ევროკავშირის სტატუსი უნდა განიმარტოს - ეს ფიქციაა, ეს არის პიარისთვის შექმნილი „მივდივარ კომუნიზმისკენ“

ევროკავშირის სტატუსი უნდა განიმარტოს - ეს ფიქციაა, ეს არის პიარისთვის შექმნილი „მივდივარ კომუნიზმისკენ“

„უკრაინის ხელისუფლება რა პარტნიორიცაა, ყველამ იცის. „ცოლი მყავს და გაღმა სხვა მყავსო“. თუ ჩვენი პარტნიორია, ვის შეკვეთებზე მუშაობს? უკრაინამ უნდა გადმოგვცეს გია ლორთქიფანიძე და სხვა კრიმინალები. ეს უმდიდრესი ქვეყანა, სადაც მართლაც მთელი მენდელეევის ტაბულაა თავმოყრილი, ფაქტობრივად, გაამათხოვრეს, ბოლოს მოიყვანეს თავიანთი მონა-ზელენსკი, რომელმაც უკრაინა გააკოტრა, დემოკრატია წაშალა, ტელევიზორები წაართვა ხალხს, ბიზნესები წართვა, რასაც მიშა აკეთებდა. ბოლოს ომში ჩართო უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ, რაც, ასევე, გააკეთა მიშამ“, - აცხადებს „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება გია ლორთქიფანიძის, მიხეილ ბატურინის და მამუკა მამულაშვილის ხელმძღვანელობით. ზოგიერთებმა მეტი არგუმენტი მოითხოვეს სუს-ისგან, რათა ეს ინფორმაცია არ დაემსგავსოს პაკრიშკების რევილუციის თემას. როგორ ფიქრობთ, ჩვენმა ხელისუფლებამ აპრიორი უკვე იცის, რომ ევროკავშირის სტატუსი შეიძლება არ მოგვცენ და თადარიგს იჭერს საიმისოდ, რომ გაანეიტრალოს რევოლუციის მოსურნე ოპოზიციონრები, თუ მართლაც იგეგმება ევრომაიდნის სცენარი საქართველოში?

- საქართველოსთან მიმართებით დიდი ხანია, ხორციელდება მეორე ფრონტის გახსნის შტურმი, რათა რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა. საქართველოს ხელისუფლება ამ სცენარს არ დათანხმდა, რადგან ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის და ქვეყანას განადგურებით ემუქრება. ამის გამო კიდევ უფრო გამწვავდა დასავლეთიდან ზეწოლა და ეს ყველაფერი, მათ შორის, სტატუსის არმოცემა მიზანმიმართული და დადგმულია. სამ ქვეყანას შორის მაინცდამაინც ყველაზე წარმატებული - საქართველო გამოყვეს და დაჩაგრეს, ესაა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკა. აქ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე კი არ არის საუბარი, არამედ საუბარია, რომ ხელისუფლება, რომელმაც არ გახსნა მეორე ფრონტი, უნდა დაისაჯოს. კარგა ხანია, დასჯის მექანიზმი ჩართულია, განსაკუთრებით, თვალნათელი გახდა დასჯის მექანიზმი, როცა ჩვენ მოლდოვა-უკრაინისგან გამოგვყვეს და მიზანმიმართულად დაგვტოვეს სტატუსის გარეშე, ანუ პირდაპირი ღია თამაში დაიწყეს საქ ართველოს წინააღმდეგ. ახლა უკვე საქმე კულმინაციამდე მიდის მეიდნის მოსაწყობად.

რა მოუტანა მეიდანმა უკრაინას? მოუტანა ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკის განადგურება, გრივნა ოთხჯერ დაეცა, კორუფციაა, ეს უმდიდრესი ქვეყანა, სადაც მართლაც მთელი მენდელეევის ტაბულაა, ფაქტობრივად, გაამათხოვრეს. ბოლოს მოიყვანეს თავიანთი მონა-ზელენსკი, რომელმაც ეს ქვეყანა გააკოტრა, დემოკრატია წაშალა, ტელევიზორები წაართვა ხალხს, ბიზნესები წართვა, რასაც მიშა აკეთებდა, ბოლოს, ომში ჩართო უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ, რაც მიშამ გააკეთა. ახლა კიდევ დამატებით ტერიტორიებს კარგავს, ქვეყანა ააოხრა. დღეს ამას გვიქადიან ქართველებს.

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის ომი წარუმატებელია და ამიტომაც უნდათ, საქართველო შეეხიდოს ამ ომში უკრაინას? სტოლტენბერგმა პირდაპირ განაცხადა, უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ, უკრაინამ რომ ბრძოლა შეწყვიტოს, ის უკვე აღარ იარსებებსო, -ანუ გააგრძელეთ ომიო, ურჩევენ უკრაინას?!

- რა თქმა უნდა, წარმატებული რა არის ამ ომში უკრაინისთვის? მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით კი არა, დემოკრატიის თვალსაზრისით, პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში, განსხვავებული მედიასაშუალება არ არსებობს, ეს ომამდე მოხდა, ომის შემდეგ კი არ მომხდარა. გლობალური ძალებისთვის საქართველოს ჩართვა ომში არაფერია, ეს უნდათ იმისთვის, რომ რუსეთი კიდევ უფრო გააშავონ, ერთი ციცქნა საქართველო დედაბუდიანად რომც ამოიჟუჟოს, ვერაფერს დააკლებს რუსეთს, დიდიან-პატარიანად ყველა რომ წავიდეთ ომში, რუსეთს რას ვუზამთ, მაგრამ გლობალური ძალები ფიქრობენ, ამით რუსეთს კიდევ უფრო გავაშავებთო. თუ დღეს გარკვეული ქვეყნები კიდევ რუსეთის მომხრეები არიან და კოალიციას ქმნიან, იმათ თვალშიც უნდათ, გაშავდეს რუსეთი, ამისთვის ჩვენი პირისაგან მიწისა აღგვა აქვთ გადაწყვეტილი. მათი სურვილია, რუსეთი უფრო მეტად გამოაჩინონ მტრის ხატად და ამისთვის გვწირავენ. ევროკავშირის სტატუსი რა არის, ეს უნდა განიმარტოს. ეს საერთოდ ფიქციაა, ეს არის პიარისთვის შექმნილი „მივდივარ კომუნიზმისკენ“, მეტი არაფერი.

