მკაცრი შეფასებები, პარტნიორი ქვეყნები საქმის კურსში ჩაყენება, რათა მათი მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით ზეწოლა განხორციელდეს.

რაც შეეხება შეთანხმებას, საუბარია, ოჩამჩირეში მდებარე წყალქვეშა ნავების ყოფილ სამხედრო ბაზაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობდა. ორი წლის წინ, რუსეთმა ამ ბაზის გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რაც ადასტურებდა ამ ბაზასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებებს. როგორც ჩანს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ძველი ბაზის ადგილზე მუდმივი სამხედრო ბაზა გაკეთდეს, რაც ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას განცხადებით, დიდი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის და არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთი ამ ბაზას თავისი იმპერიული მიზნების განხორციელებისთვის გამოიყენებს, როგორც უკრაინის ომში, ასევე რეგიონში.

„ეს არის ანექსიის პირდაპირი დაწყება. სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის გახსნა ისე, რომ საქმის კურსში არ არის თბილისი, ეს უკვე არის ანექსია. გასაგებია, რუსები აფართოებენ პლაცდარმს და, როგორც ჩანს, ისინი აპირებენ საზღვაო აკვატორიაში საქართველოს სხვა ტერიტორიებსაც დაეპატრონონ, რაც არაა გამორიცხული. ეს მართლა საშიშია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

რუსეთს ეს სჭირდება იმისთვის, რომ მოახდინონ კომპენსაცია ყირიმში არსებული სიტუაციების. ანექსირებული ყირიმის ინფრასტრუქტურა შავ ზღვაში იბომბება. უკრაინელები უკვე შტაბებსაც უბომბავენ რუსებს. ამიტომ, რუსეთი ცდილობს უფრო შორ მანძილზე მოახერხოს თავისი კომუნიკაციების გადატანა და შესაბამისად, როგორც ჩანს, უმიზნებენ საქართველოსაც. ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვისაც არის ერთგვარი გაფრთხილება“, - აცხადებს for.ge-სთან საურისას ვახტანგ მაისაია.

პოლოტოლოგი, მკვლევარი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ რუსეთის ბაზები განლაგებულია თბილისიდან 30 კილომეტრში. მისი თქმით, ძირითადად, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპირება მოხდა იმიტომ, რომ იქ რუსები თავისი სამხედრო ძალებით გამაგრებულიყვნენ.

„რაც შეეხება რუსეთის ბაზების განლაგებას, კავკასია აღიქმება რუსეთის გავლენის სფეროდ. გარდა ამისა ამ მსოფლიო გადანაწილების პროცესში რუსეთი აფიქსირებს თავის პოზიციას. არსებობს ობიექტური რეალობა და ოპოზიციის მოქმედებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მათ საქართველოს ბედ-იღბალი საერთოდ არ აინტერესებთ. მათი ერთადერთი ინტერესია, იყვნენ იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ობიექტური რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა დადგა ის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე. არ უნდა ავყვეთ პროვიკაციებს, ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერსებიდან გამომდინარე. დღეს, აფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკის კარგი შესაძლებლობა არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ბრალდება ხელისუფლების პრორუსულობაზე არის პროპაგანდის ნაწილი. რუსეთთან კეთილგანწყობილი და ურთიერთობის აღდგენის რიტორიკა არის ტყული, რადგან, მისი თქმით, რუსეთს არაფერში არ სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა.

„რუსეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც კარგი ადამიანობისთვის, ან ზნეობრიობითვის გადადგამს ნაბიჯს. ჩვენი ოპოზიციის და დასავლეთის იმ ჯგუფებისთვის, ვისთვისაც ამოცანა არის, რომ საქართველოსთან ევროპის ურთიერთობა გაართულონ, იძახიან, რომ საქართველო რუსეთისკენ იხედება. თუ საქართველო რუსეთისკენ იხედება, მაშინ რუსეთი რატომ აკეთებს ბაზას აფხაზეთში?

