დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალებებიდან მხოლოდ ყოველი მე-8 არის წარმატებული. 7 მცდელობა კი უშედეგოა, რადგან ხელისუფლებამ თავიდანვე ხისტად იმოქმედა. ე.წ. ამბოხებულ ათმეთაურებს და ასმეთაურებს იზოლირება მყისიერად გაუკეთა. როგორ განვითარდება პროცესები საქართველოში რთული სათქმელია, რადგან როგორც ირკვევა, საქართველოში რევოლუციური სცენარების რამდენიმე მოდელს ამუშავებენ. კულუარული ინფორმაციით და კერძოდ, ამბოხების ნაწილში მზადდება შეიარაღებული კომპონენტი.
ერთ-ერთი ვერსიით „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის ორგანიზებით განიხილება შეიარაღებული ხალხის შემოყვანა საზღვაო ფლოტის გამოყენებით. კერძოდ, შესაძალებელია გამოყენებული იქნას საზღვაო დესანტი, რომელიც, რა თქმა უნდა, უკრაინის სამხედრო საშუალებების დახმარებით მოხდება. ამავე ვერსიით, უკრაინიდან შემოსული ჯგუფის სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორაიაზე განლაგებას გეგმავენ და ამ დროისათვის უკვე საქართველში უნდა იყოს დაძაბული მდგომარეობა, მასობრივი გამოსვლები თბილისში და ეს ჯგუფი იმუშავებს საჯარისო ნაწილებში.
for.ge-ს ინფორმაციით, ასეთია გეგმა, რომელიც ამბოხებულთა ბანაკში განიხილება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს გეგმა მოვა მოქმედებაში და ამაზე გაააკეთა მინიშნება სუს-მა პირველ განცხადებაში, როდესაც დაასახელა მამულაშვილი და თქვა, რომ ამბოხების ნაწილში მზადდება შეიარაღებული კომპონენტი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ რადიკალები მძიმე პროცესებისთვის ემზადებიან.
ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, ეს გეგმა ნიშნავს, რომ უნდა გადმოსხან დესანტი და ამას ჰქვია სამხედრო დესანტი. კერძოდ, სამხედრო დესანტი უნდა გადმოსხან საქართველოს ტერიტორიაზე - შავი ზღვით და აქ უკვე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რადგან შავი ზღვის მთელს აკვატორიას აკონტროლებენ რუსები.
„თუ რუსებმა არ შეუწყვეს ხელი, კაცი ვერ შემოვა. შავ ზღვას უამრავი ნატოს და ამერიკის მზერავი თვითმფრინავი აკონტროლებს. გარდა ამისა, საქართველოს ყავს სუს-ის სპეცრაზმი, თავდაცვის სამინისტრო მთლიანად, ბრიგადები, ამიტომ ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება ზღვიდან სამხედრო დესანტის გადმოსხმა. თუ არალეგალალურად მოხდება, მიშასავით კონტეინერში დამალულები შემოვლენ, ეს სხვა თემაა.
სახმელეთო გზა უფრო რეალურად მიმაჩნია. შეიძლება ჯგუფ-ჯგუფად შემოვიდნენ სხვადასხვა სასაზღვრო პუნქტებიდან, სადაც არის უმარავი სახმელეთო გადმოსასვლელი. ცალხელა და ცალფეხა ჩატაევი როგორ შემოიპარა ვერ გავიგეთ და ორხელ-ორფეხიანის შემოპარვაც არაა გამორიცხული.
აქ განვსაზღვროთ - სახელმწიფო გადატრიალება სხვა არის და დესტაბილიზაცია სხვა. სახელმწიფო გადატრიალებას დღეს საქართველოში ვერავინ ვერ მოახდენს თუ ადგილობრივი სამხედრო შენაერთები არ მიეხმარნენ და არ გადავიდნენ მათ მხარეზე. რუსეთის გარდა გარეშე ძალებით და რაღაცა პარტიზანული ძალებით კი მიმაჩნია, რომ გამორიცხულია. დესტაბილიზაცია კი ბატონო, შეიძლება უამრავი დივერსია გააკეთონ, მაგრამ საერთოდ ჯამში, მოდით, ვთქვათ, თუ აქ სამხედროებში და იგივე სუს-ში არ გყავს დასაყრდენი, ხელისუფლებას ვერასდროს ვერ შეცვლი გარედან“, - აცხადებს ალადაშვილი.
