„დაკვეთას აქვს თავისი ფასი და გაუგებარია, სანაცვლოდ რა შეიძლება შესთავაზოს ოპოზიციამ პრეზიდენტს, ამიტომ მეჩვენება, რომ აქ მხარე დასავლეთია“

„დაკვეთას აქვს თავისი ფასი და გაუგებარია, სანაცვლოდ რა შეიძლება შესთავაზოს ოპოზიციამ პრეზიდენტს, ამიტომ მეჩვენება, რომ აქ მხარე დასავლეთია“

ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს და დასავლეთს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა. ოპოზიციის კამპანია ისევ ქართველი ხალხის ფულით ფინანსდება. ოპოზიციასთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში ჩართულია მედია. კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალით ირკვევა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ Cornerstone-მ, 2023 წლის მაისიდან აქტიურად დაიწყო ტელეკომპანია „ფორმულას“ ლობირება და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მიკერძოებული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ცხადია, რომ ლობისტური ორგანიზაციის მხრიდან უჩვეულო არაფერია, ფულს უხდიან და შეკვეთის მიხედვით თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ მთელი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს არც ერთხელ არ დაუსვამთ კითხვა იმის შესახებ რას ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ქმედება.

ის რომ ლობისტური კომპანია „ფორმულას“ დაკვეთას შესანიშნავად ასრულებს, ამაზე მეტყველებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ვედანტ პატელის განაცხადება, რომლის თანახმად, ნათლად ხედავენ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მოუწოდებს, მთავრობას და ყველა მხარეს, იმუშაონ საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად.

„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის განცხადებით, ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლავე მიენიჭოს, თუ მომავალში.

„ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აცხადებენ, რომ სტატუსის არმინიჭება არის სწორედ ის, რაც ვლადიმერ პუტინს სურს. მას საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განცალკევება სურს და ეს ადამიანები ევროკავშირში ამბობენ, რომ არ სურთ ეს მოხდეს, არ სურთ ვლადიმერ პუტინის სურვილის მხარდაჭერა. ევროკავშირში ადამიანების სხვა ჯგუფი აცხადებს: „ჩვენ მივეცით საქართველოს გარკვეული კრიტერიუმები, მათგან ბევრი შესრულდა, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და ამიტომ, უნდა მოვიცადოთ“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა თბილისში ჟურნალისტებთან საუბარში.

ის, რომ საქართველომ დეკემბერში ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამ პროცესში ოპოზიციასთან და მედიასთან ერთად ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არ იმსახურებს წელსაც, რადგან რეკომენდაციების შესრულებას აქვს მხოლოდ ფორმალური ხასიათი და სინამდვილეში ეს რეკომენდაციები არ სრულდება. თუმცა, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და საჭიროებებს სწორად შეაფასებს და აღარ დატოვებს სივრცეს სპეკულაციებისთვის.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ძალისხმევა არ დაუშურებია ხელისუფლებას საგარეო ფლანგზე ძალების მობილიზებისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო მაშინ, როდესაც უნდა მიეღო. როგორც ბოჭორიშვილი აცხადებს, ხელისუფლება ახლაც მუშაობს საგარეო ფლანგზე და მიიჩნევს, რომ ყველას აქტიურობას აქვს მნიშვნელობა და ღირებულია თუკი ის მიმართულია სტატუსის მოპოვებისკენ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დაცვა.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გასული წლის მარტის თვიდან აქტიურად დგას საქართველოს დღის წესრიგში... ის აქტივობები, რასაც თქვენ ახლა უყურებთ, თუ მე მკითხავთ, მნიშვნელოვანი იყო განხორციელებულიყო მაშინ, გასული წლის მაისში, ივნისში, მაშინ, როცა ევროპარლამენტი აბსოლუტურად გაუმართლებელ და უსაფუძვლო რეზოლუციებს იღებდა საქართველოზე, რამაც დააზიანა ნამდვილად კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების პროცედურა. ამ შემთხვევაში, ნამდვილად კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ბევრად უფრო ხმამაღლა დაიცავდა საქართველოს პოზიციას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ერთი - საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის მათი უმთავრესი ინტერესი.

„თუ მაინც მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და ამ მხრივ პერსპექტივა არის გაზრდილი ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი მაქსიმალურად ეცდება თავის თავზე მიიწეროს ეს გადაწყვეტილება. იმდენად შავით თეთრზე დაირღვა, თან უხეშად, კონსტიტუცია, აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. მაგალითად გერმანიაში, სადაც მე გავდიოდი სამართლის კურსს, ასეთი კაზუსები გასახურებლად მიჰქონდათ ხოლმე პირველი კურსის პირველ-მეორე ლექციაზე. ამის რეაგირების გარეშე დატოვება იქნებოდა უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულს მხოლოდ ერთ მოსაზრებას ეთანხმება, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ცდილობდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საკუთარ აქტივში ჩაიწეროს. ეს სურვილი შეიძლება მას ამოძრავებდეს, მაგრამ მისი თქმით, ძნელია დაეთანხმოს იმას, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი ევროპაში წავიდა იმისთვის, რომ საქართველოსთვის ერვოკავშირის სტატუსის მინიჭებას ხელი შეუშალოს.