წესით, მადლიერების ნიშნად საქართველოსთვის სასურველ ნაბიჯებს უნდა დგამდეს და მეორე, რუსეთს არ აწყობს საქართველოზე ტრანზიტი გავიდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სურვილებს ითვალისწინებს, მაშინ ადგებოდა და გახსნიდა ამ მეორე ფრონტს, ეს იქნებოდა რუსული ინტერესების გათვლა. ამიტომ, თუ ფაქტები და ნათქვამები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რომელიღაცა ტყუილია და ლოგიკამ უნდა გვიკარნახოს, სად მართალია და სად არა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

 

 

trampi ესენი უარესი მოუშორებელი ჭირები არიან

ამათ ტვინიც არა აქვთ, არა და არც ქონიათ არასოდეს, თორე ჩვენთან ურთიერთობას ასე არ გააფუჭებდნენ


გუშინ ტელევიზიაში რომელიღაც რუსულ არხზე, აფხაზეთში რუსული ბაზის გახსნაზე ლაპარაკობდნენ.-------..ესე....... ესე აფხაზეთში ბაზა უნდა გავხსნათო და ა.შ. ვიღაც გენერალი ლაპარაკობდა ..
დიქტორი შეეკითხა--მერე ქართველები ამაზე რას იტყვიანო და იმ ჩათლახმა კი ეგრევე უხეშად უპასუხა---იმათ ვინ ეკითხებათო
სიბრაზისაგან კინაღამ ტელევიზორი დავამტვრიე
იმიტომაც ვამბობ რუსებზე ყოველთვის ---არა გამოვა მაგათგან სალამური, არააააააა
ნაცვლად იმისა რომ ცოტა მაინც მოკრძალებულად ეთქვა რაღაცა, ეგრევე უხეშად უპასუხა---იმათ ვინ ეკითხებაო
ჰოოდა იმიტომ ვამტკიცებ --- არ გამოვა მაგათგან სალამური, არა, მორჩა და გათავდა
უბრალოდ აუცილებლად საჭიროა მაგათთან დალაპარაკება რომ ყველაფერი ოფიციალურად გაიასნდეს და სათქმელი ოფიციალურად ითქვას, თორე ესე მოლოდინი რომ ყველაფერი კარგად იქნება --------------- როდემდე ????? ლტოლვილების უფროსი, იქური თაობა ნელნელა მიდის--ქრება, მერე უკვე კი
იქით არავინ აღარც გაიხედავს და დაგვრჩება ეგეც ტაოკლარჯეთივით...............გულებში
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამას არ ჯობდა, რომ ჩვენ თითონ მიგვეცა ბაზების გახსნის უფლება ტერიტორიული მთლიანობის ფორმალურად მაინც აღდგენაში გაგვეცვალა, გვეკითხა მაინც! აი რას ვწერდი შარშან როცა ომი ჯერ კიდევ დაწყებული არ იყო - 21.01.22 უკრაინაში სამხედრო ესკალაციას ეწევა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატო. მათგან გაგზავნილი დღეში რამდენიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ეშვება უკრაინის სხვადასხვა აეროპორტებში და ჩააქვთ დიდძალი შეიარაღება, 300 ტონაზე მეტი უკვე ჩაზიდულია. ევროკავშირმა 1 მილიარდი ევრო გამოუყო უკრაინას შეიარაღების შესაძენად. კანადამ, აშშ-მ, დ. ბრიტანეთმა, ჰოლანდიამაც კი ცოცხალი ძალა და მცურავი საშუალებები გაგზავნეს უკრაინის "დასახმარებლად". თქვენ წარმოიდგინეთ ჩრდ. მაკედონიამაც კი გამოთქვა სურვილი საომარ ოპერაციებში მონაწილეობაზე! მოკლედ კოლექტიური დასავლეთი ყველანაირად ცდილობს დონბასის კონფლიკტის შემდგომ ესკალაციას! სურთ ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომი გააჩაღონ ღვიძლ ძმებს რუსეთსა და უკრაინას შორის, რათა რუსეთი კვალავ დააჩმორონ და იქნებ დაშალონ კიდეც, ხოლო უკრაინელი ხალხი ისე
