„ევროკავშირი გაფართოებას არ აპირებს, 2030 წლისთვის შეიძლება ჩრდილო მაკედონიის საკითხი განიხილონ, ჩვენ კი შეგვრჩება მარტო კანდიდატის სტატუსი“

„ევროკავშირი გაფართოებას არ აპირებს, 2030 წლისთვის შეიძლება ჩრდილო მაკედონიის საკითხი განიხილონ, ჩვენ კი შეგვრჩება მარტო კანდიდატის სტატუსი“

„ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თვეების მანძილზე გრძელდება მარჩიელობა, მოგვცემენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. არც ერთ თემას არ აქვს იმდენი ვერსია, რაც ევროკავშირის სტატუსის მონიჭება-არმონიჭებას.

„თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონ“, - იუმორით უყურებდა ერთ დროს ამ საკითხს კახა კალაძე, დღეს კი ელის, რომ სტატუსს მოგვანიჭებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს რეგიონში ერთი მოკავშირე მაინც სჭირდება საქართველოს სახით, მგონია, მაინც მოგვცემენ სტატუსს“, - იმედიანადაა განწყობილი ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე.

„სტატუსს მაინც მოგვცემენ, საკუთარი თავი წამგებიან და კომიკურ სიტუაციაში რომ არ ჩაიყენონ, ფორმულირება - ქართველი ხალხი კარგია დ ხელისუფლება ცუდი, გაცვდა“, - ასკვნის ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.

„არაფრისმომცემ სტატუსს იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ“, - ეჭვობენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სტატუსი საქართველოს გარანტირებული აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორელი ჩვენს ქვეყანაში არ ჩამოვიდოდა, ბორელს შეეძლო, ბრიუსელიდანაც გაეკეთებინა განცხადებები, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა ამჯობინა, რაც დადებითი სიგნალის მაუწყებელია.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შეუძლებელია, დღეს ვინმეს კობახიძეზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, კობახიძემ კი ღიად თქვა, სტატუსის მოცემის შანსი 50/50-ზეაო.

„სხვათა შორის, ბორელმა სიტყვასიტყვით გაიმეორა ძალიან დიდი უსამართლობა, ოლივერ ვარჰეიმ ხომ გითხრათ 22 ივნისს, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიდან მხოლოდ სამია შესრულებული, 7 ნაწილობრივ შესრულებულიაო. ბორელის ნათქვამი იყო ორმაგი სტანდარტის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, დამკვიდრებულია დასავლეთში, მათ შორის, ევროგაერთიანებაში. ბორელმა დაასახელა, თქვენ ახლა განსაკუთრებით უნდა მიხედოთ მედიის თავისუფლებას, ვინაიდან მედიას საქართველოში ავიწროებენო, ჟურნალისტებსაც თურმე ავიწროებენ, პირობები არ აქვთ სამუშაოდ. მე ვეკითხებოდი საქართველოში მომუშავე დიპლომატებს, თქვენ ხომ მონიტორინგს აწარმოებთ, მითხარით, სად არის შევიწროებული მედია საქართველოში, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების ინდექსებით, უფრო თავისუფალი მედია გვაქვს, ვიდრე პოლონეთში, ან ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში? სააკაშვილის რუპორი ტელევიზიები ოდნავ შევიწროვდა? დღედაღამ არ გადმოსცემენ დეზინფორმაციას? კეზერაშვილის დაუსწრებლად გასამართლებით და გვარამიას დაპატიმრებით შევიწროვდა მასმედია, რამე დაეტყო უარესობისკენ? ამ კითხვაზე ვერ მცემენ პასუხს. უფრო მეტად თავისუფალი მედია კიდევ რა უნდა იყოს?!“ - აცხადებს პეტრე მამრაძე.

რაც შეეხება ბორელის მოწოდებას დეპოლარიზაციისკენ, მამრაძის აზრით, როდესაც ოპოზიციის მყარი პოზიციაა, რომ ეს ხელისუფლება დღესვე უნდა წავიდეს, რომ უნდა დაასრულონ ხელისუფლება, რომ არავითარი თანამშრომლობა და ლაპარაკი „რუსულ ხელისუფლებასთან“ არ შეიძლება, ასეთ სიტუაციაში განა რა გზა უნდა მოძებნოს ხელისუფლებამ, რომ დეპოლარიზაცია დასრულდეს?! ერთადერთი გზაა, ხელისუფლება გადადგეს და ოპოზიციას დაუთმოს ადგილი, ანუ ჩვენ წავალთ და თქვენ მოდითო?!

ასევე, ევროკავშირი ჩვენგან მოითხოვს დეოლიგარქიზაციას. ამასთან დაკავშირებით პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ზაფხულში გამოქვეყნდა მსოფლიო ინდექსები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მე-17 ადგილი აქვს მთავრობის ღია მოქმედებაში, მთავრობის ეფექტურობასა და სანდოობაში, ანუ უსწრებს ევროკავშირის 15 ქვეყანას. ევროკავშირში სულ 27 ქვეყანაა, ე.ი. საუკეთესო ნახევარშია საქართველო. ამ ინდექსების გათვალისწინებით, პეტრე მამრაძეს აინტერესებს, ოლიგარქი რომ მართავდეს ქვეყანას, განა შეიძლება ქვეყანას ასეთი მაჩვენებლები ჰქონდეს?!

