„ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს“, - ნათქვამია მწერლების განცხადებაში, რომლებმაც მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, ქეთი დუმბაძეს უნდობლობა გამოუცხადეს. მწერლების ნაწილი მიიჩნევს, რომ დუმბაძე პარტიული ნიშნით დაინიშნა დირექტორად და მწერალთა სახლში მთავრობის ინტერესების გასატარებლად არის მისული.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ქეთი დუმბაძე სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას 2023 წლის 4 სექტემბრიდან შეუდგება. რაც შეეხება ნატა ლომოურს, რომელიც მწერალთა სახლს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ აგვისტოს დასაწყისში სამინისტროდან აცნობეს, რომ საქმიანობის ვადა ეწურებოდა. ლომოური აცხადებს, რომ ის სამინისტროს მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდიდა.
რა დგას მწერლების პროტესტის უკან - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ისტორიკოსს, ანალიტიკოსს ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.
ბატონო ედიშერ, რას ნიშნავს პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მწერლები მიმართავენ?
ედიშერ გვენეტაძე: ეს მწერლები, რომლებიც საკუთარ თავს მწერლებს უწოდებენ, ისეთია მე რომ ჩემს თავს ვუწოდო კოსმონავტი. ხელმოცარული ხალხია, რომლებსაც სურთ რაღაცისადმი პროტესტის გამოხატვა. დიდი ეჭვი მაქვს იმისა, რომ ისინი დავალებული არიან იმ ორგანიზაციისაგან, რომელსაც ჰქვია დანაშაულებრივი ორგანიზაცია - „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ დაკვეთას ასრულებენ დღეს.
რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველეს?
- ამას ვადასტურებ იმით, რომ მათ სათავეში უდგას ისეთი „უმწერლობის მწერალი“, რომელსაც ჰქვია ლაშა ბუღაძე. უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებებნო - აი, ასე სურთ წარმოჩენა, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც მწერლებია: შოთა, ილია, ვაჟა, აკაკი და გალაქტიონი, ამათი ადგილი არ არის. ვფიქრობ, ერთით ძალიან კარგ რამეს აკეთებენ, თუ პროტესტის ნიშნად საერთოდ დაანებებენ თავს წერას, ამით უპირველეს ყოვლისა თვითონაც დაისვენებენ და ამით ძალიან დიდი პატივს სცემენ ქართველ მკითხველს.
მთვარი მოტივი, რატომ არ ღებულობენ ქეთი დუმბაძეს არის ის, რომ მან მხარი დაუჭირა „რუსულ კანონს“ და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ აღიარებენ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებაში და პროცესებში ჩარევას. კანონი, რატომაც უპირისპირდებიან დუმბაძეს, არაერთგზის დადასტურდა, რომ არ არის რუსული და ეს არის ამერიკული FARA-ს ანალოგი, რომლის წყალობით ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი სააკაშვილისა და ლობისტური კომპანიების მუშაობის შესახებ...
- ქართველებს გვაქვს შესანიშნავი ანდაზა - ქურდს რომ დააკვირდე, დღეში ასჯერ წამოიძახებს ქურდი ვარო. ამ წერილით, ამ ჩვენმა ე.წ. მწერლებმა გამოაჩინეს საკუთარი თავი და დაადასტურეს, რომ ისინი არიან უცხოეთის აგენტები. ვინაიდან, ისინი ეწინააღმდეგებიან ისეთ უწყინარ და ამავე დროს აუცილებელ კანონს ქვეყნისათვის, როგორიც იყო FARA-ს კანონი, რომელიც პირდაპირი იყო თარგმნილი ამერიკულიდან. ამიტომ, ეს კანონი რომ მიღებულიყო და, ალბათ, დრო მოვა და მიღებული იქნება, ეს ბუღაძეები, კოდალაშვილები, ფეიქრიშვილები, ჯანჯუხაშვილები, თუ ჯინჯუბეღაშვილები, ესენი ყველანი გამოაშკარავებული იქნებიან, როგორც აგენტები.
