„დეზინფორმაციას კონკრეტულ ადამიანებსა და ქვეყნის ბედზე აქვს გავლენა და ამიტომ კანონმა უნდა დაიცვას ცალკეული პირიც და ქვეყანაც“

„დეზინფორმაციას კონკრეტულ ადამიანებსა და ქვეყნის ბედზე აქვს გავლენა და ამიტომ კანონმა უნდა დაიცვას ცალკეული პირიც და ქვეყანაც“

შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს, მუხლები გადაკვალიფიცირდეს. სტიქიის ზონაში ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. სტიქიის შედეგებთან ერთად ხელისუფლებას უწევს მედიით გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ასეთი ტრაგედიის ფონზე, ოპოზიცია და მასთან ასოცირებული მედია საშუალებები ახერხებენ, რომ გაავრცელონ დეზინფორმაცია.

ოპოზიციური მედია ტრაგედიის დღიდან ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თბილისის მერმა საკუთარი შვილები გამოიყვანა სტიქიის ზონიდან და სხვები სიკვდილისთვის გაიმეტა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ და რა დროს ტოვებენ კალაძის შვილები შოვს, მესიჯბოქსებიც შეცვალეს და უკვე კითხვით მიმართავენ მათ აქტივს - „მართლა გჯერათ, რომ კალაძემ საკუთარი შვილები გადაარჩინა და სხვისი ბავშვები ტალახს გააგუდინა?“ გარდა ამისა, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება.

რა გვაჩვენა ამ ტრაგედიამ და უნდა არეგულირებდეს თუ არა დეზინფორმაციის გავრცელებას კანონი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

შოვში, სტიქიის ზონაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენ ვერ გავცდით იმ აზროვნებას, რომ ტრაგედიამ მაინც შეძლოს განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანების გაერთიანება. ადამიანებს ერთამნეთის შეცდომები ახარებთ, ის რაც სოციალურ ქსელში ხდება კახა კალაძის ოჯახთან დაკავშირებით, მათ შორის იმ პოლიციელის, რომელიც ამ ტრაგედიის ფონზე გულის შეტევით გარდაიცვალა, უკვე გასცდა ადამიანურ ფაქტორებს. ბატონო რამაზ, რა გვაჩვენა შოვის ტრაგედიამ?

რამაზ საყვარელიძე: რთული კითხვაა. რა გითხრათ, ალბათ, ადამიანური სისუსტეების მთელი პარადია. რაც შეეხება ერთიანობას - ამხელა ომი აქვს უკრაინას და რამდენი უკრაინელია საქართველოში, რომლებსაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ აქ ჩამოსულ რუსებთან - ხან ერთად ქეიფობენ და ბიზნესიც ერთობლივი აქვთ. ასეთი ერთიანობა თეორიულად დასაშვებია, მაგრამ რეალურად, ცხოვრებაში, ალბათ, თითქმის არასოდეს არ ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა, არის მძაფრი პერიოდი, როცა შეიძლება ასეთი ერთიანობის მიღწევა.

საქართველოს დიდი ერთიანობის ტრადიციები არც აქვს. კახეთი რომ იბრძოდა, იმერეთი ინარჩუნებდა მშვიდობიანობას და პირიქით. ნაწილებად იყვნენ გაყოფილი და ერთიანი საქართველო როგორც ერთ უბედურებასთან ერთიანად შეჭიდებული ისტორიაშიც იშვიათია. ასე რომ, ალბათ, რეალური იქნება თუ ამას შევხედავთ როგორც არასასურველ, მაგრამ მაინც ადამიანურად გასაგებ ფაქტს.

გეთანხმებით, რომ ადამიანს უხდება როცა უბედურების გულშემატკივარია, პოლიტიკას კი არა, საერთოდ თავის ინტერესებს გადადებს გვერდზე და ვიღაცის უბედურებას, თუ ბედინერებას იზიარებს. როცა ასეთი რამე არ ხდება, ჩვენ გული იმაზე გვწყდება ასეთი არადამიანურები რამდენი არიან ჩვენს გარშემო. კი, არიან და სამწუხაროდ, ბევრნი არიან!