„ევროპელებს უთხრას, რომ არ მისცეთ საქართველოს სტატუსი - მიჭირს ამის დაჯერება. შეიძლება ხელისუფლებას აქვს ამის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ბოლომდე არ ამჟღავნებენ, მაგრამ მე პირდად არ მგონია, რომ პრეზიდენტი მუშაობდეს იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს და ჩვენი ქვეყანა ამით დარჩეს ისეთ მდგომარეობაში, რომ აქ რუსული გავლენები გაიზარდოს“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ზაალ ანჯაფარიძე რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ სტატუსის მინიჭების შანსი 50-50-ზე იყო, მაგრამ რაც ახლა ხდება, რა საინფორმაციო ველიც შეიქმნა კანდიდატის სტატუსის ირგვლივ და განსაკუთრებით დასავლეთში რა საინფორმაციო განწყობითი ატმოსფეროს შექმნასაც ცდილობენ ოპონენტები, შანსებმა დაიწია.

„ვნახეთ, FARA-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“, ანუ კეზერაშვილის მიერ დაქირავებულ რომელიღაც პიარჯგუფი მიზანმიმართულად აწვდიდა კონგრესში, სენატში, ანალიტიკურ ცენტრებში და ყველაგან სადაც კი ხელი მიუწვდებოდა მიკერძოებულ ინფორმაციას, რომ რაღაცნაირად საქართველოს საერთაშორისო იმიჯი დაეზიანებინათ. ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ თუნდაც იმ კონფერენციაზე, რომელიც გუშინ დასრულდა და მე მას რევანშისტთა კონფერენცია ვუწოდე, ფაქტობრივად, იყო იმის დემონსტრირება, რომ დასავლეთიდან ჩამოსული სტუმრები ამათრახებდნენ „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკას. გასაგებია, რომ ისინი ამ განწყობებს წაიღებენ თავიანთ ქვეყნებში, მერე გაზეთებში დაბეჭდავებენ სტატიებს და ა.შ. ოპოზიცია ამაყობს იმით, რომ შეხვედრა ჰქონდათ მათ კარგა ხნის მოკავშირე კრის სოჩასთან, რომელიც არის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი და აქვს მჭიდრო კავშირები ოპოზიციასთან. იყო მოსაზრება გაჟღერებული, რომ ჩვენ საქართველოში არჩევნების წინ მხარს დავუჭერთ ყველა პროდასავლურ ძალასო, - რას ნიშნავს ამერიკელი ოფიციალური პირისგან ასეთი განცხადება, მე მგონია, რომ გაშიფვრას არ საჭიროებს. არის კიდევ სხვა მოვლენები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ვამბობ, რომ ჩემი გადმოსახედიდან კანდიდატის მონიჭების შანსი არის 40%, არ მონიჭების 60%, - გამიხარედება თუ ვცდები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ არის დარწმუნებული, რომ ასეთი მარტივი სურათი იყოს. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე ადვილია თქვა პრეზიდენტი ოპოზიციის დაკვეთით მუშაობს, თუმცა ამბობს, რომ ეეჭვება ასე მარტივად იყოს საქმე, რადგან დაკვეთას აქვს თავისი ფასი და ამ შემთხვევაში გაუგებარია, რა შეიძლება შესთავაზოს ოპოზიციამ პრეზიდენტს ასეთი სამსახურის საფასურად.

„ამიტომ, ვეჭვობ, რომ აქ ოპოზიცია იყოს მხარე. უფრო, სავარაუდოდ, მეჩვენება, რომ მხარე იყოს დასავლეთი. დღესაც საქართველოში ტარდება ფორუმი, რომელის სახელწოდება დაკავშირებულია პუტინთან - „როგორ ვებრძოლოთ პუტინს“, მაგრამ ვერ ითმენენ ფორუმის მონაწილეები და, ფაქტობრივად, ლაპარაკობენ იმაზე, როგორ ებრძოლონ „ქართულ ოცნებას“ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ და პუტინი ერთი და იგივე არისო. საკმაოდ სერიოზული მობილიზაცია არის დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში საიმისოდ, რომ მოხდეს ხელისუფლების ასეთი დისკრედიტაცია.

