პრეზიდენტის პოლიტიკური თამაში თუ დასავლეთიდან დირექტივის მოლოდინი - ზურაბიშვილმა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმება გაიდაიფიქრა

პრეზიდენტის პოლიტიკური თამაში თუ დასავლეთიდან დირექტივის მოლოდინი - ზურაბიშვილმა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმება გაიდაიფიქრა

რა თამაში წამიწყო საქრათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა? მან ორდღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმებას არ აპირებს. არადა ის იუსტიციის სამინისტროს მანამდე აქტიურად მოუწოდებდა, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა დაჩქარებული წესით დაწყებულიყო და მისთვის დოკუმენტები სასწრაფო წესით გადაეგზავნათ.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე.

„ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს? ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“, - სალომე ზურაბიშვილი.

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია პრეზიდენტის ამ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სამართლებრივად ეს შემდეგნაირად ითარგმნება:

„სამართლებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ, საქართველოს იურისდიქციაში სრულად დატოვა ნებისიმიერ დანაშაულზე პასუხისმგებლობის მიზნით. ახლა ვერც დასავლეთს ეტყვი, რუსეთში გაიქცა, ჩვენი მოქალაქე არაა და ექსტრადიციას ვერ მოვითხოვო. აქაა და აღარც უნდა გაუშვა არსად - უნდა დააკავო აქ და ახლაო“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძის განცხადებით კი პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე მიმართვას ელოდებოდა, თუმცა სამი დღეა, ხელს არ აწერს. მისივე თქმით, პრეზიდენტი მიმართვის დაკმაყოფილებას აჭიანურებს, რადგან მითითებას ელოდება:

„პრეზიდენტი მიმართვის დაკმაყოფილებას აჭიანურებს, რადგან მითითებას ელოდება და ამას ვერ წყვეტს, როგორც სხვა საკითხებს. რეალური ვერსია არსებობს იმის შესახებ, რომ დუღილის ტემპერატურას, რომელსაც ვერ მიაღწიეს, დროის გაწელვით ჩამქრალ თემაში ცდილობენ დაბალი, მაგრამ არსებული ტემპერატურა შეინარჩუნონ.

პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, ელოდებოდა მიმართვას, საბუთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გეგმა ჩაუვარდათ და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ამ გეგმის ნაწილი იყო. ის მოქალაქეობის არშეწყვეტით ოპოზიციას დაბალ ტემპერატურას ანარჩუნებინებს. ალბათ, იუსტიციის სამინისტროს მიმართვას არ ელოდებოდა, მოულოდნელი იყო და ახლა რაღაცნაირად ცდილობს, დრო გაახანგრძლივოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მისგან მსგავსი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ის ვარაუდობდა, რომ ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოძიების გადაწყვეტილებას დაელოდებოდა.

„მისი მხრიდან მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტზე ხელმოწერის დაგვიანება და ამდენი ხნით გაჭიანურება, რა თქმა უნდა, აჩენდა ვარაუდს, რომ ის ელოდება მოვლენების განვითარებას და ამ მოტივით ფარცხალაძეს მოქალაქეობის შეწყვეტას არ ჩქარობს. ის ელოდება საქართველოში გამოძიება როგორ წარიმართება და ა.შ. ვნახეთ, რომ სუს-მა დაადასტურა ფარცხალაძის დაკითხვა. ალბათ, ეს არის მოტივი, რის გამოც ის ამ დოკუმენტზე ხელმოწერას აყოვნებს. ან დამატებით დეტალებს ელოდება საქმის ირგვლივ, რომ ვთქვათ უფრო მეტად დამაჯერებელი გახდეს მოქალაქეობის შეწყვეტა ან მისი დასჯა საქართველოში მოხდეს. ეს ფორმალური მოტივია, მაგრამ აშკარაა დროის მოგება უნდა ვიღაცისთვის, რომ თემა დაიჭიროს, რომ ეგებ მიაღწიონ ფარცხალაძის დაკავებას. ცოტა უცნაურია მისი გადაწყვეტილება. თუმცა, არც ხელისუფლების არგუმენტებია ლოგიკას მოკლებული, რომ შესაძლოა, ვიღაცის დირექტივებს ელოდებოდეს. ვიცით, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დასავლეთიდან წამოსული დავალებების უბადლო შემსრულებელია, თუმცა რა დგას ამის უკან, ცოტა ამის ახსნა მიჭირს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნაცოპოზიიცის რიგებში უკვე ოფიციალურად არის ჩაწერილი. აბაშიძე ამბობს, რომ ეს ერთ-ერთ ტელევიზიასთან მამუკა ხაზარაძემ აღიარა. მისი თქმით, ზურაბიშვილი რომ აგენტოკრატიის ერთ-ერთი პერსონაჟია, ქართული საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია.

„სალომე ზურაბიშვილი ახლა ნინო ლომჯარიაზე უარესად იქცევა. ლომჯარიას დეკლარილებურად ჰქონდა გაცხადებული, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური აქტორი იყო. ახლა რაც შეეხება ამ ხელის არმოწერას, აქ შეიძლება მრავალი ვერსია იყოს და არა ის, რაც პრეზიდენტმა დაასახელა. ქალბატონი პრეზიდენტი არაადეკვატურია. მისი ყოფილი ამომრჩეველი სამართლიანად ამბობს, რომ ის აღარ წარმოადგენს დე-ფაქტო სახელმწიფო მეთაურს. ის დე ფაქტოდ, ნაცრადიკალების ლიდერი გახდა. ეს მისთვის ძალიან დამანგრეველია. პრეზიდენტს ძალიან სამარცხვინო დამღად დააჩნდება ის, როგორც ბოლო თვეებში იქცევა.

თუ ის ამ დირექტივებს დასავლეთისგან იღებს და ჰგონიათ, რომ ამით რაიმე საპროტესტო მუხტის შენარჩუნება შეუძლიათ, ძალიან ცდებიან. მე მგონი ამ ადამიანებს ინტერნეტით შეუძლიათ ნახონ ვიზუალური მასალა, რომ ორი დღის განმავლობაში პროტესტის ის მუხტი, რომელიც რევანშისტებს ჰქონდათ დაგეგმილი, არ გამოვიდა. უფრო და უფრო სამარცხვინო ხდება ამათი უშედეგო საცოდავი მცდელობა, როცა რამდენიმე კაცსაც კი ვეღარ აგროვებენ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს არა აქვს პოლიტიკური ალღო, რომ მიხვდეს არ არის ეს მუხტი და ვერ იქნება, რადგან ჩამოშლილი „ნაცმოძრაობა“ საკუთარ ამომრჩეველსაც ვეღარ უყრის თავს. მათ სამარცხვინო დაძახილზე, საკუთარი ელექტორატიც კი არ რეაგირებს და ხალხი მით უმეტს არ მივა.

 

თომა გვარამია ფაიზაღს იძახის, გიჩალიჩებთ ოცნებას, პარიჟანკა. ეხლა ან ბოლომდე გაწირეთ ფარცხალაძე ან ხელის დაფარებით უარეს სკანდალებს ელოდეთ, მოკლეთ ფარისეველთა და ნაძირალების მთელი პლეადა ქართულ პოლიტიკაში სამწუხაროდ. სულ გკიდიათ ხალხიც და ქვეყანაც. წუნკლებო!.
1 წლის უკან