სააკაშვილის დილემა - ხაბეიშვილი და დაშლილი პარტია თუ უმართავი გვარამია, რომელიც პარტიას წაართმევს

სააკაშვილის დილემა - ხაბეიშვილი და დაშლილი პარტია თუ უმართავი გვარამია, რომელიც პარტიას წაართმევს

დაიწყო თუ არა ნიკა გვარამიამ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში და რა არის მისი მთავარი მიზანი? მას შემდეგ, რაც „მთავარი არხის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული აღარ იქნება და პარტიული გავლენისგან გათავისუფლდება, გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან თავად ნიკა გვარამია დგას, რომელიც საჭადრაკო დაფაზე სათამაშოდ გამოვიდა. დიდი ალბათობით, მას ციხეში ჯდომის შემდეგ გაუჩნდა ამბიცია, რომ ენმ-ის თავმჯდომარეობას იმსახურებს. ამიტომ ტელეკომპანიის, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტის, მოქმედებაში მოყვანა გადაწყვიტა. ამის პარალელურად, გაბუნიას ეკა კვესიტაძე უპირისპირდება და მის განცახდებებს ჟურნალისტების შეურაცხყოფას უწოდებს. გვარამია კი ამ დაპირისპირებას „მაყურებლის“ პოზიციიდან თვალს ადევნებს.

ტელეარხის დამფუძნებელმა გვარამიამ განაცხადა, რომ არ აპირებს გიორგი გაბუნიას დაგმობას: „პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ გიორგის დაგმობას ან განქიქებას არ ვაპირებ ნამდვილად. მე ჩემი ჟურნალისტები არ დამიგმია არასდროს. ერთადერთი გამონაკლისი იყო პუტინის ამბავი, რომელსაც მძიმე შეფასება მივეცი, მაგრამ, ოფლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლე იმისთვის, რომ გიორგის პრობლემები არ ჰქონოდა“, - აღნიშნა მან.

გვარამიამ ტელეკომპანიაზე პოლიტიკური გავლენების შესახებაც ილაპარაკა და განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ რომელიმე პარტიის გაგრძელება არ ყოფილა.

„რომ გითხრათ, რაღაც გავლენა არ ყოფილა ისეთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას გავლენა არასდროს არ ჰქონია და არც მიშა სააკაშვილის პოზიციას... ან რომელიმე სხვა დასავლური პარტიისთვის არ გაგვიწევია ანგარიში, ან იმაზე ნაკლებად გაგვიკრიტიკებია, ვიდრე, მაგალითად, ხელისუფლებას გავაკრიტიკებდით, მაგ შემთხვევაში, მოვიტყუები. ეს ასე არ არის. არასდროს გვიმტკიცებია, რომ ეს ასე არ არის. შეიძლება თუ არა ამას შინაგანი ცენზურის რამე პრობლემები მოჰყოლოდა, ალბათ, შეიძლება. მაგრამ ის, რომ ჩვენ რომელიღაცა პარტიის გაგრძელება ვიყავით... პირიქით რომ თქვას ვინმემ, ეს უფრო შეიძლება, რეალობასთან ახლოს იყოს, მაგრამ არ ვყოფილვართ პარტიის გაგრძელება. ყოველ შემთხვევაში, მე პარტიებისგანაც ვიცავდი ჩემს ჟურნალისტებს და ხელისუფლებისგან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვარაუდობს, რომ ნიკა გვარამიამ დაიწყო პოლიტკური თამაში. გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა ჟურნალისტები კი საჭადრაკო დაფაზე მხოლოდ პაიკები არიან, რომლებსაც იმას ალაპარაკებს, რაც თავად სურს. აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ გვარამია ციხიდან კონკრეტული პოლიტიკური გეგმებით არის გამოსული. მას მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ხელმძღვანელობა აღარ აკმაყოფილებს და, დიდი ალბათობით, პარტიის თავმჯოდმარეობას უმიზნებს.

„გვარამია ერთგვარად პოლიტიკურ ჭადრაკს თამაშობს. სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის ცდილობს გარკვეული სვლები გააკეთოს. ამის პარალელურად, „ნაცმოძრაობის“ აქტიურ ბირთვზე მუშაობს. ის ნერგავს ენმ-ის ამომრჩეველში აზრს, რომ ვინ - ვინ და არჩევნების წინ პარტიის თავმჯდომარეობას ყველაზე მეტად გვარამია იმსახურებს. დაიწყო ლევან ხაბეიშვილის ძალიან ტაქტიკურად გაშავება და დაცინვა გაბუნიას მეშვეობით და ამით ცდილობს, რომ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდოს. გვარამიამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ციხეში იჯდა, თავის მიმდევრებს დაანახა, რომ ე.წ. პოლიტიკური პატიმარია. როგორც ევროპაში, ასევე უკრაინაში გარკვეული პრიზებიც მიიღო. ამიტომ მიიჩნევს, რომ მას აქვს ყველა ის ატრიბუტი, რის გამოც პარტიის თავმჯდომარეობას იმსახურებს“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება სააკაშვილის პოზიციას, აბაშიძე მიიჩნევს, რომ ის ახლა დილემის წინაშე დგას. ან არჩევნებამდე მივიდიეს და მიიყვანოს პარტია ლევან ხაბეიშვილის მეთაურობით, სადაც დიდი საფრთხეა, რომ ნიკა მელია წავიდეს და პარტია დაეშალოს. ან კიდევ დააყენოს ნიკა გვარამია პარტიის თავმჯდომარედ და პარტიის ერთიანობის შენარჩუნება შეძლოს. თუმცა მისი კონტროლი გაუჭირდება და გვარამია არ იქნება ის ფიგურა, რომელის მართვაც შესაძლებელია.

