„ვერ გამოვა კასრებში ნაპოვნი მასალების მიჩქმალვა -არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“

„ვერ გამოვა კასრებში ნაპოვნი მასალების მიჩქმალვა -არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“

დასავლეთის ზეწოლით გამოცხადებულმა კოაბიტაციამ ბევრი სისხლის სამართლის საქმე შეისრუტა, მათ შორის რეჟიმის შემოქმედები. როგორც აღმოჩნდა რეჟიმთან კოაბიტაცია ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რამაც ქვეყნა არაერთხელ დააყენა საფრთხის წინაშე. „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას დღემდე უშედეგოდ ითხოვენ რეჟიმის მსხვერპლი ადამიანები, რომელთა სისხლის სამართლის საქმე პროკურატურის თაროებზეა შემოდებული. მეტიც, ადამიანები, რომელებიც რეჟიმის შემოქმედები იყვნენ, „ქართულ ოცნებაში“ გადაპორტირდნენ და ისევ თანამდებობებზე რჩებიან.

ხელისუფლების შეცვლიდან 12 წლის შემდეგ „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი. როგორც სუბარი აცხადებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ როინ შავაძის საქმეზე დაადგინა სოცოცხლის უფლების დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი, შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია.

„როინ შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ.

შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია. „ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე პოზიცია აქვს მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც, მაგრამ შავაძის საქმეს განსაკუთრებით ჰგავს ორი - თავდაცვის სამინისტორს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას და რეინჯერი დავით ცინდელიანის უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის საქმეები. ორივე მათგანი იმავე პერიოდში, 2008 წლის აგვისტოში დააკავეს ყოველგვარი ბრალის გარეშე, სასტიკად აწამეს, დახვრიტეს და ბეტონის ბოძებთან ერთად ზღვაში ჩაძირეს. ამ ბოროტების ჩამდენი, კუდის მაღალჩინოსანი რომან შამათავა ამჟამად სასჯელს იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი ამ სასტიკ მკვლელს უსირცხვილოდ აცხადებენ ეროვნულ გმირად“, - აცხადებს სუბარი.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სამკვდრო-სასიცოცხლო შინაომია პარტიული თანამდებობების, გავლენებისა და ფულის გამო, ზოგი ტოვებს პარტიას და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, მაგრამ შინაარსში არაფერი იცვლება - ყველა ამართლებს მათ მიერვე ჩადენილ სასტიკ მკვლელობებს, სისტემურ წამებას, უკანონო პატიმრობებს, სასამართლოს სრულად დამორჩილებას და სხვა სისტემურ დანაშაულებს.

„მხოლოდ იმას ნანობენ, რომ მსგავსი დანაშაულების ჩადენის საშუალება დღეს არა აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს მის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატიური დანაშაულების გამო. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი.

ახლახან ჩვენ ვნახეთ მაგალითი, როცა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ოპოზიციური პარტია „შორი“. მოლდოვას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპამ მას მოუწონა ეს ნაბიჯი. შესაბამისად, თუ ეს არის ევროკავშირში შესასვლელი ბილეთი, რომ ავკრძალოთ დანაშაულებრივი პარტიები, მაშინ ჩვენც დროზე დავიწყოთ ეს პროცესი. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები პარლამენტში მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

ინიციატივას მხარს უჭერს შალვა პაპუაშვილი, რომლის პირადი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა საბოლოო პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინიციატივა ჯერ მხოლოდ გაჟღერდა და რა ფორმას შეიძენს, ჯერ არ იცის.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური ძალა და ის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობას, პოლიტიკურად საბოლოოდ დამარცხდეს. ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება უკვე 10 წელზე მეტია არ უშვებს იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან კავშირში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა რაიმე სახის სახელისუფლებო ბერკეტი მიიღონ. ახლა უკვე ამოცანა არის, რომ ქართული საზოგადოების ეს დამოკიდებულება ისე გამოიხატოს, რომ მოხდეს მთლიანად მარგინალიზება ამ პოლიტიკური იდეოლოგიისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარია გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი დადგეს 2024 წლის ოქტომბერში და ეს განაჩენი უნდა გამოიტანოს ქართველმა ხალხმა. მისი თქმით, მოლდოვაში დემოკრატიის ხარისხი საკმაოდ დაბალია, აქედან გამომდინარე, მარტივია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც არის პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, დეპუტატების დაჭერა.

