დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია ამის დასადგენად 3 ოქტომბერს პირველი სასამართლო სხოდმა შედგა. იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სასამართლოზე მივიდოდა, თუმცა მან თბილისში დარჩენა და პროცესისთვის თვალის მიდევნება ათონელის რეზიდენციიდან გადაწყვიტა. სამაგიეროდ, თავის წარმომადგენლად მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი გაგზავნა. კოპალეიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. შემდეგ კი განათლების მინსიტრის ნიკა გვარამიას მოადგილე. ასევე ის იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 10 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ჩუგოშვილს, ის საქართველოს კონსტიტუციის თანაავტორია. სწორედ მასსა და მოქმედ კონსტიტუციის ავტორს ირაკლი კობახიძეს შორის სასამართლო სხოდმაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ჩუგოშვილი კობახიძეს სთხოვდა აეხსნა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მმართველი გუნდისთვის გეოგრაფიას, როცა პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს საქართველოში ვიზიტების დროს უპრობლემოდ ხვდებოდა, ხოლო მის ევროპაში გამგზავრებას პრემიერი ღარიბაშვილი კატეგორიული უარით პასუხობდა.
მოქმედი კონსტიტუციის ავტორმა ირაკლი კობახიძემ კი უნებართვო საგარეო ვიზიტების დროს პრეზიდენტის მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არაკანონიერად გამოყენების მაგალითები ჩამოთვალა და თქვა, რომ ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში ჩასვლით ზურაბიშვილმა მთავარი კანონი გააზრებულად დაარღვია. ვოიაჟი რომ არაკანონიერი იყო, ამის დამატებით მტკიცებულებად კი ირაკლი კობახიძემ, ლიეტუვის ერთ-ერთი არხისთვის პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუც გაიხსენა.
საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებაზე ისაუბრა მთავრობის საპარლამენტო მდივანმაც. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოსამართლეთა კოლეგიას და მოპასუხე მხარეებს განუცხადა, რომ ნებისმიერი სახის შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს, მთავრობის თანხმობას საჭიროებს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის საკუთარი ხალხის წინაშე გამოჩენის ეშინია და, ალბათ, სასამართლო სხოდმაზე რომ მისულიყო, თავისი დამახინჯებული ქართულით თავის დაცვით, სიტუაციას კიდევ უფრო დაიმძიმებდა. აბაშიძე ფიქრობს, რომ სასამართლოზე არმისვლით, მან, პირველ რიგში, სიმხდალე და სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა.
„ზურაბიშვილი დაიმალა და ვერ გაბედა სასამართლოზე მისვლა. ამით კი კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია რამდენჯერმე დაარღვია. უკვე ფაქტია, რომ ზოგადად, მას საჯარო ადგილებში, ბოლო პერიოდში, გამოჩენა უჭირს. ალბათ, საზოგადოების რეალური განწყობის მოსმენა არ უნდა. ის ფოთში მისი დიდი წინაპრის ნიკო ნიკოლაძის იუბილეზეც არ გამოჩენილა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას საზოგადოების ეშინია. არა და ამ დროს, ამერიკაში ორი დღეა ნიუ-იორკის სასამართლოში, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესებზე თავისი ფეხით მიდის. თუ ის გამოხატავს პატივისცემას სასამართლოს მიმართ და მართალია, სხოდმაზე რატომ არ მივიდა? როგორც ჩანს, მეორე დღესაც არ გამოჩნდება“, - ამბობს გია აბაშიძე.
რაც შეეხება სასამართლოზე პრეზდენტის წარმომადგენლებს, აბაშიძე ამბობს, რომ ესეც კიდევ ერთი დასტურია იმ ფაქტის, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის მხარეს გადავიდა. მისი თქმით, რატომ უნდა მოინდომო პრეზიდენტმა ჯერ ადეიშვილის, შემდეგ კი ნიკა გვარამიას ყოფილი მოადგილე მაია კოპალეიშვილი სასამართლოზე წარმომადგენლად გაგზავნო. აბაშიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ამდენი სხვა კვალიფიციური იურისტია და რაღა მაინც და მაინც ადეიშვილის ყოფილ მოადგილეზე გააკეთა აქცენტი.
