პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტები გრძელდება - „თავხედურად რომ განაცხადა, საქართველო ევროკავშირის სტატუსს არ იმსახურებდაო, ახლა რას დადის, რა დააქვს?“

პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტები გრძელდება - „თავხედურად რომ განაცხადა, საქართველო ევროკავშირის სტატუსს არ იმსახურებდაო, ახლა რას დადის, რა დააქვს?“

პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტები და კონსტიტუციის ღიად დარღვევა გრძელდება. პოლონეთი, ბელგია, დანია და ჩეხეთი - ასეთია სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვიზიტების მარშრუტი, რომელსაც ნებართვა ისევ არ აქვს - რატომ არ აძლევს პრეზიდენტს მთავრობა თანხმობას? - პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

პრემიერმა პრეზიდენტი საბოტაჟში დაადანაშაულა და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება.

პრეზიდენტის შეხვედრები რომ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამტკიცებს საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელიც. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამას სალომე ზურაბიშვილის ბალტიისპირეთში გამართული შეხვედრები და საჯარო განცხადებებიც ადასტურებს. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების შემდეგ, ამ საკითხის გააქტიურება „ქართულ ოცნებას“ არწმუნებს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის რეალური მიზანი სულაც არ რის ევროინტეგრაციისთვის პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერება.

სალომე ზურაბიშვილის შეუთანხმებელი ვიზიტების გამო, მისი იმპიჩმენტის პროცესი უკვე დაწყებულია. პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლო 3 ოქტომბერს იმსჯელებს.

„ვფიქრობ, ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელი ვოიაჟი და ვიზიტები ევროპაში მეტად სამწუხარო ფაქტია, არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე, უფრო მეტიც, პირიქით, მე მას მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მძიმე განცხადებები გააკეთა, მას სხვა ქვეყანაში საქართველოს წარდგენის უფლებას ვერ მისცემდა.

„შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, 12 რეკომენდაციას. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. მას აქვს რაღაც ბუნდოვანი განცხადებები გაკეთებული, თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი, ამ დროს, ყველაფერი ნათელი და ცხადია. ამის შემდეგ, ის მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა და მე, უბრალოდ, ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში, რა უნდა ილაპარაკოს, კაცმა არ იცის. ჩვენ ნდობა არ გვაქვს. არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი იქნებოდა და მიუღებელი. ამით დასაბუთდა ჩვენ უარი, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი ქმედება არის საბოტაჟი, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი და წინააღმდეგობაში მოსვლა ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ უკვე ე.წ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მშვენივარდ იცის რასაც აკეთებს, მაგრამ იმდენად დიდი დავალებები აქვს პატრონებისგან მიღებული, რომ მას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადავა.

