სერიოზული საუბარი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გადაანგარიშებით 10 000 დოლარს ასცდება. მანამდე ევროკავშირი არ იჩქარებს ჩვენს მიღებას, ვინაიდან, პირველ რიგში, ევროკავშირი ეკონომიკური პროექტია“, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების მიღების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა. მის საუბარს ფონად გასდევდა, თუ როგორ წვავდნენ მანქანებს მიგრანტები. მიგრანტების ტალღამ ევროპას ერთხელ უკვე გადაუარა, როცა ევროპაში აღმოჩნდნენ სირიელი, ავღანელი და ერაყელი დევნილები. ესაა ევროკავშირში ყოფნის საფასური და ევროკავშირის მხრიდან თავსმოხვეული „ტოლერანტული“ პოლიტიკა. სავარაუდოდ, მიგრანტების საწინააღმდეგო ტალღა ახლა უკვე ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა. რაში სჭირდება ევროკავშირს ასეთი ნაღმები თავის წევრ სახელმწიფოებში და საქართველო, რომელიც ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი არ არის, დაცულია თუ არა მიგრანტების შემოსევისგან?
- ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა ევროკავშირში, რაც განაპირობებს განსხვავებულ პოზიციებს თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. პირველ რიგში, ეს გამოიხატება ემიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით უარყოფით დამოკიდებულებაში. ამ მხრივ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს პოლონეთსაც და უნგრეთსაც. ხანდახან ავსტრიაც გამოირჩევა მკვეთრი პოზიციით. ბუნებრივია, ეს იწვევს უკმაყოფილებას ევროკავშირის ღირებულებების მიმართ. მოგეხსენებათ ევროკავშირის პოზიცია გახლავთ მულტიკულტურიზმი და გახსნილი საზღვრები. მისი პოლიტიკაა ლიბერალური პოლიტიკური კურსი.
თავის დროზე სწორედ მიგრანტთა კრიზისის გამო გააკრიტიკეს მერკელი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა მხრიდან გერმანიაში განხორციელებული ტერაქტის მიუხედავად, მიგრანტების მიმართ პოლიტიკის შეცვლას არ აპირებდა.
- დიახ. მოგეხსენებათ, 2015 წელს საკმაოდ სერიოზული საემიგრაციო კრიზისი იყო და ევროპის პოლიტიკა კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით. ევროპული სტანდარტები ითვალისწინებს ემიგრანტების უზრუნველყოფას, მათ შორის, სოციალურ დაცვას, სამედიცინო მომსახურებას, სამუშაოზე მოწყობას, ევროპულ სინამდვილესთან ადაპტაციას, რაც უამრავ თავის ტკივილს იწვევს. ანჟდეი დუდამ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება, რომ მიგრანტები საფრთხეს უქმნიან ამ ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, რადგან ეს არის სრულიად უცხო კულტურისა და ცნობიერების მასა, რომელსაც ევროპულ ღირებულებებთან ადაპტაცია უჭირს. ამის მაგალითია, რაც საფრანგეთში მოხდა, როცა პოლიციელის მხრიდან ახალგაზრდა ემიგრანტის დაღუპვამ მღელვარების უზარმაზარი ტალღა გამოიწვია და ეს საკითხი გაამწვავა. რა თქმა უნდა, იქ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას პოლიციელის მხრიდან. ბუნებრივია, ამ დაპირისპირებას უფრთხის პოლონეთი, უნგრეთი, ავსტრია და ევროპის ბევრი სახელმწიფო მულტიკულტურიზმის პოზიციას მაინცდამაინც არ იწონებს. მაგალითად, ახლა იტალიაში მოვიდა „იტალიის ძმების“ ხელისუფლება, რომელიც, ასევე, უარყოფით პოზიციას იკავებს მიგრაციული ტალღის გაფართოების თვალსაზრისით. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ მიგრაცია უნდა შეიზღუდოს. ბუნებრივია, ეს კრიზისები, რაც ევროკავშირში ფიქსირდება, იწვევს იმას, რომ მემარჯვენე პოზიციები უფრო მატულობს. ამდენად, მოსალოდნელია ევროპული პოლიტიკის მარჯვნივ გადანაცვლება, ან უფრო მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის შემოღება.
