ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის თავდაცვის სამინისტრო დააჯილდოვა. დღეს სასტუმრო „რადისონში“ თავდაცვის უწყებასთან ერთად ყველაზე ანგარიშვალდებული კიდევ რამდენიმე საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული კვლევა 2012 წლის ივლისი - 2013 წლის ივნისის მონაცემებს ეყრდნობა. როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუმჯობესდა. არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81%-მდე გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების 30%-დან 11%-მდე შემცირდა.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. პრეზენტაციას საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სტუმრები დეტალურად გაეცნენ პროექტის შედეგებს, განიხილეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა და 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციების შედარებითი ანალიზი. IDFI პროექტს 2010 წლიდან ახორციელებს.