პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის ჩრდილოეთ კავკასიის ერებისადმი მიმართვას აფასებს.
„სააკაშვილს მუდმივად ეგონა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონია. ეძებს ასეთ როლს, რომელიც დააბრუნებს მას ყურადღების ცენტრში და ხაბეიშვილს მაინც გაუტოლებს ამ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში. გადაწყვიტა კავკასიას ჩაუდგეს სათავეში, ვინაიდან მისი მასშტაბი, როგორც თვითონ მიაჩნია, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ერთი ქვეყნის ლიდერი“, - აცხადებს ვოლსკი.
მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართავს, შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში. ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ აუცილებელია მოიძებნოს კავკასიის გაერთიანების გზები.