- ევროკავშირში შესვლა სოციალური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეს ნიშნავს საკმაოდ დიდი დაფინანსების მიღებას ევროპული ფონდებიდან. თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის, ანუ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები როცა ინტეგრირდნენ ევროკავშირში, სოციალურად ბევრად უფრო უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საქართველოს მიმართაც დაახლოებით ასევე მოხდება, მაგრამ მარტო კეთილდღეობის ამბავი ხომ არ არის. ამას მოჰყვება მოთხოვნები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მათ შორის, მიგრაციის თვალსაზრისით, რაც საქართველოს რეგულაციას კი არ დაექვემდებარება, არამედ ევროკავშირის რეგულაციას. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა, რადგან რა პოზიცია ექნება მიგრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირს, ჯერ კიდევ არ ვიცით. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ერთიანობას რამდენიმე ბზარი შეიძლება გაუჩნდეს, ერთ-ერთია ემიგრაციის საკითხი. მეორეა ლგბტ პოლიტიკა, ტოლერანტობა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. ტოლერანტობა გასაგებია, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა ნიშნავდეს ლგბტ პროპაგანდას. ასევე, მნიშვნელოვანია რუსეთთან დამოკიდებულება, ამ მხრივ ევროკავშირში სხვადასხვა დამოკიდებულება იკვეთება.
მართალია, საქართველო მიიწევს ევროკავშირისკენ, მაგრამ ბრიტანეთი სკანდალით, ბრექსიტით გაეყარა ევროკავშირს. ეს ნიშნავს, რომ ბრიტანელები მიხვდნენ, ევროკავშირი მათ აბრკოლებდა?
- ბრიტანული პოლიტიკური თუ სამართლებრივი სისტემა იმთავითვე ძალზე განსხვავებულია კონტინენტური ევროპისგან და ძნელად თუ შეეგუებოდა ევროკავშირის ბიუროკრატიულ უნივერსალიზმს, საკუთარი ტერიტორიული იურისდიქციის შეზღუდვას. საბოლოო ჯამში ეს გახდა კიდეც ევროკავშირიდან ბრიტანეთის, როგორც დამოუკიდებელი და მძლავრი მოთამაშის გასვლის მთავარი მიზეზი. აქ უნდა გავიხსენოთ აწ გარდაცვლილი, ცნობილი ბრიტანელი კონსერვატორი მოაზროვნე როჯერ სკრუტონი, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის და მისი წესების უნივერსალიზმს სრულიად მიუღებლად მიიჩნევდა არა მხოლოდ ბრიტანეთისთვის, არამედ ზოგადად - თავისუფალი ევროპელი ერებისთვის. იგი ემხრობოდა ევროპას, როგორც თავისუფალი ერების კავშირს, იმ ერი-სახელმწიფოების ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ თანამშრომლობას, რომლებიც ბოლომდე ინარჩუნებენ საკუთარი ტერიტორიული იურისდიქციის ხელშეუხებლობას და მკაცრად აფრთხილებდა ყველას, რომ ზღვარდაუდებელი უნივერსალიზაცია და ბიუროკრატიზაცია, რასაც ბრიუსელი მისდევდა და დღესაც მისდევს, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა თავისუფალ ევროპელ ერებს. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, ამ საკითში ბრიტანეთმა სწორედ ცხონებულ როჯერ სკრუტონს დაუჯერა.
ბოლო დროს გვესმის, რომ ევროპამ საკუთარი თავის რეკონსტრუქცია უნდა შეძლოს და ახლა გაფართოების დრო არ არის. მით უმეტეს, რუსეთის მზარდი აგრესიისა და უკრაინის ომის ფონზე ევროპის პოზიციები სუსტდება. შეიძლება, ერთ დღესაც ევროპამ საქართველო და უკრაინა დაუთმოს რუსეთს. არც ის არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ ნატომაც ამოწუროს საკუთარი თავი და ევროკავშირმაც. ეს მაკრონმაც დააფიქსირა, როცა თქვა: „ევროპა დაღუპვის პირასაა და უნდა იფიქროს საკუთარ თავზე, როგორც ერთიან გეოპოლიტიკურ ძალაზე, დროა, ევროპამ გაიღვიძოს“. ევროპის ასეთ აპოკალიფსურ სცენარს გამორიცხავთ?
