ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი მზადაა, რომლისგანხილვაც დღე-დღეზე იგეგმება. საქართველოში ტყეებს უკავიათ დაახლოებით 2.7 მილიონი ჰექტარი, რაც ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ამიტომ ასეთი დოკუმენტი აცილებელია.
“გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა. მასში ასახულია ჩვენი ხედვა და მოიცავს ტყის მართვის პროგრამას. დოკუმენტისგანხილვა არასამთავრობო სექტორსა და დარგის სპეციალისტებთან ერთად მოხდება, რაც სატყეო მეურნეობის მდგრად მართვაზე გადასვლის შესაძლებლობას მოგვცემს.
ჩვენ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღიარებულია ის პრიორიტეტები, რომელსაც ევროკავშირის სატყეო პოლიტიკის ჯგუფია ღიარებს და თავისი მნიშვნელობით უნივერსალურია”, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტყის ფონდის უმეტეს ნაწილში ტყეთმოწყობა არ ჩატარებულა 10 წელზე მეტ ხნის განმავლობაში. სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას სატყეო ფონდის შესახებ; დაუზუსტებლია ტყის ფონდის საზღვრები; ტყეების კატეგორიზაციის არსებული სისტემა გაუგებარია და შეუთავსებელია თანამედროვე ტყის მართვისა და ეკოსისტემური მიდგომის პრინციპებთან; არ განხორციელებულია ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ტყეების გადაცემა; ტყის ერთადერთ მესაკუთრედ დღემდე რჩება სახელმწიფო, რომელსაც ამ ეტაპზე არ გააჩნია ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსები სატყეო მეურნეობის წარმართვისათვის.
ამიტომაც ეროვნული სატყეო პოლიტიკის პოლიტიკის დოკუმენტის აქტუალობა ერთობ მნიშვნელოვანია. სანამ იგი ძალაში შევა, მანამდე სამეწარმეო მიზნებისთვის ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი გარემოს დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულია და პარლამენტი მას საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.
“სოფლებსა და რაიონებში მოსახლეობა დამოკიდებულია ტყეზე და მოთხოვნა არის დიდი. ამის გამო უკანონო ჭრის ფაქტები ხშირი იყო. რაც შესაძლებელი იქნება - გავაკეთებთ, ხოლო კონტროლის გაძლიერება პოლიციას და ზედამხედველობის სამსახურებს დაეკისრებათ.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხე-ტყის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების შემთხვევაში, თუ მისი საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, სამართალდამრღვევს ეკისრება მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა ხე-ტყის კონფისკაციის გარეშე. სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილების თანახმად, მკაცრდება სანქცია: ზედნადების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით, ხოლო ხე-ტყე დაექვემდებარება კონფისკაციას.
შეიძლება ითქვას, წესრიგი დამყარდა. წინა ხელისუფლების დროს ბევრმა შეძლო გრძელვადიანი ლიცენზიის აღება, ისეთი პირობებით აქვთ ლიცენზია მოპოვებული, რომ კანონს არად დაგიდევენ. სანქციების გამკაცრება და კონტროლის გაძლიერება მათ უკანონო ქმედებას შეაჩერებს”, - აცხადებს გიორგობიანი.
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ტყეებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ გლობალური და რეგიონული მასშტაბითაც. ისინი განაპირობებენ უნიკალური ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას.
საქართველოს ტყეები ამარაგებენ მოსახლეობასა და ეკონომიკას სამასალე და საშეშე მერქნით. ტყეებზე დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა. მაგალითად, ბათუმი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 200000 ადამიანს შეადგენს და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, სასმელ წყალს იღებს მტირალას ეროვნული პარკის ტყეებიდან. ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღეზეა დამოკიდებული ეკონომიკის ისეთი სექტორების წყლით მომამარაგება, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა და ჰიდროენერგეტიკა.
სპეციალისტების აზრით, დღეისათვის დამკვიდრებული ტყითსარგებლობის პრაქტიკა ხელს უშლის სატყეო სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს შორის ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას; პრობლემებს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამიტომაც საქართველოს სატყეო სექტორს სჭირდება დაუყოვნებლივი რეფორმირებას, პოლიტიკის, კანონმდებლობისა და ინსტიტუციურ დონეზე.