„საქართველოში ბევრად მაღალია დემოკრატიის ხარისხი, შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები სხვა წესით მიიღება, სხვა ხარისხითა და სტანდარტით წარიმართება. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, მთავარია, გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი დადგეს 2024 წლის ოქტომბერში და ეს განაჩენი უნდა გამოიტანოს ქართველმა ხალხმა. მაგრამ, ეს უნდა იყოს არა ერთ-ერთ მორიგი განაჩენი, არამედ ეს უნდა იყოს გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც ქართველი ხალხი გამოუტანს „ნაცმოძრაობას“.

ეს ბევრად უფრო გამარტივებულია იმ პირობებში, როდესაც ხაბეიშვილია პარტიის თავმჯდომარე, ვაშაძე დაუწყვილეს ახლა ხაბეიშვილს და ა.შ. ბევრად უფრო მარტივი იქნება ქართველი საზოგადოებისთვის სწორი ანალიზის გაკეთება და ამ გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა, რაც აუცილებლად უნდა დადგეს 2024 წლის ოქტომბერში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დაიწყებს თუ არა პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის შეფასების პროცედურას და ასევე იმ წლებში ჩადენილი დანაშაულის შესწავლას, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ა-რ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ერთ-ერთია, რომელმაც ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში დააყენა ეს საკითხი და მაშინ ორგანიზაციის ლოზუნგი იყო - „სამართლიანობა უნდა აღდგეს და რეჟიმი გასამართლდეს“. როგორც კაკაბაძე აცხადებს, სამართლიანობა რომ აღსდგეს, ეს ავტომატურ რეჟიმში მოითხოვს რეჟიმის გასამართლებას.

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და ეს არის აქსიომა. მთავარია, როგორ უნდა განხორციელდეს და უპირველეს ყოვლისა აქვს თუ არა ამის პოლიტიკური ნება და შესაძლებლობა ხელისუფლებას. კოაბიტაცია არ იყო ნებაყოფლობითი აქტი, ეს იყო ძალადობრივად თავს მოხვეული დასავლეთის მიერ. მაშინ ხელისუფლებამ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო, თუმცა კოაბიტაცია არ ნიშნავს დანაშაულთან თანაარესებობას, კოაბიტაცია ნიშნავს განსხვავებულ აზრთან თანაარსებობას, მაგრამ ჩვენ ეს განგვახორიელებინეს სწორედ ამ კუთხით - დანაშაულთან თანაარსებობა.

ეს თვითონ არის დანაშაული, როდესაც ხელისუფლება ფარავს დანაშაულს და ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში აღმოვჩნდით იმ სიტუაციაში, რომ ვფარავთ დანაშაულს. იმ დამნაშვეებსაც კი, ვისაც დღეს ვასამართლებთ, ფაქტობრივად, მიზერულია, ძირითადი დანაშაულისთვის მათი გასამართლება არ ხდება, სამწუხაროდ. აუცილებელია, ყველა დამნაშვე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს არღვევდა ადამიანის უფლებებს, ქმნიდა სადისტურ სისტემას, როგორიც არის ციხეებში გაუპატიურება, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვა, მოსახლეობის გაკულაკება, შეკრებითობის სავალდებულობით ხალხის უსაზღვრო ვადებით ციხეში გაშვება - გასამართლება. ვერ გამოვა იმ კასრებში ნაპოვნი მასალებისა და შსს-ში აღმოჩენილი ფაილების მიჩქმალვა, ვერ დაიფარება. ამ სისტემური დანაშაულის შემოქმედები კიდევ უნდა იყვნენ პოლიტიკაში, ეს არ უნდა შეაფასოს პარლამენტმა?! ეს იქნება ურთულესი პროცესი, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დაიწყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.

ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი იზიარებს სუბარის ინიციატივას, რომ საშემოდგომო სესიაზე დაიყოლიოს კოლეგები, „ნაციონალური პარტიისთვის“ პოლიტიკური განაჩენის გამოტანის მიზნით. როგორც ქართველიშვილი აცხადებს, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ქარდავას, შავაძის, ცინდელიანის, თეთრაძის და უამრავი სხვა დახვრეტილი, ჩაცხრილული, ზღვაში ჩაძირული მსხვერპლის მიმართ ჩადენილ დანაშაულში თანამონაწილე და თანაორგანიზატორი - გივი თარგამაძე, დღეს ეროვნულ უფლებადამცველებს მიმართავს, როგორც არაქართველებს, არაკაცებს, მონებს, არაადამიანებს, ღორებზე უარეს არსებებს და თითოეულ მათგანს გვარებით, სახელებით, პირადი ნომრებით - შეწყალების გარეშე უპატიებლობით ემუქრება.