შემთხვევითი დამთხვევაა, მაგრამ, ნაწილობრივ, საქართველოსაც მიესადაგება ერდოღანის განცხადება, რომ ევროკავშირი თურქეთიდან დისტანცირებას ცდილობს, თურქები ამ მოვლენას შევაფასებთ და, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირთან ურთიერთობას შევწყვეტთ. ჩვენც ხომ არ გვაიძულებს ევროკავშირი, მეტი მკაფიოობა მოვითხოვოთ მისგან?

- კი ბატონო, ჩვენც ეს უნდა განვმარტოთ, რომ ფიქციაა ეს სტატუსი, რომ მეიდანი უბედურებაა. ჩვენთანაც ეს უნდათ, ლარი გაუფასურდეს, კიდევ მეტი ტერიტორია დავკარგოთ. განა არ გვაქვს მეტი ტერიტორიის დაკარგვის საშიშროება? განა ეს ნაღმები არ გვიდევს და რუსეთს არ აქვს საამისო მექანიზმი ჩვენი კიდევ უფრო მეტად გაუბედურებისთვის?

როგორია თქვენი მოლოდინი, ევროკავშირმა შეიძლება პადაჩა აუწიოს მეიდანიზაციის პროცესს საქართველოში და არ მოგვცეს სტატუსი?

- ეს დაიწყო მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ პერსპექტივა მოგვანიჭეს, მოლდოვას და უკრაინას კი- კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის სტატუსს იყენებენ პოლიტიკურ იარაღად, რომ საქართველოში მეიდანი მოაწყონ.

გია ლორთქიფანიძე, რომელმაც სააკაშვილი საქართველოში შემოაპარა კონტეინერით, მიხეილ ბატურინი, რომელიც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ არც მალავდა, რომ ნაცების მხარდამჭერი იყო, რას გეუბნებათ ეს გვარები, ეს ადამიანები ხომ არაერთხელ შემჩნეულან საეჭვო მოძრაობებში?

- ის, რომ დღეს გია ლორთქიფანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და იგი ძებნაშია, ყველამ იცის. გია ლორთქიფანიძე უნდა გადმოგვცეს უკრაინამ, მთლიანად უნდა გაშიშვლდეს დასავლეთი და აშშ. ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მართებს, გააკეთოს განცხადება და მიმართოს დასავლეთს, რომ ლორთქიფანიძე და მისი მსგავსნი ჩვენთან გადატრიალებას გეგმავენ, ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, შესაბამისად, დასავლეთმა უნდა მოუწოდოს უკრაინას, გადმოგვცეს დამნაშავეები. ჩვენმა ხელისუფლებამ პირდაპირ უნდა უთხრას დასავლეთს, მეიდნის უკან თქვენ თუ არ დგახართ და ამას არ გეგმავთ საქართველოში, მაშინ გადმოგვეცით ჩვენი კრიმინალები, მოუწოდეთ უკრაინას, ნუ იფარებს ძებნაში მყოფ ადამიანებს. ვინ არ იცის და ვინ ვერ ხვდება, რომ უკრაინა დღეს ამერიკისგან იმართება. უკრაინის ხელისუფლება რა პარტნიორიცაა, ყველამ იცის, „ცოლი მყავს და გაღმა სხვა მყავსო“. თუ ჩვენი პარტნიორია, ვის შეკვეთებზე მუშაობს, გადმოგვცეს ეს ადამიანები. თუ არ არის ჩვენი პარტნიორი, ესეც ღიად უნდა ითქვას. რაც შეეხება ბატურინს, მისი გათავისუფლება მოსთხოვეს ზურაბიშვილს, თვითონ ზურაბიშვილიც რა პროცესებშია ჩართული, ხომ ხედავთ. ამერიკის თავისუფლების ქანდაკების წინ რომ იდგა, პარლამენტში კი მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, რა განცხადებებს აკეთებდა ზურაბიშვილი, მანდ რომ ვიყო, თქვენს გვერდით ვიდგებოდიო. აი, რამხელა დესტრუქცია აქვს დასავლეთს შექმნილი ჩვენს ქვეყანაში, ბარემ ბოლომდე გაშიშვლდეს ყველაფერი და სიმართლე ითქვას, რისი მოლოდინიც გვაქვს ასეთი ძალებისგან, რომლებსაც ჩვენი პარტნიორების ნიღაბი უკეთიათ, რეალურად კი იმას გვიქადიან, რაც უკრაინას დამართეს. 2014 წლის მეიდნის შედეგი რაც იყო, ის უნდათ დღეს დადგეს საქართველოში.

trampi ყოჩაღ რომ სათქმელს პირდაპირ ამბობ!!!
ეგ სტატუსი უბრალოდ ფიქციაა და დასავლეთისთვის კარგი საშუალება ჩვენს ადვილად და კარგად დასაქინძად
სინამდვილეში ეგ ჩვენი დაქინძვის მექანიზმია
1 წლის უკან
aragveli641 აღარ მინდა კანდიდატის სტატუსი, მე საქართველოს სტატუსი მინდა!!!!!!
1 წლის უკან