შსს-მ საგარეჯოში პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი გამოავლინა

შსს-მ საგარეჯოში პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი გამოავლინა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1950 წელს დაბადებული თამარ ნ. გამოავლინეს, რომელიც წლების განმავლობაში, პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემას ახდენდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ის საგარეჯოში, ქვემო სამგორის დასახლებაში, თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მდებარე ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისათვის აქირავებდა. ამის გარდა, ხელს უწყობდა პროსტიტუციაში ჩაბმული ქალბატონებისათვის კლიენტების მოძებნას.

მოწმის სტატუსით დაიკითხა რამდენიმე ქალბატონი, რომლებმაც მისი სახლით უკანონოდ ისარგებლეს. გამოვლენილი პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).