ნაციონალების შსს სტატისტიკას ასაიდუმლოებდა

ნაციონალების შსს სტატისტიკას ასაიდუმლოებდა

უფლებადამცველთა ასოციაციის მიერ 2009 წლიდან დაწყებული მონიტორინგის შედეგების შედეგად ირკვევა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას ასაიდუმოებდა. ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ცხადი ხდება რომ წინა ხელისუფლება დანაშაულის სტატისტიკას ასაიდუმლოებდა.

„უფლებადამცველთა გაერთიანების“  კვლევის მიხედვით 2009–2013 წწ. ჩადენილი და აღრიცხული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მედიაში გაშუქების მხრივ შემდეგნაირად გამოიყურება:

2009 წელი 726 ყაჩაღობა, გაშუქდა 111 ფაქტი; 2. 121- მკვლელობა, გაშუქდა 76 ფაქტი; 3. 58- გაუპატიურება, გაშუქდა 7 ფაქტი; მასმედიაში დანაშაულის გაშუქების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 21 %.

2010 წელი 1. ყაჩაღობა 375, გაშუქდა 49 ფაქტი; 2. მკვლელობა 180, გაშუქდა 66 ფაქტი; გაუპატიურება 65, გაშუქდა ერთი ფაქტი; მასმედიაში დანაშაულის გაშუქების ჯამური მაჩვენებლი შეადგენს 18 %.

2011 წელი  ყაჩაღობა 259, გაშუქდა 35 ფაქტი; 2. მკვლელობა 108, გაშუქდა 74 ფაქტი; 3. გაუპატიურება 64. გაშუქდა 5 ფაქტი; მასმედიაში დანაშაულის გაშუქების ჯამური მაჩვენებლი შედგენს 26,4%

2012 წელი 1. ყაჩაღობა 331, გაშუქდა 39 ფაქტი; 2. მკვლელობა 115, გაშუქდა 54 ფაქტი; 3. გაუპატიურება 82, გაშუქდა 3 ფაქტი; მასმედიაში დანაშაულის გაშუქების ჯამური მაჩვენებლი 18 % შეადგენს.

2009-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულისა და ვებგვერდზე ამავე პერიოდში ნიუსის სახით განთავსებული ინფორმაციის თანაფარდობა - ყაჩაღობა 1711 და გაშუქდა 77 ფაქტი;
524 მკვლელობა და გაშუქდა 121 ფაქტი; 269 გაუპატიურება და გაშუქდა 1 ფაქტი.
2009-2012 წლებში შსს-ს ოფოციალურ ვებ-გვერდზე ნიუსის სახით განსავსდა შემთხვევათა მხოლოდ 7%.

2013 წლის 7 თვის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის და მედიაში გაშუქებული ფაქტების თანაფარდობა ასე გამოიყურება - 212 ყაჩაღობა და გაშუქდა 39 ფაქტი; 52 მკვლელობა და გაშუქდა 50 ფაქტი, 38 გაუპატიურება და  გაშუქდა 7 ფაქტი. 2013 წელს 7 თვის განმავლობში მასმედიაში დანაშაულის გაშუქების ჯამური მაჩვენებელი 31,7 % შეადეგნს , რაც წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც მჟავანაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, წინა წლებთან შედარებით ნაკლები დანაშაულის არსებობა და დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლა მიუთითებს იმაზე, რომ შსს-ს მხრიდან გატარებულმა ღონისძიებებმა, თანამშრომლების გადახალისებამ, ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნამ შედეგი გამოიღო.

ნიკოლოზ მჟავანაძე: „ამას ყველაფერს უნდა დაუმატოთ ისიც, რომ საქართველოს საპატიმროები ათასობით პატიმარმა დატოვა და თუ გავითავლისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას, როდესაც ამდენი პატიმარი ტოვებს საპატიმროს, რისკი იმისა, რომ დანაშაულებები მოიმატებს, ძალზედ მაღალია. მაგრამ შსს-ს მხრიდან გატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულმა კი არ მოიმატა, არამედ იკლო.

სწორედ ესაა შედეგი იმისა, რომ საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მაღალია, რასაც შსს-ს მიერ ვიზიტორთა შესახებ გამოქვეყნებული ციფრებიც ადასტურებს: იანვარ-აგვისტოს პერიოდში 3 568 518 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 26,4%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდთან, აქედან ტურისტი - 1 415 215.

ეს კვლევა ადასტრურებს, რომ დანაშაულმა იკლო, ხოლო მედიასაშუალებები წინა წლებთან შედარებით არ მალავენ ამ ინფორმაციას. ამ კვლევით თუ დადგინდა მიზეზი, რატომაც მედია მალავდა ამ ინფორმაციას?

- ჩვენ გამოვითხოვეთ შსს-დან ოფიციალური მონაცემები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მედიამონიტორინგის შედეგები და ამ შედეგების შედეგად დადგინდა, რომ ხელისუფლება დანაშაულის რეალურ სტატისტიკას ასაიდუმლოებდა და მედიისთვის ეს მონაცემები უცნობი იყო. აქედან გამომდინარე, დღეს, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ წინა წლებთან შედარებით კრიმინალის ფაქტები მომრავლდა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. რეალობაში საქმე პირიქით არის და ფაქტები გაცილებით მეტი იყო, უბრალოდ, ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდიდნენ.

მედიაში შუქდებოდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც შსს ავრცელებდა. შსს რეალურ სტატისტიკას მალავდა იმ მიზეზით, რომ საზოგადოებაში პანიკა არ გამოეწვია, რეალურად კი სხვა სიტუაცია იყო. ახლა როდესაც ათასობით ადამიანი გამოუშვეს ციხიდან და პატიმრების გამოშევბა მოგეხსენებათ, რომ იწვევს დანაშაულის ზრდას, მიუხედავად ამისა, სახეზე გვაქვს დანაშაულის კლება.

თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ქადაგებს, რომ წაგვლეკა დანაშაულმაო. სინამდვილეში სიტუაცია სხვაგვარია, პირიქით დანაშაულმა იკლო. მათი მიზანია საზოგადოებაში გარკვეული დაძაბულობის შექმნა, მაგრამ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომლითაც დასტურდება, რომ დანაშაულმა იკლო ქვეყანაში.

ანუ, მედია მხოლოდ სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებდა?

- მედია ავრცელებდა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც უნდოდა შსს-ს. დღეს პირიქით არის, მედია აშუქებს აბსოლუტურად ყველა ფაქტეს, რაც ამ კუთხით ხდება, არ მალავს ინფორმაციას. სიმართლე გითხრათ,  ეს არ იყო მედიის ბრალი, ეს იყო სამინისტროს ბრალი, რომელიც მალავდა ინფორმაციას.

ძირითადად აქცენტი დანაშულის რა კატეგორიაზე კეთდებოდა?

- აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ გახსნილ დანაშაულზე, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ არაეფექტურად მუშაობდნენ. გაუხსნელ საქმეებზე საერთოდ არ საუბრობდნენ. ამასთან ერთად, ძირითადი აქცენტი კეთდებოდა რეზონანსულ საქმეებზე, რომელიც ასევე შსს-ს ინტერესში შედიოდა. შს სამინისტრო რეალურად საინფორმაციო ვცაკუუმში ამყოფებდა საზოგადოებას და უმალავდა იმ ფაქტებს, რაც იყო რეალურად. ახლა გამოდის მიხეილ  სააკაშვილი და ამბობს, რომ დანაშაულმა ქვეყანა წალეკაო... ეს არის დედმაგოგია მისი მხრიდან.