გარდა საზოგადოებრივი დაპირისპირებისა ამ ტრაგედიამ აჩვენა ხელისუფლების შეცდომები? საუბარი არის საკმარისი ვერტმფრენების არარსებობაზე, ხელისუფლება ამბობს, რომ გამოცხადებულია ტენდერი და უნდა შეიძინონ, თუმცა ვხედავთ, რომ არასკმარისი ვერტფრენების თემა ვერ ამოწურა მთავრობამ...

- არ ვიცი, იმდენად არ ვარ ჩახედული, რომ დავითვალო ვერტმფრენების რა რაოდენობა იქნებოდა უპრიანი, მაგრამ ის, რომ სამსახურები მობილიზებული და ქმედუნარიანები არიან, ეს აჩვენეს. ფაქტია, რომ ამ წუთამდე საკამოდ მძიმე პირობებში მუშაობენ და მუშაობენ ისე, რომ არავის თავიანთ მუშაობას არ აყვედრიან, გმირულად მუშაობენ! ხელისუფლების შეცდომებზე ბევრს ლაპარაკობენ თუნდაც იმ მხრივ, რომ შეიძლება თუ არა აღდგეს გეოლოგიის ინსტიტუტი, რატომ არ გაკეთდა აქამდე და ა.შ.

ახლა სოციალურ ქსელებში წერას და ხელისუფლების საგინებლად საბაბების ძებნას ეტყობა, რომ საბაბის მაძიებლები წერენ ასეთ შენიშვნებს. ეს ადვილია, ყველაფრის მომიზეზება შეიძლება, მაგრამ ოპოზიციაც იმიტომ გინდა ნორმალური და წესიერი, რომ როცა ჩაწყნარდება სიტუაცია, უკვე ოპოზიცია უნდა იყოს კვალიფიციური საიმისოდ, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთამეთთან კამათმა დაგანახოს, სად არის სიმართლე. როგორც სასამართლოში კამათობენ ადვოკატი და პროკურორი, ნაფიცმსაჯულები არ არიან კვალიფიციურები, მაგრამ დასკვნას აკეთებენ, სად არის სიმართლე.

ჩვენც არ ვართ კვალიფიციური, მაგრამ ასეთი მაღალიკვაფიციური ადამიანების კამათი გაგხვდის კომპეტენტურს იმაში, რომ დასკვნა გავაკეთოთ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ხელისუფლებასთან კამათი კვალიფიკაციის ნიშნებს არ ატარებს და უფრო ორიენტირებულია შეურაცხყოფაზე და არა არგუმენტების დადებაზე. ამიტომ, ბევრი რამე იკარგება. ხელისუფლება შეიძლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ რახან ოპოზიციას კვალიფიცირებულ კრიტიკაზე არ აქვს ორიენტაცია, ამიტომ, ფაქტობრივად, მოსახლეობისთვის ხელისუფლების შეცდომებიც დაკარგულია.

რაც შეეხება შეცდომებს, ამ დღეებმა გვანახა რა დოზით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება ჩემი კოლეგებისგან. ის ფაქტი, რომ მედიაც ცდილობს ეს ტრაგედია მოარგოს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეს რა არის? ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართული ჟურნალისტიკა ყველაზე მეტად ძაბავს სიტუაციას, გასცდა ჟურნალისტიკის ფარგლებს და გახდა მხარე და საკამოდ რადიკალური მხარე. ამ დესტრუქციაში, დაპირისპირებაში, მთავარ როლს ასრულებს დღევანდელი ქართული მედია...

- ვეღარ გეტყვით უკვე, რომ მთავარ როლს ასრულებენ ჟურნალისტები-თქო, რადგან დიდი ადგილი დაიკავა სოციალურმა მედიამ. ყველას უკავია ტელეფონი ხელში და ფაქტობრივად, ჟურნალისტის ფუნქციას უკვე სოციალური მედია იღებს თავის თავზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, გინდ ჟურნალისტი და გინდ სოციალურ მედიაში გავრცელებული ეს დეზინფორმაცია სამწუხარო ფაქტია უდავოდ. მაგრამ, ეტყობა, არც ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და არც ვიცი, არსებობს თუ არ ასეთი ქვეყანა, სადაც სიცრუეზე, დეზინფორმაციაზე სამართლებრივი საკითხი არ დგებოდეს და მათ შორის ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე.