ამიტომ აქვთ კუჭის წვა, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ ლაშა ბუღაძის, კონდახაშვილის, ფეიქრიშვილის თუ ვიღაცების ნაწერების კითხვაზე თავს არავი იკლავს. უფრო მეტიც, არავინ არავის არაფერს არ უშლის. ერთი რამე მინდა გითხრათ, ესენი მაგონებენ იმ მწერლებს, როგორიც იყვნენ ე.წ. პროლეტკულტელი მწერლები 20-იან წლებში, ტროცკისტული ორგანიზაციის ისეთივე აგენტები იყვნენ, როგორც ესენი.
ოღონდ, იმათ თუ პროლეტკულტეოლებს უწოდებდნენ, მე ამათ ტუალეტკულტელებს ვუწოდებდი და რატომ? - ეს ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი და სხვები პირდაპირ აცხადებდნენ, ტუალეტში რომ დაჯდები, იქ ლექსების და მოთხრობების წერას რა სჯობსო. ტყულს ვლაპარაკობ კაცო? არ თქვეს ასე? დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.
როგორ ფიქრობთ, მწერლების მხრიდან პროტესტის ეს უცნაური ფორმა ორგანიზებულია ოპოზიციის მიერ, რომ დაგროვდეს მეტი ნეგატივი? ფაქტია, რომ ოპოზიცია ემზადება პოლიტიკურად ცხელი შემოდგმისთვის, თუმცა არც ზაფხული გამოდგა პოლიტიკურად გრილი...
- რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ცენტრის მიერ მართული. ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობ, იმ ადგილიდან იმართება, სადაც ჩასული იყო ჩვენი პრეზიდენტი 7-8 მარტს და მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს პოლიციელების ცოცხლად დაწვისკენ და რომლის წინააღმდეგ არც ერთმა ჩვენმა უცხოელმა ე.წ. დაუძინებელმა მეგობარმა ხმა არ აღიმაღლა. მეტიც, მწერალი უნდა იყოს ჰუმანისტი, ერთი მითხარით მაგათგან რომელიმემ თუ გამოთქვა პროტესტი იმაზე, რაც ხდებოდა რუსთაველზე 7-8 მარტს?
პროტესტს ვერ გამოთქვამდნენ, რადგან მხარს უჭერდნენ...
- ამიტომ ვამბობ, რომ ესენი არიან აგენტოკრატები. ანუ, ესენი არიან ნეოტროცკისტები. კი, ბატონო მესმის პროტესტი გამოხატე, მაგრამ როდესაც ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს, თუ პოეტი ხარ, თუ მწერალი ხარ, თუ ჰუმანისტი ხარ, ერთი წამოკნავილებით მაინც არ უნდა წამოგეკნავლა, რომ ეს არასწორია? როდესაც ვიღაცები ქაშუეთის ეკლესიის ეზოში შარდავდნენ, არ უნდა დაეგმოთ?! მეტიც, როდესაც ფალოსს ხატავდნენ რუსთაველის სახელობის თეატრზე, ამაზე ხმა არ უნდა გაეღოთ?! ამიტომ, 20-იანი წლებიდან გამომდინარე, ესენი მიმაჩნია დღევანდელობაში არსებულ ნეოტროცკისტ, პროლეტკულტელ, ტუალეტკულტელ მწერლებლად.
მათი პროტესტის ფორმა იწვევს ცინიზმის და დაცინვის ობიექტი გახდნენ სოციალურ ქსელში. რამდენად საშიშია ასეთი პროცესები და მოტივად იმის დასახელება, რომ არ მივიღებ რადგან „რუსულ კანონს“ დაუჭირა მხარ?
- ეს ადამიანები არიან განაწყენებული და რაზე - ამ ადამიანებს ქეთი დუმბაძის დანიშვნის შემდეგ მოაკლდებათ ის სასუსნავი, რომელიც თითოეულ მათგანს ჰქონდა, ბუღაძიდან დაწყებული, კუდავათი გაგრძელებული და ა.შ. ეს არის პროტესტის მთავარი მიზანი. დანარჩენი, ეს მწერლობაც, ეს ლიტერატურაც და ეროვნული საკითხებიც ფეხებზე კიდიათ. მთავარია, მიიღონ, შეჭამონ, მუცელი ამოიყორონ და ჯიბეში ფული ჰქონდეთ, თორემ დანარჩენი მაგათთვის მეასეხარისხოვანიც არაა. ამიტომ ვლაპარაკობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, თუ პროტესტის ნიშნად საერთოდ წერას შეწყვეტენ. ამას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება ქართველი ხალხი. თუმცა ესენი მწერლები არიან თუ არა, არც მაგისთვის იკლავს თავს არავინ.
