აგვისტოში, პრემეირ-მინისტრი ნიუ იორკში კერძო ჩარტერული რეისით ჩავიდა. ჩარტერით ირაკლი ღარიბაშვილი ევროპამდე ჩავიდა, იქიდან კი აშშ-ი გზა რეგულარული რეისით გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიზიტით კანონი არ დარღვეულა და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა, ოპოზიციური მედია სვამდა კითხვას - თუ რა შემოსავლებით ისარგებლა ჩარტერით? საჯარო განცხადების მიუხედავად, მედიამ პრემიერის მგზავრობაში კორუფციის ნიშნები დაინახა და შესაბამისად, „ლელომ“ პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დააანონსა. პარტიის ლიდერები კი აცხადებენ, რომ ეს რეისი პრემიერს „ძვირად“ დაუჯდება.
მცდელობის მიუხედავად, სკანდალი ვერ შედგა. მეტიც, გამოძიება არა ღარიბაშვილის, არამედ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იწყება, რადგან მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ გახარჯული თანხები მოწმობს იმას, რომ ექს-პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს არამიზნობრივად, უკანონოდ ხარჯავდა.
კონკრეტულად, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways-ს შორის დადებული იყო ჩარჩო-ხელშეკრულება 24 მილიონ ლარზე. თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ვიზიტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან სააკაშვილისთვის მომსახურებების გაწევას უზრუნველყოფდა, უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტის დავალებით. ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახდილია 14 მილიონი ლარი.
მაგალითად, ექს-პრეზიდენტმა არაოფიციალურად იმოგზაურა ტაილანდში, რაშიც თავდაცვის სამინისტრომ 89,161 ლარი გადაიხადა. 60,856 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს სააკაშვილის სინგაპურში მოგზაურობა. სააკაშვილისა და მისი მეგობარი ქალბატონის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოგზაურობა ბიუჯეტს 47,845 ლარი დაუჯდა. ჩამონათვალი იმ ხარჯებისა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნა გაწეული, საკმაოდ ვრცელია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება.
ის, რომ საიდუმლო ხელშეკრულებები ფორმდებოდა თავდაცვის სამინისტროსთან და Georgian Airways-ს შორის, და ასე ასრულებდა მიხეილ სააკაშვილი რეისებს, ეს კერძო იყო თუ სამთავრობო ვიზიტები, ამის შესახებ საუბრობს Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი, რომლის განცხადებით, ძალიან ბევრი რეისი აქვს შესრულებული.
„წელიწადში, დაახლოებით, 60-ზე ზევით, 100 რეისამდე აქვს შესრულებული. ამ წლების მანძილზე, ყოველწლიურად და ყველა, პრაქტიკულად, 90% იყო თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით. ის ფრენები, რომლებიც სრულდებოდა, უმეტესი მათგანი წარმოადგენდა კერძო ფრენებს, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაგალითად 2008 წელს, როდესაც ომის წელი იყო, მაშინაც კი აქვს 60 ფრენამდე შესრულებული, სხვა წლებში - 90-100“, - აცხადებს თამაზ გაიაშვილი.
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა. როგორც ბურჭულაძე აცხადებს, საკითხით თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო ქვედანაყოფი დაინტერესდა.
„ჩარჩო ხელშეკრულება გახლავთ, ჯამში, 24 მილიონ ლარზე დადებული და მის ფარგლებში ასრულებდნენ ასე მოქნილად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გადახდებს. თავდაცვის უწყებიდან ჯამში, 14 მილიონი ლარია ადახდილია. 2013 წელს გრიფი მოეხსნა რამდენიმე გადახდას ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში და ჩვენ, პრინციპში, თქვენი ინფორმაციის შემდეგ, ჩვენი შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი კიდევ ერთხელ დაინტერესდა ამ საკითხებით. არის კიდევ, დამატებით, რამდენიმე საეჭვო გარემოება, არის კურორტზე ფრენები ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის კოლუმბიაში ფრენაც იყო. თანმხლები პირებიც ძალიან საეჭვოა, რატომ შეიძლება ასეთი პირები ახლდნენ ქვეყნის პირველ პირს“, - აცხადებს ბურჭულაძე.