- საბოლოო ჯამში, რა განვითარებას მიიღებს ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, ამის განჭვრეტა რთულია. მაგალითად, საფრანგეთი ითხოვს ევროკავშირი მეტ-ნაკლებად დისტანცირდეს შეერთებული შტატებისგან. მაკრონის ნათქვამი გავიხსენოთ, „პარტნიორობა ვასალობას არ ნიშნავს“. ევროკავშირში სახელმწიფოების რამდენიმე ბლოკი იკვეთება, რომელთაც ურთიერთგანსხვავებული საერთო ინტერესები ამოძრავებთ. მაგალითად, ჩრდილოეთის ბლოკი, რომელიც განსაკუთრებული ანტირუსული პოლიტიკით გამოირჩევა, ეს არის ბრიტანეთის დომინაციით შემოკრებილი ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიმართ ბრიტანეთის ხისტ პოლიტიკას უფრო მისდევს, ვიდრე საკუთრივ ევროკავშირისას. საუბარია უწინარესად პოლონეთზე და ბალტიის სახელმწიფოებზე, ნაწილობრივ - სკანდინავიის ქვეყნებზე. ისინი რუსეთის მიმართ უკომპრომისოდ მტრული პოლიტიკით გამოირჩევიან. საინტერესოა, რომ ევროკავშირის მომავლის მიმართ რამდენიმე შეხედულება არსებობს, მაკრონი ვახსენეთ და მისი ცნობილი გამონათქვამი, რომ უნდა დისტანცირდეს ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან, მისი ჩრდილიდან გამოვიდეს და გახდეს დამოუკიდებელი მოთამაშე, მეტი ავტონომიით. ამ თვალსაზრისით ევროკავშირი უნდა განვითარდეს, როგორც ცალკე პოლიტიკური სრულფასოვანი სუბიექტი და მას უნდა ჰქონდეს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, მისი საგარეო პოლიტიკაც მეტ-ნაკლებად ავტონომიური და შტატების ინტერესისისგან განსხვავებული უნდა გახდეს. ასევე, ევროკავშირის შიგნითაც არსებობს ანგლოსაქსური საგარეო-პოლიტიკური მიდგომა, რომელიც ორნაირია: ამერიკულ-ბრიტანული და ბრიტანულ-ამერიკული, გააჩნია, რომელი ქვეყნისთვის რომელი ინტერესი დომინირებს. არსებობს, ასევე, ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების განწყობა - ავსტრია, უნგრეთი, ნაწილობრივ იტალია; გარკვეული ქვეყნების ისეთი ინტერესებიც არსებობს, რომელიც ცალკე ბრიუსელს უპირისპირდება, ცალკე ბრიტანულ ინტერესებსაც და ცალკე ფრანგულსაც. მოკლედ, საკმაოდ რთული მდგომარეობაა.
ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, შეიძლება ცალკეულმა ადამიანებმა იფიქრონ, გვიღირს კი ასეთ ევროკავშირში გაწევრიანება, სადაც მხოლოდ თავსმოხვეული „ღირებულებებია“ და, სადაც თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულან, საქართველოს მიმართ რა პოზიცია დაიკავონ?
- ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენი მდგომარეობა ასეთია, ცხადია, ჩვენ გვჭირდება ევროპასთან ინტეგრაცია, რაც განვითარების სრულიად სხვა ეტაპია. ამასთან დაკავშირებით კარგად თქვა ირაკლი კობახიძემ, რომ სერიოზული საუბარი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გადაანგარიშებით 10 000 დოლარს ასცდება. მანამდე ევროკავშირი არ იჩქარებს ჩვენს მიღებას. პირველ რიგში, ევროკავშირი ეკონომიკური პროექტია. ჩვენც ამას ამ კუთხით უნდა შევხედოთ. მაგრამ ამ მძლავრ ეკონომიკურ გაერთიანებაში რომ მიგიღონ, ელემენტარულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე. ცხადია, ამ საკითხს აქვს პოლიტიკური მდგენელი, პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია აგრესიული რუსეთის ფაქტორთან. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის, საბოლოო ჯამში, რა ურჩევნიათ, ეკონომიკური სარგებლიანობა და რუსეთთან შედარებით უფრო ლოიალური პოლიტიკა, თუ ხისტი პოლიტიკა რუსეთთან და დიდი ეკონომიკური ზარალი. რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვამ დიდი ბზარი გააჩინა ევროკავშირის ერთიანობაში. ამას წინათ „ფაინეშელ თაიმსში“ სტატია გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის ბაზრის დაკარგვის გამო ევროპულმა კომპანიებმა 2022 წელს სუფთა ზარალი განიცადეს დაახლოებით ასი მილიარდი ევროს ოდენობით. