რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ბიზნესი ე.წ. ქოლ-ცენტრი ქართველი ოლიგარქის მონაწილეობით - 2022 წლის ბრუნვამ 12 მილიარდი გრივნა შეადგინა

რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ბიზნესი ე.წ. ქოლ-ცენტრი ქართველი ოლიგარქის მონაწილეობით - 2022 წლის ბრუნვამ 12 მილიარდი გრივნა შეადგინა

რუსეთ-უკრაინის ომიდან 533-ე დღეს ცნობილი ხდება, რომ ომში მყოფი სახელმწიფოები თანამშრომლობენ ე.წ. ქოლ-ცენტრების ნაწილში. უკრაინული ტელეგრამ-არხი „Резидент“, რომლის წყაროა პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ოფისი, აცხადებს, რომ ევროპაში მიმდინარე ქოლ-ცენტრების შემოწმების გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი იქნა რუსეთ-უკრაინის სინდიკატი, რომელიც აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

როგორც ირკვევა, საკომუნიკაციო ნომრების და თანხების გამოსატანად საჭირო ანგარიშების მომწოდებლები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო ზარების განსახორციელებელი ძირითადი ოფისები განლაგებულია უკრაინაში. ვინაიდან საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთთან თანხების საბანკო მიმოქცევა დაბლოკილია, ევროპელი პენსიონრებისთვის წართმეული ფული გადაჰყავთ კრიპტოვალუტაში - მოგება მხარეებს შორის იყოფა 50/50-ის პრინციპით.

რუსეთიდანაც თანხების გატანა უკრაინაში ან დასავლურ ბანკებში შეუძლებელია, ამიტომ შუალედური ყალბი საბანკო ანგარიშების მეშვეობით ხდება ჯერ ფულის განაღდება, შემდეგ კი მისი ტრანსფორმირება ციფრულ ვალუტაში. უკრაინული ტელეგრამ-არხი „Резидент“-ის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ბიზნესი ქართველი ოლიგარქის მონაწილეობით წარმატებით აგრძელებს სარფიან საქმიანობას ომისა და სანქციების მიუხედავად. 2022 წლის ბრუნვამ შეადგინა 12 მილიარდი გრივნა.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ უკრაინული „კეზერ-ქოლ-ცენტრები“, რუსეთთან პარალელურად, აგრძელებენ თანამშრომლობას დასავლეთთან, ასევე წყაროს ინფორმაციით - იყენებენ ფულის გათეთრების ანალოგიურ სქემებს საქართველოს და ბალტიისპირეთის მცირე ბანკებთან კოოპერაციაში, რისი მეშვეობით თავისუფლად ახორციელებენ ტრანზაქციებს უკრაინაში.

„სხვათა შორის აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის მიმდევრებმა - კონსერვატორებმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ შემოიღეს საინტერესო ცნება - სიღრმისეული სახელმწიფო. ანუ, რესპუბლიკელებმა დააგინეს, რომ გარდა იმ ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურებისა და პარტიული ცხოვრებისა, არსებობს სიღრმისეული სახელმწიფო-სახელმწიფოში, რომელიც ახორციელებს ტრანსკორპორაციულ ინტერესებს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფ მსოფლიოს სხვადასხვა გეოლოკაციებში. ამ ორ პარალელურ მოცემულობასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაშიც კი.

როდესაც ერთი პოლიტიკური მანქანა მონაწილეობს მსფოლიოს გლობალურ პროცესებში და მათ შორის საომარ მოქმედებებში, იმავე სახელმწიფოების ტერიტორიაზე ამ სიღრმისეული სახელმწიფოს წარმომადგენლები, ტრანსკორპორაციული ინტერესების მატარებლები ყოველგვარი ომის, პოლიტიკური უთანხმოების და მსგავსი ანტაგონიზმების გარეშე საერთო ბიზნესით როგორც იყვნენ დაკავებული, ასევე არიან დღესაც. მათ შორის, ეს ეხება ბიზნესის კრიმინალურ ნაწილს, როგორიც არის ე.წ. ქოლ-ცენტრების სისტემა, რომელიც მუშაობს ევროპელი პენსიონრების ძარცვაზე“, - აცხადებს ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, საუბარი მიდის რუსეთ-უკრაინულ კრიმინალურ სინდიკატზე, რომელიც ქოლ-ცენტრების მეშვეობით აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მიმდინარეობს გამოძიება, ბრიტანულმა „ბი-ბი-სი“-მ ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა. უკრაინალური წყარო იუწყება, რომ ამ დანაშაულებრივი სქემების მიხევით 2022 წლის განმავლობაში, მთელი ამ ომის მიმდინარეობის პერიოდში 12 მილიარდი უკრაინული გრივნა იქნა მიღებული ამ სინდიკატის მიერ, რომლის ნახევარი განლაგებულია რუსეთში.