როგორც თავდაცვის მინისტრი ამბობს, თავდაცვის უწყება პროკურატურასთან გაივლის კონსულტაციებს, რათა „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას თავდაცვის სამინისტროს იმ დოკუმენტებს, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა. მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი გაგრძელებაა იმისა, თუ რას შვებოდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი და როგორ გახდა ქართული ჯარის ფულით მილიარდერი.
„ეს არ არის კორუფცია, ეს არის სახელმწიფო სახსრების მიტაცება. მე არ მინდა კვალიფიკაცია მივცე, თუმცა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენ პროკურატურასთან გავივლით ამ დეტალებს, შემდეგ ვიმსჯელებთ გრიფის მოხსნაზე აღნიშნული ხელშეკრულებების და გააგრძელებენ მუშაობას ერთობლივად პროკურატურა და ჩვენი შესაბამისი ქვედანაყოფი.
ეჭვი იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ხდებოდა ჩარტერული რეისების დაფინანსება, მეორე, ის რომ თავდაცვის სამინისტრო არ არის რელევანტური უწყება, რომელმაც შეიძლება დააფინანსოს ჩარტერული რეისები, მესამეა ლოკაციები - ვთქვათ, არ შეიძლება იყოს გადაბმულად კურორტები სამუშაო ვიზიტების ლოკაციებად. დანარჩენ დეტალებს გამოძიება დაადგენს“, - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.
ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები, თბილისის მერის განცხადებით, ცნობილი ფაქტია.
„პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტის თანხებს საყვარლებისთვის, ახლა იკვეთება, რომ ფრენებზე კიდევ არის დახარჯული. არ ვიცი კონკრეტიკა, ახლა ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაინტერესდეს გამოძიება. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუნდაც შვილების სწავლის დაფინანსებაზე, რომელიც ბიუჯეტიდან ხდებოდა. ეს ძალიან მძიმე და ცუდი იყო. რა თქმა უნდა, ეს არის საკითხები, რომლებზეც, ალბათ, გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ცალკე ყურადღებას იმსახურებს, რას კადრულობდა სააკაშვილი სახელმწიფოს ხარჯებით, როგორ იყენებდა, როგორ ჰქონდა სახელმწიფო და კონსტიტუცია ტანზე მორგებული.
„არაფრად მიაჩნდათ ხალხის ფული და როგორ ხრავდნენ ამ ყველაფერს და დღეს ფეიკებით ცდილობენ ამის გადაფარვას. შეუძლებელია, რაღაც ამაზრზენ პარალელებს ავლებენ ხოლმე. თვითონ იციან, რომ კი არაფერი ეშველება მათ მიერ ჩადენილ ასეთ დანაშაულებს, მაგრამ იქნებ რაღაც მიმსგავსებული მაინც დააბრალონ ხელისუფლებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურად ჩამოხრჩობილი სააკაშვილის სექტაში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე არ უნდა საუბრობდნენ.
„პოლიტიკურად ჩამოხრჩობილი სააკაშვილის სექტაში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე არ უნდა საუბრობდნენ! გადასახადის გადამხდელთა სახსრების მიმტაცებლებს: სააკაშვილს, კეზერაშვილს, უგულავასა და სხვა ნაცავაზაკებს სინდის-ნამუსი რომ გააჩნდეთ, უზნეოდ არ ამუნათებდნენ პრემიერ ღარიბაშვილს, რომელსაც არასწორად ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან,“ - აცხადებს გია აბაშიძე.
თქვე დებილებო .................... ეხლა უნდა იძიებდეეთ მაგააას??/ ........................... და არა მარტო მაგ საქმეებეს??
ფუუუ თქვენი........................ თქვენზეც ნერვები მეშლება..........................ვინა ხართ.... რა ხართ საიდან მოხვედით
აკი ინგლისური ვიცითო??
თქვენ ადგილზე სუ დედის პროჭს დავახურებდი ამ ნაცებს, თავიაანთ პატრონებიანად ...რააა --- ნაცებზე სათქმელ --სალაპარაკო არა გააქვთ??
ბიჯოოო............................სუ ეგენი როგორ უნდა გიტევდნენ და თქვენ კიდე სუ როგორ დაცვაში უნდა იდგეთ?
დებილები და ესეთიიი?
აფსუსსს.....................თქვენს უკან ბუებად ნაცები არ იდგნენ, ერთი დღე არა ხართ გასაჩერებლები(3-4 კაცის გარდა)