„ყველას ახსოვს, როგორ ასრულებენ პარტიები, რომელთაც მესამე ძალის შექნის ამბიცია აქვთ, იგივე მოუვა ლომჯარიასაც, მით უმეტეს თუ მას „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ დაუპირისპირდა“

„ყველას ახსოვს, როგორ ასრულებენ პარტიები, რომელთაც მესამე ძალის შექნის ამბიცია აქვთ, იგივე მოუვა ლომჯარიასაც, მით უმეტეს თუ მას „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ დაუპირისპირდა“

შესაძლოა, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2024 წლისთვის პოლიტიკოსად მოგვევლინოს და საკუთარი პარტიით საპარალმენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს მოსაზრება ხელისუფლება მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ლომჯარიამ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა. ამასთანავე გაიმართა საჯარო ღონისძიება „ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის“.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ლომჯარიას პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბება დასავლეთში კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რათა 2024 წელს ე.წ შუაშისტური ძალის მანტიით შემოსილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ თუკი კოალიციური მთავრობის შექმნა გახდა საჭირო, მხარი დაუჭიროს. მათი აზრით, ლომჯარიას არანაციონალად დარეგისტრირება ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნინო ლომჯარია, გია დვალი, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ხარატიშვილი, ნიკოლოზ ალექსიძე, კახა გოგოლაშვილი და რევაზ ბოჭორიშვილი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვეა დარჩენილი და ამ პროცესისთვის საზოგადოების მტკიცე და გააზრებული პოზიცია უმნიშვნელოვანესია.

ნინო ლომჯარიას თქმით, პლატფორმის მიზანია, საზოგადოების ის ნაწილი, ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ინტელექტუალური, შემოქმედებითი რესურსი, ენთუზიაზმი, ერთმანეთს დაუკავშირდნენ და საზოგადოების ხმა, რომელიც არ ისმის საჯარო სივრცეში, კიდევ უფრო გააქტიურდეს.

„ნინო ლომჯარია ქართველი ფსევდოლიბერალის ტიპური ნიმუშია – აგენტი ნული ინტელექტით, ნული სინდისით და ნული სამშობლოს სიყვარულით, შესაბამისად, რამდენი ორდენიც არ უნდა ჩამოკიდონ, მისგან პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოითლება, ლომჯარია ცნობილი „ნაციონალია“ და მას შუაშისტად ვერავის შეასაღებ, იგივე შეიძლება ითქვას მისი თავმჯდომარეობით დაფუძნებული პლატფორმის წევრების უმრავლესობაზეც“, განცხადებით გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ლომჯარიას გააქტიუებას.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ფსევდოშუაშისტური პარტიის შექმნა იქნება. მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება და „ნაცმოძრაობის“, ანუ საკუთარი აგენტურის დაბრუნებაა. ისინი კარგად ხვდებიან, რომ თუ ბარიერს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავენ, „ნაციონალები“ ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებენ. ამიტომ, საჭიროა შუაშისტის ტყავში გადაცმული ნაცების ახალი პლატფორმა, რომელიც ბარიერს გადალახავს და პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ე.წ. კოალიციას შექმნის“,- წერია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

„ნინო ლომჯარიას წარმოჩენა „არანაციონალად“, ეს მართლა საოცრებაა“, – ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„ეს ყოველ ჯერზე ხდება, ნამდვილად ასე იყო, რომ მუდმივად ცდილობენ, წარმოაჩინონ „არანაცებად“ „ნაცები“, ასე შექმნან ცალკე ხაზები საარჩევნოდ. გახარია ამის მაგალითი იყო, კიდევ ვისზე იყო საუბარი, არ ვიცი, თუმცა ჩავარდა ეს პროექტი, საერთოდ არ არის საინტერესო. რაც შეეხება ლომჯარიას წარმოჩენას „არანაციონალად“ ეს მართლა საოცრებაა, ვინ გეგმავს ასეთ რაღაცებს, უბრალოდ წარმოუდგენელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ნინო ლომჯარია და მისი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, 2024 წლისთვის პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება. ქართველიშვილის აზრით, დასავლეთში დაინახეს, რომ ოპოზიციურ ველზე ძალიან მძიმე სიტუაციაა, ამიტომ ეძებენ ახალ ფიგურებს, რომლისგანაც ე.წ. მესამე ძალის შექმნა სურთ.

„ამ ქალბატონის პოლიტიკური გემოვნება და ისიც თუ ვისთან არის ანგარიშვალდებული, უკვე ყველამ კარგად იცის. იმის მიუხედავად, რომ ის სახალხო დამცველი იყო, მის მიმართ ხალხში არანაირი სიმპათია არ არსებობს. როგორ უნდა მოახერხო, რომ სახალხო დამცველი იყო და ხალხს არ უყვარდე?! ლომჯარიას ახალი მოძრაობა ძალიან მარტივი მიზნებისთვის შეიქმნა. ეს არის ე.წ. მესამე სექტორს ამოფარებული პოლიტიკური ამბიციების მქონე ძალა, რომელიც 2024 წლის არჩვნებისთვის პარტიად მოგვევლინება. ლომჯარია და მისი ახალი თანაგუნდელები ე.წ. გლობალური ომის პარტიას სჭირდება იმისთვის, რომ სადღაცას ფული გადარიცხოს. იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებაში მოიყვანონ, არა ქართველი ხალხის ინტერესების გამტარი ხელისუფლება, არამედ მათი ინტერესების გამტარი. გაკოტრებული „ნაციოანლური მოძრაობის“ და სხვა პატარა ოპოზიციური პარტიების ფონზე, ახლა რაღაცა ახლის შექმნას ცდილობენ. ეს არის ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლისთვის გადაგდებული სატყუარა, რომელსაც არავინ შეჭამს.

