არცერთი ქვეყნის საქმეს არ წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარება. ქართველი ხალხი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მიმართულებას, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო არასწორად ვითარდება.
„ყველა ქვეყნის მიმართულებას განსაზღვრავს მისი ხალხი. ვფიქრობ, მისი ფრაზის მეორე ნაწილი არის მნიშვნელოვანი. არცერთი ქვეყნის საქმეს არ წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარება. ეს არის მთავარი. ქართველი ხალხი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მიმართულებას და, მგონი, განსაკუთრებით ბოლო ათმა წელმა აჩვენა ჩვენი ქვეყნის პროგრესი. მათ შორის, იქნება ეს ინსტიტუციის განვითარება თუ სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიის კუთხით.
ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ დღეს, გუშინ, შარშან და ბოლო წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ბოლო წუთებში დაამტკიცა ერთი რამ - თუკი ვინმე რეგიონში არის სწორედაც რეფორმების, ინსტიტუციური განვითარების მხრივ მოწინავე, ეს გახლავთ საქართველო. მათ შორის, ბევრ სფეროსთან დაკავშირებით უკრაინასთან შედარებითაც“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.