აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დენიგანი საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ უკვე შეძლო მხარდაჭერა გამოეხატა იმ რადიკალური ჯგუფისთვის, რომლიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. USAID - ეს არის ამერიკული ორგანიზაცია, რომელის მოწვევით საქართველოში იმყოფებოდნენ სერბეთის მოქალაქეები, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
USAID-ის დაფინანსებითა და ორგანიზაცია „კანვასის“ ორგანიზებით სერბმა რევოლუციონერებმა საქართველოში ტრენინგი გამართეს თემაზე, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. სუს-ის მიერ გასაჯროვებული მტკიცებულების შემდეგ, რობინ დენიგანის უწყება - აშშ-ის საელჩო ღია კონფრონტაციაში შევიდა ხელისუფლებასთან და განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ქვეყანაში მათი პროექტების დაფინანსებას და მხარდაჭერას.
„მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ჩვენი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული მცდარი და დაუსაბუთებელი ბრალდებების მიუხედავად, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, - აღნიშნულია აშშ-ის განცხადებაში.
თუკი სუს-ის განცხადებიდან გამოვალთ, ცხადი ხდება, რომ პროვოკაციული, რევოლუციური სცენარების მომზადებისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდების გადამზადება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამაში ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება. აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე, რასაც ლობირებდა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც ღიად დაუპირსიპირდა ხელისუფლებას და ბრალს სდება რუსული ინტერესების გატარებაში.
როგორც ჩანს, ვითარება არ იცვლება და გაცილებით მძიმე პროცესში შევდივართ, როდესაც აშკარა ხდება, რომ 2003 წლის მოვლენების მსგავსად, დღესაც აშშ საქართველოში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითრებას ლობირებს.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, სწორედ იმიტომ ჩაუდგა სათავეში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მათ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონის „ფარას“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროტესტს საქართველოში, რათა ხალხს არ გაეგო მათი ფარული ზრახვები.
„ის, რაც სუს-მა გაავრცელა, ცხადია, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ვერანაირი განცხადებები „წინააღმდეგობის არაძალადობრივ მეთოდებზე“ ვერ შენიღბავს იმ სურვილს, რაც სახელმწიფო გადატრიალების სურვილს და მცდელობებს უკავშირდება.
სამწუხაროდ, USAID-ის და აშშ საელჩოს მეთოდები არ იცვლება. აშშ-ს საელჩო თავისი განცხადებით ამბობს, რომ ძალა გვაქვს და პირდაპირ მოვდივართო, სულ ფეხებზე გვკიდია, თქვენ რას ფიქრობთ და რა იცითო. სტრატეგიული პარტნიორობა თუ შენს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობასაც გულისხმობდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება იყო სრულიად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის.
„იმის მაგივრად, რომ გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისგან, რაც პირდაპირ რევოლუციასთან არის დაკავშირებული, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება. ეს აღმაშფოთებელია. ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არ უნდა რევოლუცია და ის უბედურება, რაც რევოლუციამ მოუტანა, იგივე ჩვენს მეგობარ უკრაინას. საზოგადოების მოლოდინია, რომ აშშ-ის საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია, პოზიცია, რომ მათი მხრიდან არ მოხდება რევოლუციური სცენარების მხარდაჭერა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს განცხადებას არაფერი დაეწუნებოდა, ოღონდ სახელად უნდა რქმეოდა „საკდესის განცხადება“ და უნდა დაწყებულიყო ამ სიტყვებით, რომ „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს...“.
„გამაოგნებელია! მსგავსი უტიფრობა და ცინიზმი მხოლოდ საკდესისგან თუ მახსოვს. რასაკვირველია, ვერანაირი რუსული პროპაგანდა ვერ მიაყენედა აშშ-ს რეპუტაციას მეტ ზიანს, რაც ამ უპრეცენდენტო კონფუზმა მიაყენა. ცხადია, ანტი-ამერიკანიზმის გაღვივება საქართველოს ინტერესებში არ შეიძლება იყოს, არც არის და ვერც იქნება. მაგრამ - ამ ანტი-ამერიკანიზმს აღვივებს თავად აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია, საქართველოში აშშ-ს საელჩო და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში.