„ზურაბიშვილი რადიაკლური ოპოზიციის მხარეს უკვე დიდი ხანია გადასულია. ის თავისი ქმედებებით, განცხადებებით ამას ღიად ამტკიცებს. აი, სწორედ ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ქალბატონი მაია კოპალეიშვილის ადვოკატად დაყენებაა, რომელიც ადეიშვილის და გვარამიას მინისტრობის დროს, მათი მოადგილე იყო. არადა ქვეყანაში ამდენი ძალიან კარგი იურისტი გვყავს. ამით ხაზგასმით აღნიშნა უკვე, რომ ის ნაცოპოზიციის შემადგენლობაში ირიცხება. ნუ, რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, რომელიც „ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ საერთოდ საჯარო სივრცეში აღარ ჩანს, რაში დასჭირდა პრეზიდენტის ადვოკატობა, ნამდვილად არ ვიცი. ამ ცვლილებების ავტორი კონსტიტუციაში თავადაც ხომ იყო. აქედან გამომდინარე, ამ ორი წარმომადგენლის არგუმენტები, მართლაც რომ კობახიძეს დავესესხები, პირველი კურსის სტუდენტის დონეზეა. იმდენად აბსურდული და დემაგოგიური იყო, რომ არა იურისტისთვისაც მარტივად შესამჩნევი იყო. თავად გადაწყვიტა ზურაბიშვილმა ან გადააწყვეტინეს, რომ ეს ორი ქლაბატონი აეყვანა. ისინი იმდენად შეცდომებით საუბრობენ და სუსტი არგუმენტები აქვთ, რომ როგორ უნდა დაიცვან პრეზიდენტი არ ვიცი. მაგალითად, რატომ ამბობენ, რომ კონსტიტუციის ფორმალური დარღვევა მოხდა, თითქოს ეს ძალიან მსუბუქი გადაცდომა იყო. დარღვევა დარღვევაა და ის ფორმალურია, კანონის იქნება თუ კონსტიტუციის. ამ ე.წ. დაცვის ხაზით გამარჯვებამდე თუ უნდათ მივიდნენ, ნამდვილად სასაცილოა“,-ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება ჩუგოშვილის არგუმენტს, რომ რატომ ამახვლებს ხელისუფლება მაინც და მაინც გეოგრაფიაზე ყურადღებას, როდესაც ქვეყანაში ჩამოსულ ევროპელ ლიდერებს თუ სხვა პოლიტიკურ ფიგურებს ზურაბიშვილი უპრობლემოდ ხვდება და რატომ უნდა ჰქონდეს პრემიერს პრობლემა, რომ ის ევროპაში გაემგზავროს? - აბაშიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი ქვეყნის გარეთ, როგორც კი საზღვარს სცდება, ის სახელმწიფოსთვის მავნებლურ განცხადებებს აკეთებს. ხოლო მისი არაპროგნოზირებადი ხასიათიდან გამომდინარე, ამის გამო, ქვეყანას პრობლემები არაერთ მეზობელ ქვეყანასთან უკვე შეექმნა.
„ზურაბიშვილი აბსოლუტურად უკონტროლო და არაადეკავტურია. მას საპერზიდენტო ფიცი და კონსტიტუცია არ აჩერებს და საგარეო ასპარეზზე დეზინფორმაციით მიდის. ფაქტია, რომ გარკვეული ხარვეზები კონსტიტუციაში საგარეო პოლიტიკის წარმოების კუთხით არის და ეს კობახიძემაც აღიარა, მაგრამ ამავე დროს, მართებულად დაამატა ისიც, რომ ზურაბიშვილის შემთხვევაში, რაც არ უნდა შეიცვალოს, ან სამართლებრივი გამიჯვნა და რეგულაცია დაწესდეს, ის მაინც დაარღვევს. ეს კი პრეზიდენტს დესტრუქციისთვის და სიტუაციის არევაში თანამონაწილეობისთვის სჭირდება. ზურაბიშვილი დიდი ხანია აღარ არის საზოგადოებაში ლეგიტიმური პრეზიდენტი“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძისთვის კვალვ გაურკვეველია, რაში სჭირდება ხელისუფლებას სალომე ზურაბიშვილისთვის, თუნდაც სამართლებრივად იმის დამტკიცება, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ზურაბიშვილისთვის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ეს ხელისუფლებას უფრო დააზიანებს ვიდრე მას.