„პრეზიდენტს ვურჩევდი მისი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის არაჩვეულებრივი პუბლიცისტურ წერილი „გონი ერი“ . წაიკითხოს და გაიაზროს. მისი წინაპარი წერს, რომ პოლიტიკა გეოგრაფიის მეშვეობით იჭედება. მაშინ სიტყვა გეოპოლიტიკა იშვიათად იყო. ნიკოლაძე ამბობს, რომ პოლიტიკა არ კეთდება ადამიანების ნების და სურვილის მიხედვით. აი, ამ გადასახედიდან ამ ქალბატონის ქმედბებს რომ შევხედოთ, ეს არის აბსოლუტურად ყველასთან და ყველაფერთან შეუსაბამო. ჩვენმა პრემიერმა მშვენივრად თქვა, რომ ამ ქალბატონს კიდევ ვერ გაუგია რომელი ქვეყნის მოქალაქეაო. მისი ნებაა, რომელს აირჩევს, მაგრამ როდესაც ჩვენ ეს ქალბატონი გავაგზავნეთ იმისთვის, რომ ის პოლიტიკა ეწარმოებინა, რომელიც საქართველოს სჭირდება, ის პირიქით მოიქცა. დათა თუთაშხიაში გმირი რომაა ასინეთა, ამბები რომ უკუღმა მიაქვს, ზუსტად ასე შვრება ეს ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტი.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის ვისაც არ უნდა შეხვდეს, სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, მისი ყველა მოლაპარაკება კანონგარეშეა. ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ეს ქალბატონი კონსტიტუციას თავზე იმხობს და თავზე ამხობს მთელს საქართველოს. იმ ბატონებმა, რომლებიც ჩვენზე ზედმეტს განცხადებებს აკეთებენ, თავიანთ საქმეს მიხედონ. ესტონეთის პრემიერის მეუღლეს ბიზნესები რუსეთში აქვს და დღემდე იქ არის. თუმცა ამაზე ხმას არავინ იღებს. ლიეტუვაზე კი პირდაპირ მოსკოვი - კალინგრადის რკინიგზა გადის და თუ ბიჭები არიან ჩაკეტონ, აბა, ერთი ეს ტვირთები“, - ამბობს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცახდებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამ ვოიაჟებს არანაირი დატვირთვა არ აქვს და ეს ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადებიდანაც კარგად გამოჩნდა. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლიეტუვაში იმიტომ ჩავიდა, რომ მის პრეზიდენტს მერე მედიასთან ღიად ეთქვა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შეუერთდესო. ანალიტიკოსს უჩნდება კითხვა, მაშინ ზურაბიშვილმა აბა, რაღაში დაარწმუნა ლიეტუვას პრეზიდენტი? ამას ხომ ნაცოპოზიიცის ლობისტები ისედაც გაიძახიან.

„არავის კარნახი არ გვჭირდება რა და როგორ გავაკეთოთ. საქართველო ყველა იმ ვალდებულებას ასრულებს, რომელიც საერთაშორისი სანქციებს უკავშირდება. დიდი ბრიტანეთის და ამერიკის სანქციების ბიუროს ხელმძღვანელები იყვნენ ჩამოსულები და გასაგებად თქვეს, რომ საქართველო არ არღვევს არაფერს და ამაზე საუბარი ხომ უნდა დასრულდეს. რა უნდოდა სალომე ზურაბიშვილს ესტონეთში, როცა რამდენიმე დღით ადრე პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ამერიკაში, ნიუ-იორკში შეხვდა, გაეროს ასამბლეაზე. რა ახალი უნდა ეთქვა ზურაბიშვილისთვის?! ეს არის მავნებლობა და სიჯიუტე, უკიდურესად დიდი სიბრიყვე, რომელიც ქვეყანას ზიანის მეტს არაფერს მოუტანს. ჩვენი ქვეყნის არა ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს არის კანონგარეშე ქმედება.

 ეს ქალბატონი ნაგლად არღვევს კონსტიტუციას და ეს მას არ გაუვა. პოლიტიკური სეგმენტი არ დარჩა, თუნდაც რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას სამართლიანად არ აკრიტიკებს. ზურაბიშვილს ახლა ერთი შარახვეტია გია ხუხაშვილის გარდა მოკავშირე აღარ დარჩა. ეს ქალი არის დე იურე პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებაში არალეგიტიმურია. აგენტოკრატიის ვასალობა ამად უღირს? საქართველოში აღარ უნდა დაედგომოდეს? არაა გამორიცხული, რომ რადიკალური ოპოზიცია იმპიჩმენტშიც ჩაერთოს. ეს მისი რაღაცა პერფორმანსი და წარმოდგენა ქვეყნის საბოტაჟის ტოლფასია. გაზაფხულზე თავხედად რომ განაცხადა, საქართველო ევროკავშირის სტატუსს არ იმსახურებდაო, ახლა რას დადის, რა დააქვს? იმაზე უარესად იქცევა, ვიდრე ნინო ლომჯარია იქცეოდა“, - ამბობს აბაშიძე.

trampi ბოლო ბოლო გამაგებინეთ--------------- ეს ქალი გათხოვდა თუ არა??
1 წლის უკან