„საქართველოში პოლიტიკური პროცესების ანალიზმა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად გამოავლინა ერთი ძირითადი პოლიტიკური პარტია, რომელმაც რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის გაფორმებით გადაულახავი დაბრკოლება შეუქმნა ჩვენს ჩრდილოატლანტიკურ და ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს. საკუთარი ქვეყნისთვის აგვისტოს ომის დაწყების დაბრალებით შეუძლებელი გახადა რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესება. რუსეთისთვის სტრატეგიული ენერგეტიკული და ეკონომიკური პროექტების საკონტრიბუციო გადაცემით ოკუპანტის მძევლობაში გადაიყვანა ქვეყნის ეკონომიკა.

საქართველოსთვის რაიმე „პრეფერენციების“ გარეშე რუსეთი შეიყვანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; ხელოვნურად აჭიანურებდა „საქართველო-EU-ს“ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისა და ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ხელმოწერის კუთხით. ქვეყნისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების კუთხით, აწარმოებს ცილისმწამებლურ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ევროპულ სტრუქტურებში. საქართველოში რუსეთის ოკუპაციის ბოლომდე მიყვანის მიზნით ცდილობს ქვეყნის რუსეთთან ომში მეორე ფრონტის გახსნის პროვოცირებას. ხმამაღლა უჭერს მხარს უკრაინის ომში რუსეთის ყველაზე დაუნდობელ და სისხლისმსმელ სამხედრო დანაყოფ „ვაგნერს“ - ამ და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებისა და ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი „კოლეგების“ უკრაინა, მოლდოვას გამოცდილების გათვალისწინებით, დადგა დრო ამ პარტიის, როგორც კანონგარეშე პოლიტიკური სუბიექტის, გამოცხადება უკვე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე. პრეცედენტები არსებობს. მათი მოწონება დასავლეთის მხრიდან ეჭვს არ იწვევს. დასაბუთების ნაწილი იდენტურია. რჩება მხოლოდ ტექნიკური მხარე - პოლიტიკური ნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა ისეთმა შავ-ბნელმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორიც იყო და არის „ნაციონალური მოძრაობა“.

„მე, როგორც ერთ-ერთ პიროვნებას, მინდოდა, რომ ეს პარტია გასამართლებულიყო ისევე, როგორც 1945 წელს გასამართლდა ნიურნბერგში ფაშისტები და შესაბამისი განაჩენი გამოტანილიყო სამართლებრივი სასამართლოს გზით და აკრძალულიყო ეს ტოქსიკური ძალა, მაგრამ ეს ვერ გაკეთდა. აქ არის როგორც სუბიეტური, ისე ობიექტური მიზეზები. ობიექტური მიზეზებიდან უპირველესად უნდა ჩავთვალოთ ის, რომ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები გაღმიდან და გამოღმიდან დაინტერესებული იყვნენ იმით, რომ არ გამოაშკარავებულიყო ის უბედურებები, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჩადენილი ჰქონდა საქართველოში და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ამას ისინი აკეთებდნენ იმიტომ, რომ უფრხილდებოდნენ საკუთარ თავს.

რატომ? - იმიტომ, რომ მაშინდელმა ძალამ რომელიც მსოფლიოს მარათავდა და დღესაც მართავს, მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ საქართველოში იყო მათზე დაქვემდებარებული ძალა - „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ როგორც დემოკრატიის შუქურას და ამ დემოკრატიის შუქურამ რაც ჩაიდინა ყველამ ვიცით“, - აცხადებს გვენეტაძე.

მისი თქმით, სწორედ დასავლეთის ზეწოლით იქნა განადგურებული 27 ათასი უკანონოდ გადაღებული ფაილი, რომელიც ჩაწერილი იქნა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მითითების შედეგად.

„ეს იყო გაუგონარი აქტი, რომელიც ფეხქვეშ თელავდა საქართველოს სახელმწიფოს, ადამიანის უფლებებს. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ძალების დასჯა და განსაკუთრებით იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. როდესაც მათ ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას N13/36, რომლითაც ომის დაწყებას აბრალებენ საქართველოს და ამაში მარტო „ნაცმოძრაობას“ არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, არამედ მის მიერ შექმნილ იმ ძალასაც, რომელიც იმ დროს ვითომდა ოპოზიციური ძალით იყო პარლამენტში წარმოდგენილი და რომლის სათავეში იდგა ის პიროვნება, რომელიც დღეს მაღალფარდოვანი სიტყვებით გვესაუბრება „ფორმულადან“ და ეს არის გიორგი თარგამაძე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძებას, საზოგადოებრივი პლატფორმა, „დაიცავი მშვიდობა“ პროკურატურისგან პასუხებს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან მამალაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ ქვეყანას მოუტანა ოკუპაცია, რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგებები. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის მიმართულებით უნდა დაიწყოს.

