„კობახიძე სულ სტიქიის ზონაშია - წარმოუდგენლად სამარცხვინოა, როცა გყავს უბანძესი ოპოზიცია და მისი გოშია, უვიცი მედია“

„კობახიძე სულ სტიქიის ზონაშია - წარმოუდგენლად სამარცხვინოა, როცა გყავს უბანძესი ოპოზიცია და მისი გოშია, უვიცი მედია“

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად, დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 7 პირს ეძებენ. მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს 210 ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მაშველებს უმძიმეს ვითარებაში უწევთ მუშაობა, რადიკალური ოპოზიცია აგრძელებს შოვის ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაგროვების უსუსურ მცდელობებს. თავდაპირველად შეეცადნენ, რომ პიარი აეგოთ იმაზე, რომ თითქსოდა კახი კალაძემ სტიქიის ზონიდან საკუთარი შვილები ვერტმფრენით გამოიყვანა და სხვისი შვილები დატოვა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა კადრები სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე როგორ ტოვებენ კუთვნილი ავტომობილით სასტუმრო შოვის ტერიტორიას კალაძის შვილები, ამის შემდეგ თქვეს, რომ ვერტმფრენები არ იქნა სტიქიის ზონაში გაშვებული, რაც ასევე მალე გაქარწყლდა. თუმცა, მაშინვე ააგორეს ახალი ფეიკი, რომ ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები არ გამოიყვანეს. მას შემდეგ, როდესაც გააცნობიერეს, რომ ამ თემებით პოლიტიკურ შოუს ვერ დადგამდნენ, უკვე შს მინისტრი გაუშვეს დასასვენებლად ერთ-ერთ კუნძულზე, თუმცა, რომელ კუნძულზე ისვენებდა ვახტანგ გომელაური, ეს ვერ დააზუსტეს.

ოპოზიციას არც ეს თემა არ გამოადგა გრძელვადიანი პიარისთვის, რადგან შს მინისტრი არა კუნძულზე, არამედ საავადმყოფოში იყო და შემდეგ უკვე პარლამენტში დაიბარეს. გომელაურის შემდეგ სამიზნე გახდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რომელმაც აღნიშნა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ, არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

„რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე, უბრალოდ, ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ განცხადების შემდეგ პარტიის თავმჯდომარეს როგორც ოპოზიციამ, ასევე ოპოზიციურმა მედიამ მკვლელი უწოდა. კობახიძეს მალევე გამოეხმაურნენ სტიქიას გადარჩენილები. როგორც (ერთ-ერთი გადარჩენილი, მისი ფოტოები, ბავშვით ზურგზე, სოციალურ ქსელში გავრცელდა) დავით ჯელაძემ აღნიშნა, კობახიძის განცხადებამ შოკში ჩააგდო და „ასეთი შეურაცხყოფილი“ არასდროს ყოფილა.

„კობახიძეს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედით ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, ან გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა - „ეს როგორ შეძელი“. ამ განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა. თურმე ყველაფერი, რაც მოვყევი, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ.

ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე როგორ შეძლო გადასვლა ბავშვით, წარმოუდგენელიაო - მართლა წარმოუდგენელია, როგორ გავაკეთეთ ეს მე და მაშომ. იმ ადგილზე გაჩერება შეუძლებელი იყო, ისეთი ლაფი იყო. მიწის სუსტი მასა იყო. იქ რომ გაჩერებულიყო, წამიერად ჩაიძირებოდი და დაიხრჩობოდი. ვფიქრობდი, რომ მეორე მხარე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა. იმის შიშით გადავდიოდი, რომ მეწყერი არ მოგვეწეოდა, არ გადაგვივლიდა ზემოდან.

მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, ქვემოდან ვიღაც ადამიანის ხმა ისმოდა, ეს ადამიანი მიწაში იყო ჩამარხული და ვერავინ ვეხმარებოდით. ეს სტიქია არ უნდა მომხდარიყო და აქამდე არ უნდა მივსულიყავით, თორემ ეს მეწყერი ისე სწრაფად ვითარდებოდა და ისე სწრაფად კლავდა ადამიანებს... იმ აზრზე ვარ, რომ ეს მეწყერი არ უნდა მომხდარიყო. შეფასება უნდა ყოფილიყო გაკეთებული. მეწყერი წამოვიდა კოტეჯების თავზე. ის ადგილი მაინც უნდა ყოფილიყო შეფასებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები ისვენებენ იქ“, - განუცხადა „ფორმულას“ დავით ჯელაძემ.

პარლამეტის თავმჯდომარის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო თუ არა, ესეც სპეკულაციის ნაწილია. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, ყველა სიტყვა გაატაროს იმ კონტექსტში, როგორც არ იყო ნათქვამი და სიძულვილი გამოიწვიოს, მათ შორის, დაზარალებულები გამოიყენოს ამისთვის. მისი თქმით, ეს არის ნაწილი იმ ისტერიისა და დეზინფორმაციისა, რასაც სტიქიის პირველივე წუთიდან ცდილობდნენ ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები.

„ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ვაკვირდებით და სურვილი, რომ შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. ირაკლი კობახიძემ საკუთარი თვალით ნახა, რა მასშტაბის იყო იქ სტიქია, ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, გვყავს 210 მამაცი მოქალაქე, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, რომლებმაც დროულად იმოქმედეს და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ომებითა და ტრაგედიებით ცხოვრობს, რაც არის მათი სტილი.

„რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს ომებითა და ტრაგედიებით, ანუ თუ ომი ან ტრაგედია არ არის ისე არავის არ ახსოვს ეს ხალხი, თვითონაც კარგად იციან და როგორც კი ტრაგედია მოხდება ან უნდათ, რომ რამენაირად ომი იყოს, ამ შემთხვევაში, გაცოცხლდებიან ხოლმე და ამბობენ - ახლა ჩვენ უკანონოდ დავამხოთ ხელისუფლება. ეს არის მათი სტილი“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დავით ჯელაძეს სრული მხარდაჭერას უცხადებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომლის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია შოვის ტრაგედიის დროს გადარჩენილების, რადგან ისინი თვითმხილველები არიან, თუ როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას.

„ის ბინძური კამპანია, რაც შოვში გადარჩენილების წინააღმდეგ კობახიძემ დაიწყო და შემდეგ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა განაგრძეს, ნათლად გამოხატავს მათ გულგრილ დამოკიდებულებას ადამიანების სიცოცხლის მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებს სახე აქვთ დაკარგული და მზად არიან იკადრონ ყველაზე უარესიც კი, ოღონდ პასუხისმგებლობა აირიდონ და საკუთარი უმოქმედობა და გულგრილობა გაამართლონ. მსგავსი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების მიმართ არავის შერჩება! ძალიან მალე „ქართული ოცნება“ პასუხს აგებს ყველა იმ ზიანის გამო, რაც საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს მიაყენა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ შოვი არის დანაშაულის ადგილი და სწორედ ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე, რადგან, მისი თქმით, დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები.

„შოვი არ არის მხოლოდ სტიქიური უბედურების ზონა. შოვი არის დანაშაულის ადგილი! ამიტომ იყო ხელისუფლებისთვის არასასურველი იქ მოხალისეები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დახმარება. ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე. დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები, ეშინია მათი! კი, უნდა გეშინოდეთ“, - წერს ანა ნაცვლიშვილი.

ასეთია ოპოზიციის ბრალდებები, თუმცა მტკიცებულებების გარეშე. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც კობახიძე სტიქიის ზონაში პირველივე საათებიდან იმყოფებოდა, ლეშიჭამიების უდიდესი ნაწილი ამ დროს მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ზონებში იმყოფება და მათი მხრიდან დაგეშილი ტროლები მოსვენებას არ აძლევენ ხელისუფლების ლიდერებს მათ შესახებ უბინძურესი თავდასხმებით.

„არ ჩერდება გაუთავებელი თავდასხმა არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ მისი ახლობლების მიმართ. წარსულში ეს ეხებოდა მის მცირეწლოვან შვილებს, მის მამას, ხოლო დედას საკუთარი ღირსების დაცვა ამ მავნებლებისაგან სასამართლო წესით მოუხდა. არ ჩერდება ასევე ნაცსექტანტების უბინძურესი კამპანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრთა წინააღმდეგ. დღეს სამიზნეში ბულინგის ახალი ობიექტი ჰყავთ აყვანილი - ვახტანგ გომელაური.

სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაქრება საქართველოს პოლიტიკური ველიდან, როგორც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მავნებელი „პარტია“, ჩვენს ხვალინდელ დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და წინსვლა არ ეღირსება. საქართველოს ამ ნაბიჯის გადასადგმელად უფრო მეტი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს, ვიდრე ეს ჰქონდა უკრაინას თუ მოლდოვას საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშე გამოცხდების სახით.

არც ბიძინა ივანიშვილს, არც ირაკლი ღარიბაშვილს, არც ირაკლი კობახიძეს საკუთარი თავის, ქვეყნისა თუ უფლის წინაშე არანაირი თავის მართლება არ ესაჭიროებათ იმ ნაწილში, რომელშიც მათ პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალების ბანდა ადანაშაულებს. მაგრამ, საზოგადოებამ ცალსახად უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას, იქონიოს გამბედაობა და დაგვეხმაროს ამ მავნებლების „თამაშგარე“ მდგომარეობაში სამუდამოდ გადასაყვანად“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, საშინელი პარადოქსია - სტიქიური უბედურობისას შვეიცარიელი თუ ბრაზილიელი ერი ერთიანდება, საქართველში კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს უნამუსოდ თავს ესხმიან ნაცვიგინდარები.

„კობახიძე სულ სტიქიის ზონაშია, ნაცქაჯი კი კლავიატურის ვირთხაა. წარმოუდგენლად სამარცხვინოა, როცა გყავს უბანძესი ოპოზიცია და მისი გოშია, უვიცი მედია. დეზინფორმაციის დასჯაზე ჯერ არ გვაქვს ევროპული კანონი, თუმცა სულ ვიმეორებ - პასუხი მოეთხოვოთ ნაცავაზაკებს ევროპულად! მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ამბობს უმრავლესობის განწყობებს, ოღონდ ეს უნდა აღსრულდეს! კმარა ტერორისტების პარპაში! ყველას მიეხედოს ევროპული კანონებით! ამოვიდა ყელში ნაცნაძირლობა უკვე“, - აცხადებს გია აბაშიძე.