„რუსეთის ფუნქციონარული მოვალეობაა ქოლ-ცენტრები, რომლებიც განლაგებული არიან უკრაინაში, მოამარაგონ ევროპელი პენსიონრების საკომუნიკაცი საშუალებებით. უშუალოდ ზარები და ფულის გამოძალვა ხდება უკრაინის ტერიტორიიდან და ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ქოლ-ცენტრების უკრაინულ ქსელს აკონტროლებს ე.წ. „მილტონ ჯგუფი“, რომლის ოფისი განლაგებულია კიევის ერთ-ერთი ცენტრალური სასტუმროს ტერიტორიაზე და ამ კრიმინალურ ბიზნესზე უშუალოდ არიან დაკავშირებული კეზერაშვილი და მისი ბიზნეს-პარტნიორები.

ჩვენ ყველა შანსი მოგვეცა ვივარაუდოთ, რომ საუბარი მიდის კეზერაშვილის ვერგაჩერებულ კრიმინალურ საქმიანობაზე, რომელიც ვერ შეუზღუდა ვერც ევროპულმა გამოძიებამ და ვერც ბრიტანელების ჟურნალისტურმა გამოძიებამ. ამ ინფორმაციაში საინტერესოა ის დეტალებიც, რომ ფულის გათეთრების, ანუ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის სქემებში - ფულის გადაყვანა ციფრული ფულის კატეგორიაში და კრედიტ ვალუტაში - მონაწილეობენ საქართველოში და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში მდებარე მცირე ბანკები, დანარჩენ კონკრეტიზაციაზე საუბარი არ მიდის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსულ-უკრაინულ ქოლ-ცენტრების ხაზს სწორედ ოლიგარქი დავით კეზერაშვილი აკონტროლებს.

„ჩვეულებრივად, როგორც მშვიდობიანობის დროს, ისე ომის პროცესში ნებისმიერი მოქმედებას ჰყავს როგორც თავისი მომხრე, ისე მოწინააღმდეგე. ამ შემთხვევაში, როდესაც საომარ მოქმედებებებზე ვსაუბრობთ, ყველა სახელმწიფოში, სახელმწიფოს შიგნით და მათ შორის საომარ მოქმედებას დაქვემდებარებულ სახელმწიფოს შორის არსებობენ კლანები, რომლებიც გარკვეულწილად წინააღმდეგი არიან გარკვეული პროცესების, ან პირიქით მხარს უჭერენ. ამიტომ, აშშ-ს მსგავსად, რუსეთის ფედერაცია ძალიან დიდი სტრუქტურაა რომელშიც ყველაფერი ერთი ხელით არ იმართება როგორც აშშ-ში. ამიტომ, ასეთი განფენა ფინანსური წრეებისათვის ჩვეულებრივ მიღებული პრაქტიკაა. ალბათობის მაღალი ხარისხით ამ ფინანსური პირამიდის დამცავ ხაზს არეგულირებს ე.წ. კრიმინალური სამყარო, როგორც ეტყობა „ნაცმოძრაობის“ ფინანსურ კალათას და როგორც ადრე იყო გაჟღერებული, რომ უკრაინაში სათამაშო ბიზნესი კონტროლდებობდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, მიემატა კიდევ ერთი დამატებითი შემოსავლის წყარო.

რაც შეეხება კეზერაშვილს, როგორც არაერთხელ აღნიშნა, ის არის საკმაოდ საეჭვოდ მაღალ იერარქიაზე ასული პირი, ვსაუბრობ საქართველოში მის მოღვაწეობას, აქიდან გამომდინარე, მყარდება ვერსიები, რომ, დიდი ალბათობით, კეზერაშვილი არ წარმოადგენს საკუთარ თავს და არც არასოდეს წარმოადგენდა საკუთარ სახელმწიფოს. ალბათობის მაღალი ხარისხით, ის არის უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი როგორც საკუთარი ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.