„პოლონეთი უკრაინისთვის ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ომის პარალელურად, კოლოსალურად მდიდრდებიან“

„პოლონეთი უკრაინისთვის ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ომის პარალელურად, კოლოსალურად მდიდრდებიან“

მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები ცდილობდნენ უკრაინელთა შეტევის შეჩერებას, რომელთა საარტილერიო დარტყმების ინტენსივობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც უკრაინელებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებას აიძულებს. ომის 525-ე დღეს კი იზრდება მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომი მალე საბოლოოდ გადავა „ომის ავტორების“ ტერიტორიაზე. მისი თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდება, ობიექტური ისტორიული პროცესია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქზე დრონებით თავდასხმა რამდენჯერმე მოხდა. სწორედ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „თურქმენეთის ავიახაზები“ მოსკოვში ფრენებს აუქმებს. ამის პარალელურად კი, პოლიტიკური ვითარება იძაბება პოლონეთსა და უკრაინას შორის. რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ უკრაინა პოლიტიკურად არასწორ ნაბიჯებს დგამს პარტნიორებთან ურთიერთობაში.

პოლენეთამდე იყო საქართველო, ჯერ ელჩი გაიწვიეს საქართველოდან, შემდეგ კი საქართველოს ელჩი გამოაძევეს უკრაინიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო არ ჩერთო რუსეთთან ომში. უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვლის, რომ რადგან რუსეთთან ომშია, არის მსოფლიოს ბატონი და შეუძლია ყველა გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყნებთან ურთიერთობაში.

ის, რაც საქართველოს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, გაუვიდა, ასე არ მოხდა პოლონეთის შემთხვევაში. პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საერთაშორისო საკითხებში მარჩინ პშიდაცმა განაცხადა, რომ დროა, უკრაინამ დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი მისთვის აკეთებს. პოლონეთი კი უკრაინელი ხალხისთვის და სამხედროებისთვის ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ომის პარალელურად კოლოსალურად მდიდრდებიან და მეტიც, კუნძულებზე მოგზაურობით არიან დაკავებული.

პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უსაფუძვლო უწოდეს და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლონეთიდან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკუთარი ადგილი შეახსენა და აღნიშნა, რომ ასეთი შეცდომების დაშვება დაუშვებელია. მას შემდეგ, რაც პოლონეთმა ღიად დატუქსა უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ დაუშვებს, რაიმე პოლიტიკურმა მომენტებმა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის ურთიერთობა გააფუჭოს.

ურთიერთობა კი გაფუჭდა და, როგორც ჩანს, ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩანს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ იაბლონსკი აცხადებს, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის დღევანდელი ურთიერთობა არ არის საუკეთესო. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის ბევრი საკითხი, რომლებზეც პოლონეთმა და უკრაინამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ პოლონეთის ეროვნული ინტერესების პოლიტიკით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება, მაგრამ საუბარი იქნება ძალიან გულწრფელი, ეს იქნება ძალიან კონკრეტული, როგორც ყოველთვის. ჩვენ გადავცემთ ჩვენს შეფასებებს დღევანდელი ურთიერთობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წევრის ბოლო განცხადებების გამო, არ არის საუკეთესო და ამას არავინ მალავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ეს იმით არის განპირობებული, რომ, სამწუხაროდ, იქ რაღაც ემოციები გაჩნდა. ჩვენ აქ ცოტა რამ გვესმის, რადგან, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავდასხმის ქვეშაა, მაგრამ მან თავის მოკავშირეებს არ უნდა შეუტიოს“, - აღნიშნა პაველ იაბლონსკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მკაცრად დაგმო კიევის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ პოლონეთის ელჩი არ უნდა გამოეძახათ. მორავეცკიმ აქვე აღნიშნა, რომ პოლონეთისთვის სხვა სახელმწიფოს ინტერესები არასდროს დადგება მათი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

„ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ერთადერთია, ვინც დარჩა კიევში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, არ უნდა გამოეძახათ. ეს არ უნდა მომხდარიყო. საერთაშორისო პოლიტიკაში, მიმდინარე ომის პირობებში, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს, ასეთი შეცდომები დაუშვებელია“, - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.

მაშ ასე, პოლონეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება. პოლოენთმა ღიად უთხრა უკრაინას, რომ ხელმძღვანელობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების პოლიტიკით. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოც ხელმძღვანელობს ქვეყნის ეროვნული იტერესების პოლიტიკით, უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და დღემდე პოლიტიკურ ომს აწარმოებს იმ საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც აგრძელებს ჰუმანიტარულ დახმარებას.

საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ტრადიციულად, რუსეთის მიმართ პოლონელებს აქვთ პრეტენზია და გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რამ გამოიწვია პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დათბობა, რადგან პოლონეთს პრეტენზიები აქვს დასავლეთ უკრაინაზე. მისი თქმით, თუ უკრაინას დაემუქრება რაღაცა საფრთხე, პოლონეთიც არ დარჩება გვერდზე და მოითხოვს ამ ტერიტორიებს. უკრაინასთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ უნგრეთს და ბელარუსს.