აღვივებს ათასჯერ უფრო ეფექტურად და ეფექტიანად, ვიდრე ამას ასი „საკდესი“ - საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტო“ მოახერხებდა იმ ძველ დროში. დასკვნა ერთობ მძიმეა: აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციას მართლაც ფეხებზე ჰკიდია ამ დიადი ქვეყნის რეპუტაცია და იქცევა ზუსტად ისე, როგორც უკანასკნელი ვიგინდარა ტროცკისტ-კომუნისტი მოიქცეოდა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ძალადობრივი გზით ცვლილება, ეს ის ასპექტია, რომელიც მოქალაქეებს გვაინტერესებს, აშშ-ის საგარეო სიმაღლეებიდან არ აინტერესებთ ძალადობრივი არის თუ არა ხელისუფალი, მთავარია, ვისია ეს ხელისუფალი, ვისი მამაძაღლია. მისი თქმით, სწორედ ასეთი ძალადობრივი ხელისუფლება მოიყვანა საქართველოში 2003 წელს აშშ-მა.
„2003 წელი გაიხსენეთ და მართლა არაერთი ინტერვიუ გვქონია ამ მტერებზე. ჩემმა მეგობარმა გამახსენა ერთი ტრივიალური რამ - მაშინაც სერბეთიდან ჩამოვიდნენ ისინი, ვინც რევოლუციას ამზადებდნენ საქართველოში და ვინც იქაც რევოლუციაზე ზრუნავდნენ. სერბეთი ცნობილია რუსული ორიენტაციით. ვიცით, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროსაც კი სერბეთის ინტერესებს იცავდა პუტინი და თქვა, რომ ვინც კოსოვოს აღიარებს, აფხაზეთის აღიარებით გადავუხდიო.
მერე სერბეთში მოხდა მთელი რიგი ცვლილებები და დღეს რუსეთისთვის ხელსაყრელი ხელისუფლება ჰყავს სერბეთს. ასე რომ, ეს ალიანსი პრორუსულ სერბეთსა და ამერიკას შორის დღეს არ არის დაწყებული და მართლაც 2003 წლიდან იღებს დასაბამს და დღეს ამ პროცესში არა თუ ისევ სერბები, არამედ კონკრეტულად ის ადამიანები გამოჩნდნენ, ვინც მაშინ იყვნენ ჩართული“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სერბეთი არის პრორუსული, ჩნდება კითხვა, თვითონ ეს პროცესიც ხომ არ არის პრორუსული და სწორედ ამიტომ ხომ არ არიან ჩართული სერბეთის მოქალაქეები.
„სერბეთის ამოწევა სულ არაა საჭირო, დესტაბილიზაცია ვის აწყობს საქართველოში? - რუსეთს. მაგ არგუმენტით დგება ერთი საკითხი - ეს ამერიკა, რუსეთზე ხომ არ მუშობს? ანუ, ხომ არაა უფრო დიდი სცენარი, რომლის მიხედვითაც უკრაინული თემა ძალადობრივი ჭიდილით გადაწყდება, მაგრამ სხვა ტიპის თემები, მაგალითად ჩინური ტრანზიტი ევროპაში შეიძლება სხვანაირად გადაწყდეს.
ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის სიყვარულით ცხოვრობს ამერიკა, არა, უბრალოდ რუსული და ამერიკული ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს, რადგან საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ხაზი მიუღებელია როგორც რუსეთისთვის, ასევე ამერიკისთვის. რადგან ერთი მხრივ ეს არის ჩინეთის და მეორეს მხრივ ევროპის გაძლიერება, რომელიც არ აწყობთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, აშშ-ის ინტერესი, რომ მოხდეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, ეს მტკცდება რამდენიმე მასალით. პირველი, როდესაც აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მხარი დაუჭერა 7-8 მარტის ცნობილ მოვლენებს, როდესაც დამნაშავე ელემენტები შეტევას ახორციელებდნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე. მეორე - აშშ-ში ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების ქანდაკების ფონზე პირდაპირ ტელევიზიით მოუწოდებდა იმავე დამნაშვე ელემენტებს ძალადობრივი ქმედებებისაკენ. მესამე - ეს არის USAID-ის ეგიდის ქვეშ მოქმედი ე.წ. „კანვასის“ ორგანიზაცია, რომლის სერბი წარმომადგენლები ფინანსდებიან ამერიკის საელჩოს მიერ და ატარებენ ტრენინგებს ძალადობრივი გზით როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.