გამოასულელონ, რომ ამით საკუთარი ქვეყანაც გააპარტახებინონ! რას იზამ, ასეთია იმპერიალიზმის ბუნება!
2.02.22 -საქართველოს საგარეო პოლიტიკა კარდინალურად გადასახედია. რუსეთი ახლა ისეთ ვითარებაშია, რომ თუ საქართველო გაურიგდება რუსეთს და საქართველოდან დაითხოვს კოლექტიურ დასავლეთს , შესაბამისად ნატოს, სანაცვლოდ რუსეთისაგან მომენტალურად, ხაზს ვუსვამ 1-2 თვის განმავლობაში, მივიღებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ფედერალური მოწყობის პირობებში! ფედერაცია კონფედერაცია არ არის! თვითონ რუსეთში ფედერაციული მოწყობაა! უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთმა აღიარების გაუქმების სანაცვლოდ აფხაზ და ოს სეპარატისტებსაც რაღაც კომპრომისული უნდა შესთავაზოს! ახლა სხავ რამე შეთავაზების შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ! თუ ამ ისტორიულ მომენტს ხელიდან გავუშვებთ, კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს აღარ მოგვეცემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ასეთი რეალური შანსი! თუ ახლა გავატარეთ, ეს ყველაფერი მინიმუმ 20 წელიწადში ნათლად გამოჩნდება, ისე ნათლად, რომ ყველა გაიგებს ჩემი ნათქვამის სიმართლეს, მაგრამ დღსვე თუ არ გადავდგით ასეთი ნაბიჯი მერე უკვე გვიანი იქნება!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 15.03.22 ეს ომი ან არასდროს დამთავრდება ან ძალიან დიდხანს-დიდხანს გაგრძელდება. ამ ომის მიზანიც ეს არის, რომ ეს ომი უნდა იყოს მუდმივი , მტკინვეული განგრაენა მართლმადიდებელი სლავების სხეულში, რათა ეს ქვეყნები ისე დაუძლურდნენ, რომ დასავლეთს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიონ და ისინი უბრძოლველად დაეუფლონ რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის ტერიტორიებს, ბუნებრივ, წიაღისეულ სიმდიდრეებს! სლავი ხალხი კი ჩარეკონ მაღაროებში რადიაქტიური ურანის მოსაპოვებლად. მართლმადიდებლობა კი მოისპოს. ამიტომ ლგბტ იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფოები ევროპაში, აშშ, და დიდი ბრიტანეთი არ დაუშვებენ მშვიდობის დამყარებას! ვინც შედარებით ახალგაზრდები ხართ, ან ამ საკითხებზე სპეციალურად ყურადღება არ გაგიმახვილებიათ, გაგიჭირდებათ და ვერ წარმოგიდგენთ დასავლეთელი იმპერიალისტების ბოროტი განზრახვების სიღრმეს, ისინი მსოფლიო ომს გააჩაღებენ! ეს უვერტიურაა, მათ უნდათ შექმნან მტკიცე განწყობა, რომ პირსისხლიანი რუსეთი უმიზეზოდ დაესხა თავს უკრაინას და ანადგურებს უკრაინელ ხალხს! რომ მათ ლგბტ ქვეყნებში რიგით მოქალაქეებს კითხვაც კი არ გაუჩნდეს რატომ, რამ გადარია ეს რუსეთი, რისთვის დაესხა თავს უკრაინას?! ამ ლიბერალისტური დემოკრატიის