„მთელი დასკვნები არსებობს იმაზე, რომ ვერეს ხეობის ტრაგედია დაკავშირებული იყო არასწორ ინფრასტრუქტურასთან და ახლა ნაცები საგამოძიებო კომისიის შექმნას თავად ითხოვენ“

„მთელი დასკვნები არსებობს იმაზე, რომ ვერეს ხეობის ტრაგედია დაკავშირებული იყო არასწორ ინფრასტრუქტურასთან და ახლა ნაცები საგამოძიებო კომისიის შექმნას თავად ითხოვენ“

ნაცები რაჭის სტიქიასა და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, ავიწყდებათ რა, რომ 2015 წელს თბილისში მომხდარი ვერეს ხეობის ტრაგედია სწორედ მათგან იღებს სათავეს. 2009 წელს ნაციონალებმა ისე დაიწყეს მშენებლობა ვერეს ხეობაში, ეკოლოგიური და უსაფრთხოების ექსპერტიზა არ გაუვლია პროექტს. თანაც, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისას გოფრირებულ მილსა და კოლექტორებში მოაქციეს წყალმოვარდნებით ცნობილი მდინარე ვერე.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, ჰიდროლოგი გია გაჩეჩილაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დაეთანხმებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ არ იცოდეს, რისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი ნაციონალების მიერ.

გია გაჩეჩილაძის აზრით, საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზანი სიმართლის დადგენა არ არის. ჩვენს ოპოზიციას სინამდვილე და ადამიანების ბედი არ აინტერესებს, ეს გახანგრძლივებული პიარისთვის სჭირდებათ. როდესაც საგამოძიებო პროცესები დაიწყება, მთავარი მანდ იქნება, რომელი ტელევიზია რომელს აჯობებს თავისი პიარით, თემის გადაფარვით. ცხადია, ჩვენი საზოგადოება საგამოძიებო დასკვნებს არ კითხულობს, არც გეოლოგების დასკვნა წაუკითხავს ვინმეს.

„შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა, გამოძიება დაიწყო. თუ რამე გადაცდომაა, გამოჩნდება, თუმცა რაში უნდა იყოს გადაცდომა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები. რაც მეტი გამოძიება იქნება, მით მეტი სიმართლე დამტკიცდება. ისიც გაირკვევა, რომ ეს ცალმხრივი ექსპერტები, რომლებიც გარკვეულ ტელევიზიებს გამოჰყავთ, ჯერ ერთს ამბობენ და მერე, როცა დაინახავენ, რომ სისულელე ილაპარაკეს, გადათქვამენ და უკვე მეორეს ამბობენ. მოიგონეს დეზინფორმაცია, თითქოს შოვში კოტეჯები ახლა აშენდა, არადა, 60-იან წლებში აშენდა, მოიგონეს ისიც, თითქოს მდინარე ბუბისწყალს კალაპოტი შეუცვალეს, ამ დროს 60-იან წლებშია შეცვლილი. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ გარკვეული ჯგუფები საქართველოში იმით კი არ არიან დაინტერესებულნი, მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს, არამედ იმით, რომ საზოგადოება მუდმივად პანიკასა და ისტერიკაში ჰყავდეთ“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე შეფასებით, დეზინფორმაციის გაგრძელებაა, რომ კახა კალაძემ თურმე იცოდა მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ და შვილები გახიზნა, რაც აბსურდია, რადგან კალაძეს თუ შეუძლია ასეთი რამის პროგნოზირება, მაშინ ნობელის პრემია ეკუთვნის.

გია გაჩეჩილაძე იმასაც იხსენებს, რომ ვერეს კატასტროფა მთლიანად „ნაცმოძრაობის“ კისერზეა. „ნაცებმა“ ისე დაიწყეს მისი მშენებლობა, არავითარი ეკოლოგიური ექსპერტიზა არ გაუვლია პროექტს, არც უსაფრთხოება იყო შეფასებული. თვითონ მშენებელი ამბობდა, თან ვაპროექტებთ, თან ვაშენებთო.

„ეს წარმოუდგენელია. ასეთ საპასუხისმგებლო ნაგებობას რომ აშენებ, უნდა გაითვალისწინო, რომ გვერდით მდინარეა გოფრირებულ მილში მოქცეული. ცხადია, ასეთი სტიქია მოხდებოდა. მთელი დასკვნები არსებობს იმაზე, რომ ვერეს ხეობის კატასტროფა დაკავშირებული იყო არასწორ ინფრასტრუქტურასთან და ახლა ნაცები საგამოძიებო კომისიის შექმნას თავად ითხოვენ?! არ არიან გულწრფელები თავიანთი ისტორიიდან გამომდინარე. რასაც ისინი გარემოსთან მიმართებით აკეთებდნენ, როგორ შეიძლება მათი გულწრფელობა დაიჯეროს ადამიანმა. ეს არის ხანგრძლივი პროცესის შექმნის მცდელობა პიარის მიზნით, რომ მერე თავი იმტვრიოს საზოგადოებამ, ვინ მტყუანია და ვინ მართალი“, - მიიჩნევს გია გაჩეჩილაძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯავახიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველაფრის პოლიტიზირება არ შეიძლება, მაგრამ ეს უბედურება ახლა მოხდა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ მიზეზები.

„სამართლებრივ ასპექტებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დეტალურად უნდა ვნახოთ, რა მოხდა, რამ გამოიწვია ღვარცოფი. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში დეტალურად სწავლობენ კატასტროფის უმნიშვნელო მიზეზებსაც კი, რომ შემდგომში არ განმეორდეს. მით უმეტეს, 2014 წელს დევდორაკი იყო, 2018-ში ნენსკრას შენაკადზე იყო ასეთი ამბავი“, - აცხადებს ზურაბ ჯავახიშვილი.

 

 

ლაზი ამ ჯავახიშვილს, თუ ასე იაზროვნებს, ილიაში დიდხანს არ გააჩერებენ. გრანდ-პროფესორ კობახიძის გვერდით ასეთი აზროვნების ადგილი არ არის.
არ შეიძლება კი არა, ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის, ყველაფრის პოლიტიზებაა აუცილებელი. აბა ახალი საფრთხეების პრევენცია ვის აინტერესებს.
ეს პარლამენტი, საგამოძიებო დაწესებულებაა თუ საკანონმდებლო ორგანო?!
1 წლის უკან
Maverick ლაზი, სწორედ მაგის გამო წლწბია რაც ვამბობ...

როგორც საქართველოს მოქალაქე, წინადადებით შემოვდივარ:

1.კენჭი ეყაროს და გაუქმდეს კონტუტუციის მუხლი მხოლოდ პარტიული წესით არჩევის და პროპორციული წესის უგულებელყოფასთან დაკავშირებით!

2.კონსტუტუციაში შეტანილ იქნას კანონი მხოლოდ პროპორციული წესით ორპალატიანი პარლამენტის (როგორიც აშშ-ში არსებობს) არჩევის თაობაზე!

3. აღდგეს ქვეყნის პრეზიდენტობის ინსტიტუტი!

4. აღდგეს პრეზიდენტის საერთო სახალხო წესით არჩევა!

დავუმატებ!
ბლეფია, რომ 2024 წლის არჩევნებში ჩვენ გავახვევენ თავს გადაკრასკული ქოცები ნაცბოზბანდეის პოლიტიკური ველიდან გაქრობას, პარლამენტში ორი პარტია დარჩება ნაცბოზბანდა და "უკვდავი" ქოცები!
1 წლის უკან