შინაგან საქმეთა მინისტრმა ყატარის შსს-ს დელეგაცია მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ყატარის შსს-ს დელეგაცია მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის შს სამინისტროს დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შსს-ში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს შსს-ს აკადემიის გამოცდილების გაზიარება სამართალდამცავ სფეროში განათლებისა და ტრენინგების კუთხით. ყატარის დელეგაციას ასევე სურს მიიღოს ინფორმაცია საქართველოს საპატრულო პოლიციის საქმიანობისა და პატრულირების ორგანიზების შესახებ.

გარდა ამისა, ყატარის მხარის ინტერესის სფეროს წარმოადგენს გამოცდილების გაზიარება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სსიპ საქართველოს შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
ყატარის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი 21 სექტემბერს დასრულდება.