არ მინდა ჩემი ქვეყნის პრემიერი ექსპერტებს საჯაროდ ეუბნებოდეს - ძმაო. - ასე გამოეხმაურა "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრის და ექსპერტების გუშინდელ შეხვედრას. მისი თქმით, შეხვედრას კოკა ყანდიაშვილის ხელწერა ახლდა.
"სამარცხვინო იყო, გამახსენდა სააკაშვილის პერიოდი, როცა იგი ამ ტიპის შეხვედრებს აწყობდა. ანუ ფორმა არის ნაცნობი, რომელიც ეკუთვნის არადემოკრატიულ რეჟიმებს, ეს არის დადგმა თუ რა მესიჯი უნდა გაუგზავნოს მოსახლეობას. სააკაშვიმაც იცოდა მსგვსი ტონის გამოყენება. პრემიერს ექსპერტებთან არაფერი ესაქმება, ან არიან სახელსიუფლო ან დამოუკიდებელი პოლიტოლოგები და რატომ უნდა დაიბაროს პრემიერმა და რატომ უნდა დაიწყოს ჩაკითხვა მათი გამონათქვამების?.. ალვათ ვიცით ვისგან, ეს ფორმა არის კოკა ყანდიაშვილის და არაფერი გამიკვირდება. მაწუხებს, როცა პრემიერი თავს უფლებას აძლევებს ექსპერტებს თავიანთ აზრებზე დაუწოს პოლემიკა, რა დროს პოლემიკაა, რას ნიშნავს ძმაო?.. არ მინდა ჩემი ქვეყნის პრემიერი ექსპრტებს საჯაროდ ეუბნებოდეს ძმაო, რა ფორმაა ეს?.. მე სხვა ფორმას მოვითხოვ პრემიერისგან, მთავრბისგან". - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პრემიერი გაეროს სხდომაზე უნდა ყოფილიყო და ამ სამარცხვინო პოლემიკის ნაცვლად ქვეყნის ტკივილი დიპლომატებთან მიეტანა.
" გუშინ სხვა რამის დრო იყო, იგი ნიუიორკში უნდა ყოფილიყო გაეროს სხდომაზე, უნდა გამართულიყო შეხვედრები ყველა დონეზე და ყველა ტკივილი მიეტანა. თუ აქ უნდა ესუბრა, მაშინ საგარეო და სამხედრო ექსპერტები მოეწვია და დახურულ კარს მიღმა მათთან ერთად განეხილა დღეს არსებული ვითარება. ცუდი ფორმაა თითის ქნევაც. ის უნდა იყოს დამოუკიდებლობის გარანტორი და არა მათ გამონათქვამებს ფილტრავდეს". დასძინა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა საზოგადოება შეურაცხყო, როცა ზურაბ ადეიშვილის ქება დაიწყო.
"ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, რადგან საზოგადოება დარწმნებულია, რომ პასუხისმგებლობა რაც ხდებოდა ქვეყანაში არის ადეიშვილის, სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ახალაიების კისერზე. შეიძლება ყველაფერი მართალი არ არის, მაგრამ ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს და როცა ამ დროს პრემიერი მასზე მხოლოდ დადებითს ამბობს, ეს შეურაცხმყოფელია. მთელი ტკივილი 9 წლის ამ ადამინებზე მოდის და სანამ სასამართლო არ დასულდება ვის აქვს უფლება მათზე ქათინაურებით ილაპარაკოს. ამით პრემიერს პოლიტიკურ ასპარეზზე ქაოსის შეტანა სურს". - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, "სამწუხაროდ, რგორც ჩანს, ქაჯების თემა ისევ აქტუალურია".