როგორც ჩანს, არა მარტო მწერალთა კავშირში, არამედ ძალიან ბევრ სტრუქტურაში არიან მოკალათებული რადიკალების მხარდამჭერები და განსაკუთრებით შოვის ტრაგედიამ აჩვენა ეს ადამიანები. სწორედ ასეთი ადამიანების გამო უწევს ქვეყანას მუდმივი რყევების პროცესში ყოფნა, სტაბილურობისთვის და პოლიტიკური სიმშვიდისთვის არ დადგა დრო, რომ განხორციელდეს საკადრო რეფორმა?
- გეთანხმებით და ადამიანების ეს კატეგორია ყველაზე უფრო საშიშია სტაბილური განვითარებისთვის, მაგრამ ამას წინათ შოვში მყოფ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითვა, მიიღებთ თუ არა კანონს დეზინფორმაციის და ცილისწამებაზეო, რაზედაც უპასუხა, რომ დიდი სიამოვნებითო, მაგრამ გამოვა ვიღაცა უცხოელი ელჩი და ამაზე ააგებენ ისეთ ამბავს, რომ მონაგონი იქნება ე.წ. FARA-ს კანონიო. მოდით, ვთქვათ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც 30 წლის განმავლობაში მოაქციეს მმართველობის იმ ფორმაში, რომელსაც ჰქვია ნეოკოლონიალიზმი. დაწყებულია მცდელობა ნეოკოლონიალიზმისგან თავის დაღწევის და ზუსტად ამოქმედდა ის აგენტოკრატია ამ ე.წ. მწერლების და იმ ჩანერგილების მეშვეობით, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობენ. აქვე გასათვალისწინებელია ერთი უჭკვიანესი კაცის ნათქვამი, რომელიც მუდამ იყო და მუდამ ყველა ხელისუფლებას უჭირდა - „კადრები წყვეტენ ყველაფერს“ .
ამ კადრების მოძებნა, ნახვა ძალიან მძიმე საქმეა. ეს უჭირდა ალექსანდრე მაკედონელსაც, იულიუს კეისარსაც, დავით აღმაშენებელსაც, ნაპოლეონ ბონაპარტსაც, სტალინსაც და ეს უჭირს დღევანდელ ხელისუფლებას. მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ის პროცესი, რომელიც დაწყებულია ჩვენთან და რომელიც ითვალისწინებს ნეოკოლონიალიზმისგან თავის დახსნას და იმ პრინციპის გატარებას, რომლის შესახებ დიდი ილია ლაპარაკობდა - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო - ამას ქართველი ხალხი წარმატებით მიაღწევს.
პროცესი დაწყებულია, ისტორიული პროცესის განვითარება ჩვენს მხარეს არის და ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ. ეს ბუღაძეები, კოდალაშვილები, ჯინჯიბუღაშვილები და სხვები არიან დროებითი მოვლენა, ტიპიური ნეოტროცკისტები და მათი ბელადის სიტყვებს მოვიხმარ - მათი ისტორიის კანალიზაციაში ჩარეცხვა, სულ მცირე, დროის საკითხია.
რაც შეეხება კობახიძეს, ეს კითხვა დაისვა იმიტომ, რომ for.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან, რომელმაც გამოთქვა პოზიცია, რომ „კანონმა უნდა დაიცვას დეზინფორმაციისგან ცალკეული პირიც და ქვეყანაც“, რასაც მოჰყვა სოციალურ ქსელში ოპოზიციის მწვავე შეფასება და სწორედ ამის შემდეგ მიმართეს ამ კითხვით კობახიძეს. ჩვენისთანა ქვეყნისთვის, რომელსაც ჰყავს რადიკალური ოპოზიცია, აქვს ოკუპაციის პრობლემა და სწორედ ოკუპაციის ნაწილში ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას, იგივე დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, არ ფიქრობთ, რომ დეზინფორმაციის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი? ისევე, როგორც FARA-ს კანონი, ასევე დეზინოფრმაციის შესახებ კანონი მოქმედებს დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში. შოვის ტრაგედიამ აჩვენა ამ კანონის აუცილებლობა, მოქალაქე უნდა იყოს დაცული დეზინფორმაციისგან...