„დასუსტებული ქვეყანის ბედი არის ძალიან ტრაგიკული. მოსალოდნელი იყო ასეთი ურთიერთობების გაფუჭება პოლონეთსა და უკრაინას შორის. დღეს, ძალიან ბევრი უკრაინელია ემიგირერებული პოლონეთში და იქ მუშაობენ. იმ განცხადებების გამო, რასაც უკრაინელები აკეთებენ, უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა, იგივე ბრიტანელებმა და რატომ? - იმიტომ, რომ ისინი მოითხოვენ დაეხმარონ მათ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესი“, - აცხადებს კიკნაძე.

მისი თქმით, ის რიტორიკა, რომელიც მანამდეც იყო და არის დღესაც, ძალიან დიდი შეცდომაა. თუმცა, როგორც კიკნაძე აცხადებს, ეს ახასიათებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, იგივე ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში.

„ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს უკრაინის სათავეში არის, გამოდინარე იმ ქმედებებიდან, როგორც ისინი იქცევიან, არ არის უკრაინის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესის დამცველი პოლიტიკა. ის უმადურობა, რომელიც მათ გამოიჩინეს, ძალიან დიდ აღშფოთებას იწვევს საქართველოს მოსახლეობაში. ხან გერმანიას გადაწვდებიან, ხან ამერიკის მიმართ გამოთქვამენ პრეტენზიებს, ერთი რამ არის უნივერსალური და მუდმივი ამ საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ ყველა ქვეყანამ თავის ეროვნულ ინტერესებზე უნდა იფიქროს. ამ ხაზს თუ გავდებთ, რაც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებია, ამ სტანდარტებში არ ჯდება უკრაინის ხელისუფლება. ან არიან არაკვალიფიციურები და არ მიკვირს, თვითონ პრეზიდენტი მსახიობია. ამ ურთიერთობებს სპეციფიკური ცოდნა უნდა. მარტო ვიდეოების გამოქვეყნება, როცა თვითონ სად არის კაცმა არ იცის და ამ დროს ათასობით ადამიანი იღუპება, არაა საკმარისი. შენს ქვეყანაზე ცოტა სხვანაირად უნდა იზრუნო, შენს ქვეყანას უნდა ააცილო საფრთხეები და ამ დროს ისეთი რიტორიკა აქვთ, რომ გადაიმტერებენ მთელს მსოფლიოს, დარჩებიან მარტო და უკრაინის ბედი ნამდვილად არ იქნება შესაშური“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მოქმდებებში გარკვეული დემორალიზაციის ელემენტები შეინიშნება. ალბათობის მაღალი ხარისხით, დაინტერესებული სახელმწიფოები და ამ შემთხვევაში რუსეთის ფედრაციის სადაზვერვო აქტივობები პრეზიდენტის გარემოცვაში საკამოდ საინტერესოდ და წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაპირისპირების ინსპირირება, ეს არის სადაზვერვო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპერაციული ხასიათის ქმედება.

„ამ შემთხვევაში, ცალსახად იკვეთება სადაზვერვო საქმიანობის ქმედების ნიშნები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდგრადობაზე უარყოფითად იმოქმედებს. პრაქტიკულად, ეს არის დემორალიზაციის ნიშნების შემცვლელი ქმედება. სახელმწიფოს მმართველობის აპარატში რაღაცა სახის დემორალიზაციის ნიშნებს ვხვდებით.

ამასთან ერთად, ალბათობის მაღალი ხარისხით, პრეზიდენტის გარემოცვაში არიან პირები, მრჩევლები და შესაძლებელია მინისტრებიც, რომლებიც მას აწვდიან ისეთ ინფორმაციას, რომლითაც ასეთი კარდინალური ნაბიჯების გადადგმას აიძულებენ უკრაინის პრეზიდენტს. ეს არის ერთი ვარიანტი, რომელიც ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ ხდება ეს მოქმედება და, ალბათობის მაღალი ხარისხით, ეს არის რუსეთის დაზვერვის სასარგებლო ქმედებები.

მეორე - შეიძლება განვიხილოთ ისიც და არ ვიცი რამდენად რეალურია, მაგრამ თუ პრეზიდენტი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და ამას აქვს სისტემატიური ხასიათი, რადგან შესაძლებელია მისმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ ვერ გაუძლო იმას, რაც მის ქვეყანაში და მის ირგვლივ ხდება, შესაძლებელია ასეთი ქმედებები მოდიოდეს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. ორივე შემთხვევაში სახეზე გვაქვს უკრაინის ინტერესების დამაზიანებელი ქმედებები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

ლევკოთეა მოლედ, ეს პოლიტიკური ენა მაინც რა არის. მოდი და გაიგე, რას ნიშნავს - ,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ეს იმით არის განპირობებული, რომ, სამწუხაროდ, იქ რაღაც ემოციები გაჩნდა". :)
1 წლის უკან
ლაზი უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან მტრობა აღარ აკმაყოფილებს და იარაღით მომმარაგებლებსაც დაერია. ეტყობა ეცოტავება. ის პოლონეთი იქნება ხვალ რომ საომრად გაუხდება საქმე უკრაინასთან. უკრაინას ჰგონია პოლონელებს ან ვოლინო დაავიწყდათ, ან გალიჩინო და ან 1943 წელი. გაუხსენათ უკვე კიდეც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1 წლის უკან