„ქალბატონმა ზურაბიშვილმა საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით მიაღწია იმას, რომ ბესელიას დონემდე დაეშვა“

„ქალბატონმა ზურაბიშვილმა საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით მიაღწია იმას, რომ ბესელიას დონემდე დაეშვა“

„ნასედკებისა“ და მექრთამეების პარტია საპარლამენტო არჩევნებში 1%-საც ვერ აიღებს“, -ასეთნაირად „დაულოცეს“ გზა „ხალხის ძალის“ წევრებმა ეკა ბესელიასა და მის ამფსონებს.

თავის მხრივ, ბესელია აანონსებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნებიდან“ გასული ადამიანები ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებენ და საამისოდ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მათ შორის, კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს გიორგი გახარიასთანაც. წითელი ხაზები ბესელიასთვის მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობაა“. სამაგიეროდ, ბესელიასთან გვერდში დგომის ბედნიერება ექნებათ „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებს, ყოფილ სახეებს მთავრობიდან, თანამებრძოლებიდან, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

ბესელიას გვერდით შეიძლება ვიხილოთ გია ხუხაშვილი, გიორგი გახარია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი, ზვიად ძიძიგური.

შესაძლოა, ამ ჩამონათვალს დაემატოს ბესელიას მეგობარი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადას ორი თვით ადრე შეელევა.

რა პერსპექტივა ექნება ამ გუნდს?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა თავის დროზე ცალ-ცალკე უკვე დააარსეს კონკრეტული პარტიები, მაგრამ 2 ათასი ხმაც ვერ მოაგროვეს საქართველოს მასშტაბით. ეს მეტყველებს იმაზე, რამდენად მარგინალურნი არიან ეს ადამიანები პოლიტიკურ სიბრტყეში.

„ვერ დავეთანხმები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ბესელიამ და მისმა თანამზრახველებმა შეიძლება 1% აიღონ, მე ვიტყოდი, რომ ისინი ნახევარ პროცენტსაც ვერ მიაღწევენ, რადგან ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი - ბესელია, ხუხაშვილი არაფერს ნიშნავს. თავის დროზე ისინი კი არ წამოვიდნენ „ოცნებიდან“, არამედ ისინი აიძულეს, რომ წასულიყვნენ „ქართული ოცნებიდან“ გუნდის მიმართ თავიანთი მოღალატეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ თუ ისინი შეეცდებიან, იფართხალონ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ძალიან ფუჭი იქნება მათ მიერ დახარჯული რესურსები და ტრაგიკომიკურად გამოჩნდებიან არჩევნების ბოლოს“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ანალიტიკოსის აზრით, ამ ქალბატონს არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს საქართველოს პოლიტიკაში და აქ შეიძლება ვიდავოთ, ვინ უფრო არაპოპულარულია - ბესელია, თუ ზურაბიშვილი.

გია აბაშიძის შეფასებით, ქალბატონმა ზურაბიშვილმა საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით მიაღწია იმას, რომ ბესელიას დონემდე დაეშვა, ეს მისთვის სამარცხვინოა იქიდან გამომდინარე, რამდენმა ათასმა ოჯახმა მისცა მას ხმა, რომ გაემარჯვა მეორე ტურში.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სოზარ სუბარი, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, დაჩი ცაგურია ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც რეჟიმს ებრძოდნენ შიშველი ხელებით. ამდენად, კობახიძეს, რომელსაც არ უბრძოლია, არანაირი უფლება არ აქვს, ბესელიას შესახებ რაიმე თქვას.

„ეს ის გუნდია, რომელიც მართლაც ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს. ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ახლა დაკარგავს მანიპულაციის საშუალებას, რადგან ის გუნდი იქნება წინ წამოწეული, რომელიც მართლაც ებრძოდა რეჟიმს და მართლაც უნდა საქართველოში დემოკრატიული ფასეულობის შექმნა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩართვას ამ ახალ პოლიტიკურ პარტიაში, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი მართლაც იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. სწორედ ამ ქალბატონმა გაუხსნა პირველი ცეცხლი სააკაშვილის ავტოკრატიულ რეჟიმს, ამდენად, პრეზიდენტი მორალურად ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე დღევანდელ „ქართულ ოცნებაში“ მოკალათებული ადამიანები.

ანალიტიკოსი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტი ზურაბიშვილი საეჭვო შეწყალებებს ახორციელებს და საეჭვო განცხადებებს აკეთებს, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ქალბატონ ზურაბიშვილს სააკაშვილთან მიმართებით არ გაუკეთებია ისეთი განცხადება, რომელიც მას ჩრდილს მიაყენებდა. პირიქით, სააკაშვილთან დაკავშირებით ის პრინციპულობას იჩენს, არ იწყალებს მას, რადგან სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავე, პოლიტიკური ჯალათია.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ ნიკა გვარამიას, ვახტანგ მაისაიას აზრით, გვარამიას ბრალდებად ისეთი რამ შეუფარდეს, რაც სასაცილოა.

„თუ ასე მაგრები არიან, ნიკა გვარამიასთვის მიეყენებინათ 7 ნოემბრის დარბევის ამბავი, მარტო სააკაშვილი იღებდა 7 ნოემბერის დარბევის გადაწყვეტილებას? გვარამიაც იღებდა ამ გადაწყვეტილებას, თარგამაძეც, ბოკერიაც და კოლექტიური ფაშისტური ხუნტაც. ასევე, გვარამიასთვის შეეძლოთ მიეყენებინათ პროკურატურაში მისი ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამო კონკრეტული მუხლი. ფინანსური მაქინაციების მუხლი რომ მიუყენეს, რომელიც მან ჩაიდინა, ეს სასაცილოა. მე როგორ გამოვიყენებ ჩემი კერძო კომპანიის მანქანას, ცოლს წავიყვან, თუ ვის წავიყვან, ეს არავის საქმე არ არის. მე სახელმწიფოს ქონებას ხომ არ ვიყენებ“, -აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.

 

ცუგო- ალბათ მაისაიას ვიხილავთ ამ პარტიის პოლიტსაბჭოში, გადახრები და მიხვრა-მოხვრა საერთო აქვთ... p. s. ბილწისტყვაობა მე არ მიყვარს, თორემ მაგათ კი მოუხდებოდათ... და კიდევ, ნაცების ოფისთან, შარვალჩახდილ გირჩი-ზურაბას ძეგლთან ამათი ძეგლუკები აუცილებლად უნდა დაიდგას, თან ხელგაწვდილი...
1 წლის უკან
Maverick ქართულ პარლამენტს მივმართავ!

როგორც საქართველოს მოქალაქე, წინადადებით შემოვდივარ:
1.კენჭი ეყაროს და გაუქმდეს კონტუტუციის მუხლი მხოლოდ პარტიული წესით არჩევის და პროპორციული წესის უგულებელყოფასთან დაკავშირებით!
2.კონსტიტუციაში შეტანილ იქნას კანონი მხოლოდ პროპორციული წესით ორპალატიანი პარლამენტის (როგორიც აშშ-ში არსებობს) არჩევის თაობაზე!
3. აღდგეს ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტი!
4. აღდგეს პრეზიდენტის საერთო სახალხო წესით არჩევა!
1 წლის უკან
Maverick ამით პარლამენტი უფრო გამართულად იმუშავება!
თქვენც დაისვენებთ და ჩვენც!
1 წლის უკან