რა სიმაღლეზე უნდა დაკიდო ტელევიზორი

რა სიმაღლეზე უნდა დაკიდო ტელევიზორი

ტელევიზორის სწორად დაკიდება არა მხოლოდ კომფორტზე, არამედ შენს ჯანმრთელობაზეც დიდ გავლენას ახდენს.

არასწორ სიმაღლეზე განთავსებულმა ტელევიზორმა, შეიძლება, გამოიწვიოს თვალის დაღლა, კისრისა და ზურგის ტკივილი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიო ეკრანის პოზიცია.

როგორ შევარჩიოთ იდეალური სიმაღლე ტელევიზორისთვის

ტელევიზორის დაკიდების ოპტიმალური სიმაღლე დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

●    იდეალურ შემთხვევაში ეკრანის ცენტრი უნდა იყოს შენი თვალის დონეზე, როდესაც მჯდომარე პოზიციაში იმყოფები.

●    ტელევიზორის ზომა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა სიმაღლეზე უნდა იყოს ის დაკიდებული. რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს მისი ცენტრი.

●    ეკრანის ზომის მიხედვით უნდა განსაზღვრო, რა მანძილის დისტანციაზე უნდა იჯდე ტელევიზორისგან. 50-ინჩიანი ტელევიზორისთვის რეკომენდებული მანძილია, დაახლოებით, 2 მეტრი.

●    საშუალოდ, ტელევიზორის ცენტრი იატაკიდან უნდა იყოს 100-120 სმ-ის სიმაღლეზე.

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინო სხვადასხვა ოთახისთვის


 
1. მისაღებ ოთახში ტელევიზორი უნდა განთავსდეს დივანთან შესაბამის სიმაღლეზე, რათა ყურებისას კისერი არ დაიძაბოს.

2. საძინებელში, ხშირად, ტელევიზორი უფრო მაღლა მაგრდება, რადგან ადამიანები საწოლში მწოლიარე პოზიციაში უყურებენ. ასეთ დროს, სასურველია, ტელევიზორი დახრის ფუნქციით იყოს, რათა კუთხე კომფორტულად შეარჩიო.

3. სამზარეულოში ტელევიზორი უფრო მაღლა უნდა დაკიდო, რათა მისი ნახვა ნებისმიერ პოზიციაში შეძლო.

ტელევიზორის დასაკიდებლად გამოიყენე მოძრავი კედლის სამაგრი, ე.წ. კრონშტეინი, რათა ეკრანის კუთხის შეცვლა მარტივად შეძლო.

●    დარწმუნდი, რომ ტელევიზორი მზის შუქის პირდაპირ არ ხვდება, რათა ეკრანზე ანარეკლები არ გაჩნდეს.
●    უსაფრთხოების მიზნით, დარწმუნდი, რომ სამაგრი საკმარისად მყარია და შეუძლია ეკრანის წონის გაძლება.


 
ტელევიზორის სწორად დაკიდება კომფორტულად ყურებისა და ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გაითვალისწინე შენი ოთახის სპეციფიკა, ტელევიზორის ზომა და ყურების კუთხე.
ტელევიზორისთვის სწორად შერჩეული სიმაღლე არა მხოლოდ შენს კომფორტს გაზრდის, არამედ თვალისა და კისრის დაღლასაც თავიდან აგარიდებს.