მისივე თქმით, სუს-ის განცხადება ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ ამას ჭირდება უფრო მეტი მტკიცებულება. კერძოდ, ბუნებრივია, წყაროს გამჟღავნების გარეშე უნდა იქნას გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.
„უნდა იყოს სხვადასხვა მონაცემები, აქ რა ხდება, იქ რა ხდება. ანუ, საკმაოდ სერიოზულია - დესტაბილიზაცია და რაღაცა მიტინგების დაგეგმვა გასაგებია, მაგრამ როცა განცხადებაა და საქმე ეხება სახელემწიფო გადატრიალებას, აქ უფრო მეტი მტკიცებულებაა საჭირო. არ დავემსგავსოთ მიშა სააკაშვილის სპეცსამსახურებს, რომლებიც ამ სპექტაკლებს დგამდნენ. დანრჩენი, ინფორმაცია ისე შეიძლება გაიფილტროს, რომ დამაჯერებელიც იყოს და წყაროებიც არ უნდა გავამჟღავნოთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.
რისკი არის და საკამოდ მაღალი. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არეულობის გეგმას აშშ-ის განვითარების სააგენტო აფინანსებს. სუს-ის ოპერატიული ინფორმაციით, USAID ატარებს ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და აქვე დასძენენ, რომ აშშ-ის დახმარება გამჭვირვალეა და გააგრძელებენ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც, მათივე მტკიცებით, მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში ფიგურირებენ სერბეთის მოქალაქეები, რომლებიც „თავისუფლების ინსტიტუტთან“ და „კმარასთან“ ერთად ასევე წარმატებით მუშაობდნენ 2003 წლის ვარდების რევოლუციის საქმეში. ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი, გიორგი მელაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით რევოლუციური სცენარის მომზადებაშია ჩართული, აცხადებს, რომ თუკი, სუს სერბი მოქალაქეების გამოკითხვის ოქმებს არ გაასაჯაროებს, ამას სერბები თავად გააკეთებენ.
„თვითონ გამოაქვეყნონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვიღაცამ გაუთქმელობა მოსთხოვა. თუ ასეთი საიდუმლო იყო, თუ ასეთ რაღაცას აკეთებდნენ, თუ ასეთი საშიში ხალხი იყო, რატომ გაუშვეს ეს ადამიანები საზღვარზე, ხომ ჰყავდათ აქ? ხომ შეეძლოთ დაეკავებინათ? ამ ადამიანებთან 20 წელია, ვმეგობრობთ, 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“, როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობდით, ეს ადამიანები თავის გამოცდილებას გვიზიარებდნენ“, - განაცხადა გიორგი მელაძემ, რომელიც სუს-მა უკვე დაკითხა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რუსულმა პარტიამ, „ეფესბეს“ აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუს-ის ჩანაწერები, რომ არ შემოუშვან დამკვირვებლები.
„კონგრესში, 2023 წლის 26 აპრილს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა სენატორმა - ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში შიდა ბრძოლაა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის და თქვა, რომ 2024 წლის არჩევნების მხარდაჭერაში კრიტიკულ როლს შევასრულებთ და სადამკვირვებლო მისიის გაგზავნასაც შევუწყობთ ხელსო. არაფერი გიშველით, არც უკან დავიხევთ და არც ბრძოლაში დავიღლებით. პუტინისტებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
საპარლამენტო უმცირესობას აინტერესებს მოითხოვოს თუ არა ხელისუფლება USAID-ის ქვეყნიდან გაძევებას, რომ რეაგირება მისცენ სუს-ის მიერ დაწყებულ ინფორმაციას. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ ტრენინგზე ძალადობის და რევოლუციური სცენარების სწავლება ხდებოდა.
