„შესაძლოა, ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის ინფორმაციის მიწოდება იყო საბაბი და ვფიქრობ, საუბრის მთავარი თემა იქნებოდა იმპიჩმენტი“

„შესაძლოა, ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის ინფორმაციის მიწოდება იყო საბაბი და ვფიქრობ, საუბრის მთავარი თემა იქნებოდა იმპიჩმენტი“

ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაბრუნებული პრეზიდენტი შეხვედრებს იწყებს. პირველ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილთან, ათონელის რეზიდენციაში, ქალი დეპუტატები იმყოფებოდნენ. for.ge-ს ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ახალი მოძრაობის დაფუძნება, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან მანდილოსნები. წამყვანი როლი მოძრაობაში, რომლის ქვეყნის ევროპული არჩევანის გადასარჩენად იქმნება, ექნებათ პრეზიდენტს და ქალ დეპუტატებს. ჩვენი ინფორმაციით, ამ მოძრაობაში ვიხილავთ ა-ო ხელმძღვანელებს, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ადასტურებს, რომ შეხვედრა ნამდვილად ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სადაც საუბარი შეეხებოდა იმ ნაბიჯებს, რაც შეიძლება, რომ დღეს საზოგადოებამ გადადგას ევროპული მომავლის გადასარჩენად.

„ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის ძალიან აშკარა პოზიცია, რაც საჯაროდ დაფიქსირდა, რომ დღეს საფრთხეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის ხელისუფლება, რომელიც უგულებელყოფს ევროკავშირის მოთხოვნებს. ამიტომ, ცხდია ჩვენი მხრიდან დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ მივიღოთ მონაწილეობა. მე მქონდა ეს შეხვედრა და დანარჩენზე, ალბათ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

გარდა ამისა, სამადაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტთან ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყნისთვის უმთავრესი ამოცანა არის რუსული ხელისუფლების შეცვლა და ასევე საუბრის თემა იყო იმაზე, რომ ხალხი, ვინც იბრძვის ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის დასაცავად, არ უნდა ხდებოდეს „ქართული ოცნების“ რუსული დავალებებისა და შურისძიების სამიზნე და ამ კონტექსტში ნახსენები იყო ლაზარე გრიგორიადისის საქმეც.

„იმპიჩმენტზე ნაკლებად ვისაუბრეთ. ყველას ესმის, რომ იმპიჩმენტი „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული მასკარადია, რომელიც მიზნად ისახავს, არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. იმპიჩმენტის პროცედურის წარმატებით დასრულება ნიშნავს, რომ შეუძლებელი გახადონ ევროკავშირისთვის, საქართველოს საკითხზე პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. საქართველოს პრეზიდენტის მოტივაცია დღეს არის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შანსი, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არა კანდიდატის სტატუსის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო ხვდება, არამედ იმ მიზნით, რომ პარლამენტში მათ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირონ. კალაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს, მაგრამ ამასთან, მისი შეფასებით, ეს მას დღევანდელ მოცემულობაში ძალიან რთულად ეჩვენება.

„რაც შეეხება მის ვოიაჟს, იცით, რომ ეს არის ჩვეულებრივად კონსტიტუციის დარღვევაა. სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. რეალურად მუშაობა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში მხარდაჭერა არ მოხდეს იმპიჩმენტის განხილვისას, თუმცა ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, თითქოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ გასვლამ მოგვიტანა ერთადერთი შედეგი, როდესაც ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერისგან პირდაპირი მოწოდება მივიღეთ, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ აძლევდა მთავრობა პრეზიდენტს ვიზიტებზე თანხმობას.

„არ ვიცი, პრეზიდენტთან რაზე მიდის საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ გასვლამ და შეხვედრებმა ერთადერთი შედეგი რაც მოგვიტანა, ისაა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერისგან პირდაპირი მოწოდება მივიღეთ, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. ანუ, საქართველო დავაყენოთ სამხედრო და ეკონომიკური რისკის წინაშე, ეს არის შედეგი იმ ვიზიტების, რომელზეც საუბრობდა მთავრობა და პრეზიდენტს ასეთ ვიზიტებზე თანხმობას სწორედ ამიტომ არ აძლევდა. როგორც ჩანს, მთავრობამ იმის გამოცდილება დააგროვა, რომ შედეგები წინასწარ განჭვრეტადი იყო ასეთი ვიზიტების“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, პრეზიდენტი მთავრობას თუ არ ესაუბრება თავისი ვოიაჟის შედეგების შესახებ, ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან.

