რას ნიშნავს ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები და რისთვის შეიძლება არჩევნების წინ საზოგადოების აზრის მომზადება ხდებოდეს? კვლევაში მოცემული პოლიტიკური პარტიების რეიტინგის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 5%-იან ბარიერს სამი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ლახავენ.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ვარაუდობენ, რომ გიორგი გახარია კვლევებში მიზანმიმართულად არის შემოყვანილი, რათა შექმნან ილუზია, რომ ხელისუფლება 2024 წელს, ექსკლუზიურად მთავორბის დაკომპლექტებას ვეღარ შეძლებს, ამიტომ ორივე ნაცებსაც და „ოცნებასაც“ გახარიასთან სავაჭრო ექნებათ. მათი აზრით, ოპოზიციას მდგომარეობა იმაზე მძიმედ აქვს, ვიდრე ეს ამ კვლევებით არის მოცემული.
კვლევაში პასუხები ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ - 37%,
„გამარჯვების პლატფორმა“ („ნაციონალური მოძრაობა“)- 22%, საქართველოსთვის - 10%,
„გირჩი მეტი თავისუფლება“,
„დროა“ - 4%,
„ლეიბორისტული პარტია“ - 4%,
„ლელო“ - 4%,
„ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%,
„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%,
„კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%,
„მოქალაქეები“ - 2%,
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%
სხვა - <1%
კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციის გარეშე:
„ქართული ოცნება“ - 25%
„გამარჯვების პლატფორმა“ - 15%
„საქართველოსთვის“ - 6,8%,
„გირჩი მეტი თავისუფლება“, დროა - 3%,
„ლეიბორისტული პარტია“ - 2,9%,
„ლელო“ - 3,9%,
„ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 2,9%,
„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 2,6%,
„კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 2%,
„ხალხის ძალა“ - 1,9%,
„მოქალაქეები“ - 1,2%,
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 0,9%,
„პატრიოტთა ალიანსი“ - 0,8%,
სხვა - 0,4%,
არ ვიცი/უარი პასუხზე - 31,8%
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მოცემული კვლევები მთლიან რელობას არ ასახავს, თუმცა ამ მონაცემებითაც კარგად ჩანს, რომ ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია. საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ამ კვლევებით ფაქტია, რაღაცა მზადდება.
„საერთოდ ასეა, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ამ კვლევებშიც ეს ჩანს. ვიცით ვისი დაკვეთითაც არის გაკეთებული და მონაცემებიც ამ მიმართულებით არის მოცემული. აქ ბევრი საინტერესო ნიუანსია და პირველ რიგში ის არის საინტერესო, რომ ამ კვლევებში ბოლომდე ტყუილიც ვერ იკადრეს. თუმცა, ამ ნახევრად ნათქვამ სიმართლეში ბევრი მნიშვნელოვანი ტყუილია შემოტანილი. მაგალითად, გამორიცხულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დაშლის პირას იმყოფება, 17% ვერაფრით ვერ ექნება. პარტიას რა ლიდერებიც ჰყავს ახლა, ლევან ხაბეიშვილს და გიორგი ვაშაძეს ვგულისხმობ, გამორიცხულია ამხელა პროცენტი ჰქონდეს. მით უმეტეს სადაცაა ნიკა მელია პარტიას დატოვებს და ორად გაიყოფა. ამიტომ ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება ენმ 2024 წლამდე. რაც შეეხება გიორგი გახარიას ფაქტორს, ვფიქრობ, ამ კვლევებში ის სპეციალურად არის შემოყვანილი. გახარიას კოზრი ისაა, რომ მას ხელისუფლების ხმების წაღება შეუძლია. ეს იცის ოპოზიციამ და ასევე იმ დამკვეთებმა, რომლებმაც ეს კვლევა დაუკვეთეს. გახარიასგან განსხვავებით, ოპოზიციის სხვა ლიდერებს და პარტიას ეს არ შეუძლია. ამიტომაც არის, რომ გახარია ამ კვლევებში მთავარი ფიგურანტია. ამ მონაცემებით საზოგადოებას აჩვევენ იმას, რომ შესაძლოა მან 5%-იანი ბარიერი გადალახოს და ვისაც არ გინდათ „ოცნება“ და ნაცები, აგერ გახარია და ხმა მას მიეცითო. არ გამოვრიცხავ, რომ გახარიასთან რაღაცა მოლაპარაკება უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ თუკი ის პარლამენტში შევა და ბარიერს გადალახავს, მან კოალიცია შეუქმნას ოპოზიციას. თუმცა, ის არის საკმაოდ არაპროგნოზირებადი და უცნაური პოლიტიკოსი, ამიტომ მასზე ასე ნდობასაც ოპოზიციას არ ვურჩევ. რა თქმა უნდა, არც ხელისუფლებას, თუმცა არც ისაა გამორიცხული, გახარიამ კოალიცია „ოცნებასაც“ შეუქმნას“, - ამბობს საყავრელიძე.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ და მისმა გუნდმა ძალიან ბევრი პოლიტიკური ტაიმი და მნიშვნელოვანი სიტუაცია გამოტოვეს. გახარიამ გაფლანგა ის პოლიტიკური ბეგრაუნდი, რაც მან პრემიერობის დროს აკრიფა. ამიტომ კვლევაში მოცემული ციფრები რელობა ვერ იქნება.
პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ ამ კვლევების ნდობა არ შეიძლება, რადგან 2012 წლის გამოკითხვების მიხედვით, მაშინ „ქრისტიან დემოკრატებს“ უფრო მეტი რეიტინგი ჰქონდათ, ვიდრე ბიძინან ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. საბოლოო ჯამში კი „ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ დამაჯერებლად აჯობა და ხელისუფლებაშო მოვიდა. მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევები არჩევნებს არასდროს დამთხვევია, ამიტომ ამ კვლევას თავისი კონკრეტული მიზანი აქვს.
„სოციალური კვლევებს დაინტერესებული ჯგუფები ისე იყენებენ, როგორც სურთ. ეს კვლევებიც ასეა, რომელშიც კონკრეტული მიზნები იკითხება. ეს სამი პარტია რატომ არის დასმული და რატომ გადაწყვიტეს ასე, ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. აქ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ „ოცნება“ ექსკლუზიურად მთავრობას ვითომ ვერ შექმნის და მას კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს. ეს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ გიორგი გახარიასთანაც შესაძლოა სათხოვარი გაუხდეს. შესაძლოა, „ოცნება“ მოსახლეობას გულზე არ ეხატება, მაგრამ გახარია საერთოდ აღარ არსებობს. 10%-ის მისთვის დაწერა, იუმორის ახალი მიმდევრობაა. კაცი საერთოდ არის გამქარალი, ქვეყნის პოლიტიკურ ცოხვრებაში არ მონაწილეობს. საიდან იღებს ამ ხმებს? მას ჰქონდა, კი ბატონო, „ოცნებიდან“ წამოღებული ხმები, მაგრამ გაფლანგა ეს ხმები. ახლა ვისი ხმები აქვს? რა გააკეთა, ან რას აკეთებს ისეთს, რომ ამხელა ელექტორატი გაეზარდა? რაც შეეხება ვაშაძის და ხაბეიშვილის რეიტინგს, ნუ, ესეც ხომ ხელოვნურად არის დაწერილი. ვინ არიან ეს ახალგაზრდები, რა რეიტინგი აქვთ? ესენი ხომ სააკაშვილის ელექტორატზე სხედან პირდაპირ, რომელიც კიდევ უფრო ნახევრდება. მით უმეტეს თუ მელია წავიდა, ის პარტიის ხმების ნაწილს წაიღებს. ამიტომ ეს არის მიზანმიმართულად ჩატარებული კვლევები, სადაც საზოგადოების მომზადება ხდება იმისთვის, რომ ვითომ კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას“,-ამბობს მამრაძე.
ეხლა ექსპერტებს და ჟურნალისტებს "ზაკაზს" მიცემენ, როგორც მაგალითად ძაიბირიძეს და ა. შ. და იქნება მთელი წელი ამ ციფრების ტრიალი...