მამუკა მდინარაძე: არც ერთ ევროპულ ქვეყანას ცესკოს დაკომპლექტების წესის ანალოგიური სტანდარტი არ აქვს და რაც უპრეცედენტოა მსოფლიოში, რატომ არის საქართველოში მისაღები, ამის არგუმენტაციის წარმოდგენა ნებისმიერს გაუჭირდება

მგონია, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, თუმცა ამაზე წინასწარ ნუ ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ახალ კანონზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ვარაუდია, რომ შესაძლებელია გამოიყენოს ვეტო, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის პრაქტიკა, მოქმედი, რომელიც არ აქვს არც ერთ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროში. არსად დღეს მოქმედი წესი არ მუშაობს. არც ერთ ევროპულ ქვეყანას ცესკოს დაკომპლექტების წესის ანალოგიური სტანდარტი არ აქვს და რაც უპრეცედენტოა მსოფლიოში, რატომ არის საქართველოში მისაღები, ამის არგუმენტაციის წარმოდგენა ნებისმიერს გაუჭირდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ახალ კანონზე ვეტოს დასადებად, დრო ხვალ საღამომდე აქვს.