სწრაფი კვება, როგორც ნარკომანია...

სწრაფი კვება, როგორც ნარკომანია...

სწრაფი კვების ობიექტებს საზოგადოების უმეტესობა ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა ერთი თვალის შევლებითაც კი საპირისპირო სურათი ისახება. დედაქალაქის სწრაფი კვების ქსელი არათი კლინეტურის ნაკლებობას არ უჩივის, პირიქით - “მაკდონალდსისა” და საშაურმეების წინ ხშირად ძალიან ცოცხალი  რიგიც დგას.

სწრაფი კვების ობიექტებში არსებული პროდუქტი რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამაზე არა მარტო, ქართველი სპეციალისტებიც, არამედ მათი უცხოელი კოლეგებიც საუბრობენ. მაგალითად, შვედი მეცნიერების კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ საჭმელი, რასაც “მაკდონალდსი” მომხარებელს სთავაზობს, შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ონკოლოგიურ დაავდებებსა და პროდუქტისადმი დამოკიდებულებას იწვევს. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა თუ რატომაა ხშირად რიგები ასეთი ობიექტების წინ.

გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სააგენტო თბილისში არსებული საშაურმეების შემოწმებას ახორციელებს. ჩატარებულმა კვლევამ, რამდენიმეში სხვადასხვა სახის დარღვევა დააფიქსირა. გარკვეული სახის დაკვირვებები სწრაფი კვების ობიექტებზე ყოველწლიურად ტარდება.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწრაფად დამზადებული მზა საკვები შედგება ისეთი ინგრედიენტებისგან, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, როცა მათ რეგულარულად მოიხმარენ. არაჯანსაღი საკვები, არის ძირითადად მზა პროდუქტები, რომლებიც უმეტესად შედგება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან, მარილისგან ან შაქრისგან და როგორც წესი, არ შეიცავს ვიტამინებს, ცილებს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკრო და მაკრო ელემენტებს.

მეცნიერების - პოლ ჯონსონისა და პოლ კენის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი საკვები ტვინზე მოქმედებდა როგორც ნარკოტიკები, რომლებიც მიჩვევას იწვევენ. რამოდენიმე კვირა თაგვების არაჯანსაღი პროდუქტებით  კვების შემდეგ, თაგვების ტვინში არსებული სიამოვნების ცენტრი ნაკლებად მგრძნობიარე ხდებოდა და უფრო მეტი საკვები სჭირდებოდა იმისათვის, რომ სიამოვნება მიეღო. შემდეგ ეს თაგევბი გადაიყვანეს ჯანსაღ საკვებზე, თუმცა თაგვებმა ორი კვირა იშიმშილეს, იმის მაგიერ, რომ ეჭამათ ის.

2007 წელს სამეცნიერო ჟურნალ Bრიტისჰ ჟოურნალ ოფ Nუტრიტიონ გამოქვეყნდა კვლეევა, სადაც საუბარი იყო რომ, დედები, რომლებიც იკვებებოდნენ სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვებით, ორსულობის დროს, ზრდიდნენ იმის ალბათობას, რომ მათ შვილებს ექნებოდათ არაჯანსაღი პროდუქტების ჭამის ჩვევა და უფრო მეტად იქნებოდნენ სიმსუქნისკენ მიდრეკილნი.

ამ თემაზე “ილიაუნი ბიზნეს რევიუც” დაინტერესდა და 4 ობიექტზე რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკვირვება აწარმოა. კვლევის შედეგები ასეთია: მყიდველთა რაოდენობიდან (2375 ადამიანი), ძირითადად, 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები სჭარბობენ.

ქართველი ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ნადირაძე დარწმუნებულია, რომ ე.წ.”ფასტ ფუდებში” დამზადებული საკვები მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, რადგან საკვები გაჯერებულია უამრავი არასასურველი ნივთიერებით, რაც ჯანმრთელობისთვის, ზოგადად, საზიანოა და განაკუთრებულ საფრთხეს ბავშვებისთვის წარმოადგენს.

“სამწუხაროდ, მშობლებს ძალიან ხშირად დაჰყავთ ბავშვები “მაკდონალსში” და სხვა სწრაფი კვების ობიექტებში, რის შედეგადაც სავალალო შედეგებს იღებენ მოზრდილ ასაკში, როგორიცაა სიმსუქნე. ასეთი საკვები ზრდის კუჭის მოცულობას და, შესაბამისად, ადამიანის უჩნდება მოთხოვნილება უფრო მეტი საკვების მიღებაზე.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ხშირად “ფასტ ფუდებში” იყენებენ ცხიმს, რომელიც გაჯერებულია კანცეროგენით, ეს კი მთავარი ფაქტორია სიმსივნის წარმოსაქმნელად”, _ აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

ეს რომ ასეა, შეფ-მზარეულმა და ტელეწამყვანმა ჯეიმი ოლივერმა რამდენიმე დღის წინ ცხადლივ დაამტკიცა. მან გაასაჯაროვა ის რეცეპტი თუ სინამდვილეში რისგან მზადდება “მაკდონალდსის” ჰამბურგერს, რის შემდეგაც ფირმამ განაცხადა, რომ რეცეპტს შეცვლის.

ოლივერის თქმით, ჰამბურგერის ხორცის ნაჭერს ჯერ ამონიუმის ჰიდროქსიდში ავლებენ, შემდეგ კი ჰამბურგერში ათავსებენ. ამ პროცედურის გარეშე საკვები გამოსაყენებლად ვარგისად არ ითვლება. იმის გარდა, რომ ხორცი დაბალი ხარისხის ხდება, ამონიუმის ჰიდროქსიდი ჯანმრთელობისთვისაც მავნებელია. ტელეწამყვანი, რომელიც სწრაფი კვების ობიექტების წინააღმდეგ ილაშქრებს, ამბობს, რომ რეალურად, იქ იღებენ ძაღლების საკვებ ხორცს, რომელსაც გარდაქმნიან ადამიანის კვებისთვის ვარგისად:

“რატომ უნდა მოუვიდეს თავში გონიერ ადამიანს, რომ თავის შვილებს საკვებად მისცეს ამიაკიანი ხორცის ნაჭერი?”, _ კითხულობს ტელეწამყვანი და ერთ-ერთ გადაცემაში მოახდინა კიდეც იმის დემონსტრირება თუ როგორ მზადდება ფარში ხორცის ნარჩენებისგან, სწორედ ამონიუმის გამოყენებით.