„გავიხსენოთ აშშ-ის ისევე როგორც მსოფლიოს დიდი მოთამაშეების მიერ არა ერთ ქვეყანაში შეცვლილა ძალადობრივი გზით ხელისუფლება. რაც შეეხება ამერიკის ინტერესს საქართველოში - მას სურს დააბრუნოს ის ხელისუფლება, რომელიც იქნება მისი ყურმოჭრილი მონა-მორჩილი და რასაც უნდა იმას გააკეთებინებს და მე ვფიქრობ, ეს არის მის მიერ დაფინანსებული ა-რ წარმომადგენლები, რომლებიც აშშ-ის ნებისმიერ ნაბიჯს გაამართლებენ.
აშშ-ს მიზანია საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი, რასაც არ თანხმდება და ამიტომ სურს ხელისუფლება შეივალოს და ხედავენ ამერიკელი ინსტრუქტორები, რომ საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით ვერ შეიცვლება, ვინაიდან, მათ ჰყავთ უბადრუკი ხელმძღვანელები, დაწყებული ხაბედან, დამთავრებული ჭიჭიკო ვაშაძით. ამიტომ, აშშ-ს მისი სასურველი უბადრუკების დასმა უნდა ხელისუფლებაში, რომ ისინი კარგად მართონ და დარწმუნებული იყავით, რომ მეორე-მესამე დღეს ჩაერთვებიან ომში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
-----------------------------------------------------------------------
„გამაოგნებელია! მსგავსი უტიფრობა და ცინიზმი მხოლოდ საკდესისგან თუ მახსოვს. რასაკვირველია, ვერანაირი რუსული პროპაგანდა ვერ მიაყენედა აშშ-ს რეპუტაციას მეტ ზიანს, რაც ამ უპრეცენდენტო კონფუზმა მიაყენა. ცხადია, ანტი-ამერიკანიზმის გაღვივება საქართველოს ინტერესებში არ შეიძლება იყოს, არც არის და ვერც იქნება. მაგრამ - ამ ანტი-ამერიკანიზმს აღვივებს თავად აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია, საქართველოში აშშ-ს საელჩო და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში.
აღვივებს ათასჯერ უფრო ეფექტურად და ეფექტიანად, ვიდრე ამას ასი „საკდესი“ - საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტო“ მოახერხებდა იმ ძველ დროში. დასკვნა ერთობ მძიმეა: აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციას მართლაც ფეხებზე ჰკიდია ამ დიადი ქვეყნის რეპუტაცია და იქცევა ზუსტად ისე, როგორც უკანასკნელი ვიგინდარა ტროცკისტ-კომუნისტი მოიქცეოდა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აბა მაშ მაწონზე რომ დამიწყებს მტკიცებას შავიაო და პირიქით--- შავზე დამიწყებს მტკიცებას თეთრიაო, მათზე ტკბილი აზრები მექნებაა???
რითაა რუსისგან განსხვავებული? მაგიტომ შევნატროდიით მაგ ჩათლახებს რომ ეგრე მოგვქცეოდნეენ?? არადა მათ მოსვლაზე ათას იმედებს ვამყარებდით.
მაგრამ არა უშავრა, ცოტაცა ... ცოტაცა და ვნახავთ მაგათ ბუმბულს ველზე გაშლილს--- გაისს ამ დროს არჩევნები აქვთ. ჰოოდა მაშინ დაეწყებათ მაგათ სახლში პარადი და ჯახი ....
..ესეა-----ბუმერანგმა დაბრუნება იცის .
..ოღონდ ერთი დიდი თხოვნა მაქვს მაგათთნ----ბარემ რუსეთი პუტინიანად თან გაიყოლონ...წყნარი ოკეანე იქავე აქვთ, იქ დასცხონ ერთმანეთს.......ჩვენ და უკრაინელებს კი ორივემ თავი დაგვანებონ..