ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი თავს დააღწევს მართლმსაჯულებას, ეს დამოკიდებულია სუბიექტურ ფაქტორზე, რომელსაც ისევ და ისევ მივყევართ პრეზიდენტის კერძო გადაწყვეტილებასთან. საქართველოში კი წინასწარ ვერავინ იტყვის, რას მოიმოქმედებს და რა მოუვა თავში სალომე ზურაბიშვილს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, არაერთგზის და არა ერთ რეზოლუციაში ადგილი ჰქონდა პირდაპირ თუ ირიბ შანტაჟს სააკაშვილის ირგვლივ და ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას შორის ტოლობის ნიშნის გავლებას. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ უნდა დაველოდოთ რამდენიმე თვეს და ვნახოთ, ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია საქართველოსთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მყისიერად გადაწყდება სააკაშვილის შემდგომი, როგორც მინიმუმ, ოთხი წელიწადის ბედი.
for.ge დავით ქართველიშვილს ესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი აქტიურობს სოციალურ ქსელში და ჩანს, რომ პატიმარის მდგომარეობა არაა მძიმე, პირიქით, მას ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ აქვს. როგორ ფიქრობთ, დადგა დრო სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით? ვიცით, რომ გაცილებით მძიმე ავადმყოფები გადიან მკურნალობას ციხის პირობებში, რაც იწვევს მათი ოჯახის წევრების სავსებით სამართლიან პროტესტს...
დავით ქართველიშვილი: აბსოლუტურად ვეთანხმები ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას, რომ პატიმარი და კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს უნდა იხდიდეს პენიტენციური სისტემის რიგით დაწესებულებაში, ისევე როგორც 10 ათასამდე პატიმარი. მაგრამ, მესმის ხელისუფლების საკმაოდ რთული მდგომარეობა, რომელიც, ალბათ, ისევ და ისევ ამ წლის ბოლოსთვის მოსალოდნელ იმ გადაწყვეტილებას ეფუძნება, როდესაც ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 12-პუნქტიანი დათქმების შესწავლის შედეგად.
ფაქტობრივად, გამოასწოროს საქართველოს მიმართ შარშან დაშვებული სერიოზული უსამართლობა და მიანიჭოს ის სტატუსი, რომელსაც საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, იმსახურებდა შარშანაც და იმსახურებს დღესაც. არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანას, არამედ ბოსნია-ჰერცოგოვინასაც მოვიყვან მაგალითად. ყველა ამ ქვეყნებს საქართველო უსწრებს თვითონ ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტებით, რომელიც მან თავის დროზე დააწესა კანდიდატებისთვის ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.
ამიტომ, შეიძლება ხელისუფლებას არ სურს ამ დარჩენილ თვეში გაამწვავოს სიტუაცია და საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭების მომხრეებს, რომლებიც ბლომად არიან ევროპარლამენტის და ევროკომისიის სტრუქტურებში, მისცენ საბაბი, რომ ბოლო მომენტში ეს არგუმენტი მოიშველიონ, რა დროს სააკაშვილის პიარადი მდგომარეობის გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, როდესაც სადაცაა ჩვენ თქვენთვის უნდა მოგვენიჭებინა სტატუსი და ა.შ.
მე, მაგალითად, როგორც რიგითი მოქალაქე, დაველოდები ამ რამდენიმე თვეს და როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით ეს სამართლიანობა აღსდგება, მერე უკვე არაფერი შეუშლის ხელს ხელისუფლებას იმისთვის, რომ სააკაშვილის თავზე სამართლიანობამ იზეიმოს და იყოს გადაყვანილი გლდანის შესაბამის დაწესებულებაში.
დიეტაზე მყოფი სააკაშვილი სასჯელს იხდის პალატაში და ის რომ გადაყვანილი არ არის ციხეში, განპირობებულია იმით, რომ დასავლეთი ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე? ანუ, თუ მოხდება სააკაშვილის ეტაპირება, არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და ამასობაში კი სააკაშვილი აგრძელებს სიმულანტობას...