- გეთანხმებით, მაგრამ ახლა ამ პარლამენტის მიერ შეუძლებელია ამ კანონის მიღება. ვინაიდან, არჩევნები კარს არის მომდგარი და აქ სწორედ ისეთი რაღაცები უნდა დასავლეთს და დასავლეთის აგენტურას, ეს ქვეყანა მორჩილებაში ჰყავდეს, გაბატონებული იქნას თავისი აგენტურა და შემდეგ ჩმორად იქნეს მთელი საზოგადოება გადაქცეული, ამიტომ, როგორც კი ამაზე დაიწყება ლაპარაკი, მაშინვე დაიწყება ის პროცესები, რაც ვნახეთ მარტის თვეში. გვახსოვს რა განაცხადა სოზარ სუბარმა - პირდაპირ გვითხრა ამერიკის ელჩმა, რომ თქვენ როგორც კი მაგ კანონზე ლაპარაკს დაიწყებთ, მაშინვე გამოგიცხადებთ რუსულ კანონადო. აი, ეს არის. ამიტომ, ჯერჯერობით ჰყავთ ძალიან ძლიერი დასაყრდენი ე.წ. ა-რ, ე.წ. მწერლების, ე.წ. პოეტების, ე.წ. ხელოვანების სახით.
უდავოდ ნიჭიერი კაცია ნიკა რაჭველი, მაგრამ ნახეთ, რა ამბავი ატეხა ჩვენს გმირ მფრინავებზე და ძალიან კარგად უპასუხა გმირულად დაღუპული მფრინავის, ლორიას შვილმა, ანი ლორიამ და პროფესიონლმა, მოქმედმა მფრინავმა, მაგრამ ესენი თვითონ არ ლაპარაკობენ. ამათ დავალებას აძლევენ და ამ დავალებით ლაპარაკობენ. ამიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს მართული ძალები მომართული არიან იმისკენ, რომ ხელისუფლებას დააშვებინონ შეცდომა და ააგორონ ისეთი სიტუაცია, როგორც მარტის თვეში.
წარმოიდგინეთ, რომ იქ ვინმე დაღუპულიყო და ჩვენ გვახსოვს მათი ბელადი რას მოუწოდებდა აქციის ორგანიზატორებს - ფეხმძიმე ქალს თუ მოკლავთ, უკეთესიაო. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძლიერდეთ, მოვმაგრდეთ და საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა გააცნობიეროს, მათ შორის ამ ძეშეცდენილებმა, ამ ე.წ. მწერლებმა და ე.წ. ა-რ რომ ჩვენი თავი, ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ პროცესი, რომელსაც ჰქვია აშკარა გამოაშაკარავება.
მე ისტორიკოსი ვარ და საზოგადოების ნაწილი ვერ გამიგებს რისი თქმა მინდა, თორემ ანალოგიური პროცესები იყო ზუსტად 20-30-იან წლებში, ასე იყო მაშინაც - შეტევა ეროვნულზე, შეტევა ეკლესიაზე, შეტევა სამშობლოზე, როგორც ესენი, ოღონდ ესენი ახორციელებენ ამას შეგნებულად, რაც მთავარია და ყველაზე უფრო საშინელი იცით რა არის, დათა თუთაშხიაშია ნათქვამი - „იმისათვის კი არ ხარ მოსაკლავი, კაცის მოკვლა რომ შეგიძლია, ფულის გულისთვის რომ შეგიძლია კაცის მოკვლა, იმიტომ ხარ მოსაკლავი“. ესენი სამშობლოს ყიდიან ფულის გამო და ამიტომ არიან საშინლად დასასჯელი.