სალათა “ოვიედო“

სალათა “ოვიედო“

სალათისათვის საჭირო ჭურჭელს წავუსვათ ნიორი. კიტრი და პამიდორი და ვჭრათ თხელ კუბიკებად და მოვათავოსთ ჯამში - პამიდვრის ფენა, კიტრის ფენა და ორივე ფენაზე მოვაყაროთ ხახვი.

ბოსტნეული არ უნდა გადავურიოთ, უბრალოდ მოვასხათ სოუსი, რომელიც უნდა მოვამზადოთ მცენარეული ზეთის, ძმრის, პილპილისა და მარილისაგან, სულ ბოლოს კი, სოუსი ორივე ფენას ცალ-ცალკე მოვასხათ, ზემოდან კი პირშუშხა მოვაყაროთ და სალათაც მზადაა.

ინგრედიენტები:

500 გრამი კიტრი,

500 გრამი პამიდორი,

1-2 თავი ხახვი,

3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი,

1 სუფრის კოვზი ძმარი,

პილპილი და მარილი,

1 სუფრის კოვზი გახეხილი პირშუშხა,

1 კბილი ნიორი.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ტვიში.