საქართველოს გარე თუ შიდა მტრები „მაედნისთვის“ ემზადებიან

საქართველოს გარე თუ შიდა მტრები „მაედნისთვის“ ემზადებიან

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში, საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

გეგმის ერთ-ერთი ავტორი ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

შეგახსენებთ, რომ ბატურინი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სტუმრობის წინ, ორი უკრაინელ მეზღვაურთან - ვოლოდიმირ დიაჩენკოსთან და იური ხომიჩინთან ერთად შეიწყალა. სახელმწიფო ბრალდება მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა.

რაც შეეხება სუს-ის გამოძიებას, დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ე.წ. „კარვების ქალაქის“ მოწყობას, ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებას. კერძოდ, სუს აცხადებს, რომ დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

განიხილება მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს.

ასევე ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს, რამაც მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი.

ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის“, - ნათქვამის სუს-ის განცხადებაში.

როგორც სუს-ში აცხადებენ, არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს.

სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას უარყოფს გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკვე მესამედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ არანაირი საერთო ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია და შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს.

ცდილობს იგივე დაამტკიცოს „ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი, რომლის განცხადებით, როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ცუდი სიზმარი ნახა, „ქართულ ოცნებას“ მტერი გამოელია და, ალბათ, რუსები უკვე გააძევეს საქართველოდან. როგორც მამულაშვილი ამბობს, პირადად იზრუნებს, რომ ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდეს.

ბრალდებას არ აღიარებს უკრანაში მყოფი ბატურინი, რომლის განცხადებით, ეს არის საბჭოთა კავშირის „ენკავედეს“ სტილი, როცა ე.წ. ტროიკების სასამართლოები, ვისაც უნდა, რასაც უნდა აბრალებენ.

„მე არ მიკვირს საქართველოში რუსეთის ადმინისტრაციისგან ასეთი ქცევები. რა სისულელეა, რა გადატრიალება, რა აფეთქება, ეს არის უბრალოდ ბოდვა, ვის ავადმყოფურ თავში დაიბადა, არ ვიცი“, - აცხადებს მიხეილ ბატურინი.

საფრთხე, რომ რალურია და რადიკალები სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე მუშაობდნენ, ამის შესახებ საუბრობდა „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომლის განცხადებით, სუს-ის ბრიფინგზე გაჟღერდა ყველაფერი ის, რაზეც თავად საუბრობდა: უკრაინის მახლობლად პოლონეთის ტერიტორიაზე საგანგებო ბანაკებში ქართველი „ზონდერ-შაჰიდების“ მომზადების თაობაზე; ოქტომბერ-დეკემბერში არეულობის გამწვავებაზე; სისხლიანი სცენარების ამოქმედებაზე; უკრაინის ტერიტორიიდან „დესანტის“ გადმოსროლაზე.

„ბრიფინგზე გაჟღერდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გვარები: გია ლორთქიფანიძე, მამუკა მამულაშვილი და მიხეილ ბატურინი. ეს უკანასკნელი იმყოფებოდა უკრაინიდან თურქეთის მიმართულებით გეზაღებულ იახტაზე, რომელიც საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული თავის სამივე ეკიპაჟის წევრთან ერთად 2020 წლის ნოემბერში. სწორედ ბატურინის და მისი თანამზრახველების ციხიდან გათავისუფლების მიზნით იყო ჩამოსული 2021 წლის ზაფხულში პრეზიდენტი ზელენსკი, რათა ჯერჯერობით ვერშემდგარი ტერორისტი კვლავ საბრძოლო რიგებში დაებრუნებინა.