ახლახანს უცხოეთში ვიყავი და საუბარი მქონდა ერთ ადამიანთან, რომელმაც მითხრა, რომ საინტერესოა თქვენთან რაც ხდება, ვიცი, რომ თქვენთან მთავრობა იხედება რუსეთისკენ, ხალხი ევროპისკენო. აი, ეს ადამიანი, რომელიც ძალიან შორს არის პოლიტიკიდან, უკვე გარკვეული პოლიტიკური პოზიციის გახადეს. დანარჩენებზე რა უნდა ვილაპარაკოთ.

მე, მგონია, რომ უფრო ასეთი ამოცანების გადაწყვეტაშია ქალბატონი სალომე ჩართული, კერძოდ, დასავლეთის თვალში როგორი იქნება აღქმნა და თუ ამ აღქმას დაამახინჯებ, ქვეყნისთვის იქნება ცუდი. ნუ გაგვიკვირდება, შეიძლება არსებობდეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ საქართველოსთვის ასე ჯობია. ეს არაპატრიოტობა არის ჩვენში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ლაზი კრიტერიუმები ფარსია. მაგ კრიტერიუმებით, უკვე წევრი უნდა ვიყოთ. განმსაზღვრელია პოლიტიკური მდგენელი და თვინიერების ხარისხი.
იმედია, ევროპა არ დაუშვებს შეცდომას მეორედ. თუ არ მოგვანიჭებს, ამ ყბადაღებულ სტატუსს, ამით ისარგებლებს მხოლოდ რუსეთი. აქ ატყდება არეულობა და რუსეთი "იძულებული იქნება დაამყაროს წესრიგი".
1 წლის უკან
trampi ეს კაცი ცოტა ვერ ლავეს..................გეჩვენება კი არა დასავლეთია დასვლეთი ანუ იმათი დირექტორი (გვარს არ დავასახელებ ,,ცოტა მერცხვინება,,)
რასაც ეს ნაცები და მათი მიდევრები ატრაკებენ, იმათი ზურგით ატრაკებენ, აბა ვისი?/ (მიშა კიდე მაგათ ფულებს არ მისცემს )





ამ ნაცებს არანაირი სინდისი. ..,., არანაირი ნამუსი....... არანაირი შუბლის ძარღვი.... არაფერი არ გააჩნიათ-
უდედამოტყნულესი ნაროდია./...დიხლაფოსით დასაჟლეტები
მიშას რო სამალიოტით (დაჟე პრიცეპკიანი სამალიოტით) ბოზები დაჰყავდა ის დაავიწყდაათ??
ან ესპანეთში იქ მყოფი ნაცების მთლიანი კამანდა ბოზების სკანდალში რო გაეხვია ...ან ეგ დააავიწყდააათ???...
ან კილაძეს მშობიარობაზე ავსტრიაში უგულავა კულტპახოდით ნაცებს რო დააგულავებდა ის საკუთარი ხარჯით იყოო??
რაც არ აწყობთ ეგრევე ივიწყებენ ეს ჩათლახები..................მაგრამ ხალხს რო არ ავიწყდება??
მოკლედ როგორც ჩვენი სერაფინა ამბობდა ნაცებს ამ 10--11 წელიწადში სისხლი მოსწყუუუუუურდაათ-----ნუ იტყვით.. ... მოსწყურდათ როგორც წყარო ანკარა
აუუუ .................. ესენი რომ ეხლა ხელისუფლ;ებასთან მიუშვა, რას დალევეეენ ხალხის სისხლსსს...უუუუფ.. მტრისას.......... ომში არ დაიღუპება იმდენი ხალხი, რასაც ესენი საწყალ ხალხს დახოცვავენ და მოწყურებულები დაეწაფებიან მათ სისხლს
ათი წლისას ნახევარ წელში აისრულებენ სისხლის წყურვილს....
მტრისას მტრისას............... ფუი ეშმაკს ................. თავიაანთი პატრონებიანად
მოკლედ მალადეც ღარიბაშვილს მაგრად უძლებენ ამერიკის შემოტევას, მაგრად............ ღმერთმა ქნას ბოლომდე გაუძლონ
1 წლის უკან
trampi გიორგი გამსახურდია:
2008 წლის 19 სექტემბრიდან 2013 წლის 11 ივლისამდე, მიშას 271 ჯერ აქვს გამოყენებული სამთავრობო ბორტი, რომლის ეკიპაჟის მგზავრები მეტწილად იყვნენ მისი ოჯახის წევრები და ნაწილ შემთხვევაში სუსტი ყოფაქცევის ქალები



ეგე კაცმა დაადასტურა ჩემი ნათქვამი-----------ბოზები სუ პრიცეპკიანი სამალიოტით დაჰყავდაო


მაგრამ მერე რააა ................. ემანდ არ შერცხვეთ ნაცებს
ფანდარასტები----------კოკოითი ფანდარასტ .
1 წლის უკან