„პრეზიდენტს ანგარიში ჩასაბარებელი აქვს არა ნინო ლომჯარიასთან ან ქალ დეპუტატებთან, არამედ ხალხთან. არ ვფიქრობ, რომ ქალ დეპუტატებთან ან ლომჯარიასთან გამართული შეხვედრები საკმარისია. მისი ვოიაჟის ცალკეულ ეპიზოდებზე ჩვენ არაფერი ვიცით. ერთადერთი ვიცით, რომ ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოში გარკვეული პრობლემებია, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას უკავშირდება და სერიოზული ბრალდებებიც წამოაყენა, თურმე რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ უერთდება. ეტყობა, საერთოდ არ იცის ან სალომე ზურაბიშვილმა განგებ არ ჩააყენა საქმის კურსში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების არანაირი ფაქტი არ გამოვლენილა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მმართველი უმრავლესობის მოთხოვნის მიუხედავად, პრეზიდენტი ვალებულად არ თვლის, საქმის კურსში ჩააყონს უმარავლესობა და საზოგადოება. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ ელოდება, რომ ზურაბიშვილი საჯაროდ ისაუბრებს ბალტიის ქვეყნებში გამართული შეხვედრების დეტალებზე. რაც შეეხება ოპოზიციასთან გამართულ უცნაურ აუდიენციას, ფიქრობს, რომ წამყვანი თემა იქნებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„მოლაპარაკებები ჰქონდა ბალტიისპირეთის პირველ პირებთან და ასე რომ, ყველაზე საინტერესო უნდა ყოფილიყო იმ ინფორმაციის მიწოდება პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის და შესაძლოა, ეს იყო გარკვეული საბაბიც, თუმცა ვფიქრობ, რომ საუბრის მთავარი თემა იქნებოდა იმპიჩმენტი. ჯერჯერობით, ოპოზიცია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხულიც არაფერია და ჩვენ ეს ვნახეთ, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა ხდებოდა“, - აცხადებს ძაბირაძე.

რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, პირველ რიგში, თუ ვინმეს არ აძლევს ხელს ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, ეს არის „ქართული ოცნება“, რადგან, დღეს, ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ნიშნავს იმას, რომ მოიყვანო პოლიტიკაში და ფაქტობრივად, მესამე ძალის ფორმირებას შეუწყო ხელი.

„არც „ქართულ ოცნებას“ და მით უმეტეს არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურაბიშვილის სახით ასეთი კონკურენტის გამოჩენა ნამდვილად არ უნდა. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა შეწყდება საკოსტიტუციო სასამართლოს მიერ და არ იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და იმპიჩმენტის პროცედურა გაგრძლედა, არ ვიცი, რაში სჭირდება „ოცნებას“ გააჩინოს პოტენციური ლიდერი და მესამე ძალის ფორმირებას შეუწყოს ხელი?

დღეს, ზურაბიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ნიშნავს არა მარტო „ლელოსთან“ გაერთიანებას, არამედ გარკვეული ტიპის პარტიებიც შეუერთდებიან ამ მოძრაობას. გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბიშვილს აქვს უპირობო მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს „ქართულმა ოცნებამ“ ხელი შეუწყოს ასეთი ძალის ფორმირებას. თუ ეს მოხდება ძალიან უცნაური რამ იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

 

ლევკოთეა ზურაბიშვილის რეიტინგი არ გაიშვას. თვითონ დასავლეთს აქვს უპირობო მხარდაჭერა ქართული ელექტორატისგან, რომ ზურაბიშვილსაც უწილადოს რამე?
1 წლის უკან
Gami გადაყვება ეს მაჩვი ძაბირაძე " მესამე ძალის" შექმნას.. სრული კრეტინიზმი: "ზურაბიშვილი მესამე ძალა"! ამას, როგორ ეკითხებით აზრს. ისე, ხუხაშვილი არ ჩანს დიდი ხანია ამ საიტზე; არადა, რა ფოლიანტებს ისვრის სხვაგან..
1 წლის უკან
ცუგო- როცა ჭკვიანი კაცი ცრუობს და ადეთ სისულელეს ამბობს, ე. ი. მას ამაში უხდიან, ოლღა ბებიას დავესესხები და სად დაინახა ამ შეჩვენებულმა ძაბრიძემ სალომე ბებოში მესამე ძალა, ქალი ასტრალშია გასული, აწი მაგას მესამე დასაყრდენი ჭირდება და შორს ასანთისაგან...
1 წლის უკან
trampi იქნებ ვინმემ იცით .......ბოლო ბოლო ეს ქალი გათხოვდაა თუ არა?? მოკლედ მაგ თემაზე ძალიან ვნერვიულობ..,.
.სასიძო მყავს მაგისთვის .... ჯიგარი კაცია ჯგუფელია ჩემი.... საფრანგეთიდან დაბრუნდა 40 წელი ცხოვრობდა იქ ...... დაქვრივდა..... ამბობს ჩემი მამა პაპა აქაა დაკრძალული, მეც აქ უნდა დავიმარხოვო .............ქართველი იეზიდია, ფრანგულში კარგად გაუგებენ ერთმანეთს.. უჯიგრესი კაცია
მოკლედ ჩვენც გვეშველება და მაგასაც
1 წლის უკან
ცუგო- თუ უჯიგრესი კაცია, რას ერჩით?! იმას არაფერი აღარ ეშველება და ეგ კაცი კი თავბედს დაიწყევლის და თქვენც მოგიძულებთ :)
1 წლის უკან
Maverick Papa, აბა შენ იცი ეგებ კარგად გახედნოს და დააგრილოს სამადაშლილი, თორემ უკაცობამ უცოცხო როკაპად აქცია!
1 წლის უკან
ილია ძაბირაძევ, აბა ხელი მოისვი კარგად, რა მესამე ძალა?
1 წლის უკან