„მივესალმები სოზარ სუბარის ინიციატივას, თუმცა გამოსავალი ის არის, რომ 2024 წლის არჩევნებში ხალხმა არ დაუშვას „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში“

„მივესალმები სოზარ სუბარის ინიციატივას, თუმცა გამოსავალი ის არის, რომ 2024 წლის არჩევნებში ხალხმა არ დაუშვას „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში“

დაგვიანება 11 წლით. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის ითხოვდა ნაციონალების გასამართლებას და ეს ერთადერთ სამართლებრივ გზად მიაჩნდა იმისთვის, რომ ქუჩის ვენდეტა არ დაწყებულიყო. თუმცა წლების განმავლობაში მმართველი გუნდი ნაცების მიმართ სიტყვა დანაშაულებრივი რეჟიმის ხსენებასაც ერიდებოდა.

ასე მოხდა 2019 წელს, როცა პარლამენტმა კენჭი უყარა „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას, რომლითაც სააკაშვილ-ბოკერიას გუნდი დამნაშავე რეჟიმად უნდა გამოცხადებულიყო და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო, რასაც ხელმოწერებით საქართველოს 250 000 მოქალაქე ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ რეზოლუციას „ქართული ოცნების“ 38 წევრმა მხარი დაუჭირა, არასაკმარისი ხმების გამო რეზოლუცია ჩავარდა.

უფრო ადრე, 2018 წელს პარლამენტმა უკუაგდო და არ მიიღო გაერთიანება „ზვიადის გზა-უფლის სახელით“ საკანონმდებლო წინადადება სააკაშვილის ხელისუფლების „დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადების შესახებ იმ მოტივით, რომ ნაცების პარტიის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა იყო და საკონსტიტუციოს მხოლოდ მაშინ შეეძლო პარტიის აკრძალვა, თუკი იგი ძალადობრივი გზით შეეცდებოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას.

2015 წელს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა „ნაცმოძრაობისთვის“ ლუსტრაციის კანონის მიღებას ითხოვდა, რაც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლებს მაღალი თანამდებობის დაკავებას აუკრძალავდა და, ასევე, ყოფილი სპეცსამსახურების წარმომადგენლები ვერასოდეს მოხვდებოდნენ არასამთავრობო და მედია სპექტრში. თუმცა კახა კუკავას მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა.

2013 წელს „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ეგიდით გამართული ყრილობის მოთხოვნაც არ გაიზიარა საქართველოს პარლამენტმა იმის თაობაზე, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს.

დღეს კი, ამდენი ხნის დაგვიანებით, დღის წესრიგში დადგა „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლა და მისი გასამართლება, რაც საქართველოს პარლამენტმა უნდა დაიწყოს.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ეს ინიციატივა მას შემდეგ გახმიანდა, რაც როინ შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ ნაცებმა კვლავაც დაიწყეს მტკიცება, რომ შავაძის მკვლელობა თურმე სწორი საქციელი იყო.

სუბარის თქმით, „ნაცმოძრაობის“ გასამართლება ისევე უნდა მოხდეს, როგორც ეს მოლდოვაში განხორციელდა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ოპოზიციური პარტია „შორი“ და ევროპამაც მოუწონა მოლდოვას ეს ნაბიჯი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა არ უნდა დავუკარგოთ „პატრიოტთა ალიანსს“, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან დააყენა ეს ინიციატივა, მაგრამ მაშინ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა იქიდან გამომდინარე, რომ სხვანაირი საერთაშორისო კონიუნქტურა იყო.

„ახლა მსოფლიო დღის წესრიგი ნამდვილად იცვლება, საქართველო თავის სუვერენიტეტს იმტკიცებს, უფრო მეტიც, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, თუ როგორი ანტისახელმწიფოებრივია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამდენად, მივესალმები „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ამ ინიციატივას და არა მხოლოდ მე, სხვებსაც მოსწონთ ეს იდეა, ვიცი რა, როგორი განწყობაა საზოგადოებაში. თუმცა რამდენად დაუჭერს ამას მხარს მმართველი გუნდი, დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია. რეალისტური გამოსავალი კი ის არის, რომ 2024 წლის არჩევნებში ხალხმა არ დაუშვას „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში მცირე უმცირესობითაც კი“, - აცხადებს გია აბაშიძე ჩვენთან საუბრისას.

პოლიტოლოგი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ნაციონალების გასამართლების მატარებელმა უკვე ჩაიარა. For.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი იხსენებს გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებულ გენიალურ კომედიას-„მიდის მატარებელი“. პოლიტოლოგი თვლის, რომ მატარებელი უკვე წავიდა და ნაცების გასამართლებაც მითი და ზღაპარია.

„თუ ვიღაცას უნდა, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ დაუყაროს სატყუარა ხალხს მომავალი არჩევნების გამო, ამ მითის მე უკვე აღარ მჯერა. პოლიტპატიმრების 90% რეაბილიტირებული არ არის და რომელ ნაცების გასამართლებაზეა საუბარი. არავითარი დასავლეთი არ ბლოკავდა „ქართულ ოცნებას“, რომ სამართალი აღესრულებინა, ეს კიდევ მეორე მითია, მითების მოყოლას შეეშვან, ამ საქმეების გამოძიება მაშინვე შეეძლოთ, მაგრამ იმ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თვითონვე აიღო თავის თავზე, რომ მაინცდამაინც არ გამოეჩინათ ინიციატივა ნაცებთან მიმართებით. მერე კი თვითონვე გამოიყენეს „ნაცმოძრაობის“ ელემენტები და ტექნოლოგიები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია, რომლის აზრითაც, დავით დარჩიაშვილი არის „უსარგებლო იდიოტი, პოლიტიკური იმბეცილი, ასინეთა შარვალში. დარჩიაშვილი იყო და დარჩა ასეთად და მისგან როინ შავაძის გაკიცხვა არ უნდა გაგვიკვირდეს“.

ვახტანგ მაისაიას განმარტებით, ნაცები ასეთი სისასტიკით უსწორდებოდნენ როინ შავაძეს, მუხროვანის ბიჭებს, რომლებსაც მოუგონეს, თითქოს სამხედრო ამბოხს ავითარებდნენ, გიორგი კრიალაშვილი მხეცურად მოკლეს. არადა, სწორედ მუხროვანის ბრიგადამ აიღო ცხინვალი და პირველი წინააღმდეგობა გაუწია რუს ოკუპანტებს.

პოლიტოლოგის შეფასებით, როინ შავაძე გმირი ადამიანი იყო. როინ შავაძე და სერგო თეთრაძე, როგორც ჩანს, იყვნენ მაშინდელი მაღალჩინოსნების ღალატის მხილველნი, რაც ომის პირობებში განხორციელდა და ისინი მოკლეს, როგორც არასასურველი მოწმეები. ამ მკვლელობებს ნაცებმა მიანიჭეს პოლიტიზირებული ხასიათი და ჯაშუშომანიის მანტიით შემოსეს.

 

 

merab ისევ დაიწყე ტრაკის თამაში, ოცნება?
შენ ვინ უნდა გაასამართლო?!
თვითონ გასამართლდები ცოტა ხანში ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ტრაკის თამაშისთვის!
1 წლის უკან