„20 ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე გიგანტთან, სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის ისტორიული შედეგია“

„20 ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე გიგანტთან, სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის ისტორიული შედეგია“

ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიულმა ვიზიტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადაიყვანა. ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება ჩენგდუში, საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგად მიიღეს, რაც ერთობლივი დოკუმენტის გამოქვეყნებით დადასტურდა.

რა ახალ პერსპექტივას უქმნის ქვეყანას საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპზე გადასვლა? ანალიტიკსოები for.ge-სთან ამბობენ, რომ მილიარდნახევრიანი მოსახლეობისა და 20 ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე გიგანტთან, სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის ისტორიული შედეგია. მათი შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშესთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებთან ერთად ფინანსური მდგრადობის გარანტიაც გახდება.

ახალი სტრატეგიული პარტნიორობა მმართველი გუნდის შეფასებით, ფინანსურ შესაძლებლობებთან ერთად, ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების რიცხვსაც გაზრდის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები განათლების, კულტურის, პოლიტიკური და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ხალხთა შორის კულტურულ და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთანაც და ევროკავშირთანაც. ეს მოცემულობა მინისტრთა კაბინეტის წევრების შეფასებით, ჩვენი ქვეყნისთვის ქმნის სივრცეს დამატებითი შესაძლებლობების კუთხით, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებითაც.

ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3 ადგილზეა. ექსპორტის მხრივ პირველზეა, ხოლო იმპორტის მიმართულებით, მე-3 პოზიციას იკავებს. 2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ჩინეთის დედაქალაქში პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფებიან, ამბობენ, რომ სავაჭრო კუთხით არსებული პოტენციალი, სრულად უნდა იყოს ათვისებული.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას დამატებით საფრთხედ აღიქვამს ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ახალი თანამშრომლობა, ძველ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, საქართველოს ურთიერთობებს დააზიანებს.

საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას რომ საფრთხე არ ემუქრება, ეს ამერიკის ელჩმა დაადასტურა. კელი დეგნანის თქმით, შტატები საქართველოსთან პარტნიორობას მომდევნო წლების განმავლობაშიც ისევე განაგრძობს, როგორც ეს გასული სამი ათწლეულის განმავლობაში იყო.

ჩინოლოგი რეგინალური უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში ვახტანგ მაისაია for.ge-სთნ ამბობს, რომ ჩინეთი დღევანდელ დღეს მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ასეთ ქვეყანასთან პარტნიორობა, მით უმეტეს სტრატეგიულ დონეზე, ქვეყნას მხოლოდ წაადგება.

„ამერიკის და ჩინეთის გავლენების ქვეშ იმყოფება ახლა მსოფლიო. უკრაინის ომის შემდეგ, რაც რუსეთი კიდევ უფრო სუსტდება, ჩინეთი და ამერიკაა ის ორი ქვეყანა, რომლებიც მსოფლიო წესრიგის გარანტორები ხდებიან. საქართველო ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო თუ გაღრმავდება და თავისუფალი ვაჭრობის შემდეგ, ქვეყანში ჩინური ინვესტიციები შემოვა, ამით საქართველო მხოლოდ ისარგებლებს და წაადგება ბევრ რამეში. თანაც, ჩინეთს ვხედავთ არ აქვს აგრესიული პოლიტიკა, პირიქით, ის არ გვეუბნება, რომ დასვლეთთან არ გვქონდეს ურთიერთობა და ა.შ. გვაძლევს არჩევანის სრულ თავისუფლებას. ჩინეთს და საქართველოს საერთო ტერიტორიული პრობლელმები გააჩნიათ და მათ ჩვენი ძალიან კარგად ესმით. საქართველოსთვის ეს არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ხოლო ჩინეთისთვის - ტაივანი. დეკლარაციაში, რომელსაც საბოლოოდ საქართველოს და ჩინეთის ხელისუფლებებმა ხელი მოაწერეს, ზუსტად არის გაწერილი, რა სფეროებში მოხდება ჩვენი თანამშრომლობა. ძალიან დეტალურად არის მოცემული სამი მნიშვნელოვანი პუნქტი, სადაც ჩინეთი და საქართველო ითანამშრომლებენ. ეს არის ეკონომიკური, გეოპოლიტიკური დ პოლიტიკური თანამშრომლობა. პირველად მოხდა, რომ საქართველოს და ჩინეთს საერთო გეოპოლიტიკური ვექტორი გაუჩნდათ“, - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ყოველთვის დაუჭერს და ეს ძალიან სერიოზული მახრდაჭერაა. მაისაია ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საკმაოდ ხისტი პოზიცია აქვს და ისინი ამ პოზიციის გამოხატვას არც არასდროს მალავდნენ.