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ტერორისტების და მათი საერთაშორისო მფარველების მხილებას. სუს აუცილებლად გააგრძელებს თავის ეფექტურ საქმიანობას. ტერორისტების მიერ საზარბაზნე ხორცად მომზადებულ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს ვურჩევ - გონს მოეგეთ! მერე გვიანი იქნება. არც ერთ ამ ქმედებას წარმატება არ უწერია. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს უაზრო სისხლისზღვრის თავიდან ასაცილებლად. მოვლენებს, რომლებსაც იგივე ძალები მართავდნენ 2014 წლის კიევის სისხლიანი „მაიდანის“ დროს - საქართველოში ადგილი ვერ ექნება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, სუს-ის განცხადება სერიოზული მოვლენაა, თუმცა არა მოულოდნელი, რადგან მისი თქმით, რადიკალური ძალები გეგმავენ „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის მომზადებას, რაზეც პირდაპირ ეთერში საუბრობენ. შესაბამისად, მანჯავიძე აცხადებს, რომ შემდეგი მოქედება უნდა იყოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამზადებდა და ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას.

„სახეზე გვაქვს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლილების მცდელობა, რაც ისჯება სისიხლის სამართლის კოდექსით. ყველა სახელმწიფო უყებამ უნდა განახორციელს თავისი ფუნქცია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და მოხდეს პრევენცია! ის, რაზეც ლაპარაკობს სუს, ამ სცენარის განხორციელება ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს სახელმწიფოებრიობას, არამედ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს.

აღარ გავაგრძელებ იმაზე საუბარს როგორია ეს ეგზისტენციალური საფრთხე, ადამიანი ოდნავ თუ აზროვნებს, მისთვის ეს გასაგებია და თვალწინ გვაქვს უკრაინის მაგალათი და არა მარტო. ჩვენი საკუთარი მაგალითი გვაქვს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რა სასტარტო პირობები გვქონდა და სადამდე მივედით დღეს, ამ განუწყვეტელი გადატრიალებებით, სამოქალაქო ომებითა და სხვა პოლიტიკური კლასის უპასუხისმგებლო და დესტრუქციული მოქმედებებით.

აქიდან გამომდინარე თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ მის პირად ინტერესშია რევოლუციური სცენარები იქნას აღკვეთილი. საქართველოს მოქალაქეები მძიმედ აღიქვამენ არათანმიმდევრულობას, რომელიც თუნდაც ამ საკითხში აქვს ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ სუს-ის ოფიციალური განცხადება უკვე ნიშნავს, რომ სიტუაცია საკმაოდ მწვავეა. მისი თქმით, საგულისხმოა განცხადებაში ნათქვამი ფრაზა, რომ საქმე აღძრულია და ცხადია, რომ საქმეში ფიგურანტებიც არიან. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ არა მარტო უკრაინაში მყოფ ქართველებზე არის საუბარი, არამედ საქართველოში მათ ადგილობრივ მოკავშირეებზე. შესაბამისად, საზოგადოება, ალბათ, უნდა ელოდოს გარკვეულ კონკრეტიკას და გარკვეულ პასუხისმგებლობის დაყენებას კონკრეტული პირების მიმართ, ვინც ამ შეთქმულებაშია სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩართული.

„სუს-ის განცხადება ასაევე ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან მან ივლისში შეიწყალა სააკაშვილის დაცვის წევრი მიხეილ ბატურინი, რომელიც სუს-ის განცხადებაშია მოხსენიებული. სამწუხაროა, რომ ასევე სუს ამბობს, რომ უცხოეთის ქვეყნების ორგანიზებით და დაფინანსებით ხდება ეს პროცესი, რაც პირველად ღიად გაჟღერდა ასე ოფიციალურად. ეს არის სამწუხარო. ის ქვეყნები, რომელსაც ჩვენ სტრატეგულ პარტნიორებსაც კი ვუწოდებდით, ფაქტობრივად, წირავენ საქართველოს და აშიშვლებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მათ საქართელოს მიმართ აქვთ.