ლომჯარიას არანაირი მხარდაჭერა არა აქვს საზოგადოებაში და როგორ შეიძლება მის იმედად ვინმე იყოს? უბარლოდ გრანტებით და დასავლეთიდან წამოსული ფულით გამოკვებავენ და რაღაცა მიზნებისთვის გამოიყენებენ. ხელისუფლების წინააღმდეგ მავნებლობით დაკავდებიან და ეცდებიან ეს ქვეყანა ააყირაონ. გვახსოვს, ალბათ, როგორ დატესტეს ლომჯარია და სხვა მესამე სექტორის წარმომადგენლები 2022 წლის ივლისში, როცა ევროკავშირის გარშემო დაწყებული აქციების ფონზე ე.წ. ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს. რითაც და როგორც დასრულდა გვახსოვს, იგივე მოხდება ახლაც“, - ამბობს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ნინო ლომჯარია ვერ იქნება ე.წ. მესამე ძალა, რადგან ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. საყვარელიძე for.ge-სთან მთავარ მიზეზს - მის ურეიტინგობას ასახელებს. მისი აზრით, ქართველი ხალხი ყოველთვის არჩევანს ქარიზმატულ და ისეთ ლიდერზე აკეთებს, რომელსაც ენდობა.

„დასავლეთს სჩვევია მსგავსი რამ, როცა პირი საზოგადოებაში არ სარგებლობს პოპულარობით, მისგან პოლიტიკოსის შექმნას ცდილობენ. ამას თავისი მიზეზები აქვს და ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ თავიანთ კაცს ყველაზე მეტად ენდობიან. ვნახეთ ლომჯარია როგორ დააჯილდოვეს და მადლობები უხადეს, მაგრამ რისთვის, ხალხი ვერ მიხვდა. მეორე მიზეზი, რისთვისაც ის ვერ იქნება ე.წ. მესამე ძალა არის ის, რომ მან თავისი პოლიტიკური ვექტორი და გემოვნება უკვე დააფიქსირა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. მას ხალხი უკვე, როგორც ენმ-ის გულმხურვალე გულშემატკივარს, ისე აღიქვამს. სახალხო დამცველობის პერიოდში მას მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიციები ჰქონდა. ამიტომ მისი ნეიტრალურობა გამორიცხულია. მაშინ გამოდის, რომ თუ მისი მოძრაობა პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა, ის ელექტორატს ენმ-ს წაართმევს. მთავარი კი აქ იწყება. ალბათ, ყველას ახსოვს, როგორ ასრულებენ პარტიები, რომელთაც მესამე ძალის შექნის ამბიცია აქვთ. არჩევნების წინ, ბევრი მსგავსი გამოჩენილა და რამდენიმე თვეში გამქრალა. იგივე მოუვა ლომჯარიას და მის პოლიტიკურ ძალასაც, მით უმეტეს მას თუ ერთდროულად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“ დაუპირისპირდა. აბა, სხვანაირად მესამე ძალა ვერ იქნება. ლომჯარიას ამის არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ერთდროულად ამხელა პოლიტიკური პარტიები მოიგერიოს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, მესამე პოლიტიკურ ძალად გიორგი გახარიაც კი ვერ ჩამოყალიბდა, რომელსაც ლომჯარიასგან განსხვავებით, ხალხის მხარდაჭერაც ჰქონდა და პოლიტიკური დივიდენდები. საყვარელიძე ამბობს, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბებას კონცეფცია სჭირდება, როელსაც ხალხი დაიჯერებს და ენდობა. სხვაგვარად ლომჯარიაც და მისი ახალი გუნდიც დასავლეთისგან კონკრეტული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, სხვა დანიშნულება მათ არ ექნებათ.

ცუგო- ლომჯარია, შე პატარა თაღლითო!
1 წლის უკან
არაგველი641 მე გია დვალის გამკვირვებია, ვითომ ჭკვიანი კაცი ქვია მარა უბრალო არითმეტიკაში ვერ ერკვევა როგორც ჩანს.
1 წლის უკან
Gami ხო, ხო, ხო, შავად დაბეჭდილ გვარებზე გამაჟრჟოლა! ეს ლომჯარია - მოხარშული კვერცხივით გასაფცქვნელი გოგო! ეს დვალი კი, ყველა პირის გაღებაზე ამტკიცებს, რომ შტერია. ფიზიკა არაფერ შუაშია.
1 წლის უკან
ცუგო- გია დვალი არის პროფესიული კრეტინიზმის იდეალური ნიმუში, როდესაც ადამიანი, ვიწროდ, ძალიან განვითარებულია თავის პროფესიაში, მაგრამ ზოგადად არის კრეტინი... (ჩემი თეორია არ გახლავთ, კანტს დავესესხე :))
1 წლის უკან
ლაზი ამ დვალს, რა უნდოდა ნეტა წვენებში. არადა რა ავტორიტეტით სარგებლობდა ერთ დროს!
1 წლის უკან
რომანი მოიაზრებოდნენ ერთ სექტაში, ყველა ხუფის ქვეშ არის.
1 წლის უკან