პროპაგანდით გამოთაყვანებული მოქალაქეებისათვის პასუხი უნა იყოს ცხადი და ერთმნიშვნელოვანი - რუსეთი და რუსი ხალხი ბუნებით ბოროტი და დამპყრობელია!!! ახლა ომის გარდა სხვა გზა აღარ დაგვიტოვა და ამიტომ იძულებულნი ვართ საომრად გაგგზავნოთ, თორემ მოვა რუსი დათვი და ცოცხლად შეგჭამთ! აი ეს არის იმის მიზეზი, რომ ნატო ჯერ-ჯერობით უშუალოდ ომში არ ჩაება, თავისი ჯარიებით არ ეომება რუსეთს თორემ სინამდვილეში უკრაინელ ჯარისკაცს ხელში ამერიკული შაშხანა უჭირავს, ფრანგული ყუმბარები აქვს ჩამოკიდებული, გერმანული ჩაფხუტი ახურავს, ამერიკული და ბრიტანული ყუმბარმტყორცნებით ეომება რუს ჯარისკაცს, და ამ დროს ორივენი რუსულად ლაპარაკობენ და რუსულად იგინებიან! ამაზე იმპერიალისტური დასავლეთი არ შეჩერდება, აუცილებლად ჩაებმაება ომში, ოღონ ისე თითქოს სამართლიანობის მხარეს დგანან. სინამდვილეში კი ამ ომის მიზანია, მათი ოცნებაა რუსეთის დაშლა ტერიტორიებად, წიაღისეული და სხვა ბუნებრივი სიმდიდრეების დაუფლება, ხალხის და ამ სიმდიდრის ექსპლოატაცია და კიდევ უფრო, კიდევ უფრო, კიდევ უფრო გამდიდრება! აბა ასე თუ არ არის მითხარით კაცმა რომელმაც იშოვა და დააგროვა მილიარდი დოლარის ქონება, იმას კიდევ რაღა უნდა, რისთვის იღწვის დღენიადაგ და აგროვებს მე-2 მილიარდას, მერე მე-10 ეს, მერე მე-100-ს და ა.შ. ??!! ჰოდა ჩემო ახალგაზრდებო, მესამე მსოფლიო ომის ცხელი ფაზა 24 თებერვალს დაიწყო. ეს ომი გაგრძელდება. თუ აშშ-მ, ნატომ დაატყო რომ უკრაინა მარცხდება და საქმე კაპიტულიაციისაკენ მიდის, პოლონეთს, ჩეხებს, რუმინელებს შეუსევს რუსებს უკრაინაში ნატოს ეგიდით! ჩვენც აუცილებლად მოგვთხოვენ ნატოს ეგიდით ამ ოპერაციებში მონაწილეობას! არ არის გამორიცხული, რომ საქართველო გამოიყენონ პლაცდარმად სამხრეთის მიმართულებიდან შეტევისათვის! და თუ ეს ვარიანტიც არ იქნა საკმარისი რუსეთის ნაწილებად დასაშლელად წყნარი ოკიანის სანაპიროებიდანაც მიიტანენ იერიშს რუსეთის ქალაქებზე ვლადივოსტოკი, პეტროპავლოვსკი, სახალინზე გადასხდებიან და დაეუფლებიან გაზის საბადოებს და მილსადენს, რომლითაც ჩინეთს მნიეწოდება რუსული გაზი. მოკლედ ცუდი პერსპექტივაა მსოფლიოსათვის. მტარვალმა იმპერიალისტებმა დაიწყეს ბრძოლა - სისხლისმღვრელი ომი დედამიწის უკანასკნელი რესურსებისათვის. და კიდევ იმისათვის რომ ზღვარი დაუდონ დედამიწის მოსახლეობის გამრავლებას და ჩვეულებრივი მტარვალური ღონისძიებებით, ხელოვნურად დაიყვანონ 1 მილიარდამდე უახლოესი 50 წლის განმავლობაში, შემდეგ ეტაპზე კი .... ვინ იცის! ისინი უკან არ დაიხევენ ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროების წინაშეც კი! პირიქით ყველანაირად ეცდებიან რუსეთი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენონ, რომ პირველმა მან გამიყენოს ბირთვული იარაღი! ეს კიდევ უფრო დააჩქარებს მათი სანუკვარი 1 მილიარდისაკენ სწრაფვის ტემპს!
1 წლის უკან