მისივე აზრით, ევროკავშირი ისეთ პირობებს გვიყენებს, რომელსაც აპრიორი ვერ შევასრულებთ. წარმოუდგენელია, უფრო მეტად გაუმჯობესდეს მასმედიის თავისუფლება. დეოლიგარქიზაციის კანონიც რომ მივიღოთ, მაინც გვეტყვიან, ეს არ არის ის, რაც გვინდაო, ანუ უნდათ, ამ კანონში ჩავწეროთ სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, პეტრე მამრაძის თქმით, არანაირი ოლიგარქი არ არის. ყველა პარამეტრით, ოლიგარქია კეზერაშვილი. მას ტელევიზიაც აქვს, გააჩნია შესაბამისი ფული, გავლენა. ივანიშვილი კი მართლაც წასულია და არ ეკარება პოლიტიკას.

პეტრე მამრაძე პარალელებზე საუბრობს. მაგალითად, ნატო ჩვენთან მიმართებით თავშეკავებულია. ეს გასაკვირი არცაა, როდესაც დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსული ტანკები დგას და სააკაშვილისა და ბიძამისის მიერ ძალით მოყვანილი რუსული ტანკები არსად არ მიდის, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა რუსეთმა ცნო საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, როცა პუტინს შეუძლია ნებისმიერ დღეს მოაწეროს ხელი, რომ „დედასამშობლო“ ჩრდილო ოსეთს მიუერთოს სამაჩაბლო და ტაშის გრიალით დუმამ ეს იმ დღესვე დაამტკიცოს, ცხადია, ასეთ პირობებში საერთოდ არ განიხილება ჩვენთვის არათუ ნატოში შეყვანა, მაპიც კი.

„რაც შეეხება ევროკავშირს, ჯერ ერთი, ევროკავშირი არანაირ გაფართოებას არ აპირებს. ექსპერტები ღიად წერენ, 2030 წლისთვის შეიძლება მხოლოდ ჩრდილო მაკედონიის საკითხის განხილვა დაიწყოს და მეტი არაფერი. თავის დროზე ნატოში ასპირანტის სტატუსს გვაძლევდნენ, ასპირანტი პლუსით, ასპირანტი ორი პლუსით, მერე ამასაც დაანებეს თავი და მიჩუმდა ეს ყველაფერი. ასევეა ევროკავშირში გაწევრიანებაც, შეგვრჩება მარტო კანდიდატის სტატუსი, თორემ გაწევრიანებაზე ლაპარაკი ზედმეტია. გაწევრიანების კუთხით მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ სააკაშვილს ჯერ კიდევ როდიდან ჰყავდა ძლიერი ლობისტები, 2012 წელს თავი შეირცხვინა „სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა მარტენსმა და ამ ცნობილმა პოლიტიკოსმა ტყუილები ილაპარაკა ევროპარლამენტარში „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ ყოფნისას, ამდენად, სტატუსის არმოცემაშიც ლობისტების ნამუშევარი დიდია, რომ, არიქა, რუსი ოლიგარქი დაადგა რუსულ გზას, სააკაშვილი რომ იყოს, რას არ გააკეთებდა უკრაინაში ომის ფონზეო. ამიტომ ევროკავშირის სტატუსის დიდი მოლოდინი პირადად არ მაქვს. მოლოდინი მაქვს, რომ ცხვირწინ კიდევ დაგვიკიდებენ სტაფილოს, ვირს რომ უკიდებენ, მერე ამ სტაფილოს უნდა სდიო, სტაფილო კი სულ დაგშორდება. ჯერ კიდევ როდის უთხრა შევარდნაძემ ხავიერ სოლანას, დროზე მიგვიღეთ, თუ ღიაა კარი, ორპირ ქარში დგომა სახიფათოა“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

 

 

trampi მაგ ე.წ. სიაფანდი სტატუსით ეგენი დედას გვიტირებენ...........................წარამარა წამოგვაძახებენ .............. აი თუ გინდათ რომ ბარემ ევროკავშირში მიგიღოთ -აი ეგრე უნდა მოიქცეთ, აი იგრე უნდა გააკეთოთ...აი იგრე .... აი ეგრე....კარგად მოიქეცით და ა.შ. ......................პირდაპირ დედას გვიტირებენ--- სუ წაკუზულები ვეყოლებით, თანაც იმედით
1 წლის უკან
ლაზი მაგ სტატუსის რეალური ფასის გროშის ტოლია, მაგრამ ახლა აუცილებელია სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ეგ კავშირი ისე დაიშლება ბარეორი კანდიდატი წევრობას ვერ ეღირსება. თურქეთს იქ არავინ მიიღებს და გადმოახტებიან და ჩვენ მიგვიღებენ? ეს ყველამ კარგად იცის მაგრამ სიტუაციის გამოყენებას ცდილობენ.
1 წლის უკან
არაგველი641 აღარ მინდა კანდიდატის სტატუსი, დამასვენეთ ამდენი აურ-ზაურით.
1 წლის უკან