ირაკლი ზარქუა „მთავარი არხის“ სიუჟეტზე: იმედია, ავტორსა და ოპერატორს სამსახურიდან არ გაუშვებენ ამ საინტერესო და ობიექტური სიუჟეტის გამო

ირაკლი ზარქუა „მთავარი არხის“ სიუჟეტზე: იმედია, ავტორსა და ოპერატორს სამსახურიდან არ გაუშვებენ ამ საინტერესო და ობიექტური სიუჟეტის გამო

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ დასაქმებულია და ხელფასიც ჰყოფნის.

ზარქუას განცხადებით, იმედი აქვს, რომ სიუჟეტის ავტორებს, რომლებმაც რეალური ვითარება აჩვენეს, სამსახურიდან არ გაუშვებენ. მისივე თქმით, იმას, რომ უმუშევრობა მინიმუმამდეა შემცირებული, საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს.

„მეგობრებო გიზიარებთ მთავარი არხის სიუჟეტს დასაქმებაზე! იმედია, ამ სიუჟეტის ავტორსა და ოპერატორს სამსახურიდან არ გაუშვებენ ამ საინტერესო და ობიექტური სიუჟეტის გამო!
სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა, თუმცა კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად მაინც!“, - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

 

Aburjga Tasmanieli შეწყვიტეთ მაგათი მთავარ არხად მოხსენიება, შწეყვიტეთ! მოიხსენით სხვა სახელთ, შინაარსის მიხედვით მაგალითად, ცრუთა და ორპირთა არხი, საქათმე და ა.შ. ბოლოს და ბოლოს თუ მაინცა და მაინც კორექტულობის დაცვაზე გიძგერთ გული, გვარამიას არხი, ასე ხომ შეიძლება?!
2 წლის უკან