„ზურაბიშვილს ეს დამღა, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია და იმპიჩმენტზე იყო წარდგენილი, მაინც გაჰყვება“

„ზურაბიშვილს ეს დამღა, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია და იმპიჩმენტზე იყო წარდგენილი, მაინც გაჰყვება“

პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებენ - 3 ოქტომბერს 12 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, დაარღვია თუ არა ქვეყნის მთავარსარდალმა კონსტიტუცია. მივა თუ არა სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში უცნობია, ის ამ დრომდე ფიქრობს ჩავიდეს თუ არა ბათუმში და დაჯდეს თუ არა ირაკლი კობახიძის პირისპირ მოპასუხის სკამზე.

„თუ თვითონ არ მოვა, იძულებით გამოვკითხავთ“, - თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

პრეზიდენტის იძულებით მიყვანა პროცესზე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლოს მისი წარმომადგენლის პასუხები. შესაბამისად, სასამართლოზე გახდება ცნობილი, მოუწევთ თუ არა პირისპირ დადგომა სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი კობახიძეს.

სწორედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა იმ სარჩელის ავტორი, რომლითაც ხელისუფლება პრეზიდენტის გადაყენებას გეგმავს. „ქართულ ოცნებას“ სხდომაზე კობახიძესთან ერთად კიდევ 4 დეპუტატი წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიულ ვერდიქტს 15 ოქტომბრამდე გამოაცხადებს.

არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე „ქართული ოცნების“ მოპასუხე მხარეს დადგეს. ამის ეჭვი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია ბელგიის მეფისთვის მიწერილ წერილში დააფიქსირა. ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მთავრობის უარისა და საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნული სხდომის გამო, სალომე ზურაბიშვილი ვერ მიდის ბელგიაში.

„სამწუხაროდ, ჩემი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი მიზეზი – ერთი მხრივ, მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ჩემს წინადადებაზე, მეორე მხრივ, სწორედ 3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი წერილში.

ირაკლი კობახიძე კი დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტი პრეზიდენტის გადაყენებით დასრულდება.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ყველა შეხვედრა დათვლილი და გაშიფრულია. ციტატებად აქვს მონიშნული, რომელმა ლიდერმა რა უთხრა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრებზე. ხოლო ახლა ეს ყველაფერი ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება გამოყენებული.

„პრეზიდენტმა აღიარა, თვითონვე თქვა, რომ ოფიციალურად არ აქვს უფლება, იყოს ლიეტუვაში, ასეთი ინტერვიუ მისცა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს. პირდაპირ აღიარა, რომ არ აქვს უფლებამოსილება, იყოს ლიეტუვაში, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით მაინც აკეთებს ამას, რადგან, მისი აზრით, ხალხისგან აქვს შესაბამისი მანდატი. ხალხისგან მანდატი ვის რაზე აქვს, ეს განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით. კონკრეტული თანამდებობის პირები და ორგანოები ამ ქვეყანაში არჩეული არიან კონკრეტული მანდატით. მანდატი რას გულისხმობს შინაარსობრივად, ეს გაწერილია სწორედ საქართველოს კონსტიტუციაში. მე შეიძლება, მეგონოს, რომ ვარ ნაპოლეონ ბონაპარტი – და მისი მოგვარის პაციენტები ამას ამტკიცებდნენ – მაგრამ თუ სინამდვილეში არ ვარ ბონაპარტი, ამ შემთხვევაში სხვა რამე უნდა დავამტკიცო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ სასამართლო პროცესის გამოყენებას შეეცდება და არ არის გამორიცხული, წამებულის მანტიით მოგვევლინოს. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ის ეცდება თავი წამოაჩინოს, რომ მას ხელისუფლება ერჩის. ამით კი საინფორმაციო ფონს შექმნის და საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენას შეეცდება.

„პრეზიდენტი ეცდება, რომ ეს სასამართლო პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს. შექმნის ისეთ ილუზიას, თითქოს პროევროპულ პრეზიდენტს, ანტიევროპული „ოცნება“ ავიწროვებს და ხელს უშლის. ამიტომ ევროპაში თავისი დიადი მისიის შესასრულებლად ვერ მიდის. საქართველოსთვის თითქოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელს უშლიან. გარდ ამისა, ეს, ალბათ, ემსახურება კიდევ ერთ მიზნს, რომ ბათუმში ოპოზიციური პარტიები ჩავიდნენ. მათი სატელიტი არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელბი. ყველასთვის ცნობილია უკვე სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობები და სასამართლოსთან პარალელურად აქცია პერფორმანსები გამართონ ვითომ პრეზიდენტის დასაცავად. ასეთ შემთხვევას ოპოზიცია ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებს. ასე რომ, ეს პოლიტიკრი თამაშის ნაწილია, რათა პრეზიდენტმა საკუთარი თავის რეაბილიტაცია შეძლოს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება თავად პროცესს და ხელისუფლების მცდელობას, რაში აწყობს „ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას სჭირდება იმის ჩვენება, რომ ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს და უნდა, რომ ეს სამართლებრივად იყოს დადასტურებული.

