მორატორიუმი რუსებისთვის

მორატორიუმი რუსებისთვის

პარლამენტში დარეგისტრირებულია კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის უფლების შეჩერებას გარკვეული დროით ითვალისწინებს.

როგორც ამ კანონპროექტის ინიციატორი „ევროოპტიმისტები“ ამბობენ, საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში ქვეყანაში შემოსულია რუსეთის 120 000 მოქალაქე, რომლებიც დარჩნენ საქართველოში და ინტენსიურად ყიდულობენ ბინებს და სხვა უძრავ ქონებას. 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 6062 ბინა, მყიდველთა რაოდენობა კი 4520 ადამიანია.

რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალს, რუსეთის მოქალაქეებმა 2187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა 1679 ადამიანს შეადგენს.

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თუკი რუსეთის მოქალაქე 300 000 დოლარის ექვივალენტ ინვესტიციას ჩადებს ქვეყანაში ან იყიდის ამ ღირებულების უძრავ ქონებას, მას საინვესტიციო ბინადრობის უფლება ენიჭება, რაც დაუშვებელია. გოცირიძე მოითხოვს, კანონის ამ მუხლებზე მორატორიუმი გამოცხადდეს, რაც ევროკავშირის ბევრმა სახელმწიფომ განახორციელა. ამასთან, „ევროოპტიმისტები“ თვლიან, რომ დროებითი მორატორიუმი მნიშვნელოვანია რუსული სპეცსამსახურების საქართველოში ინფილტრაციის ფონზე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსების მიმართ ქონების შეძენის შეზღუდვასთან დაკავშირებით დგება საკითხი, რამდენად კანონიერი იქნება ასეთი მორატორიუმი. კერძოდ, ერთი რომელიმე ნაციისთვის შეზღუდვის დაწესებას ხომ შეიძლება დღის წესრიგში სხვა საკითხიც მოჰყვეს, თუნდაც თურქეთის მოქალაქეებს შეეზღუდოს საქართველოში ქონების შეძენა, ან კიდევ ირანის მოქალაქებს და ა.შ?

რამაზ საყვარელიძეს აინტერესებს, განა შეიძლება კანონი რომელიმე ერთ ნაციას, ერთ პიროვნებას, ან ერთ ფენას მივუსადაგოთ? ეს ხომ დისკრიმინაცია იქნება? მით უმეტეს, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებული გვაქვს.

„რუსებისთვის შეზღუდვის დაწესება დისკრიმინაციად მიმაჩნია. უკეთესია, მოიფიქრონ რაიმე უფრო ზოგადი, რომ, დავუშვათ, უცხოელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის გამო შეიქმნა სამუშაო ადგილების დეფიციტი მთელ ქვეყანაში, გაჩნდა ფინანსური პრობლემები და ამ მოტივით ყველა უცხოელს შეეზღუდოს ქონების შეძენა საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ დროებითი მორატორიუმი ყველა უცხოელის მიმართ გამოცხადდეს, რაც გაცილებით უფრო მისაღები იქნება და არ წარმოქმნის დისკრიმინაციულ პრობლემებს. ცხადია, რუსეთი არ გვიჩივლებს მისი მოქალაქეებისთვის შეზღუდვის დაწესების გამო, რადგან რუსეთი მსოფლიოსგან შეჩვეულია სანქციებს, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთის ტანკები აქვე 40 კილომეტრშია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე, რომლის აზრითაც, ჩვენ თუ რუსეთს ასეთი საბაბი მივეცით, რომ მის მოქალაქეებს დევნა გამოვუცხადეთ, არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ რუსული ტანკები არ დაიქოქება.

ანალიტიკოსის აზრით, თუკი რუსეთმა გადაწყვიტა, უკრაინაში წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ იპოვოს სადმე კონფლიქტი, სადაც მას წარმატება ექნება და დაასკვნა, რომ ასეთი ვარიანტი საქართველოსთან მიმართებითაა, ცხადია, ჩვენს მიერ მიცემულ საბაბს გამოიყენებს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, გვაწყობს კი რუსი მოქალაქეების დისკრიმინაცია?!

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას განმარტებით, რომან გოცირიძე უკვე წამოსულა „ნაცმოძრაობიდან“, ის დამოუკიდებელი დეპუტატია და მისი აზრი რუსებთან მიმართებით, ალბათ, გასათვალისწინებელია, რადგან რუსების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა უკვე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას ეხება.

„საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება დღეს მყიფე მდგომარეობაშია. ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან მისაღებია პაკეტი ეკონომიკური უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად. ცხადია, ბევრი რუსი იძენს საქართველოში უძრავ ქონებას და ეს მეხუთე კოლონაა საქართველოში. ვფიქრობ, ჯერ დროებით უნდა შემოვიღოთ რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენის შემზღუდავი ზომები და მერე გამოჩნდება, დამატებით კიდევ სხვა ბერკეტები უნდა ავამოქმედოთ თუ არა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას. 

რომანი მაისაია მეხუთე კოლონა შენს და შენისთანების თავშია. ახირებული, ყავლგასული და დაჟანგული სტერეოტიპები და კლიშეები. ამასთან, თავად იგემე ამ ავადმყოფური აზროვნების შედეგი. რამაზ საყვარელიძის მიდგომა კიდევ მისაღებია ჩემთვის. საერთოდ, ამ სახით წარმოდგენილი ოპოზიციის ნებისმიერი წინადადება, მითუმეტეს გოცირიძისთანა სუბიექტის მიმართულია არა ქვეყნის ინტერესების დასაცავად არამედ ხელისუფლების წინაამღდეგ, რაც, როგორც იტყვიან ორი, კარდინალურად განსხვავებული დისკურსია.
1 წლის უკან
ცუგო- როგორი ჩუმი ფაშისტი ყოფილა მაისაია?!
1 წლის უკან
DDDzia გოცირიძე რა მძ--რიც არის ცნობილია, მაგრამ მაისაიაც თუ მთლად იგივე მასალისგან იყო მო-მული, არ მეგონა.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მაისაიას რა ბრალიც ედებოდა ზუსტად არის, გაგებითაც და სამსახურითაც! რახანია აქ საიტზე გამოქვეყნებული სტატიებით გაიშიფრა!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აქ ნამდვილი სამშობლოს მოყვარული და ერთგული რუსი ნაკლებად ან სულაც არ ჩამოდის! ჩვენთან ჩამოდიან ლიბერალი, ლგბტ აქტივისტი რუსები, ნავალნის მომხრე სამშობლოს მოღალატე ნაგავი, დეზერტირები! ამისთანების ჩამოსვლა და დასახხლება არც მე მინდა, მაგრამ კანონი ყველა ერზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს! თუ გავაგდებთ რუსებს უნდა გავაგდოთ უკრაინელებიც!
1 წლის უკან
ლაზი გასაგებია, რომ უცხო ტომის მომრავლება ქვეყანაში ეროვნული საფრთხის შემცველია, მაგრამ რით ჯობია რუსს თურქი, ჩინელი ან ირანელ-არაბნი?!
1 წლის უკან