როდესაც ჟურნალისტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, იქ ჯარიმებიც დიდია. ჯარიმდება გამოცემლობა და ხანდახან მილიონებამდე ადის. ჩვენთან ეს პრაქტიკა არ არის. სხვაგან რომ ეს პრაქტიკა არის, ეს მიგვითითებს იმაზე, რომ სიმართლესაც დაცვა სჭირდება. ადამიანებს იძულება სჭირდება იმისათვის, რომ თქვან სიმართლე და ამიტომ საჭიროა იურიდიული პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც იძულება სჭირდებათ ადამიანებს, რომ არ მოიპარონ და არსებობს იურიდიული პასუხისმგებლობა. ასევეა, როდესაც ხდება ტყუილის ტირაჟირება და თან ტყუილის, რომელიც უამრავ რამეს აშავებს - ჯერ ერთი, რომ ვიღაცის ღირსებას ლახავს, მეორე - ადამიანებს უკლავს ხელისუფლებისა და საკუთარი ქვეყნის იმედს და ეს უიმედო ადამიანები ალაგებენ ჩემოდანს და გარბიან სხვა ქვეყნებში და ა.შ.

ანუ, დეზინფორმაცია უვნებელი არ არის?

- რა თქმა უნდა, დეზინფორმაციას კონკრეტულ ადამიანებსა და ქვეყნის ბედზე აქვს გავლენა. ამიტომ, კანონმა უნდა დაიცვას დეზინფორმაციისგან ცალკეული პირებიც და ქვეყანაც. აი, ეგ უკვე ხელისუფლების ბრალია, რომ ეშინია ასეთი კანონების შემუშავებისა, რომელიც დეზინფორმაციისგან დაიცავდა. ვიცით, რომ დასავლეთმა არ მიგვაღებინა ასეთი კანონი, რომლითაც ფარდა აეხდებოდა რაღაცა მოვლენებს. კერძოდ, ვინ, ვისგან იღებს დაფინანსებას. გვითხრეს, რომ FARA-ს ტიპის კანონი თქვენ არ გამოგადგებათო.

ანალოგიურად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შიშით ბევრ ნაბიჯებს არ დგამს ხელისუფლება, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ დეზინფორმაციაზე გაიზარდოს პასუხისმგებლობა. კანონი კანონად და დეზინფორმაციით დაზარალებულებსაც იშვიათად მოსდით თავში, რომ მიმართონ სასამართლოს. ქართველებს ხომ არ გვიყვარს სასამართლოსთან აპელირება, უფრო დიდი სიამოვნებით მივა და გალახავს, ვიდრე სასამართლოში უჩივლებს. შუა საუკუნეების აზროვნების წესი გვახასიათებს. ასე რომ, აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ მარტო თანხმობა არ არის გამოსავალი, მაგ მდგომარეობაზე ნაწილობრივ ხელისუფლებაც და შეიძლება თითოეული ჩვენთაგანი არის პასუხისმგებელი.

თქვენ დასავლეთის მედია ახსენეთ და უმცროსი რობერტ კენედი ამბობს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო არის დეზინფორმაციის უმსხვილესი სპონსორი, ანუ ამბობს, რომ ჯაშუშები არიანო. პრობლემა არის, მით უმეტეს ქართულ სინამდვილეში, როდესაც ოპოზიცია და მასთან ასოცირებული მედია ცდილობს დღის წესრიგი ისტერიაზე ააგოს და სამწუხაროდ, ქართული მედია გახდა დეზინფორმაციის, ისტერიის და დაპირისპირების პირველი წყარო...