„სააკაშვილი ახლა ძალიან სერიოზულ ცაიტნოტში იმყოფება. მას აქვს არჩევანი გასაკეთებელი. გვარამიამ თავისი თამაში დაიწყო და ტელევიზიის ენმ-ის კონტროლიდან გაყვანა თამაშის პირველი ნაწილია. რა ნაბიჯებს გადადგამს ის და რა აქვს ჩაფიქრებული ეს თანდათან გამოჩნდება. სააკაშვილი ამას უკვე კარგად მიხვდა და მგონია პროცესების ძალიან სერიოზული გაგრძელება უნდა ვიხილოთ“,-ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ შესაძლოა, ნიკა გვარმია და მიხეილ სააკაშვილი შეთანმხებულად მოქმედებენ და მათი მიზანია, რომ პარტიაში ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის გავლენა შესუსტდეს. თუმცა გვენეტაძე აქვე დასძენს, რომ სააკაშვილი ეჭვიანობით დაავადებული ადამიანია, რომელიც რეალურად არც ნიკა გვარამიას ენდობა.

„ეს ყველაფერი უფრო შეთანხმებული თამაში მგონია. არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ. ნიკა გვარამია არის ძალიან ვირეშმაკი ადამიანი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ახლა ამბიციები აქვს. დავინახეთ, როგორ გაყიდა თავისი დაკავება დასვლეთში. ყველას აჩვენა, რომ ვითომ ალალმართალი ჟურნალისტია და პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიდნენ. შემდეგ ციხეში იჯდა ისე, რომ ხმასაც არ იღებდა, სააკაშვილისგან განსხვავებით თავს არავის აცოდებდა და ბევრად უფრო „კაცურად“ იქცეოდა. ამით მან, როგორც ენმ-ის ამომრჩეველში, ასევე დასავლეთში თავიანთ პატრონების თვალში კარგი იმიჯი გაიკეთა.

ამიტომ ახლა ცდილობს, რომ კეზერაშვილს და მერაბიშვილს თავისი საჭიროება დაანახოს. მას აქვს მედია, რომელიც ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია, ამიტომ ამ იარაღით მანიპულირებს. ტყულია, ვითმ გაბუნია დამოუკიდებლად მოქმედებს და ის არაფერ შუაშია. ეს არის კარგად დადგმული თამაში, სადაც გვარამია ცდილობს, როგორც დასავლელ პატრონებს, ასევე პარტიის ბოსებს აჩვენოს, რომ ის არის პირი, რომელიც ენმ-ს გადაარჩენს. ეს არის თამაშის მთავარი მიზანი. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამაში სააკაშვილიც მონაწილეობს“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.

 

ლევკოთეა შეთქმულების თეორიების მოყვრულებს ვაწვდი იდეას - ივანიშვილმა ზურაბშვილს იმიტომ გამაშვებინა გვრამია გარეთ, რომ ნაცმოძრაბში არეულობა შეეტანა წინასარჩევნოდ. :))
1 წლის უკან
trampi ამ ნაცებს არანაირი სინდისი. ..,., არანაირი ნამუსი....... არანაირი შუბლის ძარღვი.... არაფერი არ გააჩნიათ-
უდედამოტყნულესი ნაროდია./...დიხლაფოსით დასაჟლეტები
მიშას რო სამალიოტით (დაჟე პრიცეპკიანი სამალიოტით) ბოზები დაჰყავდა ის დაავიწყდაათ??
ან ესპანეთში იქ მყოფი ნაცების მთლიანი კამანდა ბოზების სკანდალში რო გაეხვია ...ან ეგ დააავიწყდააათ???...
ან კილაძეს მშობიარობაზე ავსტრიაში უგულავა კულტპახოდით ნაცებს რო დააგულავებდა ის საკუთარი ხარჯით იყოო??
რაც არ აწყობთ ეგრევე ივიწყებენ ეს ჩათლახები..................მაგრამ ხალხს რო არ ავიწყდება??
მოკლედ როგორც ჩვენი სერაფინა ამბობდა ნაცებს ამ 10--11 წელიწადში სისხლი მოსწყუუუუუურდაათ-----ნუ იტყვით.. ... მოსწყურდათ როგორც წყარო ანკარა
აუუუ .................. ესენი რომ ეხლა ხელისუფლ;ებასთან მიუშვა, რას დალევეეენ ხალხის სისხლსსს...უუუუფ.. მტრისას.......... ომში არ დაიღუპება იმდენი ხალხი, რასაც ესენი საწყალ ხალხს დახოცვავენ და მოწყურებულები დაეწაფებიან მათ სისხლს
ათი წლისას ნახევარ წელში აისრულებენ სისხლის წყურვილს....
მტრისას მტრისას............... ფუი ეშმაკს ................. თავიაანთი პატრონებიანად
მოკლედ მალადეც ღარიბაშვილს მაგრად უძლებენ ამერიკის შემოტევას, მაგრად............ ღმერთმა ქნას ბოლომდე გაუძლონ
1 წლის უკან