„ე.წ. აგენტების კანონზე ვამბობდი და ახლა ზურაბიშვილის საქმეზეც იგივეს ვამბობ, რომ როგორი მართალიც არ უნდა იყოს „ოცნება“ ახლა პრეზიდენტთან, ამ ყველაფრის პოლიტიკური ფასი უფრო ძვირი გადასახდელი თავად მას ექნება. ამით „ოცნება“ ირთულებს საქმეს, რადგან ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო. გასაგებია, რომ პრეზიდენტი არღვევს კანონს და ამის არგუმენტებით ამტკიცებს მმართველი გუნდი, მაგრამ როცა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და შენი მოწინააღმდეგე მხარე ჩასაფრებული გელოდება ფეხი სად დაგიდოს, ამის საშუალება შენ არ უნდა მისცე. ვფიქრობ, რომ ახლა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დრო არ იყო. თუნდაც ეს იყოს მხოლოდ სამართლებრივი და ამას არ მოჰყვეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ იმპიჩმენტი არ დადგეს. დასავლეთისთვის რთული ასახსნელი იქნება, პროდასავლური მანტიით შემოსილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ამას ოპოზიცია გაყიდის ასე, რომ „ოცნება“, რომელიც „პრორუსული“ ძალაა, პროდასავლური ღირებულებების პრეზიდენტს თავიდან იშორებს. ზურაბიშვილისთვის ახლა წაუგებელი თამაშია. ნებისმიერ შემთხვევაში ამას საკუთარ თავზე მოირგებს. გასგებია, რომ „ოცნებას“ უნდა ხალხს აუხსნას და დაანახოს პრეზიდენტის რეალური განზრახვა, მაგრამ ამ პროცესში თავად ზიანდება. ამიტომ ამ ყველაფრის პოლიტიკური ლოგიკა არ მესმის. ამიტომ სულ ვამბობ, რომ ემოციურ ნიადაგზე არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან პოლიტიკა ცივ გონებას მოითხოვს“, - ამბობს საყვარელიძე.
არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენთვის ქართველებისთვის მარტო კამათში არ არ იბადება ჭეშმარიტება, ჩვენთვის ჭეშმარიტება სხვა ერებისაგან განსხვავებით იბადება სამართლიან, კეთილშობილურ, მეგობრულ, პატიოსან, გულახდილ დამოკიდებულებაში, სინიდისიერებაში, რაც ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა (ყვარყვარეს დავესესხები!) მუთაქის ქვეშ ამოიდეს და გამოფხიზლებული ერი მწვავე პროტესტით განგვაწყო!
მჯერა, რომ დასავლეთი გადახედავს თავის დამოკიდებულებას და თუ თავისი თავის მტერი არ არის შეცვლის ჩვენი ამაყი ერის, ქვეყნისადმი დამოკიდებილებას და ამოგვ იდგება მხარში!
აბა ბიჭო ................ სუ ჩვენს მხარში ამოდგომაზე ფიქრობს
მაგაზე რომ ეფიქრა ამდენი წლების მანძილზე, ( ასოებს რომ ფულს ოხრად აყრის) საქართველოში ერთ--ორ პატარა საკონსერვო ქარხანას მაინც გახსნიდა ...ჰააა ჰააა 2-3 მილიონი დახარჯოდა
მაგრამ მაგას თავისი, თავისი საქმე აინტერესებს და არა ჩვენი....