„სამწუხაროდ, ძიება ამ მიმართულებით არ მიდის. უამრავი ადამიანია დაზარალებული 2008 წლის ომის შედეგად. აქ არაა ლაპარაკი ვინ დაიწყო, რა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ევროპის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ვიცით, ვინ არიან დამნაშვეები, მაგრამ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული არავის გამოუძიებია. სააკაშვილმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთს ეცნო ჩვენი ტერიტორიები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ის ტერიტორიები, რომელზედაც არავის პრეტენზიები არ ჰქონდა, ვნახეთ, რომ კოდორის ხეობა გადასაცა, ლენინგორის რაიონი გადასცა და ამ ფონეზე შემოიყვანა ოკუპანტი ინვესტორები და მათ გადასცა სტრატეგიული ობიექტები“, - ამბობს მამალაძე.

მისი თქმით, მასალები, რომელიც მისმა ორგანიზაციამ შეისწავლა, უჩვენებს იმას, რომ სააკაშვილს სამშობლოს ინტერესები არ აღელვებდა, მას ჰქონდა კომერციული პროექტი, რომ ამ ომის შედეგად ჩამოეწერათ იარაღი, რომელსაც აფრიკაში, სირიაში და სხვადასხვა ქვეყნებში ყიდდნენ. როგორც მამალაძე აცხადებს, საუბარია უკრაინიდან წამოღებულ იარაღაზე.

„საინტერესო ფაქტები ვლინდება იმისა, რომ თვითონ სამხედროები არ მართავდნენ 2008 წლის აგვისტოს ომს. მართავდა თავად სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები. ის, რომ დიდი ღალატი იყო ჩადენილი სააკაშვილის მხრიდან და ეს იყო დიდი მაქინაცია, ამაზე მეტყველებს ის, რომ დღეს არავინ არ იცის, რომელმა სამხედრომ ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც არის გმირი. ეს რომ სააკაშვილს ნდომოდა, ამ გმირი სამხედროს სახელი ყველას გვეცოდინებოდა, მაგრამ ეს დამალეს. იმიტომ, რომ მათ გეგმებში წინააღმდეგობის გაწევა არ შედიოდა. ანუ, ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან დიდ დანაშაულთან - ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშული, სამხედრო ზიანის მიყენება სახელმწიფოსთვის, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით უვადო პატიმრობით ისჯება.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადება შევიტანეთ, პროკურატურას არაფერი არ გაუკეთებია, რაც ჩემთვის არის უცნაური და არ მაქვს პასუხი. პრემიერის განცხადების მიუხედავად, ძიება არ მიდის. ანუ, რასთან გვაქვს საქმე - ვიღაცა მფარველობს, ხელს აფარებს, თუ ჩვენთვის სახელმწიფოებრივად მომგებიანი არ არის ამ საქმის შესწავლა?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან მამალაძემ.

trampi ახალი ამერიკა აღმოაჩინეთ აი.....კინგი მაგიტომ არ მოკლეეეს???

ზუსტად ეგააა სახელმწიფოს, ქვეყნის.... საყრდენი---ყველა თვალსაზრისით
და სამართალი თუ არ იქნებოდა ქვეყანა რომ არ დალაგდებოდა, რაააა ჩათლახმა ამერიკელებმა არ იცოოდნეეენ??
იცოდნენ მაგრამ დალაგებული საქართველო ამერიკას არ აწყობდა --- მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭირებაო ...აწყობდათ
ზუსტად მაგით დავიწყე აქ ამერიკის ლანძღვა ---- კოხაბიტაცია რომ დაგვიკანონეს
ზუსტად იმიტომაც გათახსირდნენ ესენიც--როგორ იმათ მილიონრები მოიპარეს და მე რომ ცოტა ავიღო არ შეიძლებააა--ოჯახი მშიერი მყაავსო...
ან კიდევ პატარა ბიჭს სამი შტოფის მოპარვაზე ბოკერიამ 12 წელი მისცა..... და ამათ 55 მილიონზე ....კარგით რაააა ....
არადა ათვლის წერტილი მაშინ რომ დაეწყოთ და დამნაშავეების დასჯა დაეწყოთ ------ ქვეყანა დალაგდებოდა
ქართველი ასეთია... ქართველი ისეთია ------- ..ქარტველს მისდგნენ ლანძღვით
მაშინ ათასი მაგალითები მომყავდა--(მაშინდელების წერის თავი აღარა მაქვს)
ის პოსტები თუ ვიპოვნმე კარგი იქნება


ქუნემ კოლუმბიოოო
1 წლის უკან