„ხელისუფლება კი აცხადებს, თითქოს მას არა აქვს საჭირო 100 ხმა იმისთვის, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მოხდეს, მაგრამ ეს შესაძლოა ერთგვარი მანევრი იყოს. კაციშვილმა არ იცის, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება, მოგროვდება თუ არა საბოლოო ჯამში საჭირო 100 ხმა. ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ ხელისუფლებას სრულიად მოულოდნელად საჭირო ხმები მოუგროვებია. ის რომ „ოცნება“ ამას აცხადებს, სულაც არ ნიშნავს, რომ კულუარულად მუშაობა არ მიდის ამ 100 ხმის მოსაგროვებლად. ვფიქრობ, „ოცნებისთვის“, როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს ზურაბიშვილის იმპიჩმენტით გადაყენების, პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, ამაზე მაინც არ წავა. აბსოლუტურად ნათელია ყველასთვის, რომ თუ ზურაბიშვილი იმპიჩმენტით გადააყენეს, ჩვენს შანსებს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ძალიან შეამცირებს.

ამიტომ არ გამოვრიცხავ, „ოცნება“ ამუშავებდეს ასეთ ვარიანტს, რომ ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად სცნოს. დადგეს მისი იმპიჩმენტის საკითხი. კი ბატონო, ვერ მოგროვდება 100 ხმა, მერე რა?! იტყვიან, რომ აი, პარლამენტში დემოკარტიამ გაიმარჯვა და ვერ მოგროვდა იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადება პროევროპულ გზას უჭერს მხარს. თუმცა ზურაბიშვილს ეს დამღა, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია და იმპიჩმენტზე იყო წარდგენილი, მაინც გაჰყვება და არ მგონია ამან მის იმიჯზე დადებითი გავლენა მოახდინოს, მით უმეტეს ევროპელების თვალში. იქ მაინც კანონს და კონსტიტუციას დიდ პატივს სცემენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომის შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, მას შემდეგ „ოცნება“ მას აღარ ენდობა. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნება“ ასევე ხედავს, რომ პრეზიდენტი შესაძლა, ამ გაკოტრებული ოპოზიციის ფონზე, ხელისუფლებისთვის საკმაოდ საშიშ და ანგარიშგასაწევ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს.

„ზურაბიშვილმა ბოლო დროს შეძლო და დასავლეთის მხრიდან დიდი ნდობა მოიპოვა. უკრაინის ომის შემდეგ, როცა „ოცნებას“ ამერიკასთან და ევროპასთან დაპირისპირება აქვს, ზურაბიშვილი მოულოდნელად ახალ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდა. თანაც მაღალი თანამდებობის პირია, რომელზეც დასავლეთს დაყრდნობა შეუძლია, მით უმეტეს ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერის შიმშილია. ამიტომ, თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტს აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდეს, ის ამ წვრილი პარტიების პოტენციული ლიდერია. პრეზიდენტი უკვე პოლიტიკურ დივიდენდებს აგროვებს და იმპიჩმენტის საკითხსაც ვხედავთ, რომ სათავისოდ ირგებს. თუკი ის სასამართლო სხდომებს დაესწრება, რომელიც ორი დღე მაინც გაგარძელდება, ამით კიდევ ერთხელ შეძლებს სიტუაცია სათავისოდ შემოაბრუნოს.

ხელისუფლებას ბოლო დროს ცუდის იმხელა მოლოდინი აქვს, რომ ზურაბიშვილიც კი, რომელსაც უფლებას არ აძლევენ და ევროპაში მაინც მიდის, საფრთხედ არის აღქმული. ხელისუფლება ახლა ცდილობს, რომ ზურაბიშვილს გარკევული დამღა დაასვას. არა აქვს მნიშვნელობა პარლამენტში შეძლებენ თუ არა იმპიჩმენტს. მთავარია საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ ის არის დამნაშავე პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს. ამას კი ხელისუფლება მუმდმივად დაატრიალებს და იტყვის, რომ პრეზიდენტისგან, რომელიც კონსტიტუციას არ სცემს პატივს, დასაჯერებელი და სანდო არაფერია“, - ამბობს ძაბირაძე.

ცუგო- პრეზიდენტი გპი- სტუდენტივით მოიქცა, ისე როგორც ცნობილ, ძველ ანეკდოტშია, არც ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდა, არც ბელგიაში ინაუგურაციაზე, დაჯდა და ხაზავდა :)))
1 წლის უკან
trampi ცუგო
ყოჩაღ შენ....მაგან ხაზვა არ იცის მაგას უფრო ფრანგული ეკერკება



ისე კი ---კიდევ დააარღვევს...................მაგას საქართველოც და მისი კონსტიტუციაც სუ ქინძზე არ კიდიააა!!!
ნეტა მომავალში რომელ ქაჯს აირჩევს კიდე ბიძო??
არადა მიშას დროს ამ ქალს მიტინგებზე დავდევდი....
მოკლედ ვეღარ გავიგე მე ვარ დურაკი თუ ესენი., მთელი ცხოვრება გავიძახი---- აი ეხლა მოვა ვინმე ნორმალური, აი ეხლა მეთქი. არადა ის ეხლა აღარ მოვიდა ასე რომ ან საერთოდ მე ვერ მოვდივარ აზრზე და ამათ მდევნელი მე უარესი დურაკი ვარ....
1 წლის უკან
ტაბალი პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ვინც საწინააღმდეგოს ფიქრობს, ან ჩლუნგია, ან პუტინის მწოველი.
1 წლის უკან