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე საქართველოსთან ამერიკა დღემდე თავს იკავებს, ჩინეთმა კი ეს გააკეთა და ამით ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. აქედან გამომდინარე, თუკი ორ სუპერ სახელმწიფოსთან საქართველოს კარგი და სტრატეგიული ურთიერთობა ექნება, შესაძლოა, პირიქით, საქართველო იქცეს ჩინეთს და ამერიკას შორის ხიდად. ასეთ პატარა ქვეყნას ამხელა გავლენის ქვეყანა რომ მხარს გიჭერს, სტრატეგიულ პარტნიორად მიგიჩნევს, ამაში ცუდი არ შეიძლება რამე იყოს. პირიქით, თუკი ორივე ქვეყანასთანა კარგი ურთიერთობა გვექნება, ეს მათ შორის ჯანსაღ კონკურენციას გაზრდის. საქართველოს და ამერიკას შორის სტარტეგიული ქარტია უკვე გაფორმებულია და ასევე, გუშინწინ ჩინეთსა და საქართველოს შორის, ფაქტობრივად, ასეთივე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა. ზუსტად იგივე პუნქტებია გაწერილი, რაც ამერიკასთან თანამშრომლობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბალანსირებული პოლიტიკა, რომელსაც ახლა თავის პარტნიორებთან ატარებს, ყევლაზე მეტად უნდა წაადგეს“,-ამბობს მაისაია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რამდენად შეიძლება ამერიკის რეაქცია ჩინეთთან საქრთველოს პარტნიორობასთან დაკავშირებით უარყოფითი იყოს, მაისაია ამბობს, რომ ჯერჯერობით ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებები ზომიერია.

„საქართველოს პრეროგატივაა ვისთან იმეგობროს და ვისთან არა და სწორედ ეს თქვა ამერიკსი ელჩმა, კელი დეგნანმა, თუმცა ჰქონდა გარკვეული მინიშნებებიც. ჯერჯერობით ბაიდენის ადმინისტრაციას ჩინეთთან აქვს პრეტენზიები, მაგრამ სადაც საჭიროა, იქ მშვენივრად თანამშრომლობენ. მაგალითად, რუსეთი რომ უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ იყენებს, ეს ამერიკის და ჩინეთის ერთობლივი დამსახურებაა. ამასთან დაკავშირებით, მიუხედავდ იმისა, რომ ერთმანეთთან გარკვეული პრობლემები აქვთ, შეთანხმდნენ. ორივემ პუტინს თავისი ადგილი კარგად მიუჩინა და გააფრთხილეს. ამიტომ საქართველომ რატომ არ უნდა იმოქმედოს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე?!“,-ამბობს მაისაია.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ჩინეთი უძლიერესი ქვეყანაა, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. ამასთან, ყველა ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ჩინეთი გაეროს საბჭოს მუდმივი წევრია და გარდა ამისა, ის ბირთვული სახელმწიფოა. ამას კი ემეტება მისი ჯარის რაოდენობა, რომელიც 1 მილიარდზე მეტია. სამხედრო ბიუჯეტი კი100 ტრილიონს აჭარბებს.

„ეს არის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველა ქვეყანა ანგარიშს უწევს. რაო, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს არ ეახლება ხოლმე?! ყველა ეახლება, მაგრამ აქ, ჩვენ ქვეყანასთან დამოკიდებულებას შეხედეთ. ჩვენ კი არ ვეახელით, პირიქით, უდიდესი პატივისცემით დაგვხვდნენ. სხვა ლიდერებიც არიან ოლიმპიური თამაშის გამო ჩასული. ხომ შეიძლება ღარიბაშვილი საერთო მიღებაზე მიეღოთ, ან სადღაც ერთი სურათი გადაეღოთ, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა, როცა ის ჩინეთში ვიზიტით იყო. ღარიბაშვილს არა თუ დრო დაუთმეს, ჯერ როგორ დახვდნენ, მერე იქ მთელი რიგი საკითხები განისაზღვრა თავისი სტრატეგიული პარტნიორობით და შემდეგ მისი განვითარებით. ანუ, ჩინეთი ამბობს - ამ პატარა ქვეყანას, ამხელა ვეებერთელა სახელმწიფო ვაღიარებთ, ვაღიარებთ თქვენს სტრატეგიულ მნიშვნელობას და მხოლოდ ეს აღიარების დონეზე არ არის, არამედ პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა მინდა. თქვენთან თანამშრომლობა მინდა. განსხვავებით, სამწუხაროდ, ვიღაც - ვიღაც საახელმწიფოებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სათანდოდ ვერ აფასებენ. გვახსოვს, ალბათ, მიშას განწირული მცდელბა, რომ როგორმე ერთი ბოთლი ღვინო მაინც გაეყიდა ჩინეთში, მაგრამ ვერ შეძლო. ჰოდა, ახლა ვხედავთ რა დღეში არიან და საერთოდ, გონივრულ ანალიზს არიან მოკლებულები“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

 

ტაბალი ჯარი 1 მილიარდს აჭარბებს, სამხედრო ბიუჯეტი 100 ტრილიონს. ასეთ სისულელეს რომ დაწერ, გიკვირს მერე, შტერს რატომ მეძახიანო.
1 წლის უკან
ცუგო- ჩემი ადვოკატობა არ ჭირდება, მაგრამ აშკარაა რომ შეცდომა ბეჭვდისას არის დაშვებული, თუ ფორ. ჯეს მკითხველი ხართ, მიხვდებით, რომ ლევან ნიკოლეიშვილი ასეთ შეცდომებს არ უშვებს.
1 წლის უკან
არაგველი641 ბევრჯერ შეგვიმჩნევია, რომ ფორ.გე-ს ხშირად მოსდის ლაფსუსები უბრალო არითმეტიკაში, არ იციან ხოლმე ხანდახან რიცხვების და პროცენტების სწორად წერა
1 წლის უკან
ლაზი ჩინეთთან სტრატეგიულმა უკვე გამოიღო შედეგი. აშშ-მა ქუთაისის აეროპორტს საერთაშორისო დონისას გავხდითო. აქამდე ვინ უშლიდათ ხელს.კონკურენცია ყველგან მოსულა და კარგიცაა.
1 წლის უკან