- რა თქმა უნდა. დასავლეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით და სამართლიანობა - ეს ორი ცნება სინამდვილეს არ წარმოადგენს, ეს არის ორი ანტონიმი, რომელიც ერთი მეორეს გამორიცხავს. თავიდანვე საქარათველოსთან მიმართებით ევროკომისიამ, ევროკავშირმა დაიჭირა აბსოლუტურად უსამართლო პოზიცია. ამის შემდეგ არაერთგზის და არაერთ რეზოლუციაში ადგილი ჰქონდა პირდაპირ თუ ირიბ შანტაჟს, სააკაშვილის თემასა და ჩვენთვის სტატუსის მინიჭებას შორის ტოლობის ნიშნის გავლებას.
ამიტომ, დაველოდოთ რამდენიმე თვეს. ვნახოთ, ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია ჩვენთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მყისიერად გადაწყდება სააკაშვილის შემდგომი, როგორც მინიმუმ, ოთხი წელიწადის ბედი. ნუ დავაჩქარებთ, დაველოდოთ, თუ ყველაფერი ისე დასრულდა როგორც წარმომიდგენია, 2024 წლის ახალ წელს ბატონი სააკაშვილი შეხვდება რომელიმე დაწესებულებაში, რუსთავში, ან ქუთაისში, ჩვეულებრივ საკანაში.
„მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი“, - წერს სოცილურ ქსელში სააკაშვილი და აქვე მიმართავს საზოგადოებას, რომ მოემზადონ და ერთად შეებრძოლონ რუს ოლიგარქს, რომ საბოლოოდ გააფორმონ საქართველოს გამარჯვება. ამას ამბობს ადამიანი, რომლის დედა, ადვოკატები და პარტია ამბობს, რომ პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია და ამავე დროს მოქალაქეებს მოუწოდებს აჯანყებისკენ. როგორც ჩანს, ქვეყნის აყირავების გეგმა, რომელზეც თქვენ დეტალურად საუბრობდით, მუშავდება „ნაციონალურ მოძრაობაში“...
- ხელი არ შეუშალოთ. დაამარცხოს ოლიგარქი, ხელისუფლება, იბრძოლოს თავისი ჯანმრთელობისთვის, ისევე როგორც მისი უდანაშაულობისთვის. ამისთვის მას აქვს იდეალური პირობები - ოროთახიანი პალატა, 24-საათიანი სამედიცინო მომსახურეობით სახელმწიფოს ხარჯზე, უამრავი მოდერატორი, რომელიც მართავს მის გვერდებს სოციალურ ქსელებში და ზოგადად, ვინ, რა ტექსტებს წერს, ეს კიდევ ცალკე თემაა. როდესაც მელაპარაკებიან, რომ სააკაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, ვიცი, რომ ეს სააკაშვილის დაბეჭდილი არ არის. ნაკარნახევი არის თუ არა, ესეც არ ვიცი, იმდენად ბევრ ცვლაში არიან მისი გვერდის მოდერატორები, ერთმანეთს ანაცვლებენ და ვის რა დავალება აქვს მიღებული, ტექსტს თუ სტატუსს იმის მიხედვით აქვეყნებს.
კიდევ ერთხელ ვამბობ - ჯერჯერობით, ოთხი წელიწადი აქვს დარჩენილი. გრძელდება სამი სასამართლო პროცესი, საიდანაც 7 ნოემბრის ირგვლივ წაყენებული მუხლი, თუ არ ვცდები, 9-დან 12 წალმდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს. იმედია, ამ ოთხი წლის განმავლობაში სამივე სასამართლო პროცესი დასრულდება, ის ბრალი, რომელიც უფრო ხანგრძლივ სასჯელს ითვალისწინებს, შეეფარდება და მისი ეს დარჩენილი ოთხი წელიწადი, როგორც მინიმუმ, გაგრძელდება.
საუბარი იმაზე, რომ ის დააღწევს თავს მართლმსაჯულებას, ეს დამოკიდებულია რაღაც სუბიექტურ ფაქტორებზე, რომელსაც ისევ და ისევ მივყევართ ქალბატონ პრეზიდენტის კერძო რაღაცა გადაწყვეტილებასთან. საქართველოში კი წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, რას მოიმოქმედებს და რა მოუვა თავში სალომე ზურაბიშვილს.