- ქართულმა მედიამ ასეთად თავი გამოავლინა 2003 წელს, როდესაც გადამწყვეტი ბერკეტის როლი შეასრულა ვარდების რევოლუციაში. მედია, როგორც ბერკეტი და ინსტრუმენტი ამ რევოლუციისა ქართველებს არ მოუგონიათ. ხავერდოვანი რევოლუციის ამერიკულ სცენარებში არის ეს ჩადებული. ასე რომ, ჩვენ, ფაქტობრივად მაგ პროცესებით მსოფლიოს შევუერთდით. უცხო მოვლენა ეს არაა, თქვენ კენედის ფრაზა მოიყვანეთ მაგალითად და გავიხსენოთ ტრამპს, როგორც პრეზიდენტს საერთოდ დაუკეტეს სოციალური ქსელები და მათ შორის ტელევიზიები. მოახლოებული იყო არჩევნები და მისი გაუვნებელყოფა იყო ერთ-ერთი მიზანი დემოკრატების, რაც მოახერხეს.

გასაკვირი ეს პროცესები არ არის, ოღონდ ასეთი მაგალითების მოტანით კიდევ უფრო მძაფრად დგება და ცხადი ხდება იმის აუცილებლობა, რომ რაღაცა იურიდიული მექანიზმები არის შესაქმნელი. მაინც და მაინც ამერიკული FARA თუ არ იქნება, უფრო მცირე ზომის მექანიზმებით რომ შეეძლოს ქართულ საზოგადოებას მინიმუმამდე თუ არა, შემცირება იმ ზიანისა, რაც მოაქვს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

თქვენ წლებია აკვირდებით პროცესებს და მათ შორის გიმუშავიათ ედურად შევარდნაძის პიარშიც, შედარებისთვის ასეთი პოლიტიზირებული მედია თუ გახსენდებათ და რამდენად საშიშია ასეთი მედია?

- ასეთი მედია იყო სწორედ „რუსთავი 2“ და ამიტომ იყო მერე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა პოლიტიკაში შესვლა მოისურვა. იმიტომ, რომ ის თვლიდა თავისი „რუსთავი 2“-ით შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ჰქვია. ამას აკეთებდა ძალიან ნიჭიერად და კარგად. ერთ ხანს უცნობი ტელევიზია - „რუსთავი 2“ ძალიან მალე მოექცა ყურადღების ცენტრში და რითი - საკამოდ მკაფიო პოლიტიკა ჰქონდა ეროსის და იმ ჯგუფს, რომლებიც მართავდნენ ტელევიზიას. კინოსაც ისეთს უშვებდნენ, რაც დეფიციტური იყო მაყურებლისთვის და ამავე დროს საინტერესო. ანუ, იბამდნენ მაყურებელს მაქსიმალურად. ამ ტელევიზიას შეჩვეული მაყურებელი „რუსთავი 2“-ის ნიუსებსაც იღებდა და იზიარებდა. იქ მტყუან მართალი ასე უხეშად არ იყო გაყოფილი, როგორც დღეს არის. დღეს უხეშად ტყუიან. ისინი უფრო პროფესიულად მუშობდნენ და მოახდინეს ის, რაც მოახდინეს. ანუ, დღეს არ იწყება პოლიტიკაში მედიის ჩართვის პროცესი, ამას უფრო მაღალი კლასის მოვლენები უძღოდა წინ, მაშინდელი „რუსთავი 2“ ჟურნალისტური დონითაც, ამავე დროს პოლიტიკური ინტერესით მოქმედიც იყო. დღეს უფრო ადვილად იკითხება ვინ, რა პოლიტიკური ინტერესით მოქმედებს, რადგან დაბლა დაიწია ჟურნალისტურმა დონემ და გაუხეშებეულია პოლიტიკაში ჩარევის მომენტი. უფრო თავხედურად ერევიან და დღეს ყველაზე საშიშ დონეს მიაღწია მათმა მუშაობამ.

სამწუხაროდ, დღეს ძალიან დაბალია ქართული ჟურნალისტიკის დონე...