„სემინარი დესტრუქციულ შინაარსს რომ ატარებდა, ეს თავად ორგანიზატორებმაც აღიარეს. ამასთან, თავად ამ ორგანიზაციის ლიდერებმა აღიარეს ჩანაწერების ავთენტურობა და ის, რომ ძალადობას ქადაგებენ და ძალიან ღიმილიანი სახით ამბობდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომ უბრალოდ, ასწავლიდნენ როგორ უნდა მოხდეს იძულებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მხრიდან პოზიციის დათმობა ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე იმას, რომ თუ ეს არ მოხდებოდა, როგორ უნდა განეხორციელებინათ შემდეგ პარლამენტის ფუნქციონირების ჩამოშლა. ეს არის აღიარებული ამ ორგანიზაციის მხრიდან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა იდება მტკიცებულება, რომ USAID-ის დაფინანსებით ვიღაცები ამზადებენ აქ რევოლუციას, ამას სჭირდება მკაცრი გამიჯვნა, თუმცა აშშ-ის საელჩოსგან ასეთი მკაცრი გამიჯვნა არ მოხდა, ამის მიუხედავად, კობახიძეს იმედი აქვს, რომ პოზიცია გამოსწორდება.
„ის, რომ ალექს რაუფოღლუ ლობისტია, ცნობილია. „რუსულ კანონში“, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის დაფიქსირებული ის, რომ მას ევალება საკუთარი თავის რეგისტრირება ლობისტად და ის ოფიციალურად არის რეგისტრირებული ლობისტად და არის „ნაცმოძრაობის“ ლობისტი. შესაბამისად, მისგან კითხვა არ გვიკვირს, თუმცა ჩვენთვის გასაკვირი იყო მათ შორის აშშ-ის საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით.
სერიოზულად ემზადებიან ვიღაცები რევოლუციისთვის. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, მაგრამ რაც ვიხილეთ, არის მძიმე და შეგვახსენებს, რომ საჭიროა სიფრთხილე იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, რაც გულისხმობს რევოლუციას, არეულობას, უბედურებას და ფრონტს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, თანამედროვე ეპოქაში კერძო სამხედრო კომპანების როლი იზრდება. მისი თქმით, რუსული ჩევეკას ანალოგია მამულაშვილის ლეგიონიც, რომელიც უკრაინაში უპირისპირდება რუსულ სამხედრო მანქანას. მაგრამ ეს არის კეძოდ კომპანია, რომელსაც აქვს კომერციული ინტერესი.
„თუ იქნება მატერიალური დაინტერესება, ის გარისკავს და ამ ოპერაციას განახორციელებს საქართველოში და ეს რისკი არსებობს. ეს არის დაახლებით ის, რასაც რუსეთი ჩადის აფრიკის ქვეყნებში, სადაც პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია ხორციელდება. ამ შემთხვევაში უკრაინა იტყვის, რომ მის დაქვემდებარებაში არ არის, ვიღაცა კერძო კომპანიასთან გააფორმეს კონტრაქტი და სამხედრო მომსახურეობა გაუწიესო. ეს არის ძალიან საშიში გზა, უდიდესი რისკია.
რა თქმა უნდა, ეს ვერსია არის დამუშავების სტატიაზე. მე რაც ვიცი, ჩვენი უშიშროების სამსახურები ამაზე მუშაობენ და გარკვეულ ზომებს ატარებენ, რომ არ იქნას დაშვებული მამულაშვილის კერძო სამხედრო დაჯგუფების ორგანიზებული შემოყვანა საქართველოში. მამულაშვილის ეს შენაერთი არის უაღრესად საშიში, სრულიად გასაგებია ვის თამაშს თამაშობს და რითი ფინანსდება ეს ორგანიზაცია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.