ფაქტი არის ერთი - ნებისმიერი რევოლუციური ცვლილება აუცილებლად მიიყვანს საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტამდე და ომამდე. უახლოესი ისტორია ამას გვაჩვენებს. ასე მოხდა 2004 წელს, როდესაც ცხინვალში დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ასე მოხდა უკრაინაში მაიდნის შემდეგ. ამიტომ, ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე საქართველოსთვის, ამის დაშვებას არავინ არ აპირებს“, - ამბობს გოგავა.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ აქ ორი კომპონენტი არის გამოსაკვეთი: ერთი - ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს - ფერადი რევოლუციების და გადატრიალების წინააღმდეგ საჭიროა მხოლოდ ხისტი მოქმედება და მეორე - საზოგადოების მხრიდან საჭიროა, რომ დაირაზმოს თვითონ ხელისუფლების გარეშეც.

„ჩვენ გვახსოვს 2003 წელს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, აღმოვჩნდით მძევლად კრიმინალური ბანდის ხელში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, ვინაიდან, სწორედ, ამ კოჰაბიტაციით და შუა გაკრეფის პოლიტიკით, ხელოვნური პოლიტიკური და საინფორმაციო ველის შექმნით, სადაც ხელოვნურად შეიქმნა ორპოლუსიანი სისტემა, ამით მიიყვანეს რისკებამდე ქვეყანა. ამას სჭირდება გამოსწორება. პოლიტიკური ველი უნდა გაიხსნას საზოგადოებაში ჯანსაღი ნაწილისთვის, ასევე უნდა გაიხსნას მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები. სახელმწიფომ უნდა გამონახოს თანხები, რომ ამ ა/ო-ებს დაეხმაროს იმიტომ, რომ დღეს ეს სფეროები არის მონოპოლიზებული იმ უცხოელი ძალების მიერ, რომელსაც სუს მოიხსენიებს განცხადებაში და ეს ყველაფერი ემსახურება რეჟიმის ცვლას და საბოლოო ჯამში მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ.

წარმატების შემთხვევაში, ეს მოვლენები აუცილებლად დაგვირგვინდება რუსეთის სამხედრო ინტერვეციით საქართველოში. შესაძლოა, რუსებმა შეზღუდული კონტინენტი გამოიყენონ და მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ოკუპაცია მოახდინონ, რაც ნიშნავს ქართული სახელმწიფოს დასასრულს, ვინაიდან მთავარი, საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არის ზღვაზე გასასვლელი. ამით ჩაკეტოს და მოახდინოს მეორე ფრონტის პრევენცია და სხვადასხვა ზომების ორგანიზება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

 

trampi ესენი ლენჩები არიან, ლენჩები ........ მაგრამ უბედურება ისააა რომ ისინიიი?---- საშინელება და კატასტროფააა
1 წლის უკან
trampi ჩვენი ,,მეგობრი ,, ამერიკა --კოლუმბის თამადობით დავენაცვლე ყველას მათ
ვააა .............როგორ ყველაფერი უკვე ხელისგულზე დევს და არაფერი აღარააა გასაშიფრი..............ვისი ვისსაშია ყველაფერი დიდი ლუპით ჩანს
მეგობარი--------------------მტერს და ავსს მაგისთანა მეგობარი
,,რუსეთს ნიღაბი ჩამოუვარდა,, ---სასაცილო არააა? რუსეთს კი არა ამ კეთილმოტყნულებს ჩამოუვარდათ ნიღაბი, ამათ, თორემ რუსეთს ისედაც მოხარშულს იცნობს ქართველი
ნიღაბი.............მეგობარი................. როგორ ყველაფერრს აზრი დაუკარგეს ამ ჩათლახებ
1 წლის უკან
trampi ბიძინა გიორგობიანი:
ოპოზიცია დადის ქვეყნის გარეთ პოლიტიკურ პატრონთან და ეუბნება მათ, მოგვეხმარეთ გარედან, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლება, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ


ომი უნდათ ომი .................. ოღონდ თვითონ წითელი ხიდის და ლარსის გზა იციან ... თვითონ სწორედაც რომ რუსეთში გაიქცევიან--- ხოშტერია ჩაუწობს
ამ ჩათლახებს საქმეებს და ყველას მიიღებენ რუსეთში
1 წლის უკან