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. გარდა ამ პირდაპირი და უშუალო ზარალისა, მათ მიადგათ არაპირდაპირი ზარალი, რაც დათვლასაც არ ექვემდებარება. ეს არაპირდაპირი ზარალი დაკავშირებულია ენერგომატარებლების გაძვირებასა და რუსეთიდან ნედლეულის იმპორტის შეზღუდვასთან. იმ სატრანსპორტო კორიდორის ბლოკირებასთან, რაც რუსეთზე გავლით უზურნველყოფდა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან, უწინარესად ჩინეთთან, ასევე ინდოეთთან სავაჭრო ტვირთბრუნვას და რითაც ყველაზე უფრო მეტად სწორედ ევროპული კომპანიები სარგებლობდნენ. ევროკავშირის ეკნომიკური ლოკომოტივის, წამყვანი ძალის - გერმანიის ეკონომიკის მომავალიც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვის გამო ძალიან ბუნდოვანია. წელს რეცესიაა გერმანიაში, საშუალო და მსხვილი ბიზნესი გერმანიის საზღვრებს დატოვებას და შეერთებულ შტატებში, ასევე, შესაძლოა ჩინეთშიც გადასვლას აპირებს. ასე რომ, ევროკავშირი თავისი მომავლის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ჯერ კიდევ პროცესშია. იმთავითვე არსებობდა ევროკავშირის ორი პროექტი. ერთია უნიფიცირებული სისტემა, რომელიც საერთო იქნებოდა ევროპის წევრი სახელმწიფოებისათვის, ერთგვარი „ევროპის შეერთებული შტატები“და მეორე პროექტი გახლდათ თავისუფალ ერთა ევროპა, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა, საერთო ბაზარი, მაგრამ არა პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემების უნიფიცირება. თავისუფალ ერთა ევროპა ნიშნავდა, რომ თითოეული სახელმწიფო შეინარჩუნებდა სუვერენიტეტს, ექნებოდა სრული ტერიტორიული იურისდიქცია და იქნებოდა თანამშრომლობა საერთო ევროპული ღირებულებების გარშემო, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების სფეროში. ეს პროექტი არ გამოვიდა, ევროპა უფრო „შეერთებული შტატების“, რაც ჩაანაცვლებდა სუვერენულ ერ-სახელმწიფოებს, მიმართულებით წავიდა. თუმცა, რა მიმართულებით განვითარდება საბოლოოდ ეს პროცესი, ჯერ კიდევ დიდი გაურკვევლობაა. საბოლოო ჯამში, საქართველომ საღად უნდა შეხედოს, ჩვენთვის რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირს, როგორც მძლავრ ეკონომიკურ გაერთიანებას. პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამას, რომ ევროკავშირში შესვლა ასწევს ჩვენი სოციალ-ეკონომიკური კეთილდღეობის სტანდარტს, გაცილებით მაღალ საფეხურზე აიყვანს. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ევროკავშირში შესვლა პანაცეაა და, განსაკუთრებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულნი ვიქნებით. მით უმეტეს, რომ თვითონ ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ ორჭოფულია. ეს კარგად ჩანს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, კარგად ჩანს იმ ტურბულენტობითაც, რაც რუსეთის საფრთხეებს უკავშირდება. ევროკავშირი საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით დღეს საკმაოდ სუსტად გამოიყურება. ის რეალურად დამოუკიდებულ პოლიტიკას ვერც ატარებს, შეერთებული შტატების ჩრდილქვეშაა და მისი დომინაციით მოქმედებს. უახლოეს მომავალში ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია გამორიცხულია, თუმცა კანდიდატის სტატუსი ბევრ რამეში დაგვეხმარება, პირველ რიგში, იმაში, რომ საკუთარი თავის რწმენა აღვიდგინოთ. ამასთან, ეს სტატუსი შიდა სტაბილურობისთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი.
რუსეთი არის კრიზისი, უნამუსობა, მტარვალობა, მექრთამეობა, ნეპოტიზმი, კერპთაყვანისმცემლობა, გარყვნილება და საერთოდ ცივილიზაციური ჩიხი.
აბა, ვინმე თუ არ დამეთანხმება თუნდაც ერთ შეფასებაში.
რუსებისნაირი წამხდარი და უმადური ჩათლახი ერი ბევრი არაა.
ყველა სიმახინჯეზე რომ ხელი აქვთ მოწერილი.
ჩათლახ რუსეთზე და პუტინზე რა აზრის ხარ, ეგაა საინტერესო.
რა ლამაზ ფერებში დახატე ჭაობი რუსეთი. პუტინი იამაყებს შენით. :) ცოტა რუს კლასიკოსებსაც გეცანი, თავად რას ფიქრობდნენ რუსეთზე (თუმცა, ჩემზე კარგად იცი ეგ).
რუსეთში ბოლოს როდის იყავი, ეგ კი არაა მთვარი. ოკუპანტის საქმეს რომ აკეთებ, არერთხელ დაამტიცე. შენ ხარ რუსული რბილი ძალის ნაწილი. მაგაში ფულს გიხდიან, თუ მართლა წარმოდგენა არ გაქვს (მეეჭვება კია) რუსეთი რა დონის მტერია ჩვენი, საკუთარ სინდისს ჰკითხე (თუ ეკთხები ხოლმე რუსეთზე მსჯელობისას). ისე, ხოშტრიაც კაი ხანია არ ყოფილა რუსეთში, თუმცა დაფინანსებას კი იღებს ოკუპანტისგან.
ჩემთვის მართლა სულერთია რუსეთზე რას ფიქობ, გამოცანა გერგება.
უბრალოდ, დასავლეთს რომ აგინებ (საგინებლები კი არიან), ამას საქართველოს სიყვარულით კი არ აკეთებ, რუსოფილი ხარ. ამიტომ არ აქვს ფასი შენს ტექტსებს, ,,პარტიანკასავით" (გულს გაგითბობს ეგ სიტყვა) რომ ჩამოწერ ხოლმე.