- კი და, როდესაც დაბალია ჟურნალისტიკის დონე, ეგაა ტრაგედია. თორემ ტენდეციური ჟურნალისტიკა ყველგან არის. ლიცენზიას ჩამოართმევენ ტელევიზიას თუ არ გაატარა ის ხაზი, რაც სახელმწიფოს უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება ისეთ დონეზე, როდესაც ასეთი ტენდენციურობა თვალში მოსახვედრი არ არის. კი, ბატონო, მოიტყუე, მაგრამ მე, როგორც მაყურებელს, პატივი მეცი და ცოტა მეტად სცადე დამაჯერო იმაში, რასაც ტყუიხარ. თუ არადამაჯერებელია ეს ტყული და დაბალი დონე ამაში გამოიხატება, მაშინ იმ ტყუილსაც აზრი ეკარგება. მაშინ მედიის ფუნქცია დადის იქამდე, რომ შინარჩუნოს თავისი მკითხველი, რომ თავის მკითხველს ჩაუდოს ტვინში ის, რაც უნდა ჩაუდოს. ანუ, თავისი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მობილიზაცია არის მისი ამოცანა, რაც ძალიან ვიწრო ამოცანაა მედიისთვის. პროკლამაციური ტიპის მედიის არსებობა არის უბედურება, თორემ მაღალი დონე რომ იყოს აჯობებდა.

რომანი "ადამიანებს იძულება სჭირდება იმისათვის, რომ თქვან სიმართლე და ამიტომ საჭიროა იურიდიული პასუხისმგებლობა..." - საშინელი შინაარსი აქვს ამ ფრაზას. მასში არც ღმერთია, არც რჯული, მხოლოდ მერკანტილიზმი, ეგოიზმი ანუ სატანა ჩვენში და უზნეობაა. თანამედროვე ჟურნალისტიკის ალგორითმები აგებულია ნეგატიური ან სენსაციური ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც ადამიანის ემოციებზე აპელირებს, ამიტომ ფეიკების, სკანდალების, სასტიკი და პროვოკაციული შინაარსის გარეშე მედიას არსებობა არ შეუძლია. არის კანონმდებლობა, არის ქარტია, არის მკითხველის მხრიდან მიუღებლობა და შედეგი? ჩვენ იმდენად ვართ დამოკიდებული სხვათა აზრზე, რომ გვარამიასთანა უზნეო არსებას ვერ ვუმკლავდებით.
1 წლის უკან
trampi რომანი


პავლოვი ხომ გაგიგია, პავლოვი???
....ჰოოდა სწორედ პავლოვს იყენებენ ჩვენს წინაააღმდეგ, პავლოვს
ანუ გარემოს გვიქმნიან სპეციალურად ისეთს, გარემოს, როგორი მოსავალიც უნდათ რომ მიიღონ ამერიკელებმა
მოკლედ თავიც, ბოლოც და შუაც....................... ქუნემ კოლუმბია ...
ქქქქქუუუუუუუუუუუუუუუნემ კოლუმბიიიიიიიიიიიი...... ქუნეეეეემ .
1 წლის უკან
trampi ნატალი

ისე ძალიან ძალიან მაიტერესებს, რას იტყოდა ეხლა ნატალი თავის გათახსირებულ სიდედრზე??
ჩემი სიდედრი იმის სიდედრთან შედარებით ქალიშვილი აღმოჩნდა, ქალიშვილი ..
იმის სიდედრის თახსირ ამბებს რომ ვუყვებოდი არ მიჯერებდა----- მიმტკიცებდა ჩემი სიდედრი შენსას სჯობიაო
ბოლოს კი ორივეს მაინც მტკვარში გადავყრიდით ხოლმე, მაგრამ თავსი სიდედრი მაინც ძაან უყვარდა, ძააან
მაგისი სიდედრი ხო ისედაც თახსირი იყო, მაგრამ ჩვენ (ქართველებმა) იმის სიდედრი ვააააფშე გავათახსირეთ
დეგნანს შეხედეთ, დეგნანს, სუ კუდიან ჯადოქარად გადაგვექცა..
..ფუ იმისიც და იმათი მოდგმისაც
1 წლის უკან
ცუგო- ნატალიმ მართლა მოგვანატრა თავი :) სავალდებულო ჯარს და ბასლაინებს ებრძოდა ძალიან:) ეტყობა ხელი ჩაიქნია. ღმერთმა მშვიდობა მისცეს!
1 წლის უკან