ყოველ შემთხვევაში შევჯერდეთ სააკაშვილის იმ მდგომარეობით, რომელიც უსამართლოდ იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში, იქ არ უნდა იყოს, ის არ უნდა იყოს ამ აბსოლუტური ვიპუზრუნველყოფის ქვეშ სახელმწიფოს ხარჯზე. მაგრამ, წლის ბოლომდე ნუ გავაღიზიანებთ ჩვენს დუძინებელ მეგობრებს, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ.
რაც შეეხება გამოძიებას, ჯერჯერობით გამოძიება არ მიმდინარეობს აგვისტოს ომის გამომწვევ წინაპირობებზე და შედეგებზე. ისევ სააკაშვილის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში უნდა დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა. გვახსოვს ომის შემდეგ სააკაშვილის სიტყვები, ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიკავა, არის ქვების გროვა, რომელსაც ნულოვანი ღირებულება აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეტევისთვის არ გამოიყენებენ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იწყებს სახელწიფო აგვისტოს ომის გამოძიებას, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა სახელმწიფოს, მათ შორის ოკუპაცია?
- გამოძიების დაწყება თუ მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაქტის კონსტანტაციას, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა გამოძიება პოლიტიკურად და სამართლიანად დასრულდეს, პატარა საქართველოს ირგვლივ ამ დაუძინებელი მეგობრების ძალა, მავნებლობა მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს. ჩვენ ვნახეთ რამხელა არმია, რა მასშტაბის ძალები აუმხედრდა პატარა საქართველოს, როდესაც მან გაბედა და შეეცადა ამერიკაში მოქმედი კანონის საქართველოში გადმოტანას. აღარ ჩამოვთვლი რომელი ქვეყნების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ხელისუფლების რომელ წარმომადგენლებს საქართველოში არეულობისკენ და უკრაინის მაედანის მსგავსი მოვლენების პროვოცირებისკენ. ამ სამარცხვინო კამპანიაში ასევე ჩართული იყო საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი. ამიტომ, მე, მაგალითად, ველოდები 2024 წლის დადგომას როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წელიწადის დადგომას 21-ე საუკუნეში განვითარებული მოვლენების ფონზე. იმიტომ, რომ ისეთი ტიპის არჩევნები, პოლიტიკური პროცესები უნდა დასრულდეს წელს, არა მხოლოდ 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ამერიკელი მკვლევარების მონაცემებით ნელ-ნელა იმძლავრებს კონსერვატიული და მემარჯვენე ძალების წარმომადგენლობითი თემი ევროპარლამენტში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თეთრ სახლში დღევანდელ ადმინისტრაციას ჩაანაცვლებს დონალდ ტრამპის ფრთა.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართელოს საპარლამენტო არჩევნები დასრულდება ისე, როგორც ეს სურს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. როდესაც დადგება ის პირობები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, არა მხოლოდ ბრალი წავუყენოთ, არამედ გამოძიება ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლებრივ პირობებში, ყოველგავრი წაქეზების, რუსული გამოძიების ძახილების და ქუჩაში ხალხის გამოყვანის გარეშე, აი, მაშინ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დამთავრდება.
აგვისტოს ომის საქმე გამოსაძიებელია და გეტყვით, რომ დღის წესრიგში დგას აგვისტოს ომის გამოძიება. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს სჭირდება თავისი დრო, დაწყებასაც და დასასრულსაც. დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ 2024 წელს ყველაფერი წარიმართება ისე, რომ მაქსიმალურად ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება შეიქმნება როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
დაგნარისაგან რაზრეშენია აიღეთ როო??
გეტყვიან რუსული კანონიაო
ნატალი მართალი იყო რომ ამტკიცებდა ამათ ნაცები ბუებად ჭირდებათო......ამათ ფონზე ჩვენ მამა აბრამის ბატკნები გამოვდივართო
ეგრეა მაგრამ ამით ხალხს რააა ......
სამში გრძელი